სამართლის ნორმის ცნება Flashcards Preview

სამართლის შესავალი > სამართლის ნორმის ცნება > Flashcards

Flashcards in სამართლის ნორმის ცნება Deck (49):
1

სამართალი შედგება მხოლოდ და მხოლოდ .

ნორმებისაგან

2

სამართლის ნორმები მართლწესრიგის

,,ელემენტალურული ნაწილებია“.

3

მართლწესრიგი არის

სამართლის ნორმათა ერთობლიობა.

4

ნორმა არის

ენობრივი ფორმით მოცემული აზრობრივი სტრუქტურა.

5

ნორმა პრესკრიფციული

წინადადებაა.

6

სამართლის ნორმა მოითხოვს რომ

ეს ასე ,,უნდა იყოს“

7

სამართლის ნორმა განსხვავდება დესკრიფციული წინადადებისგან,

რომელიც მხოლოდ ფაქტებს აღწერს.

8

დესკრიფციული წინადადება ამბობს, რომ

განსაზღვრული ფაქტი მოხდა (ან არ მომხდარა)

9

სამართლის ნორმა, აყალიბებს ჯერარსს და

მომავლისაკენ მიმართულ ნორმატიულ მოთხოვნებს.

10

ნორმა ადგენს იმას, რაც ,,უნდა იყოს“, მაშასადამე ,

ნორმის შინაარსს აყალიბებს ჯერარსი -

11

სამართლის ნორმა არის

ჰიპოთეტური ჯერარსული წინადადება.

12

ნორმა ჰიპოთეტურია იმდენად, რამდენადაც

იგი ორიენტირებულია მომავალზე.

13

ნორმა ადგენს ქცევის ისეთ წესს , როდესაც

ნორმის ადრესატს ყოველთვის აქვს მოქმედების ალტერნატივა - მას შეუძლია დაიცვას ნორმა ან დაარღვიოს ნორმის მოთხოვნა.

14

ნორმა უნდა ითვალისწინებდეს

რეალური სოციალური ურთიერთობების ბუნებას.

15

სამართალი არ არის მხოლოდ წმინდა ჯერარსული მსჯელობა, რომელიც ამბობს ,,უნდა იყოს“. სამართლის ნორმა ცდილობს ერთმანეთთან დააკავშიროს

არსი და ჯერარსი.

16

სამართლის ნორმა იმპერატიულია. ნორმა ადგენს, რომ

განსაზღვრული ქცევის მოდელი უნდა განხორციელდეს ან არ უნდა განხორციელდეს.

17

დესკრიფციული წინადადება შეიძლება იყოს .

ჭეშმარიტი ან მცდარი

18

ნორმა, როგორც პრესკრიფციული წინადადება, არ შეიძლება იყოს

ჭეშმარიტი ან მცდარი

19

ნორმით დადგენილი იმპერატიული მოთხოვნა: ეს კარი დახურე!“ ვერ შეფასდება

ჭეშმარიტება-მცდარობის კრიტერიუმით. ნორმა შეიძლება იყოს სამართლიანი ან უსამართლო. მიზანშეუწონელი ან მიზანშეწონილი. ნორმა მოქმედებს, ან არ მოქმედებს სხვა ალტერნატივა არ არსებობს.

20

ნორმა ენობრივი ფორმით გამოხატული ჯერარსული წინადადებაა. ენა ნორმის

გარეგანი გამოხატულების ერთადერთი საშუალებაა.

21

არსებობს ე.წ კონკლუდენტური გარიგებაც, როდესაც გარიგება შეიძლება დაიდოს

მდუმარე ფორმით

22

ჩვეულება ისევე როგორც სამართალი ნორმატიულად არეგულირებს

სოციალურ ურთიერთობებს.

23

სამართალსა და ჩვეულებას აქვთ საერთო ნიშნები. კერძოდ ,

1) როგორც ჩვეულებას, ასევე სამართალს აქვს ნორმატიული ხასიათი
2) ჩვეულება, ისევე როგორც სამართალი, არის ჯერარსული წესრიგი;
3) თითოეული მათგანი არეგულირებს ადამიანთა შორის ურთიერთობებს;
4) როგორც სამართალი, ასევე ჩვეულება ეხება მხოლოდ ადამიანთა გარეგან ქცევას.

