გაერთიანებული საქართველო ლექცია 10 - 11 Flashcards
(44 cards)
განძის ამირა, რომელიც ბაგრატ III-ს მთავარ საგარეო საფრთხეს წარმოადგენდა და
მასთან ბრძოლაში დამარცხდა
მას შემდეგ რაც ბაგრატ III-მ დაიკავა კახეთი იგი პირდაპირ გაუმეზობლდა გაჯის საამიროს,რაც საფრტხეს წარმოადგენდა ამირა ფადლონისთვის,რომელიც რეიდებს აწყობდა და ამ მიზეზით დაამარცხა და მოხარკედ გახადა ბაგრატმა იგი
რა პრობლემას უქმნიდნენ ბაგრატ III-ს კლარჯელი ბაგრატიონები და როგორმოახერხა ამ პრობლემის მოგვარება?
არტანუჯელი ბაგრატიონები მისთვის წარმოადგენდნენ ლეგიტიმაციაში პრეტედენტეს ამიტომაც დაიჭირა სუყველა ან მოკლა.
გვიანანტიკური ხანის რომელ იბერიელ მეფეს ადარებდა მემატიანე სუმბატ დავითის ძე ბაგრატ III-ს?
ვახტანგ გორგასალს
ბიზანტიის რომელ იმპერატორთან ჰქონდათ დავა ქართველ მეფეებს, ბაგრატ III-სდა გიორგი I-ს სამხრეთ ქართული მიწებისთვის?
ბასილ II-სთან,როდესაც დავით III გარდაიცვალა მისი მიწები გადაეცა ბასილს იმიტომ რომ დავითმა დათმო ეს მიწები ბარდა ფოკას აჯანყების გამო,რასაც ბაგრატი და მისი შვილი არალეგიტიმურად მიიიჩნევდნენ ვინაიდან ამ ამბამდე მემკვიდრეები ამ მიწების იყვნენ ისინი.
როგორ წარიმართა კახეთ-ჰერეთის ურთიერთობა გიორგი I-თან?
ბაგრატის გარდაცვალების შემდგომ ბასილმა გიორგს მოსთხოვა,რომ დავით III მიწები დაებრუნებინა და სწორედ ამ დროს კახელებმა შეიპყრეს მეფის დასმული ერისთაავები და გააათავისუფლებინეს მას კვირიკე III,მაგრამ მალევე დაზავდნენ ვინაიდან 1021 წელს შირიმთნ ბრძოლაში კახეთ-ჰერეთი გიორგის მხარეს იბრძვიან
სადაური ცოლი მოიყვანა გიორგი I-მა, რითაც ძლიერი მოკავშირე გაიჩინა?
მან ცოლად მოიყვანა სომეხთა მეფის სინარექიმის ასული,მარიამი,რითიც დაუმეგბრდა სომხებს.
რომელ ისლამურ დინასტიასთან დაამყარა კავშირი გიორგი I-მა ბიზანტიის იმპერიის წინააღმდეგ?
ეგვიპტეში მმართველი ფატიმიანების დინასტია,რომლის ხალიფა ალ- ჰაქიმს შესთავაზა ორმხრივი თავდასხმა გიორგის მიერ ჩრდილოეთიდან და ეგვიპტის მიერ სამხრეთიდან,ამით ფატიმიანები ჩრდილოეთ სირიას,ხოლო ქართველები იმიერტაოს მიიღებდნენ.
როგორ წარიმართა ალ-ჰაქიმისა და გიორგი I-ს ომი ბიზანტიასთან?
ბასილი წავიდა სირიაში,სადაც მას ეხმარებოდა ალეპოს გამგებელი მაგრამ ალ -ჰაქიმის გაუჩინარების შემდგომ მან დატოვა იქაურობა და მივიდა გიორგისთან,რომელიც დამარცხდა
როგორ იყოფოდა ქართველი ერისთავები შირიმთან ბრძოლამდე?
“მებრძოლ” ზვიად მარუშიანის ხელმძღვანელობით ვისაც სურდათ ბრძოლა და ოპოზიციონერები,ვისაც სურდათ დაზავება
რომელი თურქული ტომიდან იყვნენ სელჩუკები?
ოღუზები,ისინი მომთაბარულ ცხოვრებას ეწეოდნენ ვოლგისპირეთსა და ცენტრალური აზიის ტრამალებში.
რომელი ძლიერი ისლამური დინასტია დაამარცხა სელჩუკთა მმართველმა
თოღრულ-ბეგმა დანადაკანის ბრძოლაში 1040 წელს და რა ტიტული მიიღო ნიშაპურის აღების შემდეგ?
ღაზნევიანთა სამეფოს მმართველი ღაზნევიანების დინასტია,რომლის ქალაქი ნიშაპურის აღების შემდგომ მას მიეცა სულთანის ტიტული.
რომელი ქართველი მეფის დროს გამოჩნდნენ საქართველოში პირველად თურქ- სელჩუკები და ვისი მეთაურობით?
ბაგრატ IV / ალფ არსლანის ვაჟის
სად გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა ბიზანტიასა და სელჩუკებს შორის 1071 წელს?
მანასკერტის ველზე
რომელი ისლამური სახელმწიფო დაარსდა ბიზანტიისთვის წართმეულ მცირე
აზიურ მიწებზე?
მანასკერტის შემდგომ მცირე აზიაში ანატოიის ტერიტორიაზე დაარსთა სელჩუკური დინასტიით თავში რუმის სასულთნო
ვინ იყო ნიზამ ალ-მულქი?
