საჯარო მართვაფფ Flashcards
(34 cards)
საჯარო ორგანიზაციებში საქმის წარმატებით და პასუხიმგებლობით შესრულებისთვის რამდენი და რა საჭირო უნარებია?
3 უნარი:ცოდნა,ღირებულებები და უნარ-ჩვევები.
რა განსხვავებაა ბიზნესსა და საჯარო სამსახურს შორის?
- ბიზნესსა და სახელმწიფო სამსახურს შორის უმთავრესი განსხვავება იმაშია,რომ ბიზნესი-მოგების მიღებით არის დაინტერესებული,სახელმწიფო სამსახური-აწარმოებს მომსახურებას ან არეგულირებს ინდივიდუალურ ან ჯგუფურ საქმიანობას საზოგადოების საკეთილდღეოდ.
ყველაზე კარგად რა უნდა ერკვეოდეს საჯარო მოხელე?
დაგეგმვა,ბიუჯეტის შედგენა,პერსონალი და შეფასება.
სახელმწიფო მმართველობის სწავლება…უნდა დავაკავშიროთ პოლიტიკური თეორიის ისეთ განზოგადებულ საკითხებთან როგორიცაა სამართლიანობის,თავისუფლების,კანონმორჩილებას და პიროვნების საქმიანობაში სახელმწიფოს როლი’’(1948)-ვინ ფიქრობდა ამას?
ლეონარდ დ.უაიტი
როდის იწყება სახელმწიფო მმართველობის მიზანმიმართული შესწავლა?
19-ე საუკუნე მიწურულს,ფრანგი და გერმანელი მეცნიერების ნაშრომების წყალობით
- საჯარო და არაკომერციული ორგანიზაციების შესწავლის მრავალ მიზეზს ერთი საერთო ღერძი აქვს,რომელიც სხვადასხვა ინტერესი აერთიანებს.რა აერთიანებთ?
საქმის კეთების ინტერესი.
აშშ სახელმწიფო მმართველობის მიზანმიმართული შესწავლა როდის მოხდა?და ვისი ნარკვევით ვიგებთ?
ვილსონის ნარკვევით,1887 თარიღდება
,,უფრო რთული ხდება კონსტიტუციის გამოყენება,ვიდრე მისი შექმნა’’.-ვისი მოსაზრებაა(1887)
ვუდრო ვილსონის
რა დაწერე ვილსონმა მაგ ნარკვევით?1887
- ვილსონმა ამ ნარკვევში გვიჩვენა 1880-იანი წლების ბოლოს მთავრობის ზოგიერთი წევრის არაეფექტიანი მუშობა,ღია კორუფცია და სხვა.
რა არის NPM?
(npm)ახალი საჯარო მენეჯმენტის კონცეფცია.
ხელისუფლების სამი ძირითადი ფუნქცია და ამერიკულ საზოგადოებაში არსებული სამი მოსაზრება ჩამოთვალეთ:ავტორი ვინაა?
დევიდ როზენბლუმის მტკიცებით ხელისუფლების სამი ფუნქცია (საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) დაკავშირებულია საჯარო მართვის როლის შესახებ ამერიკულ საზოგადოებაში არსებულ სამ მოსაზრებასთან: - საჯარო მართვის მენეჯერული მიდგომა (აღმასრულებელ ფუნქციას დაუკავშირა) - საჯარო მართვისადმი პოლიტიკური მიდგომა (საკანონმდებლო ფუნქციასთან) - საჯარო მართვის იურიდიული სტრატეგია/მიდგომა (სასამართლო ფუნქციასთან).
საჯარო და არაკომერციული მენეჯმენტის კონტექსტი ცვლის სამუშაოს არსს.იკვეთება სამი არსი:
აზროვნება,პკლურალისტური გადაწყვეტილების მიღება,გამჭვირვალობა/ხილვადობა,საჯაროობა
დემოკრატიის მორალური ვალდებულებად რამდენი სტანდარტით განისაზღვრა?ჩამოთვალეთ
3: დემოკრატიის მორალური ვალდებულებები სამი სტანდარტით განისაზღვრა:
- ინდივიდუალურობა
- თანასწორობა
- მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა გადაწყვეტილებების მიღებაში.
