Exams Flashcards
(39 cards)
მოქმედებს თუ არა ნრომატიული წესები გვაროვნულ საზოგადოებაში?
ადამიანები სახელმწიფოს შექმნამდე აყალიბებდნენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებს და ამ სოციუმში ქცევის წესებს. წინასახელმწიფოებრივ საზოგადოებასი არსებიბდა მისაღები და მიუღებელი წესები, რომლებიც შესაბამისად აკრძალული იყო. მხოლოდ სახელმწიფოს შექმნის შემდეგ ყალიბდება ნორმატიული წესები, რომლებსაც გააჩნიათ ისეთი ნიშნები (ნორმატიული აქტი უნდა მიიღოს უფლებამოსილმა ორგანომ კანონმდებლობით დადგენილი წესით) , რაც გვაროვნულ საზოგადოებაში არ არსებობდა და შესაბამისად ნორმატიულიი წესებიც არ მოქმედებდა.
ვის მიერ იქმნება საზოგადიებრივი ურთიერთობების მარეგულირებელი წესები სახელმწიფომდელ საზოგადოებაში და ვინ ახორციელებს მათ დაცვაზე ზედამხედველობას?
წინასახელმწიფოებრივ პერიოდში საზოგადოება იყო თანასწორი, არ არსებობდა კერძო საკუთრება. არსებობდნენ უხუცესები, ხევისბერები თუმცა ისინი პატივისცემის გარდა არავიტარი პრივილეგიით არ სარგებლობდენ. გვაროვნული საზოგადოება თავის წევრებს საკმაოდ მკაცრ შეზღუდვებს უწესებდა, რომელტაც ყველა ერთნაირად ასრულებდა და დარღვევა იშვიათი იყო.
შეიძლება თუ არა, რომ სამართლის ნორმა ინდიფერენტულად იყოს განწყობილი მორალის მიმართ?
აღიარებული რომ მორალი საკმაოდ მწიდროდაა დაკავშირებული სმართალთან. ცხადია, თუ სამართალს მორალის გარეშე განვიხილავთ, მართლწესრიგი მიუღებელი იქნება. სამართალი ადამიანს ვერ ბიძგებს ამორალური საქციელისკენ. თუმცა სამართალი ნეიტრალურია მორალური ღურებულებების მიმართ. და მისი შეფარდება მორალური მოთხოვნიებებისგან დამოუკიდებლად ხდება. შესაბამისაც სამართალი ნაწილობრივ არის გულგრილი მორალის მიმართ.
სახელმიფო უფრო ადრე თუ სამართალი?
ნაწილი თვლის რომ სამართალი გაჩნდა პირველი, რადგან სახელმწიფო სამართლის გარეშე ვერ იარსებებს. მეორე ნაწილი კი თვლის, რომ სამართალი თვითონ ან ხალხის მიერ არ წარმოიშვა, მას სახელმწიფო ქმნის. ამოტომ უნდა გავიგოთ ზუსტად თუ რას ვუწოდებთ სახელმწიფოსა და სამართალს.
სახელმწიფო არის საზოგადოებრივ-პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც სამართლის ნორმებიტ მართავს საზოგადოებრივ ურთიერთობებს. სამართალი კი არის წესების სისტემა, რომელსა საელმწიფო ადგენს და სავალდებულოა შეასასრულებლად. თუ სახელმწიფო არ არის ვერავინ შექმნის სამმართალს. შესაბამისად ჯერ იქმნება სახელმწიფო, შემდეგ სამართალი.
რა უფრო ადრე და რომელი უფრო დიდ არეალზე მოქმედებს? მორალი , ჩვეულება, რელიგია, სამართალი
ამბობენ რომ მორალი და რელიგია ერთმანეთისგან არ უნდა გამიჯნო, ისინი სავარაუდოდ ერთდროულად ჩამოყალიბდნენ. მორალის ჩამოყალიბება ათასწლეულებით უსწრებს სამართალს და უფრო დიდ არეალზე მოქმედებს. მორალის გარდა ადამიანის საქციელზე დიდ გავლენას ახდენს რელიგია. ადრეული სამართლის ძეგლებსი ძირითად წყაროს სწორედ რელიგია წარმოადგენს. რელიგიასთან ერთად საზოგადოებაში მოქმედებდა ისეთი წესები, რომლებიც ხანგრძლივ პერიოდში სრულდება და გამოჩნდა ჩვეულებებები, რომლებიც წლების შემდეგაც დარჩა ადამიანის ქვეცნობიერში. მორალი ადამიანების შინაგანი დამოკიდებულებიდან მოდის, და ამით აიხსნება მისი პირველობა.