იგი იყო სულთანი მალიქშაჰისა და ალფ არსლანის ვეზირი
რატომ გადააყენა მალიქ-შაჰმა ნიზამ ალ-მულქი და ვინ მოკლა ის?
მალიქ შაჰის ცოლს თერქენ ხათუნს მათი ორი ვაჟის სიკვდილის შემდგომ სურდა მემკვიდრედ მათი მესამე ვაჟი გამოეცხადებინათ მაგრამ ნიზამ ალ- მულქი კი ემხრობოდა მალიქშაჰის მეორე ცოლის ვაჟს ბარქიარუკს ამიტომაც თერქენმა მალიქ-შაჰი განაწყო მის წინააღმდეგ და საბოლოოდ იგი 1092 წელს ასასინებმა მოკლეს.
ვინ იყო გიორგი მანიაკე?
XI საუკუნის ცნობილი ბიზანტიელი მხედართმთავარი,რომელმაც ქალაქი დიარბერიქი მარვანიანებისგან გაათავისუფლა,ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე ემუქრებოდა ედესას.(რომანოზ III დროს)მან ასევე გაილაშქრა სიცილიაზე და კრახით დაამთავრა ამ დროს ბიზანტიას ნორმანები აუჯანყდნენ და აჯანყება მას დაბრალდება რის გამო დააპატიმრეს კიდეც(მიქაელ IV დროს)
როგორ გადაწყვიტეს ქალაქ ანისის საკითხი 1044 წელს სომხებმა და ვინ იყო მათი მეფე, რომელსაც ბიზანტიამ ამ ქალაქის იმპერიისთვის გადაცემა მოსთხოვა 1022წლის ხელშეკრულების მიხედვით?
როდესაც გაგიკ IIანისის მეფეს კონსანტინე IX მონომახმა მას ანისის გადაცემა მოსთხოვა და სანაცვლოდ მილიტენეს სთავაზობდა უმეფოდ დარჩენილ ქალაქში ორი მთავარი ბანაკი გაჩნდა,ერთი რომელიც ამბობდა რომ ქალაქი გადაეცათ ბიზანტიისთსი(მსხვილი ნახარარები) და მეორე გადაეცათ ბაგრატ IV რადგან იგი სომხეთა მეფის სენექერიმის ასული მარიამის შვილი იყო და ასეც მოხდა.
ბიზანტიელთა მოკავშირე რომელი ქართველი დიდებული ჩაუვარდა ტყვედ სელჩუკებს 1048 წელს, კაპუტრუს ბრძოლაში?
მას შემდეგ რაც სულჩუკები პირდაპირ ბიზანტიის ტერიტორიას დაესხნენ თავს მათ წინააღმდეგ კონსტანტინე IX მონომახმა გამოგზავნა სარდლები,რომელსაც ლიპარიტ ბაღვაშიც ეხმარებოდა თუმცა იგი დაიჭირეს ბრძოლაში გამარჯვების მიუხედავად,მაგრამ თოღრულ ბეგმა გაათავისუფლა იგი.
რატომ ემხრობოდნენ ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში შესვლას ტაოსა და
სომხეთის ქართველი და სომეხი დიდგვაროვნები 1040-იან წლებში?
იმიტომ,რომ კონსტანტინე VIII დროს ბიზანტიური ხელისუფლება ნელ-ნელა ანელებდა მსხვილი მიზათმფლობელობის ზრდის შეზღუდვის პრაქტიკას,ამით კი ისინი იმედოვნებდნენ რომ ბაგრატის ცენტრალიზებული ხელისუფლებისგან გათავისუფლდებოდნენ და პოზიციებს შეინარჩნებდნენ(ასევე ბაგრატ მეოთხე ძალზედ ახალგაზრდაა 9 წლი)
როგორ დასრულდა ბაგრატ IV-ს კონფლიქტი ბიზანტიასთან 1020-იანი წლებისბოლოს?
ახალგაზრდა ბაგრატი აზნაურებმა და ერისთვებმა დაარწმუნეს რომ დაებრუნებინა მამამისის მიერ დათმობილი ციხეები ბიზანტიისგან მაგრამ ამის საპასუხოდ ნიკიტა პარაკიმინაზომ ბიზანტიის ლაშქრის მხედართმთავარმა მოაოხრა საქართველო. + გამოგზავნილი დემეტრე არტანუჯელი ბაგრატიონი დამარცხა და დაიდო ზავი(ბაგრატმა რომანოზის და ელენე შეირთო ცოლად)
ვინ შეირთო ცოლად ბაგრატ IV-მ პირველი მეუღლის ელენეს გარდაცვალებისშემდეგ?
ბორენა ოსთა მეფის ასული
რატომ წავიდა ლიპარიტის წინააღმდეგ ბაგრატ IV და რატომ დაუზავდა თბილისის ამირას?
ლიპარიტის შვილმა და ივანე აბასზეს ძემ დაიჭირეს თბილისის ამირა ჯაფარი მაგრამ ბაგრატმა გაუშვა ამირა რადგან მისი ყურადღება გადაეტანა კახეთის სამეფოსთვის სადაც წარმატებას მიაღწია თუმცა ვერ შეინარჩუნა
ვინ იყო დემეტრე, რომლის საქართველოს ტახტზე აყვანა ლიპარიტს და
ბიზანტიელებს სურდათ?
ის იყო ბაგრატ IV ნახევარძა გიიორგი I სხვა ცოლის ალდესგან ყავდა