{ "@context": "https://schema.org", "@type": "Organization", "name": "Brainscape", "url": "https://www.brainscape.com/", "logo": "https://www.brainscape.com/pks/images/cms/public-views/shared/Brainscape-logo-c4e172b280b4616f7fda.svg", "sameAs": [ "https://www.facebook.com/Brainscape", "https://x.com/brainscape", "https://www.linkedin.com/company/brainscape", "https://www.instagram.com/brainscape/", "https://www.tiktok.com/@brainscapeu", "https://www.pinterest.com/brainscape/", "https://www.youtube.com/@BrainscapeNY" ], "contactPoint": { "@type": "ContactPoint", "telephone": "(929) 334-4005", "contactType": "customer service", "availableLanguage": ["English"] }, "founder": { "@type": "Person", "name": "Andrew Cohen" }, "description": "Brainscape’s spaced repetition system is proven to DOUBLE learning results! Find, make, and study flashcards online or in our mobile app. Serious learners only.", "address": { "@type": "PostalAddress", "streetAddress": "159 W 25th St, Ste 517", "addressLocality": "New York", "addressRegion": "NY", "postalCode": "10001", "addressCountry": "USA" } }

Q Flashcards

(135 cards)

1
Q

ვისი ხსენებით იწყება პოემა?

A

ღმერთის. „რომელმან“

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

განმარტეთ „ქვეყანა“- „ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა“

A

ამქვეყნიური სამყარო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რას უწოდებს რუსთაველი ამბავს, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ დაუდო საფუძვლად?

A

ობოლ მარგალიტს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ვინ არის ნაგულისხმევი ფრაზაში: „ვის შვენის, - ლომსა ხმარება“?

A

დავით სოსლანს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

პროლოგის მიხედვით, რა უბრძანეს რუსთაველს?

A

დაეწერა თამარის შესაქები პოემა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

საიდან ხდება ჩვენთვის ცნობილი, რომ პოემის ავტორი რუსთველია?

A

პროლოგიდან. „მე რუსთველი ხელობითა…”

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

პროლოგის მიხედვით, სადაური ამბავია მოთხრობილი პოემაში?

A

სპარსული

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რას უწოდებს პოეტი შაირობას(პოეზიას)?

A

სიბრძნის დარგს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რუსთაველის აზრით, ვის არ ჰქვია ნამდვილია მოშაირე( პოეტი)?

A

ვისაც პოემის შექმნა არ შეუძლია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა ჰქვია მიჯნურს არაბულ ენაზე?

A

შმაგი, გიჟი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

ავტორის აზრით, რომელი საქმეა „საზეო,მომცემი აღმაფრენათა“?

A

სიყვარული(მიჯნურობა)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

დაასახელე როსტევანის ხუთი თვისება.

A

სვიანი- ბედნიერი, მაღალი- სულიერად ამაღლებული, მდაბალი- თავმდაბალი, მოსამართლე- სამართლიანი, განგებიანი- მართვის კარგი მცოდნე, მოწყალე- ლმობიერი, მორჭმული- წარმატებული, მეომარი უებრო- კარგი მეომარი, მოუბარი წყლიანი- კარგი მოსაუბრე.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რა აწუხებდა როსტევანს?

A

რომ დაბერდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ახსენით ვეზირების სიტყვები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.

A

მეფის შვილები განურჩევლად სქესისა, თანასწორები არიან

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რას ურჩევს როსტევან მეფე თინათინს აღსაყდრებისთანავე?

A

სიუხვეს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რომელი საუნჯე გასცა თინათინმა გამეფებისთანავე?

A

მისი პირადი ქონება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რატომ ტიროდა თინათინი გამეფების ცერემონიაზე?

A

თავს მამის ტახტზე ჯდომის ღირსად არ მიიჩნევდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

როცა როსტევანმა მოიწყინა, ვეზირმა ხუმრობით უთხრა, რომ ამის მიზეზი იყო…

A

თინათინის მიერ საბოძვრის დარიგება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რა დაასახელა როსტევანმა მოწყენის მიზეზად?

A

ვაჟი არ ჰყავდა, სამამაცო საქმეები რომ ესწავლებინა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რაზე დანაძლევდნენ როსტევანი და ავთანდილი?

A

ნადირობისას მშვილდოსნობაში შეეჯიბრებოდნენ

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

როგორი სანაძლეო დაიდო როსტევანსა და ავთანდილს შორის

A

დამარცხებული სამი დღე თავშიშველი ივლიდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

როგორ შეხვდა როსტევანი ავთანდილის გამარჯვებას?

