დიაგნოსტიკა და კლასიფიკაცია Flashcards Preview

Schizophrenia > დიაგნოსტიკა და კლასიფიკაცია > Flashcards

Flashcards in დიაგნოსტიკა და კლასიფიკაცია Deck (19)
Loading flashcards...
0
Q

რა არის დამახასიათებელი ქრონიკული ფორმისთვის?

A

ნეგატიური სიმპტომები: აპათია, მოტივაციისა და ინტერესების ნაკლებობა, სოციალური იზოლაცია

1
Q

რა ძირითადი სიმპტომები ახასიათებს მწვავე შიზოფრენიას?

A

პოზიტიური სიმპტომები: ბოდვა, ჰალუცინაცია, იდეატორული ავტომატიზმი

2
Q

შნაიდერის პირველი რიგის სიმპტომები:

A
  • ესმით ხმამაღლა ნათქვამი აზრები
  • მესამე პირის ჰალუცინაციები
  • მაკომენტირებელი ჰალუცინაციები
  • სომატური ჰალუცინაციები
  • აზრების ამოღება ჩანერგვა
  • ბოდვითი აღქმა
  • სხვა ძალის მიერ გამოწვეული გრძნობები ან ქცევები
3
Q

დსმს მიხედვით რამდენი ხანი უნდა გრძელდებოდეს მწვავე სიმპტომები იმისათვის, რომ დავსვათ შიზოფრენიის დიაგნოზი?

A

6 თვე

4
Q

დსმ მწვავე სიმპტომები:

A

ბოდვა, ჰალუცინაცია, დეზორგანიზებული მეტყველება და ქცევა და ნეგატიური სიმპტომები

5
Q

რისი დიაგნოზი უნდა დაისვას, მაშინ, როდესაც შიზოფრენიის მწვავე სიმპტომებთან ერთად გამოხატულია გუნებგანწყობის აშლილობების ეპიზოდები?

A

შიზოაფექტური ან ფსიქოზური ეპიზოდით მიმდინარე აფექტური აშლილობების დიაგნოზი

6
Q

თუ შიზოფრენიის სიმპტომები გრძელდება 6 თვეზე ნაკლები ვსვამთ დსმს მიხედვით…

A

შიზოფრენიმორფული ან მწვავე და გარდამავალი ფსიქოზური აშლილობის დიაგნოზს

7
Q

აისიდიში რამდენია სიმპტომების ხანგრძლივობის დრო?

A

1 თვე

8
Q

შიზოფრენიისმაგვარი აშლილობები:

A
  1. ბოდვითი აშლილობები, პარანოიდული ფსიქოზები
  2. ხანმოკლე ფსიქოზები
  3. გამოხატული აშლილობები აფექტური სიმპტომებით
  4. აშლილობები შიზოფრენიისთვის აუცილებელი ყველა კრიტერიუმის გარეშე
9
Q

როდის ვსვამთ ხანმოკლე ფსიქოზის დიაგნოზს დსმს მიხედვით?

A

თუ შიზოფრენიის მწვავე სიმპტომებიდან ერთი მაინც აღინიშნება ერთ დღე მაინც, თუმცა ერთ თვეს არ აღემატება

10
Q

რა დიაგნოზი უნდა დავსვათ, მაშინ როდესაც პაციენტს წარსულში განუვიათარდა შიზოფრენიული სიმპტომატიკა, მაგრამ ამჟამად დიაგნოზისათვის საჭირო ყველა კრიტერიუმი არ აღენიშნება?

A

რეზიდუალური შიზოფრენიის

11
Q

რისი დიაგნოზი უნდა დავუსვათ პირებს, რომლებიც ბავშვობიდან გამოირჩეოდნენ უცნაური ქცევით და ჰქონდათ შიზოფრენიისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მაგალითად, დამოკიდებულებისა და დევნის იდეები, უცნაური მსჯელობა?

A

დსმ - შიზოტიპური პიროვნების აშლილობა
აისიდი- შიზოფრენია, შიზოტიპური აშლილობა
ასევე უწოდებენ ლატენტურ შიზოფრენიას

12
Q

რა აშლილობები შიეძლება იყოს იმ დროს როდესაც პირებს აღენიშნებათ სოციალური იზოლაცია, უცნაური ქცევა, გასადავებული აფექტი, მოტივაციის ნაკლებობა, ხოლო პოზიტიური სიმპტომები არასდროს ჰქონიათ?

A
  • მარტივი შიზოფრენია
  • შიზოიდური პერსონოლოგიური აშლილობა
  • ასპერგერის სინდრომი
13
Q

რა ეწოდება სინდრომს, რომლის დროსაც კატატონიური სიმპტომატიკა პერიოდულად ვითარდება და ამ პერიოდებში აღინიშნება აზოტის ბალანსის ცვლილებები?

A

ჯესინგის სინდრომი

14
Q

შიზოფრენია და დიფ. დიაგნოზი

A
  • ორგანული სინდრომი
  • პრეპარატის მიღებით ინდუცირებული მდგომარეობები
  • გუნებ-განწყობის აშლილობები ფსიქოზური სიმპტომატიკით
  • ბოდვითი აშლილობები
  • პიროვნების აშლილობები
15
Q

რა ორგანული სინდრომებისგან უნდა განვასხვავოთ შიზოფრენია?

A

დელირიუმი, ზოგადი სამედიცინო მდგომარეობების შედეგად განვითარებული ფსიქოზური აშლილობები, ორგანული ბოდვითი აშლილობები, შუბლის წილის ეპილეფსია, პროგრესული დამბლა, მეტაქრომული ლეიკოდისტროფია

16
Q

როგორი ჰალუცინაციებია დამახასიათებელი ორგანული სინდრომებისთვის?

A

მხედველობითი

17
Q

რითი განისაზღვრება განსხვავება შიზოფრენიასა და გუნებგანწყობის აშლილობებს შორის?

A

აფექტური სიმპტომების გამოხატვის ხარისხით და ხანგრძლივობით, ჰალუცინაციურ და ბოდვით სიმპტოკებსა და აფექტურ სიმპტომებს შორის ურთიერთკავშირით და წინა ეპიზოდებში განვითარებული სიმპტომების ბუნებით

18
Q

რითი ხასიათდება ბოდვითი აშლილობა?

A

ქრონიკული, სისტემატიზებული პარანოიდული ბოდვებითა და პერიოდულად აღმოცენებული ჰალუცინაციებით და არ გვხვდება შიზოფრენიის სხვა სიმპტომები