კონსპექტები ისტორიაში IV Flashcards
(52 cards)
ქალაქ მედინას ძველი სახელი იყო
იასრიბი.
ისლამამდელი არაბების რელიგიურ წარმოდგენებს ეწოდა
„ჯაჰილიაა“.
ქალაქ მექაში ჩამოედინება მუსლიმთათვის წმინდა წყარო –
ზემზემის ჭიდან.
ისლამის შემქმნელი მუჰამედი დაიბადა დაახლ.
570 წელს მექაში, კურაიშის ტომის, ჰაშიმის გვარის ხელმოკლე ვაჭრის ოჯახში.
მექაში დევნილი მუჰამედი გადასახლდა
622 წელს მედინაში თანამოაზრეებთან ერთად . მედინა მოციქულის ქალაქს ნიშნავს.
622 წელი ჰიჯრის -
„გადასახლების“ წელია და მუსლიმური კალენდრის დასაბამად ითვლება.
. სიტყვები – „არ არის ძალდატანება რელიგიაში“ – ეკუთვნის
მუჰამედს.
მუჰამედს მოუწია მექელებთან შეიარაღებული დაპირისპირება, რის შემდეგაც მან დაიკავა
მექა.
მუჰამედი გარდაიცვალა
მედინაში 632 წელს.
ხალიფა არაბულად ნიშნავს
როგორც მოადგილეს, ისე მემკვიდრეს.
პირველი ოთხი ხალიფას დროს დაიწყო არაბთა დაპყრობები.
აბუ ბაქრი (632-634)
ომარი (634-644)
ოსმანი ( 644-656)
ალი (656-661)
ისლამი იყოფა ორ ძირითად მიმართულებად:
სუნიზმად და შიიზმად.
მუჰამედის სიკვდილიდან ასი წლის მანძილზე არაბებმა მიაღწიეს
საფრანგეთამდე , სადაც პუატიესთან 732 წელს მათი წინსვლა კარლოს მარტელმა შეაჩერა.
დაპყრობილ ქვეყნებში ისინი, ვინც არ მიიღებდნენ ისლამს ვალდებულნი იყვნენ
გადაეხადათ სპეციალური გადასახადი – ჯიზია.
ხალიფა ალის სიკვდილის შემდეგ სახალიფოში დამყარდა
ომაიანთა საგვარეულოს( 661-750) დინასტიური მმართველობა .
ხალიფა მუავიამ სათავე დაუდო
ომაიანთა სახალიფოს, რომლის დედაქალაქიც გახდა დამასკო.
ომაიანთა ხელმძღვანელობით არაბებმა 711 წელს გადალახეს გიბლატარის სრუტე და შეუდგნენ
ესპანეთის დაპყრობას. 1212 წელს ქრისტიანებმა შეძლეს მუსლიმთა დამარცხება.
არაბული სახალიფოს სათავეში აბასიანთა დინასტია მოვიდა ___ (წელს)
750 წელს – 750-1258 წწ.
აბასიანებმა არაბული სახალიფოს დედაქალაქი დამასკოდან გადაიტანეს
ბაღდადში .
ხალიფა ჰარუნ არ-რაშდის მმართველობის ხანა (786-809) მიჩნეულია
აბასიანთა სახალიფოს ძლიერების მწვერვალად.
ხალიფა ალ-მამუნმა ბაღდადში დაარსა
„სიბრძნის სახლი“ , რომელიც უმნიშვნელოვანეს სამეცნიერო ცენტრად იქცა.
ავეროესი(იბნ რუშდი) ცხოვრობდა
1126-1198 წწ. ის ქალაქ კორდობაში მოღვაწეობდა.
ავიცენა იყო
ირანელი მედიკოსი და ფილოსოფოსი 980-1037 წწ.-ში.
1122 წელს დავით IV-მ აიღო
თბილისი, რითაც წერტილი დაუსვა თბილისის საამიროს არსებობას და ქალაქი ხელახლა აქცია გაერთიანებული საქართველოს დედაქალაქად.