რა განსხვავებაა დადგენლ და სანქცირებულ წესებს შორის და რომელს უფრო მტკიცედ იცავს საზოგადოება და რატომ?
სამართალში ერთიანდება ორი სახის წესები: დადგენილი და სანქცირებული. დადგენილი წესი გულისხმობს ისეთ ნორმებს, რომლებიც დადგენილია სახელმწიფოს მიერ და მის შექმნამდე არ არსებობდა. სანქცირებულ წესებში იგულისხმება ის წესები რომლებიც სახელმწიფოსა და სამართლის ჩამოყალიბებამდე არსებობდა და სახელმწიფომ აღიარა მათი სავალდებულო ძალა.
ადამიანები დედამიწის ყველა ტერიტორიაზე თანაბრად ასრულებენ სანქცირებულ წესებს, რასაც ვერ ვიტყვით სახელმწიფოს მიერ დადგენილ წესებზე, რადგან შეიძლება ამ წესებს ყველა არ ეთანხმებოდეს და უარი თქვას მათ შესრულებაზე.
რა განსხვავებაა საჯარო და კერძო სამართალს შორის?
კერძო სამართალი აწესრიგებს კერძო პირთა შორის ურთიერთობებს, რომლებიც მყარდება პირთა თავისუფალი ნების გამოვლენისა და სხვა პირებთან ურთიერთობის დამყარების სურვილის საფუძველზე (კერძო ავტონომია). რაც შეეხება საჯარო სამართალს, ის შეიძლება ვთქვატ რომ სახელმწიფოსტის შექმნილი სამართალია, რომელზე დაყრდნობითაც მოქმედებს სახელმწიფო და მისი ორგანოები. ეს წესები და კანონები შეიძლება იყოს მოცემული კონსტიტუციაში ან სხვა საკანონმდებლო აქტში. მათზე დაყრდნობით ხდება საჯაროსამარტლებრივი ურთიერთობების დამყარება. საჯარო სამართლის შმადგენლობაში შედის: სახელმწიფო, კონსტიტუციური , საბაჟო, საგადასახადო, საპროცესო სამართალი. ასევე სისხლის სამართალიც, თუმცა დღეს მას სამართლის ცალკე სახედ გამოყოფენ.
რა ნიშნებით განსხვავდება სამართალი ჩვეულებისგან?
- სამარტალს ადგენს სახელმწიფო, ჩვეულებას რაიმე სოციალური ჯგუფი.
- სამართლის მოქმედების სფერო უფრო ფართოა ვიდრე ჩვეულების.
- ჩვეულება არ ხორციელდება სახელმწიფო იძულებით.
- ცვეულების შემთხვევაში რთულია სანქციების წინასწარ პროგნოზირება.
- სამარტალი ყალიბდება სპეციალური პროცედურების შემდეგ
- ჩვეულება მოქმედებს იმის გამო, რომ ის ფაქტობრივად სრულდება, სამართალი კი მოქმედებს იმისგან დამოუკიდებლად დაცულია თუ არა მისი მოთხოვნა.
ჩვეულება სამართლისგან განსხვავებით ინდიფერენტულია ეთიკის მიმართ, “ცუდი” ჩვეულებაც ჩვეულებაა.
რას გულისხმობს ბუნებითი სამართლის თეორია?
ბუნებითი სამართალი მოიცავს დროისა და სივრცის გარეშე არსებულ წესებს. ბუნებითი სამართლის წყარო შეიძლება იყოს ადამიანის ბუნება, ღვთის ნება და გონი. მას აქვს უნივერსალურობის პრეტენზია. იგი იცვლენა ეპოქების, დროისა და საზოგადოების მიხედვით. ბუნებითი სამართალი სახელმწიფოსგან ითხოვს ადამიანის ღირსების, ტავისუფლებისა და ციცოცხლის უფლების დაცვას.
