Propedeutics Flashcards

(61 cards)

1
Q

-რა არის გულის უკმარისობა?
-hallmark?

A

-გულის კუმშვადობის და შესაბამისად სისხლის გადასროლის უნარი არის დარღვეული.
-low cardiac output.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

what’s cardiac output(გულის წუთმოცულობა)?

A

how many liters of blood is pumped by your heart in one minute.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

What’s LVEDP?

A

The pressure within the left ventricle following the completion of diastolic filling, just prior to systole.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

What’s cor pulmonale?

A

Isolated right heart failure with well functioning left heart system.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

რომელი დარღვევებისას ვითარდება გულის მარცხენა პარკუჭის მწვავე უკმარისობა?

A

-მიოკარდიუმის ინფარქტის, მიოკარდიტის, არითმიების, არტერიული ჰიპერტენზიისა და მწვავე გლომერულონეფრიტის დროს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რა იწვევს კარდიალურ ასთმას
რა შედეგი დგება?

A

-მარცხენა პარკუჭის ფუნქციის შესუსტება.
-შედეგად ვითარდება მცირე წრეში შეგუბება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

კარდიალური ასთმის სიმპტომები?

A

მწვავედ ქოშინი(უფრო ღამის საათებში), ხველა(ქაფიანი, ვარდისფერი ნახველით), ცივი ოფლი, ციანოზი.
სისტოლური არტერიული წნევა კლებულობს, დიასტოლური ხშირად არ იცვლება, პულსური წნევა - დაბალია, პულსი - გახშირებული.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

განსხვავება პულსსა და პულსურ წნევას შორის?

A

პულსი-არტერიების რითმული ცემა, როცა გულიდან მათკენ გადაისროლება სისხლი. გვიჩვენებს გულის ცემას წუთში(კისერზე/მაჯაზე ვამოწმებთ). ნორმ-60-100.
პულსური წნევა-სხვაობა სისტოლური და დიასტოლური წნევას შორის. მაგ. წნევა - 120/80, პულსური წნევა იქნება 120-80=40. ნორმ-30-50.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

კარდიალური ასთმის აუსკულტაცია ფილტვებზე?
გულზე?

A

-ფილტვებზე ისმის საშუალო და მსხვილბუშტუკოვანი სველი ხიხინი.
-გულზე ტონები მოყრუებულია, II ტონის აქცენტია ფილტვის არტერიაზე, ზოგჯერ “ჭენების” რიტმი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

გახანგრძლივებული კარდიალური ასთმის გართულება?

A

ფილტვების შეშუპება, მწვავე კოლაფსი და კარდიოგენური შოკი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

გულის მარცხენა წინაგულის მწვავე უკმარისობის გამომწვევები?
შედეგი?
რომელი ავადმყოფობის ნიშნები ვითარდება?

A

-ფილტვის ვენის სტენოზი და მიტრალური ხვრელის სტენოზი.
-მცირე წრეში სისხლის შეგუბება.
-კარდიალური ასთმის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

გულის მარჯვენა პარკუჭის მწვავე უკმარისობის გამომწვევი?
რისი შედეგია ეს გამომწვევი?

A

-ფილტვის არტერიის მსხვილი ტოტის დახშობა ემბოლიით.
-თრომბი, წამოსული მენჯის ან ქვედა კიდურების ვენებიდან.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

გულის მარჯვენა მწვავე უკმარისობის სიმპტომები?

A

-სუნთქვის უეცარი გახშირება, ციანოზი, ცივი ოფლი, ტკივილი ან ზეწოლის შეგრძნება გულის არეში. პულსი-სუსტი და ხშირი, არტერიული წნევა ვარდება,ხდება შეგუბება დიდ წრეში. მატულობს ვენური წნევა, კისრის ვენები გადავსებულია, ღვიძლის გადიდება და მოგვიანებით შეშუპება ვითარდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

სად და როგორ ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა?

A

არსებობს გულის მარჯვენა და მარცხენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობა. ის ვითარდება თანდათანობით, წლობითაც კი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რით ხასიათდება მარცხენა პარკუჭის ქრონიკული უკმარისობა?
მარჯვენა პარკუჭის?

