ძველი მსოფლიო - შუამდინარეთი Flashcards

1
Q

ასურეთის მიერ პირველი იმპერიის შექმნის მცდელობა

A
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რა ქვია შუამდინარეთს (შუამდინარეთის რეგიონს) მეორენაირად?

A

მესოპოტამია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რა ქვია შუამდინარეთს ძველქართულად?

A

უჟიკეთი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რომელ მდინარეებს შორის მდებარეობს შუამდინარეთი?

A

ტიგროსი და ევფრატი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

დღევანდელი რომელი ქვეყნების ტერიტორიაზე მდებარეობდა შუამდინარეთი?

A

ერაყი, სირიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილი, ირანისა და თურქეთის მცირე ტერიტორიები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ყველაზე ძველი ცივილიზაცია?

A

შუმერი (დასაწყისსი არსებობდა ჰალაფებისა და უბეიდიანების პარალელურად)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

შუმერების სავარაუდო გამოგონებები?

A

ბორბალი, დამწერლობა, ირიგაცია, სამართალი - კანონი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

შუმერების არსებობის პერიოდი?

A

ძვ. წ. VI - ძვ. წ. III ათასწლეულებში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

შუამდინარეთში ცივილიზაციის დაბადების საფუძველი?

A

ადამიანის მიერ სამხრეთ შუამდინარეთის ათვისება დაიწყო ძვ. წ. VI ათასწლეულში. VI - V ათასწლეულებში რეგიონში ძალიან ცოტა იყო მიწათმოქმედებისთვის ვარგისი მიწები. მხოლოდ ძვ. წ. IV ათასწლეულისთვის დაიწყეს ტომებმა გაერთიანება და ევფრატის ნაპირებზე ირიგაციული სისტემების შექმნა. საირიგაციო სისტემის შექმნამ გამოიწვია მოსავლის ზრდა და პროდუქციის დაგროვების შესაძლებლობა, რასაც თავის მხრივ მოჰყვა შრომის დიფერენციაცია და მოგვიანებით, კლასების ჩამოყალიბება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

შუმერული დამწერლობის დაბადების საფუძველი?

A

ტაძრები ასრულებდა არა მხოლოდ რელიგიურ ფუნქციას, არამედ იყო საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრი. აქვე ინახებოდა მოსავლის მარაგი. დაახლოებით ძვ. წ. 3000 - ძვ. წ. 2900 წლებში ტაძრების მეურნეობა იმდენად გართულდა, რომ საჭირო გახდა უფრო რთული აღრიცხვის სისტემის შემუშავება, რამაც განაპირობა დამწერლობის შექმნა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

პირველი შუმერული ქალაქის დაბადების საფუძველი?

A

დაიწყო დასახლებების ზრდა. ძვ. წ. III ათასწლეულის დასაწყისში დიდ დასახლებებს, სადაც ტაძრებიც იყო, გალავნები შემოარტყეს და ასე წარმოიშვა პირველი ქალაქები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

რა მასალაზე/მასალით კეთდებოდა პირველი წარწერები?

A

თიხის ფილებზე ლერწმით

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რატომ ქონდა ლურსმების ფორმა დამწერლობას?

A

თიხის ფირფიტაზე რთული იყოს სხვა ფორმების ამოკვეთა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

რა არის ძირითადად აღწერილი ფირფიტებზე?

A

თავიდან, და დიდხანს, ძვ. წ. 2400 წლამდე მხოლოდ ციფრებს და პროდუქციას ინიშნავდნენ. მხოლოდ მოგვიანებით მოიფიქრეს სხვა ინფორმაციის ჩაწერაც. ლურსმული დამწერლობით გრამატიკული ფორმების სრულად გადმოცემა ალბათ შეუძლებელია და მხოლოდ საგნებს და მოქმედებებს აღნიშნავს.

ძვ. წ. III ათასწლეულის ბოლოს შუმერებმა შექმნეს ერთგვარი პრიმიტიული ისტორია, ე. წ. „მეფეთა სიები“. ამ სიაში მოხვდნენ არა მხოლოდ ისტორიული, არამედ მითური პერსონაჟებიც. სია ვერ დაიკვეხნიდა ვერც სიზუსტით, რადგან ზოგი მეფეები არა ერთი მეორეს მიყოლებით მეფობდნენ, არამედ პარალელურად, ზოგი მეფე კი არა უმაღლესი ქურუმიც იყო.
დაიბადა პირველი ბიუროკრატიული სახელმწიფოს პირველი კანონთა კრებული ურუკაგინას კოდექსი რეფერენსდება ხოლმე, მაგრამ არაა ნაპოვნი. პირველი ჩანაწერები ნაპოვნია ურუნამოს მეფობისას)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რას ეძახდნენ მესოპოტამიელები (შუმერები) თავის თავს?