24

სამართალი და ჩვეულება ერთმანეთისაგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:

1) სამართალს ადგენს სახელმწიფო. ჩვეულებას აყალიბებს რომელიმე სოციალური ჯგუფი.
2) ჩვეულება მოქმედებს შედარებით მცირერიცხოვან სოციალურ ერთობაში, რომლის წევრთა შემადგენლობა ზუსტად არ არის განსაზღვრული. სამართალი, ჩვეულებისაგან განსხვავებით, მოიცავს უფრო ფართო სოციალურ წრეს და ასევე, ადამიანთა ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრს.
3) სამართლის ნორმისაგან განსხვავებით, ჩვეულება ინდიფერენტულია ეთიკის მიმართ - ,,ცუდი“ ჩვეულებაც ჩვეულებაა. არ არსებობს ცუდი მორალი, მაშინ როდესაც შეიძლება. არ არსებობს ცუდი მორალი, მაშინ როდესაც შეიძლება არსებობდეს ცუდი ჩვეულება
4) ჩვეულება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულების გამოყენებით. სამართლებრივ იძულებას ყოველთვის სახელმწიფო ახორციელებს.
5) იურიდიული სანქციები წინასწარ განსაზღვრულია. ჩვეულების დარღვევისას კი რთულია მოსალოდნელი სანქციების წინასწარი პროგნოზირება.
6) ჩვეულებითი წესრიგი ყალიბდება ფაქტობრივი ურთიერთობების, ხოლო პოზიტიური კანონმდებლობა -სპეციალურად განსაზღვრული პროცედურის შედეგად
7) ჩვეულება მოქმედებს იმის გამო, რომ იგი ფაქტობრივად სრულდება. სამართალი მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, დაცულია თუ არა მისი მოთხოვნები
8) ჩვეულება ყალიბდება ,,ქვევიდან“ -საზოგადოების წევრების მიერ, ხოლო სამართალი ყალიბდება ,,ზევიდან“-სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

25

ერთმანეთისაგან განსხვავდება სამართლისა და ჩვეულების მოქმედების სფერო. მართლწესრიგი და ჩვეულებითი წესრიგი ხშირად

ერთმანეთს ემთხვევა. ,,კარგი წესები“ ჩვეულებრივ განმტკიცებულია იურდიულად.

26

სოციალური სინამდვილის ცალკეული სფეროები შეიძლება მოწესერიგდებს მხოლოდ

სამართლით.

27

ჩვეულებითი ნორმა ვერ მოაწესრიგებს რთულ

სოციალურ ურთიერთობებს, ტექნიკის სფეროში წარმოშობილ ურთიერთობებს და სხვ.

28

სამართალი და ჩვეულება, როგორც წესი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება, ჩვეულებასა და სამართალს შორის კონფლიქტისას

მოქმედებს პოზიტიური სამართალი.

29

ჩვეულება ისტორიულად წინ უსწრებდა სამართალს. საზოგადოების განვითარების საწყის სტადიაზე ადამიანთა შორის ურთიერთობას აწესრიგებდა

სწორედ ჩვეულება, რომელიც ამ თვალსაზრისით სამართლის ფუნქციას ასრულებდა.

30

ჩვეულება, მორალისაგან განსხვავებით, არ მოიცავს შეფასებას. მორალი მოითხოვს იმას, რასაც

ადგენს ,,კარგი“ ჩვეულება. ჩვეულება შეიძლება იყოს მორალური ( მაგალითად, სისხლის აღების ჩვეულება). ჩვეულებისაგან განსხვავებით, მორალი არის სინდისისაკენ მიმართული ,,შინაგანი“ და შეფასებითი წესრიგი.

31

მორალი არის კულტურაზე,

რელიგიაზე ან ფილოსოფიურ მსოფლმხედველობაზე დაფუძნებული ადამიანთა ქცევის წესების სისტემა. განასხვავებენ მორალის, ეთიკისა და ზნეობის ცნებებს.

32

ეთიკა მოიცავს

მორალის ფილოსოფიას და მეტაეთიკას.

