ტესტების შეცდომების გადამეორება (2) Flashcards
(105 cards)
რა იყო “ათი ათასი უკვდავი”?
მეფის პირადი გვარდია. ჩამოაყალიბა დარიოს I-მ
რა შედეგით დასრულდა XIX საუკუნის 30-იან წლებში რევოლუცია საფრანგეთში?
კონსტიტუციური მონარქია შენარჩუნდა, თუმცა გაქცეული შარლ X შეცვალა ლუი ფილიპე ორლეანელმა, მეფის ტიტულატურაში კი ჩაემატა სიტყვები “ხალხის ნებით”
რა ფუნქცია ჰქონდა ქართლის სამეფოში სპასპეტს?
ჯარების სარდლისა და ოლქების მმართველების უფროსის
რომელი დინასტიის მმართველობის დროს დაიწყო ინგლისმა ეკონომიკური დაწინაურება და საზღვაო გზებზე გაბატონება?
ტიუდორების
რა საშიშროებას შეიცავდა საქართველოსთვის ბრესტის ზავი?
თურქებს შესაძლებლობა ეძლეოდათ, დაეკავებინათ რუსეთთან ომის დროს დაკარგული ტერიტორიები
რა გახდა ბერძნული კოლონიზაციის დაწყების მიზეზი?
ბერძნული სამყაროს ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემო
რომელი სახელმწიფოს დასუსტებით ისარგებლა გიორგი V-მ რათა ხარკის გადახდა შეეწყვიტა მონღოლებისთვის?
ილხანთა საყაენო
ამასიის ზავის (1555) თანახმად, რა ბედი ეწია სამცხე-საათაბაგოს?
ოსმალეთმა და ირანმა გაინაწილეს
როგორ შეიცვალა ვახტანგ VI-ის საგარეო პოლიტიკური კურსი მისი მეფობის ბოლო პერიოდში?
ვახტანგ VI-მ უარყო ირანთან კომპრომისული პოლიტიკური კურსი და არჩევანი რუსეთზე შეაჩერა
რა იყო სარიყამიშის (1914-1915) ბრძოლის შედეგი?
რუსებმა სასტიკად დაამარცხეს სამხრეთ კავკასიისკენ შეტევაზე გადმოსული ოსმალეთის არმია
რა საბაბი გამოიყენა საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციისთვის?
დაბა შულავერში შექმნილმა “რევოლუციურმა კომიტეტმა” საქართველოში აჯანყებული მშრომელების დასახმარებლად საბჭოთა რუსეთს მიმართა
რა შედეგით დასრულდა ქართლში მურვან ყრუს ლაშქრობა?
ქართლში არაბული მმართველობა დამყარდა
საქართველოს გაერთიანების პროცესში რომელი პოლიტიკური ერთეულები ერგო ბაგრატ III-ს მემკვიდრეობით?
აფხაზეთი და ტაო
რა შედეგით დასრულდა III ჯვაროსნული ლაშქრობა?
იერუსალიმი აიუბიანებს დარჩათ, ქრისტიანმა მომლოცველებმა და ვაჭრებმა კი მხოლოდ წმინდა ქალაქში შესვლის უფლება მიიღეს
რატომ მოახერხეს მონღოლებმა საქართველოს ადვილად დაპყრობა?
ქართველი დიდებულები საკუთარ ციხესიმაგრეებში შეიკეტნენ და უარი თქვეს ბრძოლაზე, შემდეგ კი რიგ-რიგობით დაუზავდნენ, რის გამოც სამეფო კარიც იძულებული გახდა, მტერს დაზავებოდა
რუსეთსა და ოსმალეთს შორის დადებული რომელი ზავის თანახმად შევიდა სამცხის ნაწილი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში?
ადრიანოპოლის (1829)
როგორ მოახერხეს ჰაბსბურგებმა XIX საუკუნის 40-იან წლებში რევოლუციური მოძრაობის ჩახშობა?
ჰაბსბურგებს რუსეთის იმპერია დაეხმარა და აჯანყებული უნგრელების წინააღმდეგ ჯარები გამოგზავნა
რომელ მოვლენას მიიჩნევენ მკვლევრები “ცივი ომის” არაოფიციალურ დასაწყისად?
კენანის დეპეშას, რომელშიც გაკრიტიკებულია საბჭოთა რეჟიმი
რომელმა პოლიტიკურმა ლიდერმა უწოდა სსრკ-ს “ბოროტების იმპერია”?
რონალდ რეიგანმა
რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს საბერძნეთი და აქემენიანთა სპარსეთი ძვ.წ. V საუკუნის პირველ ნახევარში?
ეგეოსის ზღვაზე გავლენის მოსაპოვებლად
რატომ იყო V ჯვაროსნული ლაშქრობის მთავარი სამიზნე ეგვიპტე?
იერუსალიმი სალაჰ ად-დინიდან მოყოლებული ეგვიპტის სასულთნოს ეკუთვნოდა
რა შედეგით დასრულდა ინგლისის რევოლუცია?
ინგლისის რევოლუცია დასრულდა მეფე ჩარლზ I-ის სიკვდილით, მონარქიის გაუქმებით და რესპუბლიკის გამოცხადებით. თუმცა, ოლივერ კრომველის მმართველობა დიქტატურად იქცა. მისი გარდაცვალების შემდეგ მონარქია აღდგა (ჩარლზ II), მაგრამ უკვე შეზღუდული, საკონსტიტუციო ფორმით. საბოლოოდ, მეფის ძალაუფლება შეიზღუდა, პარლამენტი გაძლიერდა, და დაედო საფუძველი დემოკრატიულ მმართველობას.
1724 წლის შეთანხმების თანახმად, რომელმა სახელმწიფოებმა გადაინაწილეს სამხრეთ კავკასია?
რუსეთმა და ოსმალეთმა
რა მნიშვნელობანი მოვლენა მოხდა 1804 წელს მთავარმართებელ ციციანოვის დასავლეთ საქართველოში გადასვლის შემდეგ?
ციციანოვსა და სოლომონ II-ს შორის დაიდო ტრაქტატი, რომლის თანახმად, იმერეთი რუსეთის მფარველობაში შედიოდა