Respiratory (ninja) Flashcards

(62 cards)

1
Q

პნევმონიის გამომწვევი როგორ შეიძლება მოხვდეს სასუნთქში?

A
  1. ოროფარინგეალური ასპირაცია-ოროფარინქსის სეკრეტი საყლაპავის ნაცვლად ხვდება სასუნქ გზებში.
  2. კუჭის ასპირაცია-კუჭი-საყლაპავის ნორმოფლორა ამოდის და ხვდება სასუნთქ გზებში.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რატომ ხდება ასპირაცია?

A

დაქვეითებული GAG(ხახის) რეფლექსი, ხველის ან ყლაპვის რეფლექსი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

რატომ შეიძლება დაქვეითდეს მექანიზმები, რომლებიც გვიცავს ასპირაციისგან?

A
  1. ცნს-ის დაავადებები-ინსულტი, კრუნჩხვები, პარკინსონი…
  2. ცნს-ის დეპრესია-ვინც იღებს ოპიოიდებს, ბენზოდიაზეპინები..,ალკოჰოლი, სედაციური საშუალებები.
    ნებისმიერი საშუალება რაც ახდენს ნეიროკუნთოვან ბლოკადას.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

რომელი ბაქტერიაა ყველაზე მეტად საყურადღებო ასპირაციის რისკისას?

A
  1. klebsiella
  2. Anaerobes
  3. Staphylococcus Aureus.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

გარდა ასპირაციისა როგორ გამოიწვევა პნევმონია?

A

ინჰალაციით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

რომელი ბაქტერიებია პნევმონიის გამომწვევი ინჰალაციისას და რა სიტუაციაში?

A

ბევრ ხალხთან სიახლოვისას პნევმონია შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი ბაქტერიების ინჰალაციამ:
1. Mycoplasma
2. Chlamydia
3. influenza
4. +- Legionella(Water - hot tub, shower)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

რომელი სოკოვანი პათოგენები იწვევს პნევმონიას?

A
  1. კოკციდიომიკოზი
  2. ჰისტოპლაზმოზი
  3. ბლასტომიკოზი.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

რა მექანიზმი იწვევს მუკოცილიარული ესკალატორისთვის ხელისშემშლელ პირობებს?

A
  1. ლორწოს გასქელება, წამწამები ვეღარ ერევა დიდი ოდენობის ლორწოს და ვერ მიაქვს ზევით.
  2. წამწამების დაზიანება.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

რომელმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს მუკოცილიარული ესკალატორის დაზიანება, კერძოდ ლორწოს გასქელება და ამის შედეგად პნევმონიის განვითარება?

A
  1. ცისტური ფიროზი
  2. ბრონქიექტაზია.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რამ შეიძლება გამოიწვიოს მუკოცილიარული ესკალატორის დაზიანება, კერძოდ წამწამების დაზიანება და ამის შედეგად პნევმონიის განვითარება?

A
  1. COPD
  2. მოწევა
  3. ასაკის მატება.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

COPD-იან პაციენტში რომელი პათოგენი იწვევს ძირითადად პნევმონიას?

A
  1. H. Influenza
  2. Moraxella Catarrhalis.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

ცისტური ფიბროზის/ბრონქიექტაზიის მქონე პაციენტში რომელი პათოგენი იწვევს ძირითადად პნევმონიას?

A

ფსევდომონა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

პაციენტი რომელიც არის ასაკიანი+მწეველი, რომელი პათოგენია პნევმონიის გამომწვევი უპირატესად?

A

Legionella და S. pneumonia.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

ინტრავენურად ნარკომომხმარებლებისთვის რომელი პათოგენია პნევმონიის მიზეზი?

A

staphylococcus aureus-რომელიც გვაქვს კანზე, დაბინძურებული ნემსის გამოყენებისას არის რისკი აურეუსის სისხლში მოხვედრის და აქედან ფილტვებში გადასვლის, სადაც გამოიწვევს ინფექციას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

როდის არის მაღალი რისკი S. Aureus-ის გარდა IVDA-ისა?