A

გაუხარდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

რა თანამდებობა ჰქონდა ავთანდილს? რა საიდუმლოს მალავდა გულში?

A

სპასპეტი- სარდალი, თინათინი უყვარდა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

სად ნახეს როსტევამა და ავთანდილმა უცხო მოყმე? როგორ გამოიყურებოდა?

A

ნადირობის შემდეგ წყლის პირას. ვეფხვის ტყავის ტანსაცმელი, მარგალიტებით შემკული აღკაზმულობა, შავი ცხენი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
რა ბედი ეწია როსტევანის მიერ უცხო მოყმესთან გაგზავნილ მონებს?
ამოხოცა
26
რატომ გაეცალა უცხო მოყმე როსტევანს?
მასში მეფე ამოიცნო
27
რას ნიშნავს თინათინის სიტყვები „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა?
კეთილის შემქმნელი ღმერთი ბოროტებას არ შექმნიდა
28
რა ურჩია თინათინმა მამას?
ოთხივე მხარეს გაეშვა ხალხი საძებნელად. თუ ვერ იპოვიდნენ, დაევიწყებინა.
29
რა დავალება მისცა თინათინმა ავთანდილს?
წასულიყო და სამი წელი ეძებნა უცხო მოყმე
30
რატომ იყო ავთანდილი ორმაგად ვალდებული, რომ ეს დავალება შეესრულებინა?
ა) მეფის ქვეშევრდომია ბ)მისი შეყვარებულია
31
ვინ უნდა გასწიოს ავთანდილის მაგივრობა?
შერმადინმა
32
ვისი დახმარებით იპოვა ავთანდილმა უცხო მოყმე?
სამი ხატაელი ძმის
33
ვინ ვარო, რა უთხრა ავთანდილმა ასმათს, როცა მის დანახვაზე ატირდა?
კაცი ვარ, ადამიანი
34
როგორ მოექცა ავთანდილი ასმათს, როცა მან უარი უთხრა უცხო მოყმის ვინაობის გამხელაზე?
თმებში ხელი სტაცა, დანა დაადო კისერზე
35
როგორ მოულბო ავთანდილმა გული ასმათს?
ტირილი დაიწყო, უთხრა, მიჯნური ვარო
36
ვინ არის ინდოეთის ექვსი სამეფოს მეფე? მეშვიდეს მეფე?
ფარსადანი, სარიდანი
37
რატომ ზრდიდა ფარსადანი ტარიელს შვილივით?
თვითონ შვილი არ ჰყავდა
38
ვის მისცა ფარსადანმა შვილი აღსაზრდელად? სად უნდა აღზრდილიყო?
დას- დავარს. ცალკე კოშკში
39
როდის ნახა ტარიელმა პირველად ნესტანი? რა დაემართა?
როცა ასმათმა ფარდა ასწია. სამი დღე გონება ჰქონდა დაკარგული
40
როგორ უნდა შეენიღბათ ტარიელს და ნესტანს თავიანთი ურთიერთობა?
თითქოს ტარიელი ასმათს ეარშიყებოდა
41
რატომ და რამდენი ხანი იჯდა ტარიელი ბნელში?
მამა მოუკვდა. ერთი წელი
42
რა გაარკვია ტარიელმა ნესტანის პირველი წერილიდან?
ნესტანსაც უყვარდა ის
43
რომელი პერსონაჟი ამბობს: „ბედითი ბნედა სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?“
ნესტანი ტარიელს
44
რა დაავალა ნესტანმა ტარიელს პირველ წერილში?
ხატაელები დაემორჩილებინა
45
რაზე ისაუბრეს ნესტანმა და ტარიელმა პირველ პაემანზე?
არაფერზე. ჩუმად იყვნენ
46
რა ურჩიეს ვეზირებმა ტარიელს მას შემდეგ, რაც რამაზის პირველი მოციქულები ეახლენ?
არ ენდოო
47
ვინ აცნობა ტარიელს რამაზის მოსალოდნელი ღალატის შესახებ?
სარიდანის გაზრდილმა რამაზის მოციქულმა
48
როგორ მოიქცა ტარიელი, როცა ღალატის შესახებ გაიგო?
საიდუმლო არ გაამჟღავნა. ჯარს შეუთვალა, სწრაფად ევლოთ
49
რა ბედი ეწია რამაზ მეფეს?