A

-შეგუბებით მცირე წრეში.
-შეგუბებით დიდ წრეში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

რა არის სისტოლური და დიასტოლური უკმარისობა?

A

სისტოლური ფუნქციის უკმარისობისას მცირდება გულის წუთმოცულობა, დიასტოლურისას - ფერხდება გულის საკნების ავსება სისხლით დიასტოლისას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

როგორ კლასიფიცირდება გულის უკმარისობა ამჟამად(ნიუ-იორკის კარდიოლოგთა ასოციაცია)?

A

I კლასი-ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობა არ იწვევს ქოშინს, გადაღლას, ტაქიკარდიას.
II კლასი-ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობა იწვევს გადაღლას, ტაქიკარდიას, ქოშინს ან ტკივილს გულის არეში.
III კლასი-მოსვენებისას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მაგრამ მცირე ფიზიკური დატვირთვაც იწვევს ქოშინს, ტაქიკარდიას და ტკივილს გულის არეში.
IV კლასი-გულის უკმარისობის ნიშნები ვლინდება მოსვენების დროსაც და რთულდება მცირე ფიზიკური დატვირთვისას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

რატომ ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა?

A

მიოკარდიუმში ხანგრძლივად განვითარებული კომპენსატორული ცვლილებების გამო. შემდეგ სუსტდება ეს კომპენსატორული მექანიზმები და იწყება დეკომპენსაცია (უკმარისობა).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რომელი სისტემები აქტიურდება გულის ქრონიკული უკმარისობისას?
რა მოჰყვება მათ გააქტიურებას?

A

-ვეგეტატიურ-ნერვული სისტემა და რენინ-ანგიოტენზინის სისტემა.
-აძლიერებს მიოკარდიუმის მუშობას და უფრო მეტად ზიანდება ის. აკავებს წყალსა და ელექტროლიტებს, რასაც მოჰყვება გულის გადატვირთვა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რომელი მხარის უკმარისობაა და რით ვლინდება მცირე წრეში შეგუბება?

A

-გულის მარცხენამხრივი უკმარისობა.
-მოხრჩობის შეგრძნება, დისპნოე, ტაქიპნოე, ფილტვების შეშუპება, ფილტვების აუსკულტაციისას მრავლობითი სველი ხიხინი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

რომელი მხარის უკმარისობაა და რით ვლინდება დიდ წრეში შეგუბება?-

A

-მარჯვენამხრივი უკმარისობა.
-კისრის ვენების შებერვით, პერიფერიული შეშუპებით, ღვიძლის გადიდებით, თირკმელებში შეგუბებით, ასციტით, ანორექსიით, შარდის რაოდენობის შემცირებით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

როდის ვითარდება გულის ქრონიკული უკმარისობა?

A

გულის იშემიური დაავადებების, კარდიომიოპათიების, მიოკარდიტების, არტერიული ჰიპერტეზიის, არითმიების, ანემიების და გულის მანკების შემთხვევაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობის სიმპტომები?

A

გულის წასვლა,კოლაფსი და შოკი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

გულისწასვლის გამომწვევები და კლინიკა?

