ტესტების შეცდომების გადამეორება (ეროვნულის წინა წლების ტესტებიდან) Flashcards
(162 cards)
ვის დაუკავშირდა გიორგი I ბიზანტიის წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად?
ეგვიპტის სულთან ალ-ჰაქიმს
ვინ იყო XI საუკუნეში შექმნილი ბაგრატიონთა საგვარეულო მატიანეს ავტორი?
სუმბატ დავითის ძე
1387 წელს თემურ ლენგმა ქართველები დაამარცხა, მაგრამ ქვეყნის შიგნით აღარ შეიჭრა, რადგან…
აზერბაიჯანში თოხთამიში შეიჭრა და თემური იძულებული გახდა მის წინააღმდეგ გაელაშქრა
რამ აიძულა ამიერკავკასიის პოლიტიკური მოღვაწეები მოეწვიათ სეიმი?
ბოლშევიკების მიერ რუსეთის დამფუძნებელი კრების გარეკვამ, რამაც ცხადი გახადა, რომ ისინი ხელისუფლებას არავის დაუთმობდნენ
სად და როდის გაუქმდა ყველაზე გვიან საქართველოში ბატონყმობა?
სვანეთში, 1871 წელს
რომელი ქართველი მეფის თანამედროვე იყო რომის პაპი ჰონორიუს (ონორე) III?
რუსუდანის
რომელი ბრძოლის შესახენ მოგვითხრობს ისტორიკოსი იბნ ალ-ასირი?
ერწუხის
მონღოლებმა გადასახადები არ დააკისრეს:
ეკლესიას და საეკლესიო მიწებს
როდის დაიდო პარიზის ზავი ინგლისსა და აშშ-ს შორის?
1783
ვინ იყო რომის პაპის, იოანე XXII-ის თანამედროვე საქართველოს მეფე?
გიორგი V
რომელი მეფის მოღვაწეობის შესახებ მოგვითხრობს ისტორიკოსი ალ-ფარიკი?
დავით IV
მონღოლთა მიერ დაწესებული სამხედრო ბეგარის თანახმად, ქართველებს უნდა გამოეყვანათ:
9 ოჯახიდან ერთი მეომარი
რომელ სახელმწიფოს წარმოადგენდა კლემანსო ვერსალის საზავო კონფერენციაზე?
საფრანგეთი
ვის ეკუთვნის ცნობა სპარსეთის სამეფოს სატრაპიებად დაყოფის შესახებ?
ჰეროდოტეს
რომელი რომაელი ისტორიკოსი აღწერს პომპეუსის ლაშქრობას ქართლის სამეფოში?
დიონ კასიუსი
რომელი ერისმთავრის დროს აიგო მცხეთის ჯვრის ტაძარი?
სტეფანოზის
რომის პაპ გრიგოლ IX-ის წერილის თანახმად, რა იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ `რომის
ეკლესიის მხედრობა~ ვერ დაეხმარებოდა საქართველოს?
ტერიტორიული სიშორე
რატომ აღმოჩნდებოდა მძიმე მდგომარეობაში ინგლისის მრეწველობა კონტინენტური
ბლოკადის განხორციელების შემთხვევაში?
ჩაიკეტებოდა გასაღების უმთავრესი და უდიდესი ბაზარი
ვისი ლაშქრობის შესახებ მოგვითხრობს ატენის სიონის წარწერა?
ბუღა თურქის
რომელი მეფის მოღვაწეობაა აღწერილი თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“?
თამარ მეფის
რუსუდან მეფის რომის პაპ ჰონორიუს III-სადმი მიწერილი წერილის თანახმად, რატომ არ ელოდა
თავდაპირველად საქართველოს სამეფო კარი საფრთხეს „ბიწიერ თათართაგან“?
საქართველოს სამეფო კარზე ისინი ქრისტიანები ეგონათ
რა მოვლენას მოჰყვა შედეგად 1830 წლის აჯანყება პარიზში?
პარლამენტის დათხოვნას
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ქართული საზოგადოების კეთილგანწყობა მეფისნაცვალ
მიხეილ ვორონცოვისადმი?
მან ოცდაათიათას კაცს თავადაზნაურობა დაუმტკიცა
რა დაავალა ვახტანგ VI-მ „სწავლულ კაცთა კომისიას“?
„ქართლის ცხოვრების“ რედაქტირება და შემდგომი საუკუნეების ისტორიის შედგენა