სამართლის ნიშნები Flashcards Preview

სამართლის შესავალი > სამართლის ნიშნები > Flashcards

Flashcards in სამართლის ნიშნები Deck (17):
1

სამართალს ახასიათებს შემდეგი ნიშნები:

1) სამართალი ადგენს ქცევის განსაზღვრულ წესს, ადამიანთა სოციალური თანაცხოვრების რეგულირების მიზნით;
2) სამართლის ნორმის, როგორც ქცევის ზოგადსავალდებულო წესის მოქმედება ვრცელდება საზოგადოების ყველა წევრზე;
3) სამართალს ახასიათებს მოქმედების პრეტენზია;
4) სამართლის ნორმა შეიძლება განხორციელდეს იძულებით.

2

სამართალი ადგენს [ქცევის] ...

ქცევის განსაზღვრულ წესს, ადამიანთა სოციალური თანაცხოვრების რეგულირების მიზნით;

3

სამართლის ნორმის, როგორც ქცევის ზოგადსავალდებულო წესის მოქმედება ვრცელდება

საზოგადოების ყველა წევრზე;

4

სამართალს ახასიათებს ___ის პრეტენზია;

მოქმედების

5

რა გზით შეიძლება სამართლის ნორმა განხორციელდეს

სამართლის ნორმა შეიძლება განხორციელდეს იძულებით.

6

სამართალი შეიძლება განვმარტოთ როგორც

ნორმათა ერთობლიობა, რომლის დაცვაც უზრუნველყოფილია სახელმწიფო იძულებით.

7

სამართალი ჯერარსული მოვლენაა, ანუ

ადგენს ქცევის სავალდებულო მოდელს და მოითხოვს , რომ ნორმის ადრესატი ამ მოდელის შესაბამისად მოიქცეს.

8

რით განსხვავდება სამართლის ნორმა ბუნების კანონებისგან

პრესკრიფციულობით.

9

ბუნების კანონის უარყოფა შესაძლებელია, თუ მოხდება

ამ კანონის საწინააღმდეგო მოვლენა, ამ შემთხვევაში ბუნების კანონი ახლებურად უნდა ჩამოყალიბდეს.

10

სამართლის ჯერარსული ნორმა კი ინარჩუნებს სავალდებულოობას

მისი დარღვევის შემთხვევაშიც.

11

სამართალი მიმართულია

მომავლისაკენ.

12

სამართლის ნორმა ზოგადაბსტრაქტულია, ანუ მისი მოქმედება ვრცელდება

ყველა ერთგვაროვან ურთიერთობაზე.

13

სამართლის ნორმა მოქმედებს მხოლოდ

ადამიანზე, თუმცა ისტორიულად ეს ყოველთვის ასე არ იყო.

14

სამართლის ნორმა მიმართულია

ადამიანის გარეგანი ქცევისკენ,

15

სამართალი ჰეტერონომურად სავალდებულოა. ის შესასრულებლად სავალდებულოა, მუხედავად

ნორმის ადრესატის შეხედულებისა.

16

სამართალი ლეგიტიმურია, რადგან:

1) სამართლის ნორმა არის შესასრულებლად სავალდებულო ქცევის წესი
2) სამართალი ეფუძნება ნორმის ადრესატების განსაზღვრული ნაწილის რწმენას, რომ იგი სავალდებულოა შესასრულებლად.

17

ამავე დროს, სამართალი არ წარმოადგენს მხოლოდ სახელწიფოს მიერ დადგენილი ნორმების ერთობლიობას, ისტორიულად, სამართალი არსებობდა

სახელმწიფომდე და სახელმწიფოს გარეშეც.
ამის მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სახელმწიფოს გარეთ არსებული სამართალი common law და ასევე საეკლესიო სამართალი.

Decks in სამართლის შესავალი Class (35):