A

-გადაღლილობა, ნერვიულობა, უეცარი შიში, დახუთულ შენობაში ყოფნა.
-კანი ფერმკრთალი, სუნთქვა ზერელე, პულსი იშვიათი, არტერიული წნევა დაქვეითებული.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
რა არის ორთოსტატიკური კოლაფსი? მიზეზი? რისკის ქვეშაა? წინაპირობა?
-როცა ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლა იწვევს გულისწასვლას. -სისხლი სწრაფად გადადის ქვედა კიდურებში,ამას მოჰყვება ვაზომოტორული აპარატის დარღვევა. -ასთენიური ტიპში; ქალებში. -გადაღლა, ანემია, ინფექციური დაავადებები.
26
რა არის კოლაფსი?
სისხლძარღვების მწვავე უკმარისობა - ეცემა არტერიული წნევა, მცირდება სისხლის მოცულობა და თავის ტვინის იშემია.
27
კოლაფსის კლინიკა?
-თავბრუსხვევა, თვალებში დაბნელება, ყურებში შუილი, გულისწასვლა; სიფერმკრთალე, ცივი ოფლი, კიდურების გაციება, არტერიული წნევის დაქცეითება, პულსის შესუსტება, ზედაპირული სუნთქვა.
28
კოლაფსის მიზეზები?
მწვავე ინფექციური დაავადებები, ძლიერი ტკივილი, კუჭის პერფორაცია, სისხლდენა, ხანგრძლივი პირღებინება და ფაღარათი.
29
მსგავსება და განსხვავება გულისწასვლის, კოლაფსისა და შოკის?
სამივე არის სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა. გულისწასვლა-მსუბუქი ფორმა. შოკი-უმძიმესი ფორმა.
30
რით გამოიხატება შოკი? მიზეზები?
-არტერიული ჰიპოტენზიით, ორგანოებსა და ქსოვილებში პერფუზიის მკვეთრი შემცირებით, აღინიშნება თავის ტვინის დაზიანება. -მიოკარდიუმის ინფარქტი, დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა, ანაფილაქსია, ძლიერი დამწვრობა, ტრავმა.
31
რით ხასიათდება სისხლძარღვთა ქრონიკული უკმარისობა? ხელშემწყობი ფაქტორები? კლინიკა?
-არტერიული ჰიპოტენზიით. -ენდოკრინული და კონსტიტუციური ფაქტორი. -სწრაფი დაღლილობა, საერთო სისუსტე, მიდრეკილება გულისწასვლისკენ, სიფერმკრთალე, კიდურები ცივი, ციანოზური, ტაქიკარდია, მცირე ზომის გული.
32
რა არის რევმატიზმი? რას აზიანებს?
-ორგანიზმის შემაერთებელი ქსოვილის, სისტემური ანთებითი დაავადება. -უპირატესად გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ასევე სახსრები, სეროზული გარსები, კანი, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი, ცნს, შინაგანი ორგანოები.
33
რევმატიზმის გამომწვევი? პათოგენეზი?
-ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი A ჯგუფის. -ბაქტერია იწვევს ქსოვილების ალერგიულ ანთებას და მისი კომპონენტების აუტოანტიგენებად გარდაქმნას.
34
რა ფაზები აქვს რევმატიზმს?
არააქტიური და აქტიური. აქტიურის ხარისხები-მინიმალური, საშუალო და მაქსიმალური.
35
რის შემდეგ ვითარდება რევმატიზმის აქტიური ფორმა?
ანგინის, ქუნთრუშის და ზედა სასუნთქი გზების კატარის შემდეგ.
36
რევმატიზმის სიმპტომები?
38-39 ტემპერატურა, ძლიერი ტკივილი სიმეტრიულად განლაგებულ უპირატესად მსხვილ სახსრებში, დაზიანებულ სახსრებში ანთებისთვის დამახასიათებელი ნიშნები, მფრინავი ტკივილი(ცვლილებები სწრაფად ქრება და გადაინაცვლებს სხვა სახსარზე), სახსრებში ცვლილებები შექცევადია. კანზე-ბეჭდისებური ერითემატოზური გამონაყარი.
37