A

H. Influenza-ს გადატანის შემდეგ, იმუნური სისტემა ოდნავ ქვეითდება და იზრდება აურეუსის რისკი, ანუ პოსტ-ინფლუენზას ინფექციებისას მაღალი რისკია აურეუსის.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

გარდა ასპირაციის, მუკოცილიარის დაზიანების, ინჰალაციის და სისხლით გადასვლისა, როგორ შეიძლება განვითარდეს პნევმონია?

A

თუ იმუნური სისტემის ფუნქცია დაქვეითებულია. ნორმაში პათოგენს სისხლში ებრძვის მაკროფაგი და სხვა იმუნური უჯრედები, ხოლო თუ ლიმფოციტების რაოდენობა, მაკროფაგების რაოდენობა შემცირებულია, იმუნიტეტი დაქვეითებულია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

რა მდგომარეობები იწვევს იმუნოკომპრომეტირებულ პირებში პნევმონიის განვითარებას?

A

HIV; Diabetes; CKD(chronic kidney disease); Alchoholism; post-transplantation; immunosuppresive medication-TNF-alpha inhibitors, steroids.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

თუ ადამიანი იმუნოკომპრომეტირებულია რომელი მიკრობებია მაღალი რისკის მქონე?

A
  1. ფსევდომონა.
  2. ლეგიონელა.
  3. PJP-Pneumocystis jirovecii pneumonia(fungus). განსაკუთრებით ადამიანებში HIV-ით, როცა CD4<200.
  4. CMV-Cytomegalovirus.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

რომელი პნევმონიები ვიცით მათი შეძენის ტიპის მიხედვით?

A
  1. საზოგადოებაში შეძენილი პნევმონია.
  2. საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

რომელია ხშირი გამომწვევი საზოგადოებაში შეძენილი პნევმონიის?
და თუ საავადმყოფოში აღოაჩინეს პნევმონია რა არის Key point რითიც მივხვდებით hospital არის თუ community acquired?

A

-Streptococcus pneumonia.
-2 დღეზე ნაკლები თუ არის საავადმყოფოში და ამ დროს აღმოაჩნდა, მაშინ არის community acquired.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
21
Q

რომელია საავადმყოფოში შეძენილი პნევმონია?

A

როცა საავადმყოფოში იყოფებოდნენ 48 სთ-ზე მეტი ხნის განმავლობაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
22
Q

რომელია ყველაზე ხშირი HAP?

A

VAP-ventilator-associated pneumonia.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
23
Q

როგორ პაციენტებს ემართებათ VAP?

A

რომელთაც აქვთ ენდოტრაქეალური მილი სასუნთქ გზებში 2 დღეზე მეტ ხანს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
24
Q

რომელი პათოგენები იწვევს VAP-ს?

