ტესტების შეცდომების გადამეორება (1) Flashcards
(102 cards)
რომელი ტაძრები ააგო ბაგრატ III-მ?
ბაგრატის, ბედიის, ნიკორწმინდის
ვინ ააგო სამთავისის ტაძარი?
ვახტანგ გორგასალმა
რატომ არ მიიღო მონაწილეობა საქართველომ მე-5 ჯვაროსნულ ლაშქრობაში?
მონღოლები გამოჩნდნენ
ვინ დაუდო დასაბამი ხატმებრძოლეობას, როდის და რატომ?
ბიზანტიის იმპეერატორმა ლეონ III-მ, 730 წელს, სახელმწიფო ხაზინის შევსებისა და ხელისუფლების განმტკიცების მიზნით
რომელი სახელმწიფოს წინააღმდეგ იყო მიმართული XVII საუკუნის ინგლისში გამოცემული სანავიგაციო აქტი?
ჰოლანდია
სხვა მიზეზებთან ერთად, რამ განაპირობა ნაპოლეონ ბონაპარტის პოპულარობის ზრდა?
წარმატებულმა სამხედრო კამპანიამ იტალიაში
რა იყო რევოლუციურ-ხალხოსნური მოძრაობის მთავარი მიზანი XIX საუკუნის საქართველოში?
რევოლუციის გზით ცარისტული რეჟიმის დამხობა
რას ნიშნავს “ირედენტიზმი”?
რომელიმე ქვეყანაში კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობის მოთხოვნა, გამოეყოს ქვეყანას და შეუერთდეს ისტორიულ სამშობლოს (სეპარატიზმისაგან განსხვავებით, აქ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის მოთხოვნა არ დგას)
რომელ თვეში მიმდინარეობდა “უოლ-სტრიტის კრახი”?
ოქტომბერი
რა საბაბი გამოიყენა ჰიტლერმა გერმანიაში მცხოვრებ ებრაელთა წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების დასაწყებად?
1938 წელს პარიზში ებრაელი ახალგაზრდის მიერ გერმანელი დიპლომატის მოკვლა
როგორ გახდა მუსოლინი იტალიის პრემიერ-მინისტრი?
1922 წლის ოქტომბერში მუსოლინის მომხრეებმა მოაწყვეს ე.წ. “მარში რომზე” - “შავხალათიანების” მასიური მსვლელობა დედაქალაქის მიმართულებით, რომლის მიზანი იყო მონარქის იძულება, ქვეყნის პრემიერ-მინისტრად დაენიშნა მუსოლინი. მეფე ემანუელ III დათანხმდა “შავხალათიანების” ულტიმატუმს და მუსოლინი მთავრობის მეთაურად დანიშნა
რომელი საერთაშორისო ორგანიზაციის გახდა საქართველო 1992 წლის 24 მარტს?
ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო)
რომის სახელმწიფოს რომელმა მეფემ შექმნა კანონები და რომაული კალენდარი?
ნუმა პომპილიუსი
როგორ დასრულდა თურქ-სელჩუკებისთვის 1097-1098 წლებში დორილეასთან და ანტიოქიასთან გამართული ბრძოლები?
ჯვაროსნებმა დაამარცხეს თურქ-სელჩუკები
რა ეწოდებოდა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების დადგენილებას?
“ძეგლისწერა”
რა ფუნქცია უნდა ჰქონოდა ყუთლუ-არსლანის “კარავს”?
საკანონმდებლო
სად მოიყარეს თავი ჯვაროსანთა ლაშქრებმა პირველი ჯვაროსნული ლაშქრობის დასაწყისში?
კონსტანტინოპოლში
როგორ დასრულდა აინ-ჯალუთის ბრძოლა? (1260)
ეგვიპტის მამლუქებმა დაამარცხეს მონღოლები
რომელი ქალაქის ნავსადგური იყო პირეოსი?
ათენის
შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები რომელი ტომები დაიმორჩილა ქართლის მეფე ფარსმან II-მ?
ძიდრიტები
ვინ ითვლება სელჩუკთა სახელმწიფოს ტერიტორიაზე დამოუკიდებელი ისმაილიტური სახელმწიფოს დამაარსებლად?
მალიქ-შაჰი
საქართველოს სამეფოს რომელი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე დაზარალდა განსაკუთრებით თემურ-ლენგის შემოსევების შედეგად?
სამცხე
რა სახელითაა ცნობილი XIX საუკუნის შუა ხანებში ევროპაში მომხდარი რევოლუციები?
ლიბერალური
რომელი სახელმწიფოს იმპერიალისტურ იდეოლოგიას წარმოადგენდა “პანსლავიზმი”?
რუსეთის