შეიწყალეს, ხარკი ისევ დააკისრეს
50
რა წამოიღო ტარიელმა ხატაეთიდან ნესტანისთვის?
რიდე
51
ტარიელის ხატაელებზე გამარჯვების აღსანიშნავ ვახშამზე ვისი მოყვანა დაავალა ფარსადანმა ცოლს?
ნესტანის
52
რა სიახლე აცნობა თათბირზე ფარსადანმა ტარიელსა და სამ ვეზირს?
ნესტანის გათხოვების გადაწყვეტილება ხვარაზმელ უფლისწულზე
53
რატომ გადაწყვიტა ფარსადანმა ასე ნაჩქარევად ნესტანის გათხოვება?
მიხვდა, რომ ნესტანსა და ტარიელს ერთმანეთი უყვარდათ
54
რატომ არ დაგმო ტარიელმა ფარსადანის არჩევანი(ნესტანის გათხოვება)?
მიხვდა,რომ მეფე-დედოფალს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდათ
55
ვის მიემართება ფრაზა: „ქვე წვა, ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირგამეხებული
ნესტანი შედარებულია განრისხებულ ვეფხვთან
55
როგორ მიიღო ნესტანმა ტარიელის დუმილი თავის გათხოვებასთან დაკავშირებით?
ტარიელს მოღალატე უწოდა და შურისძიებით დაემუქრა
56
რით დაემუქრა ნესტანი ტარიელს?
ინდოეთიდან გაძევებით, თუ დარჩენას შეეცდებოდა, მოკვლით
57
რა შესთავაზა ნესტანმა მიჯნურს, ხვარაზმელი უფლისწულის ცოლობა რომ თავიდან აეცილებინა?
ტარიელს სასიძო მიპარვით უნდა მოეკლა
58
რა იყო სასიძოს ასე მოკვლის მიზანი?
დიდი სისხლისღვრის თავიდან აცილება
59
რა უნდა ყოფილიყო ტარიელის მთავარი არგუმენტი- ნესტანის სიყვარული თუ ტახტის კანონიერი მემკვიდრეობა?
ნესტანის არგამეფების შემთხვევაში ტახტის მემკვიდრე ტარიელია
60
რა შეუთვალა ტარიელმა ფარსადანს სასიძოს მოკვლის შემდეგ?
მისი ქალიშვილი კი არა,ინდოეთის მეფობა სურდა
61
როგორ დასაჯა ნესტანი დავარმა?
ჯერ სცემა, მერე კი მონებს კიდობანში ჩაასმევინა, რომ შუა ზღვაში შეეყვანათ და იქ დაეკარგათ
62
რატომ მოიკლა თავი დავარმა?
გაიგო, რომ ფარსადანი სიკვდილით დაემუქრა და დაასწრო
63
ვისგან შეიტყო ტარიელმა ნესტანის დაკარგვის ამბავი?
ასმათისგან
64
რამდენი ხანი ეძებდა ზღვა-ზღვა ტარიელი ნესტანს?
ერთი წელიწადი
65
რა ვითარებაში გაიცნო ტარიელმა ფრიდონი?
როცა დაჭრილი ფრიდონი შეხვდა, რომელიც ვიღაცას ემუქრებოდა
66
ვინ იყო ფრიდონი?
მულღაზანზარის მეფე
67
ვინ დაჭრა ფრიდონი?
ბიძაშვილებმა
68
რის გამო ჰქონდათ ფრიდონსა და მის ბიძაშვილებს დავა?
სანადირო ადგილებზე
69
რა შესთავაზა ტარიელმა ბრძოლაგამოვლილ ფრიდონს?
დაეხმრებოდა ბიძაშვილების წინააღმდეგ ბრძოლაში
70
რა უამბო ფრიდონმა ტარიელს ნადირობისას?
დაინახა, როგორ გამოიყვანეს ზღვიდან მონებმა ნავი და იქიდან ულამაზესი ქალი გადმოსვეს
71
როგორ იმოქმედა ფრიდონის მონათხრობმა ტარიელზე?
ცხენიდან ჩამოხტა და მოთქმა დაიწყო
72
რა აჩუქა ფრიდონმა ტარიელს?
შავი ცხენი
73
რა სთხოვა იმედგაცრუებულმა ტარიელმა ასმათსა და ორ მონას?
წასულიყვნენ და თავიანთი ცხოვრებით ეცხოვრათ
74
რომელი ადგილი აირჩია ტარიელმა საცხოვრებლად?
დევების გამოქვაბული
75
რატომ ატარებდა ტარიელი ვეფხვის ტყავის სამოსს?
ვეფხვი ნესტანს ახსენებდა
76
რა გადაწყვიტა ავთანდილმა, როცა ტარიელმა თავისი ამბის თხრობა დაასრულა?
