ზოგადი Flashcards
(114 cards)
რით არის წარმოდგენილი სისხლის მიმოქცევის სისტემა?
გულითა და სისხლძარღვებით.
რა ეწოდება გულის შემსწავლელ მეცნიერებას?
კარდიოლოგია
სად მდებარეობს გული?
შუასაყარში
რა არის შუასაყარი?
სივრცე ფილტვებს შორის
რომელი მალების დონეზე მდებარეობს გული?
გულ-მკერდის მეხუთე და მერვე მალების სეგმენტების დონეზე
რამდენი საკანი აქვს თევზის გულს?
ორი საკანი (1 წინაგული, 1 პარკუჭი)
რამდენი საკანი აქვს ამფიბიის გულს?
3 საკანი (2 წინაგული, 1 პარკუჭი)
რამდენი საკანი აქვს ფრინველის გულს?
4 საკანი
რამდენი საკანი აქვს ძუძუმწოვრის გულს?
4 საკანი (2 წინაგული, 2 პარკუჭი)
რით უკავშირდება მარცხენა წინაგული მარცხენა პარკუჭს?
მარცხენა წინაგულოვან-პარკუჭოვანი ხვრელით
რით უკავშირდება მარჯვენა წინაგული მარჯვენა პარკუჭს?
მარჯვენა წინაგულოვან-პარკუჭოვანი ხვრელით
რით არის გამოყოფილი წინაგულები ერთმანეთისგან?
წინაგულთაშორისი ძგიდით
რით არის გამიჯნული ერთმანეთისგან პარკუჭები?
პარკუჭთაშორისი ძგიდით
რა არის გულის ყურები?
წინაგულების წინა კედლებზე არის დამატებითი სივრცეები, რომელთაც გულის ყურები ეწოდებათ.
სად მდებარეობს გულის მარჯვენა ყური?
მარჯვენა წინაგულზე
სად მდებარეობს გულის მარცხენა ყური?
მარცხენა წინაგულზე
რა პროცესია ონტოგენეზი?
ემბრიონული განვითარება
რა პროცესია ფილოგენეზი?
წინაპრების განვითარება
რა პროცესს ეწოდება ბიოგენეტიკური კანონი?
პროცესს, რომლის დროსაც ონტოგენეზში გადიხარ ფილოგენეზს.
რა უერთდება მარჯვენა წინაგულს?
- მარცხენა წინაგული
- მარჯვენა პარკუჭი
- ზედა და ქვედა ღრუ ვენები
რა უერთდება მარცხენა წინაგულს?
- მარჯვენა წინაგული
- მარცხენა პარკუჭი
- ფილტვის ვენები
რა უერთდება მარჯვენა პარკუჭს?
- მარცხენა პარკუჭი
- მარჯვენა წინაგული
- ფილტვის ღერო
რა უერთდება მარცხენა პარკუჭს?
- მარცხენა წინაგული
- მარჯვენა პარკუჭი
- აორტა
როგორ იყოფა ფილტვის ღერო?
მარცხენა და მარჯვენა არტერიებად