A

მესოპოტამიელის თვითდასახელება იყო „შავთავიანი“, შუმერულად „ùĝ saĝ gíg-ga“, აქადურად „ცალმატ-კაქადი“.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რომელი ცნობილი ნაწარმოებები არსებობს შუმერულად?

A

შუმერული ლიტერატურის ყველაზე ცნობილი ძეგლია გილგამეშის ეპოსი. ეს არის ლეგენდების კრებული ძვ. წ. XXVII საუკუნის ურუქის მეფის გილგამეშის გმირობების შესახებ, რომელიც, მოგვიანებით, აქადურად ითარგმნა. ამ ეპოსში არის უთნაფიშთიმის ამბავი, რომელიც გადაურჩა წარღვნას. სწორედ ეს ლეგენდაა ბიბლიური ნოეს პროტოტიპი.

17
Q

როგორ თანაარსებობდნენ შუმერები და აქადნელები

A

ათასწლელების განმავლობაში თანაარსებობდნენ დიდი ომების გარეშე, რადგან არ არსებობდა სახელმწიფოები. ძირითადი კონფლიქტები პატარა დასახლებებს არ სცდებოდა, სავარაუდოდ

18
Q

როგორ აღმოაჩინეს შუმერები?

A

პირველად შუმერების შესახებ შეიტყვეს ასირიული ლურსმული ფირფიტებიდან XIX საუკუნეში. ასევე აღმოჩენილ იქნა უცნობ ენაზე დაწერილი ფირფიტები. ლინგვისტებმა „გამოთვალეს“, რომ ეს უცნობი შუმერული ენაა და რადგან არსებობს შუმერული ენა, უნდა ეარსებათ შუმერებსაც. ამის შემდეგ არქეოლოგებმა დაიწყეს შუმერების არსებობის დამამტკიცებელი საბუთების ძებნა შუამდინარეთში და მალე იპოვეს კიდეც.

19
Q

აქადის იმპერია?

A

აქადის იმპერია იყო ქალაქ აქადის (ჩრდილოეთ შუმერეთი) გარშემო ჩამოყალიბებული სახელმწიფო და პირველი იმპერია მსოფლიოში. აქადის იმპერიის დამფუძნებლად სარგონ ძველი მიიჩნევა. იმპერიამ იარსება ძვ. წ. 2350 - ძვ. წ. 2150 წლებში. სახელმწიფო მმართველობის ენად რჩებოდა შუმერული, (ზოგან წერია, რომ აქადური იყო შუმერული დამწერლობით) ხოლო სალაპარაკო ენად ძლიერდებოდა აქადური (ერთ-ერთი სემიტური ენა)

20
Q

აქადური ენა?

A

აქვს ორი დიალექტი - ასურული (ჩვ. წ.-მდე VII საუკუნემდე) და ბაბილონური (პირველი ათასწლეულის ბოლომდე).

21
Q

ბაბილონის მდებარეობა და მნიშვნელობა?

A

ძვ. წ. III ათასწლეულის მე-2 ნახევარი – ძვ. წ. IV საუკუნე. მდებარეობდა შუამდინარეთში, მდ. ევფრატის ნაპირზე. მისი ნანგრევები ბაღდადიდან 80 კმ სამხრეთითაა.
აქ შექმნილმა ახალმა საკულტო ეპოსმა სამყაროს შექმნის შესახებ („ენუმა ელიშ“), განამტკიცა წარმოდგენა ქალაქ ბაბილონზე, როგორც მსოფლიოს კოსმოლოგიურ და თეოლოგიურ ცენტრზე.

22
Q

ბაბილონური რუკა?

A

მასზე დედამიწა წარმოდგენილია, როგორც ოკეანეში მოცურავე მრგვალი დისკო; ცენტრში ქალაქი ბაბილონია მართკუთხედის ფორმაში. მდ. ევფრატი, რომელიც წრეს ზევიდან ქვევით კვეთს, ქალაქს ორ ნაწილად ჰყოფს.

