"გამზრდელი" Flashcards
(10 cards)
1
Q
რა რელიგიის იყო გამზრდელი?
A
მუსლიმანი
2
Q
ვინ “მოაჯადოვა” საფარ-ბეგი?
A
ზია-ხანუმმა
3
Q
- რა კითხვა დაუსვა ჰაჯი-უსუბმა საფარ-ბეგს, როდესაც “სიდიადე ამ მუხთლობის თვალწინ გაისიგრძეგანა”?
- რა პასუხი გასცა ამ შეკითხვას საფარ-ბეგმა?
- როგორ მოიქცა საფარ-ბეგი, როდესაც ჰაჯი-უსუბმა “შეაყენა ზედა ფეხზე… დამბაჩა გატენილი”?
- რა უთხრა ბოლოს ჰაჯი-უსუბმა საფარ-ბეგს?
A
- ქმარმა რა თქვა;
- მაპატია;
- მკერდი მიუშვირა;
- შენ სიკვდილის ღირსი არ ხარ (მოსაკლავი მე ვარ)
4
Q
- რა არგუმენტით ამართლებს ბათუ თავის გადაწყვეტილებას - საფარ-ბეგის ნაცვლად მოიპაროს ცხენი?
- დაასახელეთ იმავე ეპოქის სხვა პოემა, რომელშიც გვხვდება “გამზრდელის” ანალოგიური სცენა - უბედურების მომასწავებელი ავდრის დროს თხზულებაში ახალი პერსონაჟი შემოდის
A
- საფარ-ბეგს, როგორც უცხო მხრიდან მოსულს, გზა-კვალი აერევა;
- “განდეგილი”
5
Q
რა თვალსაზრისით ემსგავსება ერთმანეთს ბათუს გადაწყვეტილება და ჰაჯი-უსუბის განაჩენი?
A
ორივემ უფრო მეტი ტანჯვისთვის გაიმეტა საფარ ბეგი
6
Q
- რა გარემოება ამძიმებს საფარ-ბეგის დანაშაულს?
- რატომ იკლავს თავს ჰაჯი უსუბი?
A
- ძიძიშვილობის ადათი დაარღვია;
- თავის თავზე იღებს პასუხისმგებლობას
7
Q
- რით ამართლებს ბათუ საფარ-ბეგის უკადრის განზრახვას - მოიპაროს ალმასხიტის ცხენი?
(შეგიძლიათ უპასუხოთ ციტატითაც) - რა უთხრა ბათუმ საფარ-ბეგის მიერ შეურაცხყოფილ მეუღლეს? (შეგიძლიათ უპასუხოთ
ციტატითაც)
A
- ზია-ხანუმისადმი ტრფობით;
- რაც თავს გადაგხდა, სიზმარია, ნუ ტირი და დაივიწყეო
8
Q
- რაზე თქვა უარი აფხაზმა ჭაბუკმა, როცა მთის მწვერვალზე დაიდო ბინა?
- პოეტის აზრით, რა არის ის:
„…რითაც მხოლოდ ქვეყნიური
ნეტარება არის სრული“ ?
A
- ხალხში ცხოვრებაზე;
- სიყვარული
9
Q
რატომ მივიდა საფარი იმ დღეს სწორედ ბათუსთან?
A
ინალიფა იმ მხარეში ცხოვრობს, რომელშიც ბათუ
10
Q
ბათუს მსჯელობის მიხედვით, რამ შეიძლება გაამართლოს ადამიანის უკადრისი საქციელი?
A
სიყვარულმა