deck_2934188 Flashcards Preview

Psychiatry > deck_2934188 > Flashcards

Flashcards in deck_2934188 Deck (94)
Loading flashcards...
1
Q

რა ეწოდება ჩაძინებისას ჰალუცინაციას?

A

ჰიპნოგოგიური ჰალუცინაციები

2
Q

რა ეწოდება გამოღვიძებისას ჰალუცინაციას?

A

ჰიპნოპომპიური

3
Q

ჰალუცინაციები სირთულის მიხედვით:

A

მარტივირთული

4
Q

შეგრძნების მოდალობის მიხედვით ჰალუცინაციები:

A

-სმენითი-მხედველობითი-ყნოსვითი და გემოვნებითი-სომატური (ტაქტილური და ვისცერალური)

5
Q

ჰალუცინაციები სპეციალური მახასიათებლების მიხედვით:

A

-სმენითი:-მეორე პირის-მესამე პირის-gedankenlautwerden-echo de la pensee-მხედველობითი:-ექსტრაკამპინური-ავტოსკოპიური–რეფლექტორული–ჰიპნოგოგიური, ჰიპნიპომპიური-

6
Q

აშლილობების გარდა სხვა რა შემთხვევებში შეიძლება აღმოცენდეს ჰალუცინაციები:

A

ახლობლის გარდაცვალების შემდგომ, ნარკოლეფსიისას, სენსორული დეპრივაციის შემდგომ, პერიფერიული წარმოშობის სიყრუის ან სიბრმავის მქონე პაციენტებთან, სხვა ნევროლოგიური დარღვევებისას, რომლებიც გავლენას ახდენს მხედველობით გზებზე! შარლ ბონეს სინდრომის ან ეპილეფსიისას

7
Q

როგორია ჰალუცინაცია, რომლის დროსაც გვესმის ან ვხედავთ ან ხმაურს ან სინათლის გაელვებას?

A

მარტივი

8
Q

როგორია ჰალუცინაცია, რომლის დროსაც გვესმის ხმები, მუსიკა ან ვხედავთ სახეებს და სცენებს?

A

რთული

9
Q

როგორია ჰალუცინაცია, რომელიც პირდაპირ პაციენტს მიმართავს?

A

მეორე პირის

10
Q

როგორია ჰალუცინაცია, რომელის დროსაც ხმები პაციენტს მესამე პირში მოიხსენიებენ?

A

მესამე პირის ჰალუცინაციები

11
Q

რა ხდება gedankenlautwerden-ის დროს?

A

ეს არის სმენითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც ხმები პაციენტის ფიქრებს პარალელურად ახმოვანებენ

12
Q

როგორი შეიძლება იყოს მხედველობითი ჰალუცინაციები ობიექტის ზომის მიხედვით?

A

ნორმალური და ანომალური

13
Q

როგორია მხედველობითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პაციენტი ჯუჯა ფიგურებს ხედავს

A

ლილიპუტური

14
Q

მხედველობითი ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პაციენტი რაიმეს ან ვინმეს საკუთარი მხედველობის არის მიღმა, მაგ. საკუთარი თავის უკან ხედავს:

A

ექსტრაკამპინური ჰალუცინაციები

15
Q

შეგრძნების მიხედვით, რომელი ჰალუცინაციები განიცდება ძირითადად ერთდროულად?

A

ყნოსვითი და გემოვნებითი

16
Q

რას შეიძლება გრძნობდეს ადამიანი ტაქტილური ანუ ჰაპტური ჰალუცინაციებისას?

A

შეხებას, ჩხვლეტას, დახრჩობას, თითქოს მის კანქვეშ რაღაც მოძრაობს

17
Q

როგორია ჰალუცინაცია, რომლის დროსაც პაციენტს ეჩვენება, რომ შინაგანი ორგანოები გაწელილი ან გაბერილი აქვს?

A

ვისცერალური შეგრძნებების

18
Q

როგორია ჰალუცინაცია, როდესაც ადამიანი ხანმოკლე დროის განმავლობაში თავის სხეულს ხედავს გარე სივრცეში პროეცირებულად, საკუთარი თავის წინ(დეპრივაციის დროს -ჯანმრთელებშიც)

A

აუტოსკოპიური, სხეულის მიღმა ყოფნის განცდა

19
Q

რას ნიშნავს doppelganger?