33

ეთიკა ისეთივე კავშირშია მორალთან , როგორც

სამართლის ფილოსოფია სამართალთან.

34

მორალს ხშირად განმარტავენ, როგორც

,,შინაგან ვალდებულებას“, რომელსაც სინდისი განსაზღვრავს.

35

მორალური ნორმები ადამიანის სინდისისკენაა მიმართული. სინდისი ინდივიდუალურია,

ადამიანთა ნაწილს სინდისის განვითარებული გრძნობა აქვს, ზოგოერთს კიდევ სინდისის ხმა ნაკლებად აწუხებს.

36

როგორც სამართალი, ასევე მორალი არეგულირებს ადამიანთა ქცევას. ადამიანთა ქცევის წესები შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად:

1) ქცევის ინდივიდუალური წესები
2) სოციალური ნორმები (რომელსაც სოციალური გარემო სავალდებულოდ ადგენს

37

ერთმანეთისგან განასხვავებენ

ინდივიდუალურ და კონვენციონალური მორალს.

38

კონვენციონალური მორალი ეფუძნება

საზოგადოების მნიშნველოვანი უმრავლესობის მორალურ წარმოდგენებს.

39

კონვენციონალური მორალი ბევრად განსაზღვრავს ინდივიდუალური მორალის შინაარსს . ადამიანთა უმრავლესობა კონვენციონალური მორალის გავლენით ცდილობს

დაიცვას საზოგადოებაში მიღებული ქცევის წესი.

40

საზოგადოებრივი მორალი დროის შესაბამისად იცვლება. საზოგადოებრივი მორალის ცვალებად ხასიათს კარგად გვიჩვენებს

აბორტთან, ჰომოსექსუალურ წყვილებთან და სხვა მოვლებებთან დამოკიდებულების დინამიკა.

41

სავალდებულოობის მიხედვით განასხვავებენ:

1) მორალის მოთხოვნებს , რომელთა დაცვაც ყველა შემთხვევაში სავალდებულოა
2) მოთხოვნებს , რომელთა დაცვაც არ არის სავალდებულო, მაგრამ , სასურველია.

42

სამართალს ადგენს სახელმწიფო. ჩვეულებას აყალიბებს

რომელიმე სოციალური ჯგუფი.

43

ჩვეულება მოქმედებს შედარებით მცირერიცხოვან სოციალურ ერთობაში, რომლის წევრთა შემადგენლობა ზუსტად არ არის განსაზღვრული. სამართალი, ჩვეულებისაგან განსხვავებით,

მოიცავს უფრო ფართო სოციალურ წრეს და ასევე, ადამიანთა ურთიერთობების უფრო ფართო სპექტრს.

44

სამართლის ნორმისაგან განსხვავებით, ჩვეულება ინდიფერენტულია ეთიკის მიმართ -

,,ცუდი“ ჩვეულებაც ჩვეულებაა. არ არსებობს ცუდი მორალი, მაშინ როდესაც შეიძლება. არ არსებობს ცუდი მორალი, მაშინ როდესაც შეიძლება არსებობდეს ცუდი ჩვეულება

45

ჩვეულება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულების გამოყენებით. სამართლებრივ იძულებას

ყოველთვის სახელმწიფო ახორციელებს.

46

ჩვეულებითი წესრიგი ყალიბდება ფაქტობრივი ურთიერთობების, ხოლო პოზიტიური კანონმდებლობა -

სპეციალურად განსაზღვრული პროცედურის შედეგად

47

იურიდიული სანქციები წინასწარ განსაზღვრულია. ჩვეულების დარღვევისას კი

რთულია მოსალოდნელი სანქციების წინასწარი პროგნოზირება.

48

ჩვეულება მოქმედებს იმის გამო, რომ იგი

ფაქტობრივად სრულდება. სამართალი მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად, დაცულია თუ არა მისი მოთხოვნები

49

ჩვეულება ყალიბდება ,,ქვევიდან“ -

საზოგადოების წევრების მიერ, ხოლო სამართალი ყალიბდება ,,ზევიდან“-სპეციალურად უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

Decks in სამართლის შესავალი Class (35):