გადაწყვიტა არაბეთში დაბრუნებულიყო და თინათინის ნახვის შემდეგ ტარიელს ნესტანის პოვნაში დახმარებოდა
77
რა პირობა ჩამოართვა არაბეთიდან დაბრუნებამდე ავთანდილმა ტარიელს?
რომ ის არსად წავიდოდა და დაელოდებოდა
78
ცხენზე ამხედრდა და გახარებული შეეგება
როგორ შეხვდა როსტევანი არაბეთში დაბრუნებულ ავთანდილს?
79
ვინ ვის ეუბნება? „შენ არ-გატეხა კარგი გჭირს ზენაარისა ფიცისა
თინათინი ეუბნება ავთანდილს, რომელიც ტარიელს დაჰპირდა დახმარებას
80
რა მოითათბირეს თინათინმა და ახლახან არაბეთში დაბრუნებულმა ავთანდილმა?
ავთანდილი ტარიელის დასახმარებლად უნდა წასულიყო
81
რა აჩუქა გამგზავრებისას თინათინმა ავთანდილს?
მარგალიტი
82
რა მიზნით ეწვია ვეზირი სოგრატს?
როსტევანთან უნდა მიეგზავნა, რომ წასვლის ნებართვა მიეღო
83
რა რეაქცია ჰქონდა როსტევანს, როცა სოგრატს მოუსმინა?
მას სკამი ესროლა
84
რა დაწერა ავთანდილმა, ვიდრე ტარიელთან გაიპარებოდა?
ანდერძი
85
რომელი ფილოსოფოსის სიტყვებს იმოწმებს ავთანდილი?
პლატონის
86
რა ვერ დაიჭერს სიკვდილს?
გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი“. ვერც ვიწრო და ვერც კლდიანი გზა
87
ვის იმოწმებს ავთანდილი იმ აზრის ნათელსაყოფად, რომ „სიყვარული აღგვამაღლებს“?
მოციქულებს
87
ანდერძის მიხედვით, რა სჯობს სამარცხვინო სიცოცხლეს?
სახელოვანი სიკვდილი
88
როგორ უნდა განეკარგა როსტევანს ავთანდილის ქონება?
. ღარიბ-ღატაკებისთვის უნდა დაერიგებინა
89
რა ამბავი დაახვედრა ასმათმა ქვაბში მისულ ავთანდილს?
ტარიელი წავიდა და მის შესახებ არაფერი იცოდა
89
როგორ შეხვდა როსტევანი ავთანდილის გაპარვას?
ატირდა
90
რა მდგომარეობაში ნახა არაბეთიდან დაბრუნებულმა ავთანდილმა ტარიელი
უგონოდ ეგდო მიწაზე, იქვე მოკლული ლომი და ვეფხვი იყო
91
რა უკანასკნელი თხოვნის შესრულება სთხოვა ავთანდილმა ტარიელს?
ცხენზე შემჯდარიყო
92
ვის შესახებ ამბობს რუსთაველი „გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი”
ავთანდილზე. ტარიელი რომ სიცოცხლისკენ მოაბრუნა
93
ნესტანის საძებნელად წასული ავთანდილი ვისთან მიდის პირველად? რატომ?
ფრიდონთან. რადგან ის ერთადერთია, ვინც ნესტანი დაკარგვის მერე ნახა
94
ვის გადაეყარა ზღვის პირას ავთანდილი? რატომ იყვნენ დამწუხრებული?
ბაღდადელ ვაჭრებს. ზღვაში შესვლა მეკობრეების გამო ეშინოდათ
95
ვინ იყო უგონო მდგომარეობაში მყოფი კაცი, რომელიც მექარავნეებმა იპოვეს?
ეგვიპტელი ვაჭარი
95
რა სთხოვა მეკობრეებთან გამარჯვების შემდეგ ავთანდილმა მექარავნეებს?
ვაჭრულად ჩაიცვამდა და თავს ვაჭართუხუცესად გაასაღებდა
96
რა ერქვა ზღვათა სამეფოს მეფეს?
მელიქ-სურხავი
97
რა ერქვა ზღვათა სამეფოს დედაქალაქს?
გულანშარო
98
რით მდიდრდებოდნენ გულანშაროელები?
ვაჭრობით
99
რა ერქვათ ვაჭართა უხუცესს და მის ცოლს?
უსენი. ცოლი-ფატმანი
100
დაახასიათეთ ფატმანი ოთხი სიტყვით
მხიარული, სტუმართმოყვარე, გართობისმოყვარე, ალკოჰოლისმოყვარე
101
რა იწერა ფატმანის ავთანდილისადმი მიწერილ წერილში?