რას გულისხმობს სამართლის პოზიტივისტური თეორია?
პოზიტიური ცნების მიხედვით სამართალი არის სახემწიფოს მიერ დადგენილი შესასრულებლად სავალდებული ქცევის წესების ერთობლიობა. პოზიტიური თეორია ერთმანეთისგან გამიჯნავს სამართალს, როგორც “ის არის” და სამართალს როგორც “ის უნდა იყოს”. ასევე მკაცრად გამიჯნავს მორალსა და სამართალს. მათი აზრით სამართლის ნორმას ახასიათებს შემდეგი ნიშნები:
1. ნორმა დადგენილია უფლებამოსილი პოლიტკური ორგანოების მიერ
2. სამართლის ნორმა სოციალურად ქმედითია
რას გულისხმობს სამართლის ნორმატიული თეორია?
პოზიტივისტური შეხედულებები განსაკუთრებით განავითარა სამართლის ნორმატიულმა თეორიამ. მას საფუძველი ჩაუყარა ინგლისელმა იურისტმა ჯონ ოსტინმა. ოსტინის შხედულებით სამართლის მოქმედების საფუძველს აყალიბებს სახელმწიფო ხელისუფლების სუვერენული ნება-სურვილი.
რას გულისხმობს საჯარო ხელისუფლება და როგორ ხორციელდება იგი?
ხელისუფლებას განიხილავენ როგორც ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც მიინიჭებული აქვს სახელმწიფოს მართვის უფლებაოსილება ან განიხილავენ როგორც სახელმწიფო მმართველობის განმახორციელებლ სისტემას და გაერთიანებას. შესაბამისად ხელისუფკება ნიშნავდა თანამდებობის პირის უფლებას. იყოფა სამ ნაწილად: საკანონმდებო, აღმასრულებელი და სასამართლო.
რას გულისხმობს სუვერენიტეტი, ვის გააჩნია იგი და როგორ ხორციელდება?
სუვერენიტეტი გააჩნიათ ქვეყნებს და ნიშნავს, რომ მოცემული ქვეყნის ტერიტორიის ყველა წესი და კანონი თავად ამ ტერიტორიის მიერ წესდება. სახელმწიფო სუვერენიტეტის გარეშე სახელმწიფო არაა და რომელიმე სხვა ნაწილს ეკუთვნის. იგი ვრცელდება შიდა წყლებზე, ტერიტორიულ ზღვაზე, მიმდებარე ზონაზე, აქედან აბსოლუტური სუვერენიტეტი ვრცელდება შიდა წყლებზე და ტერიტორიულ ზღვაზე.
რას გულისხმობს ლეგალურობა და ლეგიტიმურობა და როგორ წარმოიშობა თითოეული?
ლეგალურობა ეს არის კანონიერი, სამართლებრივი ნიშანი, რომელიც კანონთა შსაბამისია. ლეგალურია ხელისუფლება , რომლის საქმიანობაც ხორციელდება კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად.
ლეგიტიმურობა ნიშნავს ხალხის ნდობითა და რწმენით ხალხის მხარდაჭერით აღიარებულ ამა თუ იმ ნორმას. ლეგიტიმურობა შეიძლება იყოს ფორმლური ან მატერიალური. ფორმალური ლეგიტიმურობა გულისხმობს, რომ სამართალი დადგენილია სათანადო პროცედურების დაცვით. მატერიალური ლეგიტიმურობა გულისხმობს, რომ სამართალი უნდა იყოს სწორი, მართალი…
დაასახელეთ და ახსენით სახელმწიფოს 5 ძირითადი ნიშანი, რითაც ის განსხვავდება გვაროვნული საზოგადოებისგან.
- საზოგადოების დაყოფა ტერიტორიული პრინციპით. გვაროვნულ საზოგადოებაში მოსახლეობა იყოფოდა ნათესაური კავშირების მიხედვით. გვარის წევრები ერთმანეთთან ახლოს ცხოვრობდნენ. სახელმწიფოს მთელ მის ტერიოტორიას ყოფს ადმინისტაციულ ერთეულებად და ვისაც სადაც უნდა იქ შეუძლია იცხოვროს.