23
Q

ბაბილონის მნიშვნელოვანი ისტურიული მოვლენები?

A

ქალაქისათვის ყველაზე ტრაგიკული მოვლენა აღმოჩნდა ძვ. წ. 689 წელს ბაბილონელთა ურჩობისაგან განრისხებული ასურეთის მეფის, სინახერიბის ბრძანება, რომლის თანახმადაც ბაბილონი დაანგრიეს და აღგავეს პირისაგან მიწისა.

მხოლოდ VII საუკუნის ბოლოს შეძლო ბაბილონეთმა ასურეთის ბატონობისაგან განთავისუფლება. ასურეთის მეფის ნაცვალი ბაბილონეთში, ქალდეელი ნაბუფალასარი განუდგა ასურეთს და თავი ბაბილონეთის მეფედ გამოაცხადა. ასურეთის წინააღმდეგ იგი მიდიელებს შეუკავშირდა. ასურეთის დაცემის შემდეგ, კიაქსართან ერთად გაიყო ასურეთის ტერიტორია. ასე შეიქმნა ახალი ბაბილონის სამეფო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა ნაბოფალასარის მემკვიდრის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. წ. 604 - ძვ. წ. 562) ზეობაში. დაპყრობითს ომებს ძირითადად სირიისა და პალესტინის წინააღმდეგ აწარმოებდა. ძვ. წ. 586 წელს ნაბუქოდონოსორ II-მ დაანგრია იერუსალიმი და ბაბილონეთში გადაასახლა 70 ათ. ებრაელი (ე. წ. ბაბილონის ტყვეობა), წარმატებით ილაშქრა ეგვიპტელების წინააღმდეგ და უზრუნველყო ბაბილონეთის უშიშროება (პალესტინის სამხრეთ საზღვარზე). ამ პერიოდში ბაბილონეთი მიდიასთან ერთად წინა აზიის უძლიერესი სახელმწიფო იყო.
თითქმის მთელი წინა აზია დაიპყრო გაძლიერებულმა აქემენიდთა სახელმწიფომ. ძვ. წ. 539 წელს ბაბილონს, კიროს II მიადგა.

24
Q

ასერეთის არსებობის პერიოდი?

A

სახელმწიფო დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე. ჩამოყალიბდა ძვ. წ. II ათასწლეულში შუამდინარეთის ჩრდილოეთ ნაწილში და იარსება ძვ. წ. VII საუკუნის ბოლომდ

25
Q

მსგავსება და განსხვავება ასურეთსა და ბაბილონს შორის?

A

მოსახლეობა ეთნიკურად, ენით, კულტურით დიდად არ განსხვავდებოდა ბაბილონის მოსახლეობისაგან. სემიტურ ენათა ოჯახში შემავალი ასურული ენა აქადური ენის დიალექტია.

ასურელები თაყვანს სცემდნენ ბაბილონის ღვთაებათა მთელ პანთეონს, თუმცა მის სათავეში აყენებდნენ საკუთარ ასურელ ღვთაებას — ასურს. ამ ღვთაების სახელი ერქვა სახელმწიფოს დედაქალაქს, ხოლო მთელი ქვეყანა „ასურის ქვეყნად“, ე. ი. ასურეთად იწოდებოდა

26
Q

ვინ იყო კიროს მე-2?

A

კიროს II დიდი (ძვ. სპარს. Kūruš, ბაბილ. Kuraš; დ. დაახ. ძვ. წ. 590 ან 576 — ძვ. წ. 530) — სპარსეთის იმპერიის დამფუძნებელი, აქამენიდთა დინასტიის პირველი წარმომადგენელი. ჯერ დაიპყრო მიდია გადაწყვდა ბალკანეთსა და ინდოეთსაც

27
Q

რას ნიშნავს ირანი?