A

ორეულს

20
Q

რა ხდება რეფლექტორული ჰალუცინაციების დროს?

A

ერთი რომელიმე მოდალობის სტიმული სხვა მოდალუბაში იწვევს ჰალუცინაციას

21
Q

რომელი სმენითი ჰალუცინაციებია მჭიდროს დაკავშირებული შიზოფრენიასთან?

A

-მესამე პირის- ხმები, რომლების წინასწარ განჭვრეტს, ბაძავს ან იმეორებს პაციენტის აზრებს

22
Q

მხედველობითი ჰალუცინაციები ძირითადად მიანიშნებს:

A

ორგანულ დარღვევებზე

23
Q

ყნოსვითი და გემოვნებითი ჰალუცინაციები აღინიშნება…

A

-შიზოფრენიისას- მძიმე დეპრესიული დარღვევებისას-საფითქლის წილის ეპილეფსიისას

24
Q

რას ნიშნავს ფორმიკაცია?

A

კანქვეშ მწერების ცოცვის შეგრძნება

25
Q

რომელი ჰალუცინაციები მიგვანიშნებს ყველაზე ხშირად შიზოფრენიაზე?

A

-სმენითი, მესამე პირის-ყნოსვითი გემოვნებითი-ტაქტილური და სომატური + უცნაური ინტერპრეტაცია

26
Q

რა ორი ნიშნით განსხვავდება(ორი სხვადასხვა განმარტება) განსხვავდება ფსევდოჰალუცინაცია რეალური ჰალუცინაციისგან?

A
  1. პაციენტის ჰალუცინაცია არ მიეკუთვნება გარე სინამდვილეს ანუ ლოკალიზებულია გონებაში და არა გარე სამყაროში.2. სენსორული გამოცდილება გარე სამყაროდან მომდინარეობს, მაგრამ პაციენტმა იცის, რომმის რეალობას არ შეესაბამება
27
Q

საიდან გამომდინარეობს ბოდვითი აღქმის ბოდვა?

A

აღქმული ობიეტისგან

28
Q

აზროვნების პათოლოგია იყოფა :

A
  1. თავად აზროვნების პათოლოგია, რაც წარმოადგენს ცვლილებას ცალკეული აზრების ბუნებაში2. ასოციაციური პროცესების დარღვევები, რაც მოიცავს აზროვნებისა და სხვადასხვა აზრების ერთმანეთთან დაკავშირების პროცესს
29
Q

რა ეწოდება მყარ რწმენას, რომელსაც არაადექვატური (გარკვეული კულტურისა და რელიგიის ჩარჩოებში) საფუძველი აქვს?

A

ბოდვა

30
Q

მოქმედებს თუ არა ბოდვაზე საპირისპირო ფაქტების არსებობა

A

არა

31
Q

ბოდვა ისევე როგორც ნორმალური რწმენები ზემოქმედებენ….

A

პიროვნების გრძნობებსა და ქცევაზე

32
Q

რას ეწოდება ორმაგი ორიენტაცია და რის დროს იჩენს ხოლმე თავს?

A

როდესაც ბოდვითი იდეები მცირე ზეგავლენას ახდენენ ემოციებსა და ქცევებზე, გვხვდება შიზოფრენიისას

33
Q

რა ეწოდება ისეთ ბოდვას, რომელიც ყოველგვარი წინმსწრები ფსიქიკური მოვლენის გარეშე, უეცრად და სრული დარწმუნებულობით იჩენს თავს?

A

პირველადი ანუ ავტოქტონური ბოდვა

34
Q

რისი დიაგნოსტირების დროს ენიჭება პირველად ბოდვას დიდი მნიშვნელობა?

A

შიზოფრენიის დიაგნოსტირებისას

35
Q

რას ეწოდება მეორადი ბოდვა?

