სამართლიანობის სახეები Flashcards Preview

სამართლის შესავალი > სამართლიანობის სახეები > Flashcards

Flashcards in სამართლიანობის სახეები Deck (27):
1

განასხვავებენ სამართლიანობის 2 ძირითად სახეს:

1) განაწილებითი სამართლიანობა – iustitia distributiva და
2) გათანაბრებითი სამართლიანობა – iustitia commutativa.

2

iustitia commutativa.

გათანაბრებითი სამართლიანობა

3

iustitia distributiva

განაწილებითი სამართლიანობა

4

განაწილებითი სამართლიანობა – iustitia distributiva- მოიცავს

ამა თუ იმ სიკეთის განაწილების პროცესს და მასში მონაწილე სულ მცირე 3 სუბიექტს (მათ შორის სახელმწიფოს).

5

განაწილების პროცესში სახელმწიფო ხელმძღვანელობს

სხვადასხვა მასშტაბით. სამართლიანობა წარმოადგენს განაწილების სწორედ ერთ-ერთ მასშტაბს.

6

განაწილების მასშტაბი შეიძლება იყოს

თანასწორობა, შეტანილი წვლილი ან მოთხოვნილება.

7

თანასწორობის პრინციპის მიხედვით

თითოეულს უნდა მიეკუთვნოს თანაბარი წილი.

8

შეტანილი წვლილის მიხედვით განაწილებისას გათვალისწინებული უნდა იყოს

გასანაწილებელი სიკეთის შექმნაში ინდივიდის მონაწილეობის ხარისხი.

9

მოთხოვნილების პრინციპის თანახმად, თითოეულს ეკუთვნის

თავისი მოთხოვნილების შესაბამისად.

10

არისტოტელეს აზრით, განაწილებითი სამართლიანობის შემტხვევაში თანასწორობას აყალიბებს

განაწილების გეომეტრიული პრინციპულობა.

11

თანამედროვე გაგებით, განაწილებითი სამართლიანობა გულისხმობს, რომ

სახელმწიფო ცდილობს არსებული სოციალური განსხვავებების გამოთანაბრებას.

12

გათანაბრებითი სამართლიანობა – iustitia commutativa- არ არის დამოკიდებული პირის..

ინდივიდუალურ შეხედულებებზე. თითოეულმა უნდა მიიღოს „თავისი“ კუთვნილი სიკეთე.

13

განაწილების პროცესში არც ერთი მხარე არ უნდა იყოს

მოგებული ან წაგებული. ამ შემთხვევაშიც რთულია განსაზღვრო განაწილების მასშტაბი.

14

გათანაბრებითი სამართლიანობის შემთხვევაში თანასწორობას აყალიბებს

არითმეტიკული პროპორციულობა (არისტოტელე).

15

გათანაბრებითი სამართლიანობა საფუძვლად უდევს

სახელშეკრულებო სამართალს.

16

გათანაბრებითი სამართლიანობისას განსაკუთრებული ფუნქცია ეკისრება

თავისუფალ ბაზარს, რომელიც აბალანსებს მოთხოვნასა და მოწოდებას.

17

გათანაბრებითი სამართლიანობისაგან განსხვავებით, განაწილებითი სამართლიანობის დროს საბაზრო მექანიზმი ...

ვერ მუშაობს.

18

სახელმწიფო ადგენს მხოლოდ გარკვეულ ჩონჩხს, რომელთა

დაცვაც აუცილებელია ხელშეკრულების მონაწილე მხარეებისთვის.

19

გათანაბრებითი სამართლიანობის უნივერსალური მასშტაბი არ არსებობს –

შესაძლებელია თავიდან ავიცილოთ მხოლოდ აშკარა უსამართლობა

20

ფორმალური სამართლიანობა მოითხოვს, რომ ნორმა უნდა იყოს

ზოგადი და აბსტრაქტული

21

ნორმა უნდა არეგულირებდეს

განმეორებად ურთიერთობებს და მიმართული უნდა იყოს სუბიექტთა განუსაზღვრელი წრისკენ

22

ფორმალური სამართლიანობა ახასიათებს სამართლის

ნებისმიერ სისტემას;

23

ფორმალური თანასწორობა მიიღწევა კანონის წინაშე

თანასწორობის პრინციპის დაცვით.

24

საგნობრივი (ინდივიდუალური) სამართლიანობა

aequitas

25

ინდივიდუალური სამართლიანობა ითვალისწინებს

გამონაკლისს ზოგადი სამართლებრივი წესიდან.

26

ინდივიდუალური სამართლიანობის მოთხოვნა წინააღმდეგობაში მოდის ...

სამართლებრივ უსაფრთხოებასთან, არ გამორიცხავს შემთხვევითობას და მოსამართლის თვითნებობას.

27

ინდივიდუალური სამართლიანობა აბალანსებს

კანონის აბსტრაქტულ, მოუქნელ, მოუფიქრებლად ჩამოყალიბებულ დებულებებს.

Decks in სამართლის შესავალი Class (35):