სოციოლოგიაp2 Flashcards
(23 cards)
რა არის საზოგადოების სტრუქტურა?
საზოგადოების სტრუქტურაში (აღნაგობაში) იგულისხმება საზოგადოების შემადგენლობა და ამ შემადგენელთა კავშირურთიერთობა ანუ ის, თუ რა და რაებისაგან შედგება იგი და როგორია მათ შორის კავშირი.
საზოგადოების სტრუქტურა რისგან შედგება?
საზოგადოების სტრუქტურულ დიდი სოციალური ჯგუფები [რასები, ერები, კლასები]. საზოგადოების სტრუქტურაში გამოიყოფა ელემენტთა ორი ისეთი რიგი, რომელთაგან ერთს ე.წ. დიდ სოციალურ ჯგუფებს, ხოლო მეორეს - ე.წ. “მცირე სოციალურ ჯგუფებს”, სხვაგვარად, “მსხვილ” და ‘წვრილ” “სოციალურ” ჯგუფებს უწოდებენ.ელემენტებად (შემადგენელ ნაწილებად) ამ მხრივ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გამოიყოს საზოგადოების იდეალური (სულიერი) და რეალური (ხორციელი) მხარეები.
მცირე ანუ წვრილი სოციალური ჯგუფები – კოლექტივები, ოჯახები.
რა იგულისხმება სოციალური ერთობის არაისტორიულ და ისტორიულ ფორმებში?
1)რასები, ეთნოსები, კლასები, კლანები, წოდებანი, ნათესავები, ქალაქელები თუ სოფლელები და ა.შ.,
2)გვარი, ტომი, ეროვნება, ერი (ნაცია).
რამდენი რასა არსებობს?ჩამოთვალეთ…
სულ ოთხი ძირითადი რასა ანუ, მოკლედ, რასა არსებობს. ესენია:
ევროპეოიდული (თეთრკანიანი),
ნეგროიდული (შავკანიანი),
მონგოლოიდური (ყვითელკანიანი) ავსტრალოიდური (წითელკანიანი) რასები.
რა არის ერი?
როგორია ამ ცნების განსაზღვრება? ერი ეს არის სულიერად და ხორციელად შეკრული ერთი მოდგმის ხალხი.
რა არის კლასი?
კლასები ადამიანთა ის დიდი ჯგუფებია, რომლებიც ერთმანეთისაგან განსხვავდებიან თავიანთი ადგილით საზოგადოებრივი ცხოვრების სისტემაში (ერთობლიობაში).
რა არის ძირითადიი და არაძირითადი კლასი?
ძირითადია ის კლასები, რომელთა არსებობაც აუცილებელია მოცემული საზოგადოებისათვის, არაძირითადი კი – ის კლასები, რომლებიც ასეთები არ არიან.
მცირე სოციალურ ჯგუგებში რომლებია აღსანიშნავი?
სოციალური კოლექტივები.
ოჯახის უამრავი ფორმა (სახე) არსებობს იმისდა მიხედვით, თუ როგორია ამ დაყოფის საფუძველი.კერძოდ, ისტორიული ასპექტით (კუთხით) გამოყოფენ ოჯახის ისეთ ისტორიულ ტიპებს, როგორებიცაა:
ჯგუფური ოჯახი, წყვილადი ოჯახი, მონოგამიური ოჯახი. ამასთან ჯგუფურ ოჯახსაც ყოფენ სისხლმონათესავე ოჯახად და პუნალუა ოჯახად.
საზოგადოების ძირითადი სფეროები. საზოგადოება შეიძლება დავყოთ უამრავ სფეროდ, თანაც სხვადასხვა კუთხით სხვადასხვანაირად.
საზოგადოების ერთ ამგვარ დაყოფას წარმოადგენს მისი დაყოფა ისეთ სფეროებად, როგორებიცაა:
1) ეკონომიკური, 2) პოლიტიკური, 3) მორალური, 4) იურიდიული, 5) სციენტიკური, 6) ესთეტიკური და 7) რელიგიური სფეროები.
რა არის საზოგადოების მატერიალური პირობები?
საზოგადოების მატერიალური (ნივთიერი) პირობები ის საარსებო საგნობრივი გარემოებანია, რომელთა გარეშეც მისი არსებობა შეუძლებელია.
საზოგადოების მატერიალური პირობები რა პირობებეად იყოფა?
საზოგადოების მატერიალური პირობები საზოგადოების ბუნებრივ-მატერიალურ და საკუთრივ საზოგადოებრივ-მატერიალურ პირობებად იყოფა. პირველი საზოგადოების გარეგანი – ბუნებრივი პირობებია, მეორე – მისი შინაგანი – საკუთრივ საზოგადოებრივი პირობები.
რა იგულისხმება ბუნებრივ-მატერიალურ პირობებში?