A

ბოდვას, რომელიც წინა ავადმყოფური გამოცდილებიდან მომდინარეობს

36
Q

რა გამოცდილებებიდან შეიძლება მიმდინარეობდეს მეორადი ბოდვა?

A

ჰალუცინაციებიდან, დაქვეითებული გუნებ-განწყობიდან, ბოდვითი იდეებიდან

37
Q

რა ფუნქციები გააჩნია მეორად ბოდვას?

A
  1. უფრო ნათელი გახადოს პაციენტისთვის პირველადი გამოვდილება2. ზოგიერთი პირიქით აძლიერებს დევნისა და მარცხის განცდას
38
Q

როგორია ბოდვა, რომელიც ბოდვით სისტემად ჩამოყალიბდა?

A

სისტემატიზირებული

39
Q

ბოდვები ფიქსირებულობის მიხედვით:

A

-სრული-პარციალური

40
Q

ბოდვები აღმოცენების მიხედვით:

A

-პირველადი-მეორად

41
Q

ბოდვები თემატიკის მიხედვით:

A

-დევნის, პარანოიდული-დამოკიდებულების-განდიდების-დანაშაულის-ნიჰილისტური-იპოქონდრიული-რელიგიური-ეჭვიანობის-სექსუალური ან სიყვარულის-ზემოქმედების ბოდვა-აზრების მიკუთვნებულობის-აზრების ჩანერგვა-აზრების წართმევა-აზრების გახმოვანება

42
Q

ბოდვითი გუნება განწყობაა…

A

როდესაც ბოდვითი იდეა პირველად იჩენს თავს,მპაციენტი კი ამ ფაქტზე ემოციურად რეაგირებს

43
Q

რა ეწოდება იმ ფენომენს, როდესაც ბოდვას წინ უძღვის გუნებ-განწყობის შეცვლა და ეს პაციენტს მის წინათფრძნობას უსაბუთებს?

A

Wahnstimmung, გუნებ-განწყობა, საიდანაც ბოდვა აღმოცენდება

44
Q

რა ეწოდება მოვლენას, რომლის დროსაც თავად აღქმა ნორმაშია ხოლო მისი ინტერპრეტაცია კი ანომალურია?

A

ბოდვითი აღქმა

45
Q

რა ეწოდება ფენომენს, რომლის დროსაც წარსულში მომხდარი მოვლენა(მეხსიერება) სინამდვილეს შეესაბამება, ხოლო მისი ინტერპრეტაცია, ახლა მიწერილი მნიშვნელობა არაადექვატურია?

A

ბოდვითი მეხსიერება

46
Q

ჭეშმარიტი ბოდვითი მეხსიერება…

A

ავტოქტონური ბოდვა, რომლის დროსაც თავად მეხსიერების შინაარსი წარმოადგენს ბოდვას, პაციენტი არარსებულ ფაქტს წარსულში მომხდარ მოვლენად მიიჩნევს

47
Q

რა ეწოდება იმ ფენომენს, რომლის დროსაც მეორე ადამიანს პაციენტისგან გადაედება ბოდვა?

A

ინდუცირებული ბოდვა, folie a deux

48
Q

რა ეწოდება ისეთ ბოდვას, რომლის დროსაც ადამიანს ჰგონია,რომ პიროვნებები ან ორგანიზაციები ცდილობენ, რომ მას რამე ავნონ?

A

დევნის ბოდვა

49
Q

რა აშლილობების დროს გვხვდება დევნის ბოდვა?

A

-შიზოფრენიისას-აფექტური პათოლოგიებისას-ორგანული მდგომარეობების დროს

50
Q

რა განსხვავებული რეაქცია აქვთ აფექტური აშლილობის და შიზოფრენიის მქონე პაციენტებს დევნის ბოდვაზე?

A

აფექტური აშლილობებისას პაციენტი ამას დამსახურებულად თვლისდა ამართლებს, ხოლო შიზოფრენიისას კი აღშფოთებულია

51
Q

რა ჰქვია ბოდვას, რომლის დროსაც პაციენტი ობიექტებს, მოვლენებს ან ადამიანებს, რომელთაც მასთან არანაირი კავშირი არა აქვთ, საკუთარ თავს უკავშირებს?

