სამართლიანობის თეორიები Flashcards Preview

სამართლის შესავალი > სამართლიანობის თეორიები > Flashcards

Flashcards in სამართლიანობის თეორიები Deck (20):
1

განასხვავებენ სამართლიანობის ...... .. და .... თეორიებს.

ანალიტიკურ, ემპირიულ და ნორმატიულ

2

სამართლიანობის ანალიტიკური თეორია აანალიზებს

სამართლიანობის ცნების ლოგიკურ სტრუქტურასა და ლინგვისტურ (ენობრივ) შინაარსს.

3

ანალიტიკური თეორია წარმოადგენს

სამართლიანობის ემპირიული ან ნორმატიული თეორიების ნაწილის

4

სამართლიანობის დესკრიფციული თეორია (ემპირიული თეორია) აანალიზებს

სამართლიანობის შესახებ საზოგადოებაში არსებულ შეხედულებებს, არკვევს ამ შეხედულებების როლს საზოგადოების განვითარების პროცესში.

5

სამართლიანობის ნორმატიული თეორია არა მარტო აღწერს ადამიანთა ფაქტობრივ წარმოდგენებს, არამედ

აფასებს კიდეც.

6

ნორმატიულ თეორიაში გამოიყოფა სამართლიანობის

პროცედურული და მატერიალური თეორიები.

7

სამართლიანობის მატერიალური თეორია ცდილობს კონკრეტულად განსაზღვროს

თუ რა არის სამართლიანი და უსამართლო.

8

სამართლიანობის მატერიალური თეორია ეძებს იმ მასშტაბებს, რომლის მეშვეობითაც

შეიძლება დასაბუთდეს გადაწყვეტილების სისწორე ან მცდარობა.

9

ბუნებით-სამართლებრივი თეორიის მიხედვით, სამართლიანობა არსებობს

ადამიანის ნებისგან დამოუკიდებლად, ხოლო მისი „აღმოჩენა“ შესაძლებელია შემეცნების პროცესში.

10

სამართლიანობის პროცედურული თეორია აყალიბებს

სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების წესებსა და პირობებს

11

სამართლიანობის პროცედურული თეორია განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

პროცედურულ წესებს. სამართლიანობა მიიღწევა პროცესის გზით.

12

განასხვავებენ პროცედურული თეორიის ორ მოდელს:

სახელშეკრულებო და სასამართლო.

13

სახელშეკრულებო მოდელი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს

თანასწორობას და ასევე გამორიცხავს იძულებას.

14

სახელშეკრულებო თეორიისთვის მნიშვნელოვანია მხარეების მოლოდინი, რომელიც

დაკავშირებულია სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებასთან.

15

სახელშეკრულებო მოდელისთვის უცხოა

მხარეებს შორის იერარქია.

16

სახელშეკრულებო მოდელის თანამედროვე ფორმაა

სამართლიანობის არგუმენტაციული თეორია

17

არგუმენტაციული თეორია შეიმუშავებს იმ წესებსა და პირობებს , რომელიც

უზრუნველყოფს კონსენსუსს იმის შესახებ, თუ რა არის სამართლიანი ან უსამართლო.

18

არგუმენტირებულ თეორიას დიდი დამსახურება მიუძღვის

ეთიკური საკითხების რაციონალურ შემეცნებაში.

19

პროცედურული თეორიის სასამართლო მოდელის თანახმად, დავის შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

მესამე, დამოუკიდებელმა და კვალიფიციურმა მხარემ.

20

სამართლიანობის პროცედურული თეორიის სასამართლო მოდელი მოსამართლეს ავალდებულებს, რომ

გაითვალისწინოს პროცესის თითოეული მონაწილის აზრი, მისცემ მათ საკუთარი არგუმენტების წარმოჩენის თანაბარი შანსი, არგუმენტირებულად დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება.

Decks in სამართლის შესავალი Class (35):