- მოქალაქეობა, სახელმწიფოს პირობებში შექმნილი ფენომენია და დიდი მნიშვნელობა აქვს.
- ზედამხედველობის განხორციელება სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ დაირღვეს წესები მრავალრიცხოვან საზოგადოებაში. გვაროვნულ საზოგადოებაში ეს არ იყო საჭირო, რადან ჩვეულებები თვითვალდებულებიდან გამომდინარე იშვიათად ირღვეოდა.
- სახელმწიფოს ასევე სჭირდება მმართველობის განმახორციელებელი აპარატი, სადაც გადანაწილებული იქნება მმართველობითი ფუნქციები.
- საგადასახადო აპარატი- გვაროვნულ საზოგადოებაში ყველა თანაბრად ინაწილებდა მოპოვებულს და გადასახადებს აზრი მოკლებული ჰქონდა. სახელმწიფო ხელისუფლებას კი სწორედ მოსახლეობის გადასახადები “ინახავენ”.
რას გულისხმობს სახელმწიფოს სამართლით შებოჭვა?
განასხვავებენ ნეგატიურ და პოზიტიურ შბოჭვას. ნეგატიუი შებოჭვისას უნდა დადგინდეს არის თუ არა კანონი რომლის გამოცემასც სახელმწიფოს იურიდიულად არ შეიძლია. პოზიტიური შებოჭვისას უნდა დადგინდეს არის თუ არა კანონი, რომლის გამოცემაც სახელმწიფოსთვის იურიდიულად სავალდებულოა.
რომელ აქტში (ნორმაში) ვლინდება ყველაზე მკაფიოდ სახელმწიფო ხელისუფლების შებოჭვა?
იგი ყველაზე მკაფიოდ ვლინდება საქართველოს კონსტტუციის მე-7 მუხლში: სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგოეც წარუვალ და უზენაეს ადამიანუ ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდული არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართალი.
ლეგალურობა უფრო მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, თუ ლეგიტიმურობა? (პასუხი ახსენით მაგალითების მოხმობით).
ლეგალურობა ხელისუფლების კანონთან შესაბამისობას გულისხმობს. ლეგიტიმურობა კი ნიშნავს, რომ ხელისუფლება მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს . ლეგიტიმურობა უფრო მნიშვნელოვანია. ისტორიას ბევრი ლეგალური მაგრამ არალეგიტიმური ხელისუფლება ახსოვს. ამის მაგალითია საბჭოთა კავში, რომელიც არ სარგებლობდა ხალხის დიდ მხარდაჭერტ, თუმცა ატარებდა არცევნებს და აგრძელებდა ქვეყნის მართვას.
შესაძლებელია თუ არა, რომ ლეგალურობამ წარმოშვას ლეგიტიმურობა ან ლეგიტიმურობამ ლეგალურობა? (პასუხი ახსენით და დაასაბუთეთ).
სახელმწიფოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ლეგიტიმურობა. სახელმწიფო შეიძლება იყოს ლეგაური , მაგრამ ვერ ახორციელებდეს მმართველობას. ამისთვის მას ხალხის მხარდაჭერა სჭირდება. ლეგიტიმური ხელისუფლება კი ადრე თუ გვიან შეძლებს გახდეს ლეგალური. მაგალითად ნაპოლეონის მმართველობა შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელმაც ხელისუფლება ჯერ ძალით ჩაიგდო ხელში, სამაგიეროდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა და კორონაციის შემდეგ ლეგალური მმართველი გახდა. ასე რომ მხოლოდ ლეგალურობა არაა საკმარისი, მაგრამ ლეგიტიმურობას შეუძლია წარმოშვას ლეგალურობაც.
5 არგუმენტი, რომელი ჯობია, რესპუბლიკური თუ მონარქიული მმართველობა?