A
  1. MRSA-Methicillin-Resistant Staphylococcus Aureus.
  2. Pseudomonas.
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
25
რა არის VAP-ის რისკ ფაქტორები?
1. კუჭის მჟავიანობის დამთრგუნველები-ICU ში ხშირად აძლევენ პაციენტებს მედიკამენტებს(PPI, H2ra), რაც დათრგუნავს კუჭის მჟავის პროდუქციას, რათა არ მოხდეს წყლულების განვითარება. თუმცა ეს მედიკამენტები ზრდის კუჭის pH-ს, სადაც ბაქტერიები უკეთ ცოცხლობენ, ამიტომ რაიმე მიზეზით რეფლუქსის შენდეგ ეს ბაქტერიები გაძვრება ETT-ის კიდეებში და მოხვდება ფილტვებში, სადაც გამოიწვევს პნევმონიას. 2. decreased suction (შემცირებული შეწოვა)-შემცირებული უნარი რომ სასუნთქი გზებიდან ამოვიდეს პათოგენები სეკრეტთან ერთად. ამ პათოგენების დაგროვება განაპირობებს შემდგომ ინფექციის განვითარებას. 3. პაციენტი იღებს სედაციურ მედიკამენტებს და დაქვეითებული აქვს თუნდაც ხველების რეფლექსი. 4. განვითარებულია დამბლა.
26
ანუ მოკლედ რო ითქვას რა ზრდის VAP-ის რისკს? რა არის აუცილებელი რომ ეს განვითარდეს? გამომწვევივ პათოგენი?
-კუჭის მჟავიანობის შემცირება; შემცირებული ამოსვლა პათოგენების(suction); გაზრდილი სედაცია და დამბლა. -ETT 2 დღეზე მეტი დროით. 1. MRSA. 2. Pseudomonas.
27
ტიპიური პნევმონიის გამომწვევი ბაქტერიები?
1. Streptococcus pneumonia 2. Klebsiella 3. haemophilus influenza 4. staph aureus. 5. pseudomonas... და ბევრი სხვა.
28
ატიპიური პნევმონიის გამომწვევი პათოგენები და რით განსხვავდება ტიპიურის პათოგენებისგან?
ტიპიურ პნევმონიას აქვს მრავალი გამომწვევი ბაქტერია, ხოლო ატიპირს აქვს სპეციპიკური ქვეჯგუფი: 'MCL' და ვირუსები. 1. Mycoplasma 2. Chlamydophilia 3. Legionalla
29
განსხვავება ატიპურ და ტიპურ პნევმონიას შორის?
ატიპური პნევმონიისას არ ვგვხვდება ისეთი კლასიკური სიმპტომები რაც ახასიათებს კლასიკურ პნევმონიას, ამ დროს არის ზედა სასუნთქი გზების ინფექციის მსგავსი სიმპტომები.
30
რას მოიცავს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების მსგავსი სიმპტომები?
1. თავის ტკივილები 2. რინორეა 3. ყელის ტკივილი 4. ყურის ტკივილი 5. ოდნავ მაღალი სიცხეები 6. მიალგია 7. ართრალგია
31
რისი გამოწვევაა დამახასიათებელი მიკოპლაზმა პნევმონიისთვის?
ტიმპანური მემბრანის(ყურის ბარაბანის) ინფექცია, ბულოზური მირინგიტი და ატიპიური სიმპტომები, რაც ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს აახასიათებს.
32
რა ხდება როცა გვაქვს ტიპური პნევმონია ფილტვის დაახლოებით მესამედში?
როცა ფილტვის მესამედში გვაქვს ბაქტერიები და ანთება მიმდინარეობს, ფილტვები გამოყოფს ციტოკინებს-IL1, IL6, TNF-alpha. ისინი მოქნედებენ ჰიპოთალამუსზე, რომელიც წევს ტემპერატურად(ძალიან მაღალი ტემპერატურები), რადგან ბაქტერია განადგურდეს, და იწვევს შემცივნებას.
33
რაზეა დამოკიდებული ოქსიგენაცია ნორმაში და როცა ტიპური პნევმონიისას ალვეოლები ჩირქით ივსება?
