deck_2939636 Flashcards
(95 cards)
რის დაქვეითებას გულისხმობს დემენცია?
ინტელექტის, მეხსიერებისა და პიროვნების გლობალურ დაქვეითებას ცნობიერების დარღვევის გარეშე
დემენცია უპირატესად პროგრესირებადია?
დიახ
დემენციის ყველაზე გავრცელებული გამომწვევი დაავადებებია:
ალცჰაიმერის დაავადება, ვასკულური დემენცია, ლევის სხეულების დემენცია
დემენციის დიაგნოზის დასასმელად აისიდის და დსმს მიხედვით საჭიროა:
ორი ან ორზე მეტი კოგნიტური ფუნქციის ისეთი გაუარესება, რომელიც გავლენას ახდენს სოც ფუნქციონირებაზე
რომელი დემენციის დროს ვხვდებით დელირიუმისათვის დამახასიათებელ ცნობიერების გარდამავალ დარღვევებს(ფლუქტუაცია)?
ლევის სხეულების დემენციისას
დემენციის ხშირი სიმპტომებია:
მეხსიერების დაქვეითებაქცევის(განმუხრუჭება), მეტყველების, პერსონოლოგიური, გუნებ-განწყობის და აღქმის დარღვევები
როგორ გავლენას ახდენს პაციენტის პრემორბიდული ფუნქციონირება დემენციის კლინიკურ ნიშნებზე?
კარგი სოც უნარები–> ადექვატურ ფუნქციონირებას აგრძელებენასაკოვანი, იზოლირებული, ცუდი სმენადობა–> ნაკლები კომპენსირება
დემენციის ყველაზე ადრეული , პირველი თვალსაჩინო სიმპტომია …
გულმავიწყობა
მეხსიერების პრობლემები დემენციისას შეიძლება იყოს:
რეგისტრაციის, კოდირების ან რემინისცენციის უნარის დაქვეითება
მეხსიერების პრობლემის ყველაზე გამოხატული მაჩვენებელია:
ახალი მასალის დასწავლის გაძნელება, ახალი, ვიდრე ძველი მოვლენებია დაქვეიატებული
რა ავიწყდება დემენციის მქონე პაციენტს პირველ რიგში?
ახლო წარსულში მომხდარი მოვლენები
რა ხდება ფრონტოტემპორალური დემენციის დროს?
სემანტიკური მეხსიერების დარღვევა, სიტყვები და საგნები, რომლებსაც ეს სიტყვები აღნიშნავენ კარგავს მნიშვნელობას
დემენციისას პიროვნების ფუნქციონირება…
ძნელად ეგუება ახალ სიტუაციებს, ნაკლებად მოქნილია, რიგიდულია, სტერეოტიპულად იცავს ცხოვრების დადგენილ წესებს(ორგანული მოწესრიგებულობა), ზედმეტი ძალისხმევის მომთხოვნი სიტუაციები პაციენტის განრისხებას ან გლოვის(კატასტროფული რეაქცია) მოყვება, მოგვიანებით კარგავს თვითმომსახურების ჩვევებს და უგულებელყოფს სოციალურ ნორმებს, ქცევა ხდება უმიზნო და ადგილი აქვა ადგილსა და საკუთარ თავში დეზორიენტაცია
აზროვნება და მეტყველება დემენციისას…
აზროვნება შენელებული, პერსევერაციული, მცდარი იდეები(უფრო დევნის შინაარსის) , მოგვიანებით კიდევ უფრო ფრაგმენტული და ინკოჰერენტულია რაც მეტყველებაშიც აისახება და საერთოდ შეიძლება დაკარგოს მეტყველების უნარი
აფექტური პათოლოგია დემენციისას…
შფოთვა, გაღიზიანება, აგრესია, მოგვიანებით ემოციური რეაქციები გასადავებულია
არის თუ არა დემენციისას ფსიქოზური სიმპტომები
დიახ, ხშირია თუმცა გარდამავალი
ნეიროანატომიური თავისებურებების მიხედვით განასხვავებენ:
კორტიკულ და სუბკორტიკულ დემენციას
როგორია დემენცია, რომლისთვისაც დამახასიათებელია აზროვნების შენელება, კომპლექსური, თანმიმდევრული ინტელექტუალური ამოცანების გადაწყვეტის პრობლემები, ემოციური გასადავება, პიროვნული დაქვეითება, ხოლო მეტყველების და დასწავლის და დათვლის უნარი ძირითადად შენახულია?
სუბკორტიკული დემენცია
ალცჰაიმერის დემენცია, რომლის დროსაც აღინიშნება მეხსიერების, სახელდების და მხედველობითსივრცითი პროცესების დისფუნქცია, მიეკუთვნება…
კორტიკულ დემენციას
რა ჰქვია დემენციას, რომელიც 65 წლამდე ვითარდება?
პრესენილური(უფრო გენეტიკური)
რა ჰქვია დემენციას, რომელიც 65 წლოს შემდგომ ვითარდება?
სენილური
დემენციის შეფასებისას დიფერენციალური დიაგნოზი უნდა გატარდეს:
დელირიუმთან, ამნეზიასთან, ფსევდოდემენციასთან
რა ჩივილია მნიშვნელოვანი მსუბუქი კოგნიტური დაქვეითებისას და რაში გადაიზრდება ხოლმე ის შემთხვევათა 10-20%ში?
პიროვნების სუბიექტური ჩივილი მეხსიერების გაუარესებაზე, შეიძლება გადაიზარდოს დემენციაში
მეხსიერება ალცჰაიმერის დემენციისას…
გულმავიწყობა არის თავდაპირველი სიმპტომი, რომელის შემდგომ 2-4 წლის განმავლობაში პროგრესირებს, დაავადების დასაწყისში პაციენტს ახლო წარსულის მოვლენები ავიწყდება