მონარქია ერთპიროვნული მმართველობაა და ვინა თუ როგორ არიცევენ მას არ აქვს მნიშვნელობა. რესპუბლიკური მმართველობა გულისხმობს უმაღლესი სახლემწიფო ორგანოში წარმომადგენლები ხალხის მიერ არჩევას. ჩემითვის უფრო მისარებია რესპუბლიკური მმარტველობა, რადგან პირველ რიგში ხალხი უფრო მეტად არის ჩართული საკუტარი სახელმწიფოს საქმიანობაში და მეტად დაცულია დემოკრატიული პრინციპები. მეორე მიზეზი ის აის რომ მონარქია შეიძლება ტირანიად გადაიქცეს, რაც ხალხს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს.
მესამე მიზეზი- მონარქია შეიძლება თეოკრატიათაც გადაიქცეს , რაც სასულიერო პირების მმართველობას გულისხმობს.
4- რესპუბლიკა უფრო მიესადაგება თანამედროვეობას, ვიდრე მონარქია და წარმტების უფრო დიდი შანსი აქვს
5- რესპუბლიკური მმარტველობის დროს ხელისუფლება გადანაწილებულია ფუნქციების მიხედვიტ სამ ნაწილად, რაც მმართველობის ხარისხს ბევრად აუმჯობესებს. მონარქიის შემთხვევაში მხოლოდ მონარქი ირებდა გადაწყვეტილებებს ხშირად მოსამართლის მაგივრადაც, რაც არ არის სამართლიანი.
თეოკრატიული, კონსტიტუციური, დუალისტური მონარქია:
თეოკრატიული- უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლება ერთი პირის ხელშია.
კონსტიტუციური-მონარქის უფლებები შეზღუდულია, აღმასრულებელ ხელისუფლეას ახორციელებს მინისტრტა კაბინეტი სატავეში პრემიერ-მნისტრით. საკანონმდებლო ხელისუფლება ხორციელდება პარლამენტის მიერ.
დუალისტური-მონარქი ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას ხოლო საკანონმდებლო ხელისუფლება წარმომაგენლობთი ორგანოს ხელსია.
დემოკრატიული და არდემოკრატიული რეჟიმები:
არადემოკრატიული მმართველობის დროს ზალაუფლება ერთი პირის ან კონკრეტული ჯგუფის ხელშია. გამოიყოფა ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმი. ტოტალიტარული რეჯიმის დროს იგნორირებულია ხალხის უფლებები და ინტერესები ისევე, როგორც ავტორიტარულს, თუმცა ეს აღმატებული ფორმაა და მმართველობა ერთი პირის ხელშია.
დემოკრატიული რეჟიმის დროს კი საზოგადოების ფარტო ფენების ინტერესებში გამოიხატება, სახელმწიფო მუსაობს ხალხისთვის.
ხელისუფლების ვერტიკალური და ჰორიზონტალური დანაწილება: მიზანი
ჰორიზონტალური დანაწილება გულისხმობს საკანონმდებლო, სასამართლო და აღმასრულებელი ხელისუფლებს ამოყოფას. ვერტიკალური კი ცენტრალურ, რეგიონულ და მუნიციპალურ ხელისუფლებად დაყოფას. ამის მიზანი ისაა, რომ ხელისუფლება არ აღმოჩნდეს ერთი პირის ხელში და შენარცუნდეს დემოკრატიული რეჟიმი.
რას გულისხმობს სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობა, მმართველობის ფორმა და მმართველობის რეჟიმი?
ტერიტორიული მოწყობა გულისხმობს იმას, რომ ერთ ორგანოს გააჩნია სამარტალშემოქმედების საქმიანობის უფლებამოსილება, თუ ამგვარი ორგანოები ბევრია, მაშინ მათი რაოდენობა ტერიტორიული დაყოფის პრინციპებიტ განისაზღვრება. გამოიყოფა უნიტარული, ავტონომიური, ფედერაციული და კონფედერაციული სახ. მმართველობის ფორმა შეიძლება იყოს ორნაირი: რესპუბლიკური და მონარქიული.
რეჟიმი გულისხმობს მართვის განხორციელების მოდელს, სადაც ყურადღების ცენტრში ექცევა ერთი პირი ან ჯგუფი.