Pulmonology Flashcards
(137 cards)
- ავადმყოფი მამამაკაცი, 48 წლის, აწუხებს ხველა “ჟანგისფერი” ნახველით, ტემპერატურის მომატება, ტკივილი მარჯვენა გვერდში. ინსპექციით - გულმკერდის მარჯვენა ნახევარი ჩამორჩება სუნთქვაში. პალპაციით - მარჯვნივ ბეჭის ქვემო არეში მოყრუება. იმავე მიდამოში აუსკულტაციით მოისმინება ბრონქული სუნთქვა, გამოხატული ბრონქოფონია. დაასახელეთ დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზემოთ აღწერილი სიმპტომები:
ა) მწვავე ბრონქიტი;
ბ) ქრონიკული ბრონქიტი;
გ) ბრონქოპნევმონია;
დ) კრუპოზული პნევმონია;
ე) ექსუდაციური პლევრიტი.
დ
- პლევრის ღრუს ექსუდატისთვის დამახასიათებელია:
ა) ხვედრითი წონა >1015;
ბ) ტუტე რეაქცია;
გ) ცილის შემცველობა <30 მ/ლ;
დ) ნალექში უჯრედების მცირე რაოდენობა;
ა
- ავადმყოფი მამაკაცი 54 წლის, აწუხებს ქოშინი გაძნელებული ამოსუნთქვით მცირე ფიზიკური დატვირთვის დროს ანამნეზში- ეწევა სიგარეტს დიდი რაოდენობით. ინსპექციით -კასრისებური გულმკერდი. ფილტვის პერკუსიით -კოლოფისებური ხმიანობა. აუსკულტაციით - შესუსტებული ვეზიკულური სუნთქვა. დაასახელეთ პათოლოგიური პროცესი, რომელიც იძლევა ზემოთ აღწერილ სიმპტომოკომპლექსს:
ა) ფილტვების ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
ბ) ფილტვის ქსოვილის ანთებითი გამკვრივება - ინფილტრაცია;
გ) ფილტვის ქსოვილში ჰაერის არ არსებობა - ატელექტაზი;
დ) ფილტვის ქსოვილის ელასტიურობის დაქვეითება - ემფიზემა;
ე) ფილტვის ქსოვილის ჩირქოვანი რღვევა - აბსცესი.
დ
- ჰემოპტოეს არ იწვევს:
ა) მიტრალური სტენოზი;
ბ) გუდპასჩერის სინდრომი;
გ) აერზის დაავადება;
დ) ვეგენერის დაავადება;
ე) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია.
g
Aspirin Exacerbated Respiratory Disease (AERD)
- ავადმყოფი ქალი, 30 წლის. აღენიშნება ზომიერი ქოშინი დატვირთვისას, ართრალგია, ცხელება, კვანძოვანი ტიპის გამონაყარი.
ფიზიკური გამოკვლევით დაუდგინდა ჰეპატო-სპლენომეგალია, ლიმფადენოპათია. გულმკერდის რენტგენოგრამაზე ორმხრივი პულმონური ლიმფადენოპათია. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ლიმფოგრანულომატოზი;
ბ) ტუბერკულოზი;
გ) რევმატიზმი;
დ) სარკოიდოზი;
ე) რევმატოიდური ართრიტი.
d
Sarcoidosis is an inflammatory disease in which the immune system overreacts, causing clusters of inflamed tissue called “granulomas” to form in different organs of the body. Sarcoidosis most commonly affects the lungs and lymph nodes, but it can also affect the eyes, skin, heart and nervous system.
- ქრონიკული ბრონქიტის გართულებებს არ მიეკუთვნება:
ა) ფილტვების ემფიზემა;
ბ) დიფუზური პნევმოსკლეროზი;
გ) ფილტვისმიერი გული;
დ) მშრალი პლევრიტი;
ე) ბრონქოექტაზიური დაავადება.
d
- ფილტვის ემფიზემისთვის არ არის დამახასიათებელი:
ა) გულზე დიასტოლური შუილი;
ბ) II ტონის აქცენტის ფილტვის არტერიაზე;
გ) ფართო ეპიგასტრული კუთხე;
დ) ქოშინი;
ე) ფილტვების პერკუსიისას კოლოფისებური ხმიანობა.
a
- დაასახელეთ დაავადება, რომლის დროსაც ნახველში არის კურშმანის სპირალები და შარკო-ლეიდენის კრისტალები:
ა) ბრონქოექტაზიური დაავადება;
ბ) ფილტვების ემფიზემა;
გ) ბრონქული ასთმა;
დ) კრუპოზული პნევმონია;
ე) ფილტვის აბსცესი.
g
Curschmann’s spirals are a microscopic finding in the sputum of asthmatics. They are spiral-shaped mucus plugs from subepithelial mucous gland ducts of bronchi. They may occur in several different lung diseases and may refer to parts of the desquamated epithelium seen in lavages from asthmatic patients.
