20 1ნწ Flashcards Preview

ბიოლოგია > 20 1ნწ > Flashcards

Flashcards in 20 1ნწ Deck (20):
1

ალელი –

გენის არსებობის ფორმა, ანუ ერთი და იმავე გენის ალტერნატიული ფორმები, რომელიც ალტერნატიულ (ურთიერთგამომრიცხავ) ნიშან-თვისებებს განსაზღვრავს

2

ალოგენეზი –

ევოლუციური ცვლილებები, რაც განაპირობებს კონკრეტულ საარსებო პირობებთან ორგანიზმების ვიწრო შეგუებულობას

3

აუტოსომები –

არასასქესო ქრომოსომები, რომლებიც ერთნაირია ერთი სახეობის სხვადასხვა სქესის ინდივიდებში

4

გამაანალიზებელი შეჯვარება –

რეცესიული ალელის მიხედვით ჰომოზიგოტური ინდივიდის შეჯვარება უცნობი გენოტიპის დომინანტურ ინდივიდთან.

5

გამეტოფიტი –

ჰაპლოიდური თაობა, რომელზეც გამეტები წარმოიქმნება.

6

გენი –

დნმ-ის უბანი (ზოგიერთ ვირუსში რნმ-ის) , რომელიც შეიცავს ინფორმაციას განსაზღვრული ცილის პირველადი სტრუქტურის , სატრანსპორტო ან რიბოსომული რნმ-ის შესახებ.

7

გენეტიკური კოდი –

ნუკლეინის მჟავების მოლეკულაში მემკვიდრული ინფორმაციის ჩანაწერის სისტემა. ვიწრო გაგებით, ი-რნმ-ის ტრიპლეტების ლექსიკონი, რომელიც აკოდირებს განსაზღვრულ ამინომჟავას ან ასრულებს ტრანსლაციის დამთავრების სიგნალის ფუნქციას.

8

გენთა დრეიფი –

პოპულაციაში ალელთა სიხშირის შემთხვევითი ცვლილება

9

გენთა ნაკადი –

პოპულაციათა შორის გენთა მიმოცვლა

10

გენოტიპი –

ინდივიდის ყველა გენის ერთობლიობა. ვიწრო გაგებით, მხედველობაში მიიღება მხოლოდ ის გენები, რომლებიც გამოსაკვლევ ნიშან-თვისებებს განსაზღვრავენ

11

დელეცია –

ქრომოსომის უბნის დაკარგვა

12

დივერგენცია –

ნიშან-თვისებათა დაცილება

13

გადარჩევა –

ბუნებრივი გადარჩევა მოქმედებს შუალედური ფორმების საწინააღმდეგოდ და კიდურა ფორმების სასარგებლოდ

14

ეკზონი –

ეუკარიოტების გენის უბანი, რომელიც შეიცავს გენეტიკურ ინფორმაციას განსაზრვრული პროდუქტის, მაგალითად, ცილის სინთეზის შესახებ.

15

ეკოსისტემა –

ბიოცენოზისა და საცხოვრებელი გარემოს აბიოტური კომპონენტების ერტობლიობა

16

ეპისტაზი –

გენების ურთიერთქმედების ტიპი, რომლის დროსაც ერთი გენის ალელები ახშობენ მეორე გენის ალელების გამომჟღავნებას

17

ენდოსპერმი –

ქსოვილი თესლში, რომელშიც საკვები ნივთიერებები გროვდება.

18

ზიგოტა –

უჯრედი, რომელიც წარმოიქმნება სასქსო უჯრედების (გამეტების) შერწყმის შედეგად.

19

ინბრიდინგი –

ერთი სახეობის მონათესავე ფორმების შეჯვარება.

20

ინვერსია –

ქრომოსომის ერთ-ერთ უბანში გენების განლაგების თანმიმდევრობა 180º-ით შემობრუნებულია.