გამოცდა Flashcards
(37 cards)
როგორი შობადობაა განვითარებულ ქვეყნებში? (მაგალითებიც)
დაბალი შობადობა (დემოგრაფიული დაბერება/ზამთარი). ასეთია ევროპის ქვეყნები, ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნები, რუსეთი. აქ კონტროლირდება ქვეყნის მოსახლეობა, რათა არ მოხდეს ოვერპოპულაცია. ამასთან ერთად ქალის უფლებები დღეს უფრო დიდია ადრინდელთან შედარებით, აქედან გამომდინარე მათ აქვთ განათლების მიღებისა და მუშოაბის უფლება და ბავშვის აღზრდისთვის დრო აღარ რჩებათ. მაგ: გერმანია სწორედ ამ მიზეზის გამო ერთ ერთი ყველაზე დაბალი შობადობის მქონე ქვეყანაა. ასევე აქ ცხოვრების ხარჯები დღითი დღე უფრო იმატებს, ბავშვის აღზრდის ფინანსური შესაძლებლობა კი ბევრ ოჯახს არა აქვს.
განვითარებადი ქვეყნების შობადობა
აქაა მაღალი შობადობა, განათლების დაბალი დონისა და ადრინდელი ქორწინების გამო. ასევე ქალების უფლებებიც შეზღუდულია. ასეთია აფრიკის ქვეყნები. მაგ: ნიგერიაში ერთ ერთი ყველაზე მაღალი შობადობის მაჩვენებელი აღინიშნება. აქ სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელიცაა, რაც აიძულებს ოჯახებს ყავდეთ ბევრი შვილი, რათა რამოდენიმე მაინც გადარჩეს.
მუსლიმური ქვეყნების შობადობა
აქ არის მაღალი შობადობა (დემოგრაფიული აფეთქება). ეს გამოწვეული დაბალი განათლების დონით, სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებლით და ძირითადად ამ ქვეყნებში ქალებს უფლებები მცირედით აქვთ ან საერთოდ არ აქვთ. მაგ: ავღანეთში ადრეული ქორწინება ნორმალურია, ქალებს არ აქვთ უფლებები და დაბალი ჯანდაცვის დონის გამო ბევრი ბავშვი და არა მარტო ბავშვი ვერ აღწევს ზრდასრულ ასაკს, ამის გამო რაც შეიძლება ბევრ ბავშვს აჩენენ და ამას ემატება ისიც რომ უპირატესობას ვაჟებს ანიჭებენ, ამიტომ აჩენენ ბევრ ბავშვს რომ ერთი მაინც ბიჭი იყოს.
განვითარებული ქვეყნების სიკვდილიანობა.
აქ სიკვდილიანობა დაბალია. ეს გამოწვეულია მაღალი ჯანდაცვის დონით, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობით, რაც ნიშნავს იმას რომ მოსახლეობას წვდომა აწვთ სიცოცხლისთვის აუცილებელ რესურსებთან. მაგ: საფრანგეთში სიკვდილიანობის ერთ ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აღინიშნება, რადგან ჯანდაცვის დონე მაღალია,ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანაა და სტიქიური მოვლენები მასიურ სიკვდილიანობას არ იწვევს რადგან არსებობს საგამგებო დახმარების და სამოქალაქო დაცვის სისტემა.
განვითარებადი ქვეყნების სიკვდილიანობა
აქ არის სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი, რაც გამოწვეულია დაბალი ჯანდაცვის დონით, საკვებისა და სუფთა წყლის ნაკლებობით, ეკონომიკური არასტაბილურობით. მაგ: ნიგერიაში გავრცელებულია ინფექციური დაავადებები, მათი მკურნალობა კი არ ხდება. არის კლინიკებისა და საავადმყოფოების არასაკმარისი რაოდენობა და მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საკვები თუ სასმელი რესურსები. ბევრი ვერ აღწევს ზრდასრულ ასაკს.
ჩინეთის დემოგრაფიული პოლიტიკა
1979წ. ჩინეთში შემოიღეს “ერთი შვილის პოლიტიკა” რაც გულისხმობდა იმას რომ ოჯახები იძულებულნი იყვნენ მხოლოდ ერთი სვილი გაეჩინათ, რათა თავიდან აერიდებინათ ოვერპოპულაცია. ამ პოლიტიკამ შეამცირა მოსახლეობის რაოდენობის სწრაფი ზრდა თუმცა სქესობრივი ბალანსი დაირღვა. ბიჭი უფრო მეტი იყო გოგოზე. 2015წ. ჩინეთში შემოიღეს “ორი შვილის პოლიტიკა”. ისეთივე როგორც წინა თუმცა ამჯერად ოჯახები იძულებულნი იყვნენ ორი შვილი გაეჩინათ. 2021წ. კი შემოიღეს “სამი შვილი პოლიტიკა”.
საფრანგეთის დემოგრაფიული პოლიტიკა
1920წ. საფრანგეთში დაიწყო შობადობის გაზრდისკენ მიმართული აქტიური დემოგრაფიული ოჯახური პოლიტიკის გატარება. ოჯახებს, რომლებშიც მეორე და მესამე შვილი დაიბადებოდა ფულად დახმარებას გადასცემდნენ. გააფართოვა სკოლამდელი დაწესებულებების ქსელი. საფრანგეთი ევროპის ქვეყნებს შორის შობადობის მაჩვენებლის ყველაზე მაღალი კოეფიციენტით გამოირჩეოდა.