A

დამოკიდებულების ბოდვა

52
Q

რას გულისხმობს განდიდების ბოდვა?

A

საკუთარ თავზე გაზვიადებულ წარმოდგენას

53
Q

როდის იჩენს თავს განდიდების ბოდვა?

A

მანიისა და შიზოფრენიის დროს

54
Q

როდის გვხვდება დანაშაულის ბოდვა და რა ექოდება მას მეორენაირად?

A

დეპრესიული დაავადებების დროს და ამიტომ მას დეპრესიულ ბოდვას უწოდებენ მეორენაირად

55
Q

ნიჰილისტური ბოდვა…

A

ეს არის რწმენა, რომ ზოგიერთმა პიროვნებამ ან ან რაიმე სხვა ობიექტმა უკვე შეწყვიტა არსებობა ან მალე შეწყვეტს

56
Q

როდის იჩენს თავს ნიჰილისტური ბოდვა?

A

მძიმე დეპრესიისას და კოტარის სინდრომის დროს

57
Q

რა ეწოდება ბოდვას, რომელიც გულისხმობს ავად ყოფნის უსაფუძვლო განცდას?

A

იპოქონდრიული ბოდვა

58
Q

ბოდვა, რომლის დროსაც სახეზეა არაადექვატური ეჭვიანობა მეუღლის მიმართ, მიუხედავად საწინააღმდეგო მტკიცებულებებისა

A

ღაზოიანობის, ცოლქმრული ღალატის ბოდვა

59
Q

როგორია ბოდვა, რომლის დროსაც ადამიანს სჯერა, რომ ის უყვარს სხვა ადამიანს, ხშირად კი სოციალურად მაღალი სტატუსის მქონეს, რომელსაც შეიძლება არც კი დალაპარაკებია

A

სასიყვარულო ბოდვა

60
Q

როგორია ბოდვა, რომელიც ხშირად სასქესო ორგანოებზე სომატური ჰალუცინაციების შემდგომ აღმოცენდება?

A

სექსუალური

61
Q

ბოდვა, რომლის დროსაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ მისი ქმედებები, იმპულსები და აზრები გარედან იმართება?

A

ზემოქმედების ბოდვა

62
Q

რას უწოდებენ სხვანაირად ზემოქმედების ბოდვას?

A

პასიურობის ფენომენებს

63
Q

რომელ აშლილობაზე მიუთითებს დიდი ალბათობით ზემოქმედების ბოდვა?

A

შიზოფრენიაზე

64
Q

ბოდვები, რომლებიც აზრების მიკუთვნებულოჰას ეხება:

A

-აზრების ჩანერგვა-აზრების წართმევა-აზრების გახმოვანება

65
Q

რასთან არის მჭიდროს დაკავშირებული ბოდვები, რომლებიც აზრების მიკუთვნებულობას ეხება?

A

შიზოფრენიასთან

66
Q

ბოდვა, რომლის დროსაც ზოგიერთი აზრი პაციენტის მიერ აღიქმება არა როგორც საკუთარი, არამედ გარეშე ძალის მიერ ჩანერგილი

A

აზრების ჩანერგვა

67
Q

ბოდვა, რომლის დროსაც პაციენტს უჩნდება განცდა, რომ მას საკუთარ აზრებს ართმევენ

A

აზრების წართმევა, მითვისება

68
Q

რა ახლავს თან აზრების წართმევას?

A

აზროვნების ბლოკირება

69
Q

ბოდვა, რომლის დროსაც პაციენტს, სჯერა, რომ მისი გამოუთქმელი აზრები შეიძლება სხვა ადამიანისათვის რადიოსა და ტელეპატიის მეშვეობით ან რაიმე სხვა გზით

A

აზრების გახმოვანება

70
Q

ასოციაციური პროცესის დარღვევები ტემპის მიხედვით:

A

-აზრების მოჭარბება-აზროვნების გაღარიბება

71
Q

რა ხდება აზრების მოჭარბებისას?