რა შეიძლება გაჩნდეს კანქვეშ რევმატიზმისას?
რევმატიული კვანძები. განლაგებულია დაზანებული სახსრების-წინამხრის და წვივების არეებში ჯგუფ-ჯგუფად. არის მკვრივი, უმტკივნეულო, მყესზე ან სახსრის ბუდესთან შეზრდილი.
38
რისი დაზიანებაა რევმატიზმის თავისებურება+ამ დაზიანებით გამოწვეული დარღვევები? ჩივილები?
-აზიანებს გულს-ენდოკარდიტი, მიოკარდიტი და პერიკარდიტი. შეიძლება ენდომიოკარდიტი (რევმატიული კარდიტი) და ენდომიოპერიკარდიტი (პანკარდიტი). -მწველი ტკივილი გულის არეში, გულის ფრიალი და ქოშინი ფიზიკური დატვირთვისას.
39
რევმატიზმისას გულის პერკუსია? აუსკულტაცია?
-გადიდებულია გულის აბსოლუტური და შედარებითი ყრუ ხმიანობის საზღვრები. -მოყრუებულია ტონები, მწვერვალზეა სისტოლური შუილი და ზოგჯერ III და IV ტონი. ასეთ აუსკულტაციას გვაძლევს შემდგომში სარქვლების დაზიანება.
40
როგორია რევმატიზმის მიმდინარეობები?
მწვავე, ქვემწვავე, გახანგრძლიერებული, უწყვეტი, მორეციდივე და ლატენტური.
41
რევმატიზმისას ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები? ეკგ? რენტგენოლოგიურად?
-ზომიერი ლეიკოციტოზი, მომატებულია ედსი, მომატებულია ანტისტრეპტოლიზინი O-ს ტიტრი, C რეაქტიული ცილის, სერომუკოიდის, სიალინის მჟავას, გამა2 გლობულინის. -გამტარებლობის დარღვევა, ექსტრასისტოლა და სხვა რიტმული დარღვევები, ვოლტაჟის შემცირება. შესაძლოა T კბილის ცვლილებები და S-T სეგმენტის შემცირება. -გადიდებული გულის საზღვრები.
42
რევმატიზმის მკურნალობა?
წოლითი რეჟიმი; პენიცილინი, ბიცილინი, ერითრომიცინი; ანთების საწინააღმდეგოდ: აცეტილსალიცინის მჟავა, ინდომეტაცინი, ვოლტარენი, გლუკოკორტიკოიდები.
43
რა არის ინფექციური ენდოკარდიტი, სად ლოკალიზდება გამომწვევი და რა დარღვევები ერთვის თან?
ინფექციურ-ანთებითი დაავადება, გამომწვევი ლოკალიზდება სარქვლებზე და იშვიათად კედლის ენდოკარდიტს. თან ერთვის ბაქტერემია და სხვა ორგანოებისა და სისტემების დაზიანება.
44
ინფექციური ენდოკარდიტის გამომწვევები?
გრამ+ ბაქტერიები, სტრეპტოკოკი, სტაფილოკოკი, ენტეროკოკი, ნაწლავის ჩხირი, რიკეტსიები, კლებსიელა, ვირუსები.
45
ინფექციური ენდოკარდიტის პათოგენეზი და შედეგობრივი გართულება?
ვითარდება ინტერსტიციული ვალვულიტი, არაბაქტერიული ენდოკარდიტი, შემდეგ ინფექცია აღწევს ენდოკარდიუმში, იწვევს სარქვლების ინფექციურ დაზიანებას (ენდოკარდიტი), მასთან ერთად ვითარდება ბაქტერემია და თრომბოემბოლია.
46
ჩივილები ინფექციური ენდოკარდიტისას?
ტემპერატურის მატება, შემცივნება, საერთო სისუსტე, ძლიერი ოფლიანობა, თავის ტკივილი, მადის დაქვეითება, სიგამხდრე, გულის ფრიალი, ტკივილი გულის არეში, სახსრების და კუნთების ტკივილი.
47
ინფექციური ენდოკარდიტის ინსპექცია?
კანი მოყვითალო-ფერმკრთალი, წერტილოვანი სისხლჩაქცევები კანში, პირის ღრუს ლორწოვანაზე და კონიუნქტივაზე, ჩნდება სისხლჩაქცევები მანჟეტის ან ლახტის გადაჭერისას წინამხარზე და ჩქმეტისას; თითები დოლისებური, ფრჩხილები მინისებური; აღინიშნება ოსლერის კვანძები და ჯენუერის ლაქები ხელისა და ფეხის გულებზე.
48
რა არის ლუკინის სიმპტომი?
სისხლჩაქცევები კონიუნქტივაზე.
49
