საქართველო და მისი მეზობლები III-VII საუკუნეებში Flashcards
(43 cards)
რომელმა სოციალურ-რელიგიურმა მოძრაობამ შეძრა სასანიანთა ირანი V-VI საუკუნეების მიჯნაზე?
მაზდაკელთა
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ომის დროს ილაშქრა ჰერაკლე კეისარმა კავკასიაში?
ირანი
გუბაზ მეფემ, ირანის შაჰს თხოვნით მიმართა, რომ
დახმარებოდა ბიზანტიელების წინააღმდეგ ბრძოლაში,სანაცვლოდ კი შავ ზღვაზე გასასვლელს დაჰპირდა
მარზპანი იყო
ირანელების მიერ დანიშნული მოხელე ქართლში
რა იყო სომხეთის დედაქალაქი თრადატ III-ის (III-IVსს) დროს?
ვაგარშაპატი
რატომ ეხმარება ჰერაკლე კეისარს კონსტანტინოპოლის პატრიარქი სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში?
წმ.ჯვრის იერუსალიმში დაბრუნების გამო
რომელ წელს მოხდა ნიკას აჯანყება და სად?
532 წ კონსტანტინოპოლში
სხვა მიზეზებთან ერთად, რით იყო გამოწვეული ირანის დათმობანი და ბიზანტიის შედარებითი პასიურობა საქართველოს მიმართ V საუკუნეში?
ბიზანტიაში გამუდმებით მიმდინარეობდა ბრძოლები მონოფიზიტებსა და დიოფიზიტებს შორის, ხოლო ირანს თავს ესხმოდნენ ჰუნები
დაალაგეთ მოვლენები ქრონოლოგიურად(უძვ-უახ) 1)ნისიბისის მეორე ზავი 2)შაჰ-პეროზის გარდაცვალება 3)ირანის მიერ სომხეთში მეფობის გაუქმება
1,3,2 ნისიბისის II ზავი-363 წელს ,სომხეთში მეფობის გაუქმება-428 წელს ,შაჰ-პეროზის გარდაცვალება-484 წელს
რომელი დინასტიის წარმომადგენელია ვახტანგ I “გორგასალი”?
ხოსროიდების
რომელ წელს ებრძოდა ქართველთა, სომეხთა და ჰუნებთა გაერთიანებული ძალები ირანს (ვახტანგ გორგასლის დროს)?
483 წელს
როგორი იყო ძალთა უპირატესობა ეგრისის “დიდი ომიანობის” პერიოდში?
უპირატესობა იხრებოდა იმ მხარეს, რომელსაც ეგრისი დაიჭერდა
რომელ წელს გააუქმა ირანმა ქართლში მეფობა?
523 წელს
რომელი მეფის ოქროს მონეტებია გამოსახული სურათზე?

იუსტინიანე I-ის
ვისთვის იყო უფრო მომგებიანი ირანსა და ბიზანტიას შორის დადებული ორი “საუკუნო ზავი”?
ორივე ბიზანტიისთვის
ვისი ინიციატივით დაიხვეწა რომაული სამოქალაქო სამართალი და ჩამოყალიბდა ახალი სახით?
იუსტინიანე I-ის
რომელ წელს დაიდო პირველი “საუკუნო ზავი” ირანსა და ბიზანტიას შორის?
532 წელს
როდის გააუქმა სასანიანთა ირანმა მეფობა სომხეთში?
428 წელს
სად არის ნაპოვნი სურათზე გამოსახული ოქროს სამკაულები ერისთავთა სამარხებიდან?

არმაზის ხევში
სად მოკლეს ბიზანტიელებმა გუბაზ მეფე?
მდ. ხობისწყალთან
რომელ საუკუნეში გაბატონდა ირანში სასანიანთა დინასტია?
III
როდის მოაკვლევინა ვახტანგ გორგასალმა ურჩი დიდაზნაური, ვარსქენ პიტიახში? (ეს ნიშნავდა ქართლის აჯანყებას ირანისადმი)
482 წელს
დაახლოებით რამდენ წელს გასტანა ბიზანტიასა და ირანს შორის დადებულმა “საუკუნო ზავმა”?
10 წელიც არა
სპარსელების მიერ ქართლში დასმულ მმართველს ეწოდებოდა: (საუბარია III-VII საუკუნეების საქართველოზე)
მარზპანი