ნორმაში კარგი ოქსიგენაცია დამოკიდებულია 2 კომპონენტზე: ალვეოლის ვენტილაცია(V) და პერფუზია(Q) (პულმონარული არტერიებით კარგად მიდის სისხლი ალვეოლებამდე). მაგრამ როცა ალვეოლები ჩირქითაა სავსე, პერფუზია კარგია, თუმცა ვენტილაცია არის დაქვეითებული(რადგან ალვეოლებში შეღწევა უჭირს ჟანგბადს). და როცა პერფუზია ნორმაა, ხოლო ვენტილაცია დაქვეითებული ამას ეწოდება V/Q mismatch. ეს კი თავის მხრივ იწვევს ჰიპოქსემიას, რაც განპირობებულია ჩირქით სავსე ალვეოლებით.
34
ალვეოლებში არსებული ჩირქის გამო, რა სიმპტომები იქნება დამახასიათებელი პნევმონიისთვის?
მაღალი სიცხეები, შემცივნებითი კანკალი, ჟანგბადის დაბალი სატურაცია.
35
ალვეოლებში არსებული ჩირქის გამო მიღებული ჰიპოქსიის შედეგად რა ხდება გულში და ფილტვებში?(სიმპტომატიკა და მექანიზმი)
ალვეოლებიდან სისხლში გადასული მცირე ოდენბით ჟანგბადის გამო ვითარდება ჰიპოქსია, ეს სისხლი ხვდება მარცხენა წინაგულში და შემდეგ მარცხენა პარკუჭში, შემდეგ აორტაში, სადაც განლაგებულია ქემორეცეპტორები, რომლებიც აღიქვამენ ჟანგბადის კონცენტრაციას სისხლში და როცა დაბალლია, ისინი გზავნიან იმპულსებს ცნს-ში. მოგრძო ტვინი ზრდის სისხლის გადასროლას გულიდან ფილტვებში, რათა გაიზარდოს პერფუზია და ზრდის სუნთქვის სიხშირეს, რათა გაიზარდოს ვენტილაცია. ანუ იზრდება გულის ცემის სიხშირე, სუნთქვის სიხშირე და სიღრმე.
36
ანუ ალვეოლებში არსებული ჩირქის გამო რა სიმპტომები ვითარდება?
ტაქიპნოე, დისპნოე, ტაქიკარდია, ჰიპოქსემია, ცხელება და შემცივნება კანკალით.
37
რა ხდება თუ პნევმონია მოიცავს ბრონქებსა და ბრონქიოლებს?
ბრონქები და ბრონქიოლები ძლიერ ინერვირებულია(ნოციცეპტორები, ხველების რეცეპტორები), ამიტომ როცა აქ არის ანთება, და ღიზიანდება რეცეპტორები, ცნს-ს აწვდიან სტიმულს. ცნს ხვდება რომ დიდი რაოდენობითაა ლორწო, სეკრეტი, ამიტომ ხველა აქტიურდება, რათა მოხდეს მათი ამოხველება. ამიტომ ბრონქების და ბრონქიოლებისას გვაქვს პროდუქტიული ხველა. +ლორწოვანი ჩირქოვანი ნახველი, მაღალი სიცხეები, შემცივნებითი კანკალი, ჰიპოქსემია, რეფლექსური ტაქიკარდია, ტაქიპნოე, პლევრიტული ტკივილი.
38
რა ხდება როცა ანთება მიმდინარეობს ფილტვის პარენქიმაში პლევრასთან ახლოს?
როცა პლევრა ღიზიანდება ან ანთებაა, აქ არის ტკივილის რეცეპტორები, რომლებიც ღიზიანდება და იმპულსს გადასცემენ ცნს-ს, ამიტომ მათ აქვთ სუნთქვისას ტკივილი გულის არეში(გულმკერდის პლევრიტული ტკივილი).
39
ფილტვებში შეიძლება იყოს ჰაერი და შეიძლება იყოს სითხის კონსოლიდაცია, რომელში უფრო სწაფად და კარგად ხდება გადაადგილება?
სითხეში უფრო სწრაფად და კარგად ხდება გადაადგილება.
40
ალვეოლებში კონსოლიდაციისას როგორია პერკუსია? აუსკულტაცია?