კერძოდ გეოგრაფიული გარემო და დემოგრაფიული სიტუაცია, ხოლო მისი საკუთრივ-საზოგადოებრივი პირობა – მატერიალური წარმოება.
რა არის გეოგრაფიული გარემოს ელემენტები?
კლიმატი (ჰავა), ლანდშაფტი (ნიადაგი), რელიეფი, წყლები, სასარგებლო წიაღისეული, ფლორა (მცენარეულობა), ფაუნა (ცხოველთა სამყარო), სეისმური და ვულკანური მოვლენები.
შარლ მოტესკიე?
ამ თეორიის კლასიკური (საუკეთესო) წარმომადგენელია ფრანგი ფილოსოფოსი შარლ მონტესკიე (1689-1755), რომლის თანახმადაც საზოგადოებრივი ცხოვრების მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია (მიზეზია) ისეთი გეოგრაფიული ფაქტორი, როგორიცაა ჰავა (კლიმატი). იმდენად დიდია კლიმატის (ჰავის) ზემოქმედება საზოგადოებაზე, როგორც იგი ამტკიცებს ამას, რომ თვით სახელმწიფო წყობილების სახესაც კი განაპირობებს იგი უშუალოდ.
დემოგრაფიული დეტერმინიზმის კლასიკურ (საუკეთესო) მაგალითს წარმოადგენს
იუნგლისელი ეკონომისტის თომას რობერტ მალთუსის (1766-1834) თვალსაზრისი.. მისი შეხედულებით, საზოგადოების განვითარების განმსაზღვრელი ფაქტორია მოსახლეობის სიმჭიდროვე, მისი რაოდენობა გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულზე გაანგარიშებით.
რას გულისხმობს მატერიალური წარმოება?
მატერიალური წარმოება მატერიალური დოვლათის შექმნას გულისხმობს. მატერიალური დოვლათი კი ის ნივთიერი სიკეთენია, რაც აუცილებელია ადამიანთა არსებობისათვის, ეს არის საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის საარსებო საშუალებათა შექმნის პროცესი. კერძოდ, იგი გულისხმობს ისეთ ვიტალურ (სასიცოცხლო) საშუალებათა წარმოებას, როგორებიცაა საკვები, ტანისამოსი, ბინა.
საწარმოო ძალების მეშვეობით რა ხდება?და რისგან შედგება?
–საწარმოო ძალები ეს ის ძალებია, რომელთა მეშვეობითაც ხდება წარმოება. საწარმოო ძალები ორი ელემენტისგან (ნაწილისგან) შედგება. ესენია: მწარმოებლები და წარმოების საშუალებანი.
–წარმოების საშუალებანი შედგება 1) შრომის საგნისა, 2) შრომის იარაღებისა და 3) შრომის საშუალებათაგან, მწარმოებლებში კი, რა თქმა უნდა, მწარმოებელი ადამიანები იგულისხმებიან, რომლებიც წარმოების საშუალებათა მეოხებით ქმნიან მატერიალურ სიკეთეს.
საზოგადოების მამოძრავებელი ძალები.
საზოგადოების მამოძრავებელი ძალები ის ძალებია (ფაქტორებია), რომლებიც განაპირობებენ მის ცვალებადობას.
თავად ადამიანებიც (საზოგადოებაც) მამოძრავებელი ძალების მხრივ იყოფა
ხალხის მასებად და პიროვნებებად.
სოციალური ინსტიტუტი.
ტერმინი “სოციალური ინსტიტუტი” ლათინური
წარმოშობისაა და იგი ქართულად სიტყვასიტყვით “საზოგადოებრივ დანაწესს” (თუ
“დაწესებულებას”) ნიშნავს (ლათ. “სოციალის” - “საზოგადოებრივი”+ლათ.
“ინსტიტუტუმ” - “დანაწესი”, “დაწესებულება”).
ტერმინი “სოციალური ინსტიტუტი” სოციოლოგიურ ლიტერატურაში პირველად
შემოიღო ინგლისელმა მეცნიერმა ჰერბერტ სპენსერმა (1820-19093). მან, კერძოდ, გამოყო
სოციალური ინსტიტუტის შემდეგი ექვსი ტიპი, როგორებიცაა: სამრეწველო,
პროფესიული, პოლიტიკური, წესჩვეულებითი (ადათობრივი), საეკლესიო, საოჯახო
(საშინაო) ინსტიტუტი.
სოც ფსიქ
სოციოლოგია - ადამიანის სოციალური ცხოვრების, ჯგუფების, საზოგადოების შესწავლა.
სტრ
სოციალური სტრუქტურა - მიუთითებს ფაქტზე, რომ ჩვენი ცხოვრების სოციალური კონტექსტები შემთხვევითობას არ წარმოადგენს.