სამართლის ცნება და პოზიტიური სამართალი Flashcards Preview

სამართლის შესავალი > სამართლის ცნება და პოზიტიური სამართალი > Flashcards

Flashcards in სამართლის ცნება და პოზიტიური სამართალი Deck (28):
1

დღემდე არ არის ჩამოყალიბებული სამართლის ზუსტი ცნება. ამის მიზეზია ის რომ

სამართალი იცვლება დროსა და გარემოებებთან ერთად , შესაბამისად , იცვლება და სადაოა მისი დეფინიციაც.

2

სამართლის ცნების შესახებ არსებობს ბევრი შეხედულება, ისინი დაყოფილია ორ ჯგუფად:

1) პირველ ჯგუფში შედის შეხედულებები, რომლებიც სამართლის ცნებას აყალიბებენ მის შინაარსსაა და ღირებულებებზე დაყრდნობით
2) მეორე ჯგუფში შედის შეხედულებები, რომლებიც ყურადღებას მხოლოდ სამართლის ფორმალურ ნიშნებს აქცევენ

3

პირველ ჯგუფში შემავალი შეხედულებების თანახმად, ანუ შინაარსობრივი ცნების თანახმად, სამართალი სავალდებულოა, რადგან:

1) ადგენს კარგ და მისაღებ ნორმებს;
2) გამომდინარეობს ბუნებით ან გონით კანონიდან
3) თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე;

4

შინაარსობრივი ცნების თანახმად, სამართალი სავალდებულოა, რადგან

1) ადგენს კარგ და მისაღებ ნორმებს;
2) გამომდინარეობს ბუნებით ან გონით კანონიდან
3) თანაბრად ვრცელდება ყველა ადამიანზე;

5

ხოლო სამართლის ფორმალური განმარტების თანხმად,

სამართლის ნორმები შესასრულებლად სავალდებულოა არა მათი შინაარსის გამო, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ის ხელისუფლების მიერ სათანადო წესების დაცვით მიღებული მოთხოვნაა.

6

გამოყოფენ ___ და ___ სამართალს

გამოყოფენ პოზიტიურ და ბუნებით სამართალს.

7

პოზიტიური ცნების მიხედვით, სამართალი არის მხოლოდ

სახელმწიფოს მიერ დადგენილი სავალდებულო ქცევის ნორმების ერთობლიობა.

8

პოზიტივიზმის თანახმად, ნორმა:

1) ნორმა დადგენილია შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელწმიფო ორგანოს მიერ;
2) იგი სოციალურად ქმედითია
3) სამართლის ნორმას აღიარებენ სახელმწიფო ორგანოები და ასევე მოქალაქეებიც..

9

პოზიტივისტური შეხედულებები განავითარა

სამართლის ნორმატიულმა თეორიამ,

10

პოზიტივისტური შეხედულებები განავითარა სამართლის ნორმატიულმა თეორიამ, მას საფუძველი ჩაუყარა

ინგლისელმა იურისტმა, ჯონ ოსტინმა.

11

პოზიტივისტურ შეხედულებებს საფუძველი ჩაუყარა

ინგლისერლმა იურისტმა, ჯონ ოსტინმა

12

ჯონ ოსტინის შეხედულებით, სამართლის მოქმედების საფუძველს აყალიბებს

ხელისუფლების სუვერენული ნება-სურვილი

13

ჰანს კელზენი ცდილობდა სამართლის გათავისუფლებას

„არაიურიდიული მინარევებისაგან“.

14

ჰანს კელზენის თანახმად, არსებობდა მხოლოდ

პოზიტიური სამართალი.

15

წმინდა თეორია ცდილობს გააკრვიოს თუ

„რა არის“ სამართალი და არა როგორი უნდა იყოს იგი

16

სამართლის წმინდა თეორია აანალიზებს

ნამდვილ, მოქმედ სამართალს.

17

პოზიტივიზმის მიხედვით სამართალშემოქმედება სრულად აქვს მონოპოლიზირებული

სახელმწიფოს და შესაბამისად, სამართალს მიიჩნევს მხოლოდ და მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დადგენილი ნორმების ერთობლიობად.

18

პოზიტიურ სამართალს არ შუეძლია პასუხი გასცემ იმ კითხვას, რომ

სამართალი (მაგ: ბუნებითი, ჩვეულებით) არსებობდა სახელმწიფოების შექმნამდეც.

19

სამართლის პოზიტიურ ცნებას ეწინააღმდეგებოდნენ იმის გამოც, რომ

იგი ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებდა საზოგადების მიერ სამართლებრივი ნორმების აღიარებას.

20

ასევე, პოზიტივიზმი გვერდს უვლის

სამართლიანობის საკითხს, ანუ სამართლებრივად აღიარებს ნორმას იმ შემთხვევაშიც კი , თუ იგი ეწინააღმდეგება სამართლიანობის პრინციპებს.

21

რადბრუხის აზრით, სამართლიანობასა და სამართლებრივ უსაფრთხოებას შორის კონფლიქტისას უპირატესობა უნდა მიენიჭოს .

პოზიტიურ სამართალს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც იგი შინაარსობრივად უსამართლო და მიზანშეუწონელია, რადგან უფრო მნიშნველოვანია დავის დასრულება, ვიდრე ის, რომ მას ჰქონდეს სამართლიანი დასასრული

22

ნორმა შეიძლება არ შესრულდეს მხოლოდ მაშინ,

როცა პოზიტიური კანონი აუტანლად უსამართლოა.

23

პრინციპების არგუმენტის თანახმად, მართლწესრიგი მოიცავს არა მარტო

პოზიტიურ ნორმებს, არამედ საყოველთაო მნიშვნელობის მქონე პრინციპებსაც, რომელთა მეშვეობითაც წყდება ისეთი შემთხევა, რომელიც არ რეგულირდება პოზიტიური ნორმით.

24

ბუნებითი სამართალი მოიცავს ქცევის ისეთ წესებსა და პრინციპებს, რომლებიც

არ არიან დამოკიდებულნი დროსა და სივრცეზე.

25

ბუნებით სამართლის წყარო შეიძლება იყოს

ადამიანის ბუნება , ღვთის ნება და გონი.

26

შესაბამისად განასხვავებენ ბუნებითი სამართლის

ანთროპოლოგიურ, რელიგიურ და რაციონალურ სახეებს.

27

ბუნებითი სამართლის მიხედვით , სამართალი

არის ნორმათა წესრიგი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს მორალის პრინციპებს.

28

კელზენის აზრით, სამართალი არ გამომდინარეობს ადამიანური ბუნებიდან, რადგან

ფაქტზე მსჯელობიდან შეუძლებელია გამომდინარეობდეს სამართლებრივი ნორმა , ანუ არსიდან ჯერარსი.

Decks in სამართლის შესავალი Class (35):