-დაბლაგვებული პერკუსია. -უნდა ვათქმევინოთ(ninety nine) და ვუსმენ კონსოლიდაციის ადგილს, და ამ დროს ძალიან სუფთად გავიგებთ 99-ს, როცა არ უნდა ისმინებოდეს სუფთად, რადგან ჰაერი უშლის ხელს სუფთად მოსმენას და თუ სუფთად ისმის ე.ი. სითხეა. ამას ეწოდება positive bronchophony(ბრონქოფონია). და ვათქმევინოთ e და როცა მივალთ კონსოლიდაციის ადგილას, მოსმენისას e გადადის a ბგერაში. ეწოდება-positive Egophony/ეგოფონია. ჩურჩულით დავათვლევინოთ "1,2,3" და ნორმაში ეს ჩურჩული არ უნდა გვესმოდეს, მაგრამ კოსოლიდაციის ადგილებში აუსკულტაციისას გარკვევით ისმის 1,2,3 ჩურჩულით და ამას ჰქვია: whispered pectoriloquy. tactile fremitus - ტაქტილური ხმაური: ჰიპოტენარის მიდამოთი ვამოწმებთ კონსოლიდაციის ადგილს, ნორმაში ჰაერით სავსე ფილტვებიდან მოდის ვიბრაცია, კონსოლიდაციისას კი ეს ვიბრაცია მატულობს, ანუ არის increased tactile fremitus.
41
რა ხდება როცა გვაქვს პნევმონია ერთ-ერთ წილში და არის ლოკალიზებული ანთება?
ლოკალიზებული ანთების პირობებში კაპილარები იქნება ჟონვადი, დილატირებული და სითხეები დაიწყებს პლევრაში გაჟონვას.
42
რა მსგავსება და განსხვავებაა parapneumonic effusion(გამონაჟონი)-სა და ემპიემას შორის?
ორივე მათგანისას გვაქვს ფილტვის წილში ლოკალური ანთება და შედეგად პლევრის ღრუში გამონაჟონი, თუმცა parapneumonic effusion არის სტერილური, მასში არ არის ბაქტერია, ხოლო ემპიემისას გამონაჟონში არის ბაქტერიები.
43
ანაერობების, აურეუსისა და კლებსიელას ასპირაციის შედეგად როგორ შეიძლება განვითარდეს და გაუარესდეს პნევმონია?
ინფექცია ვითარდება ფილტვში, მაგრამ ბაქტერია, განსაკუთრებით ანაერობები იქცევიან ჭკვიანურად, და ქმნიან ფილტვის წილში შემოსაზღვრულ კედლებს, ამიტომ ღრუსავვით იქმნება რაც ჩირქით არის სავსე და გარედან ამ ჩირქს აკრავს ბაქტერიებისგან შექმნილი კედელი, რასაც ვუწოდებთ ფილტვის აბსცესს.
44
რა არის ARDS?
როცა ვითარდება ანთება მრავალ წერტილში-ალვეოლებში, ბრონქიოლებში და არ მოიცავს ერთ წერტილს არამედ იფანტება მთლიანად, დიფუზურად(დამახასიათებელია ბრონქოპნევმონიისთვის). ხდება გაფანტვა, ამან შეიძლება გამოიწვიოს ARDS(Acute respiratory distress syndrome)-მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.
45
როგორ ვითარდება სეფსისი პნევმონიის შედეგად?
როდესაც გვაქვს მძიმე ფორმით პნევმონია, ზოგიერთი ბაქტერია ფილტვებიდან გადადის ცირკულაციაში(ბაქტერემია, მაგრამ ეს ყოველთვის სეფსისს არ ნიშნავს), მაგრამ უკვე თუ სისხლში გადასული გამოიწვევს ორგანოების უკმარისობას, ამ შემთხვევაში უკვე ვითარდება სეფსისი(სიმპტ. ჰიპოქსემია, დაბალი წნევა, ტაქიკარდია, ტაქიპნოე, სიცხეები). ეს იმიტომ ხდება რომ ვითარდება ვაზოდილატაცია, იზრდება კაპილარების გამტარობა, საიდანაც გამოდიან პათოგენები და შედეგად გვაქვს დაბალი MAP(mean arterial pressure), ანუ დაბალი საშუალო არტერიული წნევა გულის ციკლში, რის გამოც მცირდება ორგანოების პერფუზია და ამის შედეგად გვაქვს MSOF(Multi System Organ Failure). ამის ფონზე ირღვევა კოაგულაციური სისტემა, მცირდება თრომბოციტების რაოდენობა(რაც თრომბის წარმოქმნას განაპირობებს) და ვითრდება სისხლდენა, რასაც ეწოდება DIC(Disseminated intravascular coagulation)-აქტიურდება კოაგულაციური ფაქტორები, ბევრი მიკროთრომბი წარმოიქმნება მთელს ორგანიზმში, ეს ორგანოთა პერფუზიას ხელს უშლის და იხაარჯება კოაგულაციური ფაქტორები, მცირდება და ვითარდება შემდგომ უკვე სისხლდენები. საბოლოოდ პნევმონიის მქონე პაწიენტებს აქვთ სეფსისის საკმაოდ მაღალი რისკი, რაც შეიძლება შემდგომ გახდეს სეპტიური შოკის მიზეზი.
