ძველი რომი Flashcards
(16 cards)
რომელმა მეფემ შექმნა რომაული კალენდარი?
ნუმა პომპილიუსმა
ვინ იყო რომის უკანასკნელი მეფე?
ლუციუს ტარკვინიუს სუპერბუსი.
რომელი ტომის წარმომადგენლები იყვნენ რომის ზოგიერთი მეფე?
ეტრუსკები.
რატომ აჯანყდნენ რომაელები ტარკვინიუს სუპერბუსის წინააღმდეგ?
ტირანიის, ტერორისა და ძალადობის გამო.
რომელი ორი მთავარი ორგანო დარჩა რესპუბლიკის დროსაც?
სენატი და სახალხო კრება.
ვის ირჩევდა სახალხო კრება?
ყველა დონის მოხელეს.
რას აკეთებდა სენატი?
ამზადებდა კანონებს, ზედამხედველობდა მათ აღსრულებას და კონსულტაციას უწევდა მოხელეებს.
ვინ იყვნენ მაგისტრატები?
სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც ირჩეოდნენ ერთი წლით.
ვინ იყო კონსული?
უმაღლესი მაგისტრატი; ლაშქრის სარდალი და სახელმწიფო ხელმძღვანელი.
ვინ იყო პრეტორი?
კონსულის შემცვლელი; მართლმსაჯულების განმახორციელებელი.
რა იყო კვესტორის მოვალეობა?
სამართლის საქმეები, ხაზინისა და არქივის კონტროლი.
ვინ იყო ცენზორი?
ფინანსებისა და ზნეობის ზედამხედველი, მოსახლეობის დამრიცხველი.
ვინ იყო ედილი?
საზოგადოებრივი შენობებისა და თამაშობების ორგანიზატორი.
როდის ირჩევდნენ დიქტატორს?
ომის ან კრიზისის დროს
ვინ სარდლობდა კართაგენს პირველ ომში?
ჰამილკარ ბარკა