Charcot–Leyden crystals are microscopic crystals composed of eosinophil protein galectin-10 found in people who have allergic diseases such as asthma
- ჩამოთვლილი ტესტებიდან ყველაზე ზუსტად რა განასხვავებს ფილტვების რესტრიქციულ დაავადებებს ობსტრუქციულისაგან?
ა) ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა;
ბ) სუნთქვითი მოცულობა;
გ) ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა;
დ) ფორსირებული ამოსუნთქვის მოცულობა/ფილტვების სასიცოცხლო ტევადობასთან (ტიფნოს ინდექსი);
ე) ნარჩენი მოცულობა.
d
- ფილტვების რა სახის დაზიანებაა დამახასიათებელი სისტემური წითელი მგლურასთვის SLE?
ა) ფილტვების ინტერსტიციული ფიბროზი;
ბ) პლევრული შვარტები (შეხორცებები);
გ) პნევმონიტი, ექსუდაციური პლევრიტი;
დ) ბრონქების კედლების ინფილტრატი;
g
- 30 წლის ავადმყოფი მამაკაცი, კლინიკაში შემოვიდა შებრუნებითი მორეციდივე პნევმონიის დიაგნოზით, ქრონიკული პროდუქტიული ხველით ჩირქოვანი ნახველის გამოყოფით, ზოგჯერ სისხლის მინარევით ზოლების სახით, ხველა ძლიერდება დილაობით და დაწოლისას, მტევნის ფალანგების ფრჩხილები დოლის ჩხირების ფორმის. ფილტვების უკანა-ქვემო წილებზე ისმის სველი ხიხინი. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ბრონქოექტაზია;
ბ) ქრონიკული ბრონქიტი;
გ) ფილტვის დისემინირებული ტუბერკულოზი;
დ) ფილტვის კიბო;
ე) ფილტვების ემფიზემა.
a
Bronchiectasis is a long-term condition where the airways of the lungs become widened, leading to a build-up of excess mucus that can make the lungs more vulnerable to infection. The most common symptoms of bronchiectasis include: a persistent cough that usually brings up phlegm (sputum)
- ჩამოთვლილთაგან რა არის პათოგნომური ფილტვის აბსცესისთვის?
ა) მაღალი ტემპერატურა;
ბ) ლეიკოციტოზი;
გ) ხველა სავსე პირით;
დ) ინფილტრატის ფონზე მრგვალი ღრუს არსებობა სითხის ჰორიზონტალური დონით;
d
- ფილტვებში შეგუბების მიზეზი არ არის:
ა) მიტრალური სტენოზი;
ბ) გულის ანევრიზმა;
გ) აორტის სარქველების ნაკლოვანება;
დ) მარცხენა პარკუჭის უკმარისობა;
ე) პნევმონია.
e
- ჩამოთვლილიდან რა წარმოადგენს ფილტვების ჰიპერვენტილაციის შედეგს?
ა) სუნთქვითი ალკალოზი;
ბ) სისხლის pH-ის დაქვეითება;
გ) არტერიული წნევის მომატება;
დ) სისხლში რძისმჟავას დონის მომატება;
ე) სისხლში ბიკარბონატების დონის მომატება.
a
- 39 წლის ავადმყოფი მამაკაცი, უჩივის შეტევითი ხასიათის ექსპირაციული ტიპის ქოშინს. შეტევა იხსნება მცირე ოდენობის ნახველის ექსპექტორაციის შემდეგ. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირავს იძულებითი მჯდომარე მდებარეობა, გამოხატული ციანოზი. ფილტვების პერკუსიით: კოლოფისებრი ხმიანობა. აუსკულტაციით: მრავლობითი მშრალი მსტვინავი ხიხინი. დაასახელეთ დაავადება, რომელიც ხასიათდება ზემოთ აღნიშნული სიმპტომებით:
ა) ქრონიკული ბრონქიტი;
ბ) ფილტვების ემფიზემა;
გ) ბრონქული ასთმა;
დ) ბრონქოექტაზიური დაავადება;
ე) ბრონქოპნევმონია.
g
- სუნთქვის მწვავე უკმარისობის მიზეზი არ არის:
ა) ლარინგოსპაზმი;
ბ) ბრონქული ასთმა;
გ) კეროვანი პნევმონია;
დ) ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
ე) ხორხის მწვავე შეშუპება.