46
CAP და HAP-ის გამომწვევი ძირითადი პათოგენები?
CAP: S.Pneumonia HAP: MRSA. Pseudomonas.
47
როცა არის ზედა სასუნთქი გზების ინფექციისთვის დამახასიათებელი მახასიათებლები რომელ ლაბორატორიულ კვლევას ვატარებთ პირველ რიგში?
თუ არის რაიმე დამახასიათებელი ზედა სასუნთქი გზების ინფექციის, მაშინ პირველ რიგში უმჯობესია გავაკეთოთ R.V.P.-respiratory viral panel, რათა გამოვრიცხოთ Influenza, sars cov2(covid19), rsv და სხვა.
48
რომელ ლაბორატორიულ კვლევას ვატარებტ R.V.P-ის შემდეგ?
R.V.P.-ის შემდეგ შეგვიძლია შევამოწმოთ სისხლი. ხშირად როცა პნევმონია აქვთ ეს ააქტიურებს მათ იმუნურ სისტემას, გამოიყოფა ციტოკინები, აქტიურდება ძვლის ტვინი, იზრდება ლეიკოციტების პროდუქცია. ანუ თუ მომატებულია ლეიკოციტები, კერძოდდ ლიმფოციტების შემთხვევაში იქნება უფრო ვირუსული, ხოლო ნეიტროფილებისას-ბაქტერიული. ამისთვის ჩატარდება CBC(Complete Blood Count).
49
თუ გვაქვს ეჭვი მრავალი სისტემის ორგანოს უკმარისობაზე რომელ კვლევას ჩავატარებთ?
თუ მრავალი სისტემის ორგანოს უკმარისობაზე გვაქვს ეჭვი, მაშინ ეჭვი გვაქვს სეფსისზეც. ამ დროს ვამოწმებთ BMP(basic metabolic panel)-თუ არის რაიმე რაც მიგვანიშნებს მწვავე დაზიანება თირკმლების, თუ არის გაზრდილი BUN(blood urea nitrogen), თუ არის მომატებული კრეატინინი. ამ ყველაფრით ვგებულობთ თუ არის ორგანოების უკმარისობა, ანუ პნევმონია იწვევს თუ არა სეფსისს. BMP ზე ასევე შეიძლება იყოს Na-ის დაბალი დონე, თუ Na-ის დაბალი დონეა, არის ხანდაზმული პაციენტი, მწეველი, იმუნოკომპრომეტირებული და კაშირი აქვს დაბინძურებულ წყალთან, მაშინ უნდა იყოს Legionella.
50
რატომ ტარდება შარდის ანტიგენების ტესტი?
ზოგჯერ პნევმონიისას პათოგენი შეიძლება გადავიდეს სისხლში, აქედან გადავიდეს თირკმლებში, გაიფილტროს და წავიდეს შარდში, სადაც შეიძლება შარდის ანტიგენების ტესტის ჩატარება.
51
შარდის ანტიგენების ტესტისას უფრო რომელ პათოგენებზეა ეჭვი?
S.pneumonia და Legionella.
52
როგორ შეიძლება ღვიძლზე იმოქმედოს პნევმონიის გამომწვევმა პათოგენებმა?
ფილლტვებიდან-->სისხლი-->ღვიძლი, სადაც შეიძლება lfts(Liver Function Tests)-ისას გამოჩნდეს გამობურცულობები და არის მომატებული lfts. და ამ დროს თუ პაციენტს აქვს ჰიპონატრემია, გულისრევა, ღებინება, დიარე, ხანდაზმულია, ეწევა, იმუნოკომპრომეტირებულია და კავშირშია დაბინძურებულ წყალთან, უნდა ვიფიქროთ Legionella-ზე.
53
რას ვაკეთებთ თუ სეფსისზე გვაქვს ეჭვი?
სისხლის ანალიზი, რათა შემოწმდეს, რომ პათოგენი არ მოხვედრილა ცირკულაციაში.
54
როგორ გავარკვიოთ კონკრეტულად რომელი პათოგენია პნევმონიის გამომწვევი?
ნახველის კულტურით. მაგ. არის S. pneumonia, სხვა ანტიბიოტიკების ნაცვლად, კონკრეტული პათოგენისთვის დავნიშნავთ ანტიბიოტიკს.
55
ლობარული პნევმონიისას რომელია ძირითადად პათოგენი?
S. pneumonia.
56
