უცხო ენიდან შემოსულ სახელთა მართლწერა Flashcards
(17 cards)
ზოგიერთი გეოგრაფიული სახელი არასწორი ფორმითაა გავრცელებული ენაში როგორია სწორი ფორმა?
-ეთ სუფიქსით დაბოლოებული ფორმები
მაგ: არასწორია ეუბეკისტანი სწორია უზბეკეთი
ხანიანი ფორმები გავრცელდა რუსული ენის მეშვეობით რომელია სწორი ფორმა?
ქართულ ენაში ერთადერთი მართებული ფორმა ქ თანხმოვნიანი ფორმებია.
როგორ შემოდის უცხოური სიტყვების qu კომპლექსი ქართულ ენაში ქართულად?
c ან ck?
ქართულად როგორც კვ.
როგორც კ ბგერით გადმოიცემა
როგორ გადმოიცემა ct?
ქთ კომპლექსით გადმოიცემა
ლათინური t როგორ გადმოდის?
Th როგორ გადმოდის?
როგორც ტ.
როგორც თ.
თუ უცხოურ ენაში ჰ ბგერა გამოიყენება ქართულში როგორ გადმოვა?
ქართულშიც როგორც ჰ ისე გადმოვა. გ ან ხ ბგერით შეცვლა არასწორია.
როგორ გადმოდის ქართულში ю?
(სიტყვის დასაწყისში, ხმოვნის შემდეგ, თანხმოვნის შემდეგ) ყველგან გადმოიცემა როგორც იუ.
მაგ: სწორია ბრიუსელი და არა ბრუსელი.
ამ წესს გეოგრაფიული, ადამიანის სახელები და გვარებიც ემორჩილება.
გამონაკლისია: ნატურმორტი, დუიმი, დუჟინი.
როგორ გადმოიცემა я-ს შემცველი სიტყვები ქართულში?
როგორც ია.
მაგ: სწორია იალტა და არა ალტა.
როგორ გადმოვა ля და Лю?როგორ გადმოვა რუსული წარმოშობის გვარ-სახელები და გეოგრაფიული სახელები?
Ля-ლა Лю-ლუ.
მეორე შემთხვევაში ля -ლია
Лю-ლიუ
მაგრამ: ჩელუსკინი.
O გადმოვა ჩვენთან როგორც?
ო ჩვენ ვწერთ და ვამბობთ ო-ს.
გამონაკლისია: კანტორა, კამოდი, კატლეტი.
პომიდორი, პამიდორი ორივე სწორი ფორმაა.
როგორ გადმოვა გერმანული ei დიფთგონი ქართულში?
ყველგან აი-თ უნდა გადმოიცეს.
მაგ: სწორია აინშტაინი და არა ეინშტეინი ან აინშტეინი.
როგორ გადმოვა ქართულში ея-ზე დაბოლოებული უცხოური სიტყვები?
ქართულად სამგვარი დაბოლოებით გადმოიცემა: -აე, -ეია, -ია მართებულია -ეა დაბოლოებული ფორმები.
გამონაკლისია:ბამბაზია და ლატარია.
როგორ გადმოვა ორმაგი თანხმოვნები უცხოური ენიდან ქართულში?
ერთი თანხმოვნით უნდა გადმოვიდეს.
მაგ:სწორია ანა და ანნა.
ნ თანხმოვნის არასწორად ხმარების დროს გამოიყოფა სამი შემთხვევა ესენია:
- ნ აკლია; 2. ნ ზედმეტია; 3.ფ-ს წინ ნ თანხმოვანს უმართებულოდ ცვლის მ თანხმოვანი.
რომელ სიტყვებშია ნ თანხმოვანი ზედმეტი?
ინციდენტი, პრეცედენტი, სტიპენდიატი, კომპრომეტაცია.
არასწორია: ინცინდენტი, პრეცენდენტი, სტიპენდიანტი, კომპრომენტაცია)
ფ-ს წინ რა ცვლის ნ თანხმოვანს უმართებულოდ?
მ თანხმოვანი.
უნდა იყოს კონფერენცია და არა კომფერენცია.
მაგრამ: კომფორტი და არა კონფორტი.
უცხოური ენიდან შემოსული ზოგიერთი სიტყვის მართლწერასთან დაკავშირებით უნდა გავითვალისწინოთ:
- ა-სა და ე-ზე დაბოლოებული სიტყვები სუფიქსთა დართვისას მოიკვეცენ მხოლოდ ბოლოკიდურ ხმოვნებს.
მაგ: სწორია ფილოსოფია - ფილოსოფიური და არა ფილოსოფური.
გამონაკლისია: პროზა. არ შეიკვეცება გვექნება პროზაული ასევე გვაქვს პროზაიკოსი. - -ცია დაბოლოებული უცხოური ტერმინები ც თანხმოვანს შეინარჩუნებენ. -ულ/-ურ სუფიქსის დართვისას დემონსტრაცია-
დემონსტრაციული. დაიმახსოვრე სწორია: ტექსტობრივი, ფაქტობრივი, ტიპობრივი, ტიპური.
3.-ალურ სუფიქსიანი უმართებულო ფორმები მართებული -ულ/-ურ სუფიქსიანი ფორმების მაგივრად იჩენს თავს.
სწორია ექსპერიმენტი- ექსპერიმენტული. - უცხოურ სიტყვებში -მენტ დაბოლოების წინ ჩვეულებრივ ე ხმოვანი უნდა იყოს სწორია: აკომპანემენტი, აბონემენტი.