რა არის რუმპელ-კონჩალოვსკის ნიშანი?
მანჟეტის/ლახტის გადაჭერისას წინამხარზე სისხლჩაქცევების გაჩენა.
50
ინფექციური ენდოკარდიტისას პალპაცია? პერკუსია?
-გაძლიერებულია მწვერვალის საძგერი და გადაწეულია მარცხნივ. -საზღვარი გადაწეულია მარცხნივ.
51
ინფექციური ენდოკარდიტის აუსკულტაცია?
შესუსტებულია გულის ტონები, ბოტკინის წერტილში ისმინება მბერავი დიასტოლური შუილი, რომელიც გადადის აორტისა და ფილტვის არტერიისკენ.
52
ინფექციური ენდოკარდიტისას რა ემართება სხვა რეტროპერიტონეულ ორგანოებს?
ელენთა გადიდებულია, გამოდის ნეკნთა რკალიდან და რბილია პალპაციისას. ხშირია ელენთის ინფარქტი და ამ დროს მისი ზედაპირი უსწორმასწორო, მკვრივი და მტკივნეულია. ზიანდება თირკმლებიც, კეროვანი ნეფრიტის სახით.
53
რა გართულება შეიძლება განვითარდეს ინფექციური ენდოკარდიტისას?
თრომბოემბოლიები, რაც იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას.
54
ინფექციური ენდოკარდიტის ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული გამოკვლევები: იქსრეი, ეკგ, ექოკარდიოგრაფია, სისხლი, შარდი?
რენტგენი: გულის მარცხენა საზღვარი გადიდებულია. ეკგ: გამტარებლობის მოშლა. ექოკარდიოგრაფია: მანკის შესაბამისად სარქვლის გასქელება. სისხლში: ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოპენია, ფიბრინის, გამა-გლობულინების გაზრდა. გართულებისას: ლეიკოციტოზი მარცხნივ გადახრით, მონოციტოზი, თრომბოციტოპენია, ედსის აჩქარება. შარდში: მიკროჰემატურია, პროტეინურია, ცილინდრურია.
55
ინფექციური ენდოკარდიტის მკურნალობა?
ანტიბიოტიკები, გლუკოკორტიკოიდები, იმუნოთერაპია, დეზინტოქსიკაციური თერაპია; მანკის ჩამოყალიბებისას ქირურგიული მკურნალობა.
56
რა არის გულის მანკი?
გულის სარქვლის, ძგიდის ან სისხლძარღვების თანდაყოლილი ან შეძენილი ანომალიები.
57
როგორი თანდაყოლილი ანომალიებია გულის მანკისას?
ღიად შერჩენილი ბოტალოს სადინრის, ღიად შერჩენილი ოვალური ხვრელის, ფილტვის არტერიის სტენოზის, პარკუჭთაშორის ძგიდის დეფექტის და მათი კომბინაციები.
58
რა არის შეძენილი გულის მანკი?
გულის სარქვლოვანი აპარატის ანატომიური დაზიანება. ვლინდება რომელიმე ხვრელის სტენოზის ან სარქვლის ნაკლოვანების სახით.
59
რომლებია გულის შეძენილი მანკები?
მიტრალური სარქვლის ნაკლოვანება და მიტრალური ხვრელის სტენოზი, აორტის სარქვლის ნაკლოვანება და აორტის ხვრელის სტენოზი, სამკარიანის სარქვლის ნაკლოვანება და სამკარიანის ხვრელის სტენოზი.
60
გულის შეძენილი მანკების ეტიოლოგია?
რევმანტისმი, შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებები, ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადებები, ინფექციური ენდოკარდიტი, იშვიათად ტრავმა და სიფილისი.
61
რა განაპირობებს თრომბოემბოლიას ინფექციური ენდოკარდიტისას?
ინფექციური ენდოკარდიტი განაპირობებს დაზიანებული გულის სარქველებზე ან ენდოკარდიუმზე თრომბოციტების, ფიბრინის, ანთებითი უჯრედების მიმაგრებას, თუმცა ეს არცისე მყარი სტრუქტურა დროთა განმავლობაში სისხლის დაჯახებით შეიძელბა მოძვრეს და წავიდეს სისხლძაარღვებში, სადაც არის რისკი თრომბო ემბოლიის.