ალექსანდრე მე-2-ის რეფორმები Flashcards Preview

History > ალექსანდრე მე-2-ის რეფორმები > Flashcards

Flashcards in ალექსანდრე მე-2-ის რეფორმები Deck (7)
Loading flashcards...
1
Q

რა ხდება რუსეთში მე-19 საუკუნის შუა პერიოდში?

A

გავითარების დონით ჩამორჩებოდა ევროპას რუსეთი. ბატონყმობა ამუხრუწებდა პოლიტიკურ და ეკონომიკურ განვითარებას. ამიტომ ყირიმის ომის მიწურულს ალექსანდრე მე-2-ემ დაიწყო რუსთში რეფორმებს გატარება.

2
Q

რას აკეთებს ალექსანდრე მე-2 ქვეყანაში სიმშვიდის მოსაპოვებლად?

A

იგი მიიჩნევდა, რომ სიმშვიდისთვის აუცილებელი იყო ბატონ-ყმობის გაუქმება. 1861 წ. მან გამოსცა განკარგულება ბატონ-ყმობის გაუქმების შესახებ, რომლის მიხედვიტაც გლეხს მიეცა პიროვნული ტავისუფლება, მას სეეძლო აერჩია პროფესია, თავისი სახელით გამოსულიყო სასამართლოში, მათი ყიდვა-გაყიდვა აიკრძალა. ასევე მნიშვნელოვანი იყო მიწის საკუთრების საკითხი: გლეხი არ ხდებოდა იმ მიწის მფლობელი, რომელსაც ამუშავებდა. თითოეულ გლეხს აძლევდნენ 4 ჰა. (3.5 დესეტინა) მიწას, (რომელსაც თავიდან ანაწილებდა “საგლეხო თემი”), თუმცა არა უფასოდ. გლეხს 49 წ. მანძილზე უნდა ეხადა მიწის საფასური.

3
Q

რა ხდება საქარტველოში ბატონყმობის გაუქმებისას? და როდის?

A

1864 წელს გაუქმდა ბატონყმობა საქარტველოში. გლეხებს აძლევდნენ მიწის მცირე ნაკვეთს “ნადელს”, მაგრამ მისი მესაკუთრე მაინც მემამულე რცებოდა, სანამ გლეხი ამ მიწას მტლიანად არ გამოისყიდდა. ასე რომ გლეხი ისევ “დროებით ვალდებული” რცებოდა და უხდიდა ბეგარასა და გადასახადებს მემამულეს. დასავლეთ საქართველოში კი მემაულეს საერთოდ შეეძლო არ მიეცა მიწა გლეხისთვის.

4
Q

რა შეიქმნა პროვინციებში 1864 წ. რეფორმით?

A

საკრებულოები (ერობები/ზემსტვო), რომლის წევრები პასუხისმგებელნი იყვნენ ადგილობრივ ბიუჯეტზე, განათლების სისტემაზე, გზებისა და ხიდების მშენებლობაზე.

5
Q

სხვა რა რეფორმები ჩატარდა ალ. მე-2-ის დროს?

A

1) სასამართლო ეფორმა- სასმართლო ცამოშორდა ხელისუფლებას. პოლიციას ჩამოერთვა უფლება სისხლის საქმის ძიების, საქმის გამოძიება დაევალა სასამართლოს გამომძიებელს, რომელიც არარ ემორჩილებოდა პოლიციას. გაუქმდა ფიზიკური სასჯელი, ყველა წოდება კანონის წინასე გათაბრდა. პროცსებზე ბრალდებულის იიტერესებს იცავდა ადვოკატი.
2) სამხედრო რეფორმა- სამხედრო სამსახური 25 წლიდან 6 წლამდე დავიდა. უმარლესდამტავრებულები თავისუფლდებოდნენ ჯარიდან.

6
Q

რატომ ხდება ალ. მე-2 არაპოპულაული და რა ორგანიზაციები ყალიბდება მის წინააღმდეგ?

A

ის ამტკიცებდა, რომ რუსეთიში ყველაზე მისაღები სახელისუფლებო ფორმა იყო მეფის თვითმპყრობელობა.
1876 წ. ჩამოყალიბდა ორგ. “ზემლია ი ვოლია” , რომლის რადიკალურმა წევრებმა 1879 წელს ჩამოაყალიბეს ორგ. “ნაროდნაია ვოლია” და სწორედ ამ ორგ. თავდასხმის შედდეგად დაიღუპა ალ. მე-2 1881 წელს.

7
Q

რატომ ვერ შეძლო ალ. მე-2-ემ ქვეყნის მთლიანად გარდაქმნა?

A

რადგან ის რუსული იმპერიული სტრუქტურის ერთგული რჩებოდა და არ გადაუდგამ არც ერთი ნაბიჯი კონსტიტუციონალიზმის და პარლამენტარიზაციის მიმარტულებიტ.

Decks in History Class (98):