A

ქვეყნის სახელწოდება მომდინარეობს ძველი არიანადან - „არიელების ქვეყანა“ (პროტო-ინდოევროპულ ენაზე „არია“ სიტყვას ზოგადი მნიშვნელობაა „კეთილშობილი“ ან „თავისუფალი“). ეს ტერმინი იხმარებოდა სასანიანთა სახელმწიფოს ძირითადი ნაწილის აღსანიშნავად. თვითონ ირანელები თავის ქვეყანას ყოველთვის ამ სახელით მოიხსენიებდნენ, ევროპელებმა კი სპარსეთი (Persia) შეარქვეს ცენტრალური ოლქის ფარსის ანუ პარსის სახელის მიხედვით. 1935 წელს ქვეყნის ხელისუფლებამ მიმართა მსოფლიოს სახელმწიფოებს, რომ იგი ოფიციალურად მოეხსენიებინათ, როგორც ირანი.

28
Q

ირანული სახელმწიფოები?

A

ელამი
მიდია

აქამენიდები
სელევკიდები
პართია
სასანიანთა
საფარიდები
სეფიანები
აფშარიდები
ყაჯარები

სელევკიდების იმპერია - ირანის ტერიტორიაზე, მაგრამ მაკედონელის შემდეგ დაიკავა მისმა მხედრთმთავარმა. ანუ ირანული იმპერია არ იყო. (Seleucid Empire)

პართიის იმპერია (247 BCE–224 CE): გაძლიერდა მაკედონიის შემდგომი სილუსიდების (Seleucid Empire) გადავარდნის შედეგად.

სასანიანთა იმპერია (224–651 CE): ცნიბილია ასევე, როგორც ირანელთა იმპერია ( Eranshahr - Land/Empire of the Iranians” , ან ახალსპარსული იმპერია)

საფარიდების დინასტია -861–900 წწ. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა არაბთა ბატონობისაგან ირანის განთავისუფლებაში. ძირითადად აღმოსავლეთ ირანს მართავდნენ. (პლუს ავღანეთი, ნაწილობრივ პაკისტანი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი. სათავე დაუდო უბრალო ადამიანმა, რომელიც ჯარის მხედართმთავრად იქცა. კავკასიასთან ახლოს არ ფლობდნენ ტერიტორიას.

სეფიანების დინასტია ირანის აზერბაიჯანული ტერიტორიიდან წამოვიდა. (Safavid Empire (1501–1736 CE): დაამკვიდრეს შიიტური ისლამი (Shia Islam) მნიშვნელოვანი გავლენა ქონდა საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთზე. ამბობენ, რომ თანამედროვე ირანის ისტორია აქედან იღებს სათავეს. ერთ-ერთი პირველი ტყვია-წამლიანი იმპერია იყო. დინასტია ქურთული წარმომავლობის იყო ქართული, ჩერქეზული და პონტო-ბერძნული შერეული სისხლითაც. თუმცა ამავდროულად თურქულენოვანები იყვნენ. სასანიანთა შემდეგ თავიდან გამოაცხადეს ირანის იმპერიად.

აფშარიდების იმპერია - დინასტიის წარმომადგენლები წარმოშობით აფშარის ტომიდან, ხორასანიდან იყვნენ. წარჩინებულმა სამხედრო მეთაურმა ნადირ-შაჰმა დააარსა, რომელმაც სეფიანთა იმპერიის უკანასკნელი წარმომადგენელი ტახდიდან ჩამოაგდო
Afsharid Empire (1736–1796 CE): T

ყაჯარები — დინასტია ირანში 1796-1925 წლებში. დინასტიის დამაარსებელია აღა-მაჰმად-ხან ყაჯარი. ოფიციალურად იმპერია არ იყო, მაგრამ ბევრ ქვეყანას მართავდნენ რეგიონში

29
Q

აქამენიდების იმპერია

A

პირველი ირანული იმპერია (550–330 BCE): კიროს მე-2 დიდის დაფუძნებული. ჯერ გააერთიანა ფარსი და მიდია. შემდეგ ეკავა ეგვიპტე, საბერძნეთი და ინდოეთიც. შემდეგ დაპყრობილ იქნა მაკედონელის მიერ.

30
Q

დამპყრობლების გავლენა ირანზე?

A

დამპყრობლები ირანზე ძალიან დიდ გავლენას ახდნენდნენ. ირანი დაუპყრიათ უდიდეს იმპერიებს რომელთაგან აღსანიშნავია ბერძნები, არაბები, თურქ-სელჩუკები და მონღოლები. დამპყრობლები ირანში ავრცელებდნენ თავიანთ რელიგიას, სწორედ არაბებმა გაავრცელეს ირანში ისლამი.