vfxstysn Flashcards
(165 cards)
ვისი ხსენებით იწყება პოემა?
ღმერთის ,,რომელმან”
განმარტეთ „ქვეყანა“- „ ჩვენ კაცთა მოგვცა ქვეყანა“
ამქვეყნიური სამყარო
რას უწოდებს რუსთაველი ამბავს, რომელიც „ვეფხისტყაოსანს“ დაუდო საფუძვლად?
ობოლ მარგალიტს
ვინ არის ნაგულისხმევი ფრაზაში: „ვის შვენის, - ლომსა ხმარება“?
დავით სოსლანს
პროლოგის მიხედვით, რა უბრძანეს რუსთაველს?
დაეწერა თამარის შესაქები პოემა
საიდან ხდება ჩვენთვის ცნობილი, რომ პოემის ავტორი რუსთველია?
პროლოგიდან ,,მე რუსთაველი ხელობითა …”
პროლოგის მიხედვით, სადაური ამბავია მოთხრობილი პოემაში?
სპარსული
რას უწოდებს პოეტი შაირობას(პოეზიას)?
სიბრძნის დარგს
რუსთაველის აზრით, ვის არ ჰქვია ნამდვილია მოშაირე( პოეტი)?
ვისაც პოემის შექმნა არ შეუძლია
რა ჰქვია მიჯნურს არაბულ ენაზე?
შმაგი, გიჟი
ავტორის აზრით, რომელი საქმეა „საზეო,მომცემი აღმაფრენათა“?
სიყვარული (მიჯნურობა)
დაასახელე როსტევანის ხუთი თვისება.
სვიანი- ბედნიერი, მაღალი- სულიერად ამაღლებული, მდაბალი- თავმდაბალი, მოსამართლე- სამართლიანი, განგებიანი- მართვის კარგი მცოდნე, მოწყალე- ლმობიერი, მორჭმული- წარმატებული, მეომარი უებრო- კარგი მეომარი, მოუბარი წყლიანი- კარგი მოსაუბრე.
რა აწუხებდა როსტევანს?
რომ დაბერდა
ახსენით ვეზირების სიტყვები: „ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს, თუნდა ხვადია“.
მეფის შვილები განურჩევლად სქესისა, თანასწორები არიან
რას ურჩევს როსტევან მეფე თინათინს აღსაყდრებისთანავე?
სიუხვეს
რომელი საუნჯე გასცა თინათინმა გამეფებისთანავე?
მისი პირადი ქონება
რატომ ტიროდა თინათინი გამეფების ცერემონიაზე?
თავს მამის ტახტზე ჯდომის ღირსად არ მიიჩნევდა
როცა როსტევანმა მოიწყინა, ვეზირმა ხუმრობით უთხრა, რომ ამის მიზეზი იყო…
თინათინის მიერ საბოძვრის დარიგება
რა დაასახელა როსტევანმა მოწყენის მიზეზად?
ვაჟი არ ჰყავდა, სამამაცო საქმეები რომ ესწავლებინა
რაზე დანაძლევდნენ როსტევანი და ავთანდილი?
ნადირობისას მშვილდოსნობაში შეეჯიბრებოდნენ
როგორი სანაძლეო დაიდო როსტევანსა და ავთანდილს შორის?~
დამარცხებული სამი დღე თავშიშველი ივლიდა
როგორ შეხვდა როსტევანი ავთანდილის გამარჯვებას?
გაუხარდა
რა თანამდებობა ჰქონდა ავთანდილს? რა საიდუმლოს მალავდა გულში?
სპასპეტი- სარდალი, თინათინი უყვარდა
სად ნახეს როსტევამა და ავთანდილმა უცხო მოყმე? როგორ გამოიყურებოდა?
ნადირობის შემდეგ წყლის პირას. ვეფხვის ტყავის ტანსაცმელი, მარგალიტებით შემკული აღკაზმულობა, შავი ცხენი