g
- საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის ტიპური გამომწვევია:
ა) სტაფილოკოკი;
ბ) ვირუსი;
გ) პნევმოკოკი;
დ) კლებსიელა;
ე) ნაწლავის ჩხირი.
g
- კლინიკაში შემოვიდა 25 წლის ნარკომანი მამაკაცი, მშრალი ხველის და ქოშინის 4 კვირიანი ანამნეზით. რენტგენოგრამაზე ჩანს დიფუზური ინტერსტიციული დაჩრდილვა. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ფილტვის არტერიის ემბოლია;
ბ) პნევმოცისტური პნევმონია;
გ) კაპოშის სარკომა;
დ) ლაიმის დაავადება;
ე) კეროვანი პნევმონია.
b
Pneumocystis pneumonia (PCP) is a serious infection caused by the fungus Pneumocystis jirovecii. Most people who get PCP have a medical condition that weakens their immune system, like HIV/AIDS, or take medicines (such as corticosteroids) that lower the body’s ability to fight germs and sickness
- ახალგაზრდა ქალს, მწვავე უვეიტითა და კვანძოვანი ერითემით, აღენიშნება ბილატერალური ჰილუსური და პარატრაქეული ადენოპათია, გულმკერდის სიმპტომების გარეშე. სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ტუბერკულოზი;
ბ) შიდსი;
გ) სარკოიდოზი;
დ) ლაიმის დაავადება;
ე) რევმატოიდული ართრიტი.
g
arcoidosis is an inflammatory disease in which the immune system overreacts, causing clusters of inflamed tissue called “granulomas” to form in different organs of the body. Sarcoidosis most commonly affects the lungs and lymph nodes, but it can also affect the eyes, skin, heart and nervous system.
- 50 წლის ალკოჰოლიკს, რომელსაც აღენიშნება კბილების გამოხატული კარიესი, 2 კვირის განმავლობაში აქვს სისუსტე და ტკივილი გულმკერდის მარჯვენა ნახევარში. ასევე აღინიშნება სუბფებრილური ცხელება და პროდუქციული ხველა სუნიანი ჩირქოვანი ნახველით. რენტგენოგრაფიით დადგინდა 2 სმ-ის დიამეტრის სითხით სავსე ღრუ მარჯვენა ფილტვის ზემო ნაწილში. აღნიშნული სურათი განპირობებულია შემდეგი პათოლოგიით:
ა) აბსცესი;
ბ) ბრონქოექტაზია;
გ) ფილტვის ინფარქტი;
დ) ფილტვის სქვამოზურ - უჯრედოვანი კარცინომა;
ე) ტუბერკულოზი.
a
- 62 წლის მამაკაცს უკანასკნელი სამი წლის განმავლობაში ჰქონდა მარჯვენა ქვემო წილის პნევმონიის ოთხი ეპიზოდი. ამ ეპიზოდებს შორის აღენიშნებოდა ხველა ლორწოვან-ჩირქოვანი ნახველით და იშვიათად
ჰემაპტოე. ნახველი უპირატესად გამოიყოფოდა დილაობით და ჭურჭელში ქმნიდა სამ შრეს. ბრონქოსკოპული გამოკვლევით არ დადგინდა სიმსივნე ან ობსტრუქცია. ამ მონაცემებზე დაყრდნობით სავარაუდო დიაგნოზია:
ა) ფილტვის აბსცესი;
ბ) ალვეოლურუჯრედოვანი კარცინომა;
გ) ასპირაციული პნევმონია;
დ) ბრონქოექტაზია;
ე) ლუპოიდური პნევმონია.
d
- პნევმონიის გართულებებიდან სიცოცხლისათვის ყველაზე სახიფათოა:
ა) ფილტვების აბსცესი;
ბ) პლევრიტი;
გ) მიოკარდიტი;
დ) პერიკარდიტი;
ე) ინფექციურ-ტოქსიური შოკი.
e
- პნევმონიების დროს გლუკოკორტიკოიდების დანიშვნის პირდაპირი ჩვენებაა:
ა) მძიმე მიმდინარეობა გამოხატული ინტოქსიკაციით;
ბ) გამოხატული ჰიპერთერმია;
გ) ინფილტრატის ნელი გაწოვა;
დ) თანმხლები ბრონქოსპასტიური სინდრომი;
ე) ექსუდაციური პლევრიტი.
d
- მწვავე ფილტვისმიერი გულის ადრეულ კლინიკურ ნიშნებს არ მიეკუთვნება:
ა) მკვეთრად გამოხატული ქოშინი;
ბ) გულის ფრიალი;
გ) მწვავე ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
დ) ციანოზი;
ე) ქვემო კიდურების შეშუპება.
e