"ჩემი ვედრება" Flashcards
(4 cards)
1
Q
„არ წამიხდინო, მეუფევ,
ეს ჩემი წმინდა ხელობა!
მაშრომე საკეთილოდა,
თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი,
შვილთ საგმოდ არ გამიხადო
ჩემი მუდმივი სამყოფი“.
1. რას გულისხმობს ავტორი „წმინდა ხელობაში“?
2. რაზე არის თანახმა ლექსის ლირიკული გმირი, რომელსაც „საკეთილოდ“ შრომა სურს? (ციტირება
დაუშვებელია!)
3. რა მიზნით სურს მას სიკეთის კეთება? (ციტირება დაუშვებელია!)
A
- საკუთარ შემოქმედებას;
- რომ გარჯა არ დაუფასდეს;
- შთამომავლობამ აუგად რომ არ მოიხსენიოს
2
Q
- რა არის ლირიკული გმირის მთავარი სათხოვარი, პირველი სტროფის მიხედვით?
- რისთვის სურს ლირიკულ გმირს მუდმივად სიფხიზლე?
- რა თვისებას ითხოვს ლირიკული გმირი შემოქმედისაგან?
A
- მუდამ ახსოვდეს უფალი
- დაჩაგრულები დაიცვას
- სიმამაცეს, მხნეობას
3
Q
რითი სურს “ტანჯვა” ლირიკულ გმირს?
A
ფიქრით
4
Q
რისი რწმენა ამხნევებს სიკვდილის მოლოდინისას ლირიკულ გმირს?
A
სულის უკვდავების