მაღალი სიმჭიდროვის ქვეყნები
მიზეზები: ძლიერი ურბანიზაცია (ქალაქის მოსახლეობის ზრდა); ეკონომიკური მდგომარეობა და ბუნებრივი კატასტროფები, მოსახლეობა სახლდება იქ სადაც ბუნებრივი კატასტროფების საფრთხე ნაკლებადაა და სამუშაო ადგილებთან წვდომა აქვთ. მაგ: ინდოეთში მუმბაი არის ეკონომიკური ცენტრი და ხალხი ძირითადად აქ სახლდება, რაც იწვევს სიმჭიდროვეს. ბანგლადეშის მოსახლეობაც სწრაფად იზრდება, ხოლო ტერიტორიები კი არ ყოფნით. პალესტინაშიც დიდი რაოდენობით მოსახლეობაა და მცირე ტერიტორიები.
დაბალი სიმჭიდროვის ქვეყნები
მიზეზები: დიდი ტერიტორიები, მაგ: კანადაში დიდი ტერიტორიებია და კლიმატური პირობების გამო ბევრი ნაწილი თითქმის ცარიელია. ხალხი ცუდი კლიმატის ტერიტორიებს თავს არიდებს ამიტომ ასეთ ქვეყნებში დაბალი სიმჭიდროვეა. ზოგ ქვეყანაში მოსახლეობა სოფლებში უფრო სახლობს ვიდრე ქალაქებში. მაგ: ავსტრალიაში ქალაქები მცირე ტერიტორიაა, ხოლო უდაბნოებით სავსე შიდა ნაწილი თითქმის დაცარიელებულია.
რა არის ურბანიზაცია? (მოიყვანე მაგალითი)
ქალაქის მოსახლეობის ზრდა, ქალაქის ცხოვრების წესის დამკვიდრება. მაგ: მუმბაიში მოსახლეობა სწრაფად იზრდება, რადგან ბევრი ადამიანი სოფლებიდან მიდის სამუშაოს საძიებლად.
რა არის აგლომერაცია? (მოიყვანე მაგალითი)
როდესაც ქალაქი იზრდება, წარმოიქმნება დიდი დასახლებები. (მაგ: ტოკიო, ნიუ-იორკი, ლონდონი)
რა არის მეგაპოლისი? (მოიყვანე მაგალითი)
როდესაც ქალაქები ერთმანეთს გადაებმება წარმოიქმნება მეგაპოლისი. (მაგ: ბოსვოში, ტოკაიდო, ჩუკოსი)
რა არის ფსევდოურბანიზაცია? (მოიყვანე მაგალითი)
როდესაც ქალაქის მოსახლეობა უზრდება, მაგრამ ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარება არ ხდწბა, მიტომ მოსახლეობის ზრდას ქალაქი ვერ უჭერს მხარს ფინანსურად. მაგ: ფაველები (ბრაზილიაში ღარიბი დასახლებები), ბიდონვილები.
რა არის რეურბანიზაცია?
როდესაც სოფლის მოსახლეობა იზრდება და მკვიდდრდება სოფლის ცხოვრების სტილი.
მიგრაციის ძირითადი სახეები
1) იძულებითი - ლტოლვილი, დევნილი, ტრეფიკინგი;
2) ნებაყოფლობითი - დორებითი, მუდმივი;
3) კანონიერი - ლეგალური, არალეგალური.
მიგრაციის გამომწვევი მიზეზები
შრომითი-ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე;
ბუნებრივი პირობები, სტიქიური მოვლენებიდან გამომდინარე; განათლების მიღება, გადამზადების მიზნით; ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე; ეთნიკურ, რელიგიურ საფუძველზე.
შიდა მიგრაციის მიმართულებები
ქალაქიდან სოფელში, სოფლიდან ქალაქში.
გარე მიგრაციის მიმართულებები
სხვა ქვეყანაში დროებით ან სამუდამოდ გადასვლა.
იძულებითი მიგრაციის ფორმები და მიზეზები
ლტოლვილი - საზღვრებს როცა ტოვებს ადამიანი იძულებით (კონფლიქტები და ომიანობა)
დევნილი - საზღვრებშივე იძულებით გადასახლება. (ირღვევა მათი, ან ოჯახის უფლებები)
მეურნეობის პირველადი დარგები
1) მოპოვებითი მრეწველობა (წიაღისეული რესურსების მოპოვება);
2) სოფლის მეურნეობა (მემცენარეობა, მეცხოველეობა);
3) ხე-ტყის მრეწველობა;
4) თევზჭერა;
5) ნადირობა.
მეურნეობის მეორეული დარგები
1) დამუშავებითი მრეწველობა;
2) მეტალურგია;
3) ქიმიური მრეწველობა;
4) მსუბუქი მრეწველობა;
5) თამბაქოს წარმოება;
6) სათბობ-ენერგეტიკული რესურსები წარმოება;
7) სამშენებლო ინდუსტრია.
მეურნეობის მესამეული დარგები
1) მომსახურეობის სფეროები;
2) არამატერიალური წარმოება.
ვაჭრობა, ჯანდაცვა, ტრანსპორტი, კავშირგაბმულობა/კომუნიკაცია, განათლება, სპორტი, კულტურა და ხელოვნება, ტურიზმი.
ტელეფონის მწარმოებელი დარგი
დამუშავებითი მრეწველობა (მსუბუქი მანქანათმშენებლობა)
ლუდის მწარმოებელი დარგი
კვებითი მრეწველობა