A

აღინიშნება მრავალფეროვანი აზრების სიმრავლე და ამ დროს აღმოცენებული აზრები სწრაფად მიედინება

72
Q

აზროვნების გაღარიბების დროს…

A

პაციენტის გონებაში ჩნდება რამდენიმე აზრი, რომლებიც ერთფეროვანია და ნელა მიედინება

73
Q

როდის იჩენს თავს აზრების მოჭარბება?

A

მანიის და შიზოფრენიის დროს

74
Q

როდის იჩენს თავს აზრების სიმწირე?

A

დეპრესიული აშლილობისას და შიზოფრენიისას

75
Q

ფენომენი, რომლის დროსაც აზრის ნაკადი უეცრად წყდება, პაციენტის მიერ კი განიცდება როგორც გონების უცაბედი, სრული დაცარიელება

A

აზრების ბლოკირება

76
Q

რომელ აშლილობასთანაა მჭიდრო კავშირში აზრების ბლოკირება?

A

შიზოფრენიასთან

77
Q

ასოციაციაციური პროცესის დარღვევები ფორმის მიხედვით:

A

-პერსევერაცია-აზრთა ქარიშხალი-აზრებს შორის კავშირის შესუსტება

78
Q

რა ეწოდება ერთი და იმავე აზრის მუდმივად და უადგილოდ გამეორებას?

A

პერსევერაცია

79
Q

როდის ვხვდებით პერსევერაციას?

A

დემენციისა და შუბლის წილის დაზიანებისას

80
Q

მოვლენა, რომლის დროსაც აზრები და მეტყველება სწრაფად ინაცვლებს ერთი თემიდან მეორეზე?..

A

აზრთა ქარიშხალი

81
Q

აზრთა ქარიშხალის დროს არალოგიკური ვერბალური კავშირები :

A

-ბგერითი ასოციაციები-სიტყვების თამაში-გარითმვა

82
Q

ბგერითი ასოციაციები…

A

მომდევნო სიტყვა ჟღერადობით ჰგავს პირველს

83
Q

სიტყვების თამაში…

A

მომდევნო სიტყვა წინა სიტყვის მეორადი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს

84
Q

აზრთა ქარიშხალი დამახასიათებელია…

A

მანიისთვის

85
Q

როგორია პაციენტის საუბარი აზრებს შორის კავშირის შესუსტების დროს?

A

აბნეული, ალოგიკური, დამატებითი კითხვების დასმით უფრო ნათელი არ ხდება

86
Q

როდის გვხვდება ყველაზე ხშირად აზრებს შორის კავშირის შესუსტება?

A

შიზოფრენიისას

87
Q

აზრებს შორის კავშირის შესუსტების 3 მახასიათებელი:

A

1.პარალოგია2. ტანგენციალობა3. ვერბიგერაცია

88
Q

რას გულისხმობს პარალოგია(Vorbeirden)

A

სათქმელის გარშემო ტრიალი, როდესაც პაციენტი რაიმე თემაზე საუბრარს ვერ ასრულებს

89
Q

ტანგენციალობა…

A

მხედრის სვლა, მთავარი გზიდან გადახვევა, გადაცდენა. ყოველგვარი ლოგიკუი კავშირებისა და თვალსაჩინო ასოციაციების გარეშე ერთი თემიდან მეორეზე გადასვლა

90
Q

ფენომენი, რომლის დროსაც ხდება ბგერების, სიტყვების ან ფრაზების უაზრო გამეორება და რომლის უკიდურესი გამოვლინებაა სიტყვიერი სალათი

A

ვერბიგერაცია

91
Q

ფენომენი, რომლის დროსაც პაციენტი ერთად აჯგუფებს ისეთ საგნებსა და მოვლენებს, რომლებიც ჩვეულებრივ ართმანეთთან მქიდროს არ არის კავშირში, ცნებათა საზღვრების გაფართოება

A

ზეჩართვა

92
Q

პაციენტის მიერ გამოგონილი სიტყვები

A

ნეოლოგიზმები

93
Q

დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია შეიძლება აღინიშნოს

A

დეპრესია, შიზოფრენია და სხვ.

94
Q

რა არის შპერუნგი?

A

აზროვნების შეჩერება (შპერუნგი)