რომ ავთანდილი შეუყვარდა
102
რა უპასუხა ავთანდილმა და რატომ?
რომ მასაც უყვარდა. ასმათთან დაახლოება სჭირდებოდა, რადგან მას ბევრი ინფორმაცია ჰქონდა
103
რა შეატყობინა ფატმანმა მონის პირით მისკენ მიმავალ ავთანდილს?
რომ გადაედოთ შეხვედრა, აღარ მისულიყო
104
რა მოხდა,როცა ავთანდილი და ფატმანი ერთმანეთს ეალერსებოდნენ?
თავს კარგი გარეგნობის კაცი დაადგათ
105
რით დაემუქრა ეს კაცი ფატმანს? რა ერქვა მას?
საიდუმლოს გამხელით. ერქვა ჭაშნაგირი
106
რა რთული არჩევანის წინაშე დააყენა ფატმანმა ავთანდილი?
ან ჭაშნაგირი მოეკლა, ან ქვეყანა დაეტოვებინა
107
რა უნდა წამოეღო ავთანდილს ჭაშნაგირისგან
ფატმანის ბეჭედი, რომელიც ჭაშნაგირს ეკეთა
108
რა დღესასწაულია ნავროზობა?
მაჰმადიანთა ახალი წელი
109
რა ევალებოდათ ნავროზობის დღესასწაულზე დიდვაჭრებს?
მეფის კარზე ძღვენის მიტანა
110
რატომ დაითხოვა ფატმანმა მალევე სტუმრები?
დასევდიანდა
111
რა დაინახა შემთხვევით სარკმლიდან ფატმანმა
ზღვაში პატარა რაღაც მოცურავდა
112
როგორ მოიქცნენ ფატმანის მონები მას შემდეგ, როცა ზანგებმა ქალი არ მიჰყიდეს?
ზანგები დახოცეს და ქალი ფატმანს მიჰგვარეს
113
რა უთხრა ფატმანის სასახლეში მიყვანილმა ნესტანმა თავის გადამრჩენელს, როცა მან ვინაობა ჰკითხა?
პასუხი არ გასცა
114
რატომ გადაწყვიტა ფატმანმა უსენისთვის საიდუმლოს განდობა?
ჩათვალა, რომ საიდუმლო მაინც გამჟღავნდებოდა
115
რამ გაატეხინა უსენს ფიცი?
სიმთვრალემ
116
რა გაატანა ფატმანმა ნესტანს მეფის სასახლეში?
წელზე უძვირფასესი მარგალიტები შემოარტყა
117
რა გადაწყვიტა ნესტანის სილამაზით განცვიფრებულმა გულანშაროს მეფემ?
ნესტანი თავისი ომში წასული ვაჟისთვის დაეხვედრებინა
118
როგორ გააპარეს საჭურისებმა ნესტანი?
ერთმა საჭურისმა თავისი ტანსაცმელი ჩააცვა
119
რა სთხოვა სასახლიდან გამოპარულმა ნესტანმა ფატმანს
ცხენი
120
ვინ იყო ფატმანის საყვარელი, რომელიც ავთანდილმა მოკლა?
ჭაშნაგირი
121
რატომ მოაკვლევინა ფატმანმა საყვარელი ავთანდილს?
ნესტანის გაპარების საიდუმლო იცოდა და მეფეს ეტყოდა
122
ვისგან მოისმინა ფატმანმა ნესტანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავი?
როშაქის მონისგან
123
როშაქის მონის სიტყვებით, ვინ ზის ქაჯეთში მეფედ? რატომ?
მეფის და- დულარდუხტი. მეფე გარდაცვლილია
124
რა ერქვათ გარდაცვლილი მეფის შვილებს?
როსანი და როდია
125
ვინ არის როშაქი?
მონების მეთაური
126
რა მიზნით წავიდა როშაქი „მინდორს“?
სამეკობროდ
126
რა უთხრა ნესტანმა როშაქის მონებს?
ინდოეთიდან ქაჯეთში მიმავალი მოციქული ვარო
127
რა გადაწყვეტილება მიიღო ფატმანმა, როცა ნესტანის ქაჯთაგან შეპყრობის ამბავი გაიგო ?
ორი გრძნეული მონა ზანგი გაგზავნა
128
როდის დააქორწინებდნენ ნესტანს და როსანს?
როცა დულარდუხტი დის დაკრძალვიდან დაბრუნდებოდა
129
ვინ არიან ქაჯები?
ისინი ადამიანები არიან, მაგრამ დაუმარცხებლები არიან და ბრძოლაში დახელოვნებულები.
130
რამდენი რაინდი იცავდა ქაჯეთის ციხეს?
ათი ათასი