სამართლის ფუნქციები და სამართლებრივი უსაფრთხოება Flashcards Preview

სამართლის შესავალი > სამართლის ფუნქციები და სამართლებრივი უსაფრთხოება > Flashcards

Flashcards in სამართლის ფუნქციები და სამართლებრივი უსაფრთხოება Deck (19):
1

სამართალი არის არა თვითმიზანი, არამედ

განსაზღვრული მიზნის მიღწევის საშუალება.

2

სამართალი არეგულირებს საზ...

საზოგადოებრივ ურთიერთობებს და მხოლოდ საზოგადოებაში მოქმედებს.

3

სამართლის რეგულაციური შესაძლებლობები ზღვარდადებულია ...

სოციალური კანონზომიერებებით.

4

სამართალი აყალიბებს სოციალური მართვის ნორმატიულ საფუძვლებს და შესაბამისად, ახორციელებს ___ ფუნქციას

ორგანიზაციულ ფუნქციას

5

სამართალი ასრულებს ასევე სოციალური მართვის ფუნქციასაც, როდესაც

გარკვეული მიმართულებით წარმართავს ურთიერთობაში მონაწილე სუბიექტების ქცევას.

6

სამართალი ასრულებს დაგეგმვისა და ....

სოციალური პროგნოზირების ფუნქციასაც.

7

ინდივიდის ქცევამ არ უნდა დაარღვიოს საზოგადოების და სხვა ინდივიდის ინტერესები. ამ თვალსაზრისით , სამართალი გვევლინება როგორც

სოციალური კონტროლის საშუალება.

8

სამართლის დაცვითი ფუნქცია გამოიხატება

სამართალდარღვევაზე სათანადო რეაქციის ფორმით.

9

იურიდიული სანქციების მუქარით სამართალი იცავს საზოგადოებას და ამ თვალსაზრისით, ასრულებს

რეპრესიულ ფუნქციას.

10

სოციალურ ურთიერთობათა სტაბილურობას უზრუნველყოფს

სამართალი

11

უსაფრთოხებისა და სოციალური თანხმობის უზრუნველყოფა

სამართლის მნიშვნელოვანი ფუნქციაა.

12

სამართალი ასრულებს სოციალური ინტეგრაციის ფუნქციას, რამდენადაც

საზოგადოების წევრებს უყალიბებს ერთიანობისა და სოლიდარობის განცდას.
მაგალითისთვის მოვიყან ნაპოლეონის შექმნილი Code Civil-ის ინტეგრაციულ როლს საფრანგეთში. ეროვნული ერთიანობის ფორმირების პროცესი კი საქართველოში სამწუხაროდ რთულად წარმიმართა და მასში სამართალს საკმაოდ მოკრძალებული ადგილი უკავია.

13

აქვე უნდა ვახსენოთ იძულება, რომელიც სამართლის სპეციფიკური ფუნქციაა, მაგრამ იძულება მხოლოდ

სამართალს არ ახასიათებს , ეს ასევე დამახასიათებელია მორალის ნორმებისთვისაც

14

სოციალური იძულების სხვა სახეებისაგან განსხვავებით, სამართლებრივი იძულება ხორციელდება

ორგანიზებულად და მხოლოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ.

15

წესრიგი სამართლის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა. სამართლით დადგენილი წესრიგი უნდა იყოს

ცვალებადი ე.ი ღია.

16

მხოლოდ მუდმივი სრულყოფის პროცესში მყოფი წესრიგი შეიძლება ..

განვითარდეს, წესრიგი უნდა ემსახურებოდეს ადამიანისთვის ღირსეული ყოფის ჩამოყალიბებას

17

უნდა გვახსოვდეს რომ წესრიგი არ არის მხოლოდ ....

იძულება, თავისუფლება და იძლება პოლიტიკურ წესრიგში ყოველთვის რეალიზებულია გონივრული პროპორციით.

18

სამართალი ასრულებს სოციალური მშვიდობის ფუნქციას.

ადამიანთა საზოგადოებისათვის დამახასიათებელ შინაგან წინააღმდეგობებსა და კონფლიქტებს სამართალი ცხადია ვერ მოხსნის.

19

სამართალი ხელს უწყობს განსხავებული ინტერესების შერიგებას და ასრულებს ____-ის ფუნქციას

კონფლიქტის მოწესრიგების ფუნქციას.

Decks in სამართლის შესავალი Class (35):