დაასახელეთ,ორი თემა, რომელიც ტრადიციულად ახასიათებს საჯარო ორგანიზაციებში მუშაობას:
- პოლიტიკა და ადმინისტრირება
- ბიუროკრატია და დემოკრატია
ადმინისტრირება პოლიტიკის სფეროს მიღმაა.ადმინისტრაციული საკითხები პოლიტიკური საკითხები არ არის.მიუხედავად იმისა,რომ პოლიტიკა უსახავს ამოცანებს ადმინისტრაციას,ეს უკანასხკნელი არ უნდა დაზარალდეს მისივე ოფისებით მანიპულირების გამო’’.(1887)
- ვილსონი წერდა:
რა მოიფიქრეს რეფორმატორებმა პოლიტიკისა და ადმინისტრირების გამიჯვნა რომ მოეცდინათ?
შექმნეს საბჭო-მენეჯერი გეგმა ადგილობრივი მთავრობსითვის.საბჭო-პოლიტიკითაა დაკავებული,ხოლო მენეჯერი კი-ადმინისტრირებით.
რომელი სამი იდეა იყო მნიშვნელოვანი ამერიკის ჩამოყალიბებისას?
ინდივიდუალიზმი,თანასწორობა და თავისუფლება
ადმინისტრირება პოლიტიკის სფეროს მიღმაა…’’(1887)
- ვუდრო ვილსონი წერდა
რა არის ადმნისტრაციული მეცნიერების საგანი?
ადმინისტრაციული მეცნიერების საგანი არის როგორც საჯარო მმართველობის სინამდვილე (მისი რეალური საქმიანობა),ისე საჯარო მმართველობის განვითარების დინამიკა და მოდერნიზაციის/რეფორმის საკითხები.
რობერტ კატცის მენეჯერული უნარვევები:
ტექნიკური,კონცეპტუალური,და პიროვნული
მიერ,რომელმაც საჯარო მმართველობა განმარტა როგორც „სახელმწიფო ან მასზე დაქვემდებარებული ორგანიზაციების (მიუხედავად იმისა, არის ის საჯარო თუ კერძო-სამართლებრივად მოწყობილი) საქმიანობის სფერო, რომელიც არც კანონშემოქმედებაა, არც მართლმსაჯულებაა და არც მთავრობა არ არის“.(ორგანიზაციული,ფორმალური და მატერიალური გაგება)-ავტორი?
ვერნერ თიმე
რას უწუდებენ მეორენაირად ადმინისტრაციულ მეცნიერებას?
ინტეგრაციულ მეცნიერებას რომელიც საჯარო მმართველობას შეისწავლის სხვადასხვა-ნორმატიული(სამართლებრივი),პოლიტიკური, მენეჯერული,კულტურული, ისტორიული და სხვა პერსპექტივიდან.
ადმინისტრაციული მეცნიერება უმეტესად საჯარო მმართველობას რამდენი ნაწილით და რითი შეისწავლის?
2.ადმინისტრაციული მეცნიერება საჯარო მმართველობას უმეტესად შეისწავლის სოციალური მეცნიერებისა და სამართლის მეცნიერების სინთეზის საფუძველზე.
ნეგატიური განსაზღვრის მეთოდს საჯარო მმართველობისას რა მეორე სახელით არის ცნობილი და ვის უკავშირებენ მის შექმნას?
საჯარო მმართველობის ნეგატიური განსაზღვრის მეთოდი „სუბსტრაქციის მეთოდის“ სახელითაც არის ცნობილი,რომელიც ჯერ კიდევ ოტო მაიერმა შემოიტანა გერმანულ სამართალში.