ბრონქოპნევმონიისას რომელია ძირითადად პათოგენი?
თუ არის CAP- Staph. Aureus Strep. Pneumonia H. Influenza Klebsiella. HAP- MRSA Pseudomonas.
57
ინტერსტიციალური პნევმონიისას რომელია ძირითადად პათოგენი და რომელია მათგან ყველაზე ხშირი?
ატიპიური პნევმონიისას გვხვდება და გამომწვევებია: MCL და ვირუსები. MCL- Mycoplasma Chlamydia Legionella ყველაზე ხშირია აქედან მიკოპლაზმა, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, რომლებიც საერთო საცხოვრებელში ცხოვრობენ, სადაც ახლო კონტაქტი აქვთ.
58
CAP-ის დროს, რა კრიტერიუმები გვაქვს რომ დავადგინოთ გავუშვათ პაციენტი სახლში თუ არა?
CURB 65. Confusion-პნევმონიის ერთ-ერთი გართულება შეიძლება იყოს ორგანოთა პერფუზიის დაქვეითება, მათ შორის ტვინის, რაც იწვევს დაბნეულობას და მენტალური სტატუსის ცვლილებას, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში. Uremia->20mg/dL-სისხლში მომატებული კონცენტრაცია შარდოვანასი. ამ დროს თირკმლის მწვავე დაზიანება, რადგან თირკმლის პერფუზიაა დაქვეითებული. (7 - 20 mg/dL normal level). RespiratoryRate->30breath per minute. (12-20 normal). Blood Pressure is low-1. SBP<90 2. DBP<60 65+ (age)-მაღაცლი რისკია ყველაზე უარესი შედეგის. ჯამში ყველა მათგანი 1/0 ქულით რომ შეფასდეს და შევკრიბოთ ეს ქულები ასეთი შედეგის ვარიაციები შეიძლება მივიღოთ: 0-1-უფრო დარწმუნებით ვიტყვით რომ არ არის სეფსისი, მრავალი სისტემის ორგანოთა უკმარისობა. შეგვიძლია სახლში გავგზავნოთ, ანუ იქნება - CAP (out-pt). 2-უფრო საეჭვო პაციენტია, პოტენციურად შეიძლება მოხდეს დეკომპენსაცია, შეიძლება ინტენსიური ზრუნვის განყოფილება არ სჭირდება, თუმცა სჭირდება დაკვირვება. იქნება - CAP (NON-ICU). 3+-ამ შემთხვევაში უკვე ძალიან კარგი, ინტენსიური დაკვირვება სჭირდებათ მათ, არც სახლში ვუშვებთ, რადგან არიან საფრთხის ქვეშ. იქნება - CAP (ICU).
59
როგორ ვუმკურნალებთ CAP (out-pt)-ს?
1. მაკროლიდების ჯგუფი (მაგ. აზითრომიცინი) ან დოქსიციკლინი (რომელის მიეკუთვნება ტეტრაციკლინებს). 2. რესპირატორული ფტორქინოლონები - თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში ვიყენებთ თუ არის რაიმე თანმხლები დაავადება ან პაციენტმა ბოლო 90 დღის განმავლობაში უკვე მიიღო რაიმე ტიპის ანტიბიოტიკი. სხვა შემთხვევაში პირველ ვარიანტს ვიყენებთ.
60
როგორ ვუმკურნალებთ CAP (NON-ICU)?
1. მაკროლიდების ჯგუფი ან დოქსიციკლინი + ბეტა-ლაქტამი(მაგ. ცეფტრიაქსონი). 2. რესპირატორული ფტორქინოლონები.
61
როგორ ვუმკურნალებთ CAP (ICU)?
1. მაკროლიდები (მაგ. აზითრომიცინი) + ბეტა ლაქტამი. 2. რესპირატორული ფტორქინოლონები + ბეტა ლაქტამი.
62
როგორ ვუმკურნალებთ HAP?
MRSA - ვანკომიცინი ან ლინეზოლიდი. Pseudomonas - პიპერაცილინ-ტაზობაქტამი(pip-tazo), ცეფეპიმი, ამინოგლიკოზიდები(მაგ. ტობრამიცინი, გენტამიცინი)-(თუმცა უმჯობესია თავი ავარიდოთ, რადგან ცუდად მოქმედებს თირკმლებზე). თუ გვყავს პაციენტი: HIV+, CD4 <200, ვეჭვობთ PJP-ს, მკურნალობა - ტრიმეტოპრიმი-სულფამეთოქსაზოლი.