11 - შემთხვევის მართვა Flashcards
(22 cards)
სოც. მუშაობის მიმართულებები (ანუ, ვისთან მუშაობენ სოც, მუშაკები?)
- ინდივიდები
- ოჯახები
- ჯგუფები
- თემები
- ორგანიზაციები
- საკანონმდებლო დონეზე მუშაობა
რა არის შემთხვევის მართვა?
მრავალსაფეხურიანი პროცესი. ბენეფიციარის საჭიროებების დადგენა და საჭირო რესურსებით (მომსახურებებით) უზრუნველყოფა.
შემთხვევის მართვის ზოგადი ეტაპები:
- ინდ. საჭიროებების შესწავლა
- რესურსების პოვნაში დახმარება
- ინდივიდისა და გარემოს ურთიერთობის ხელშეწყობა (ადაპტირება, მოგვარება)
- გარე ორგანიზაციების მხრიდან ინდივიდის საჭიროებების დაკმაყოფილება
შემთხვევის მართვის ზოგადი მონახაზი, ეტაპები:
- შეფასება
- დაგეგმვა
- ინტერვენცია
- მონიტორინგი, შედეგების შეფასება
რა მოდელს ეფუძნება შემთხვევის მართვა და რას გულისხმობს ის?
ზოგადი ინტერვენციის მოდელი.
მისი მიზანია პრობლემის გადაჭრა და სოც. ცვლილების მოხდენა.
შემთხვევის მართვის 7 საფეხური:
- მომართვა
- შეფასება
- სამოქმედო გეგმა
- გეგმისგანხორციელება
- შედეგების შეფასება/მონიტორინგი
- პროგრესის გადახედვა/დასრულება
- შემთხვევის დახურვა
რა ეტაპებს მოიცავს შეფასების (#2) პროცესი?
*მომზადება
*ინფორმაციის მოგროვება (ყველა მხრიდან)
*ინფორმაციის ანალიზი
*ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენა
*შემდგომი ნაბიჯები
,,ძაბრისებრი’’ მიდგომა?
ჯერ ღია შეკითხვების დასმა, ბენეციფიარს საშუალებას ვაძლევთ, ისე მოყვეს, როგორც სურს და შეუძლია.
მერე ჩვენი კითხვებით მიმართულების მიცემა, დამაზუსტებელი კითხვების დასმა.
ბოლოს კი დახურული შეკითხვები ზუსტი და კონკრეტული ინფორმაციის მისაღებად
რა ფაქტორებს ეყრდნობა ინდივიდუალური შეფასება?
მაგ.:
ემოციური მდგომარეობა
სტრესთან გამკლავების უნარი
პასუხისმგებლობის დონე
პრობ. მუშაობის მოტივაცია
ადეკვ. განსჯის უნარი
ძლიერი მხარეების კონცეფცია რას ემყარება?
- კლიენტებს აქვთ ზრდისა და ცვლილების პოტენციალი
- იციან, რომ მნიშვნელოვანია პრობლემების დადგენა და გადაჭრა
- თავს გაართმევენ სირთულეებს, არიან მედეგნი.
შეფასების მეთოდები?
- ინტერვიუ (სხვად. სახის)
- ფსიქო. ტესტები -
- დაკვირვების წარმოება
- დოკუმენტების შეგროვება
- გრაფიკული მეთოდები
- სტანდარტიზებული ინსტრუმენტები (საცხ. პირობების შეფასება, ა.შ.)
სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბება?
-მიზნების განსაზღვრა, ნაბიჯ-ნაბიჯ რაღაცების დაგეგმვა (კლიენტის თანხმობით და მიის ჩართულობით)
-ნაბიჯ-ნაბიჯობით უფრო მარტივია შფოთის შემცირება, რადგან ზუსტად ეცოდინებათ, რა უნდა გააკეთონ
-შეფასების პროცესსა და მოქმედების მართლა დაწყებას შორის შუა საფეხურია.
-გეგმა უნდა შეესაბამებოდეს კლიენტს, სოც. მუშაკსა და სააგენტოსაც.
-მიზნების დეტალურობა (როგორც SMART ანალიზი)
დაგეგმვის ეტაპები:
- საკითხის განმარტება, ამოცნობა
- მიზნების დასახვა
- გეგმის შემუშავება
- ნაბიჯების განსაზღვრა
- პროგრესს როგორ შევაფასებთ?
- შეჯამება
ინტერვენციის განხორციელება (#4), მთავარი მიზანი?
შესაძლებლობების განვითარება, რათა შეძლოს ცხოვრებაში დამოუკიდებალდ მოქმედება.
მომსახურების მიწოდების მაგალითები: ინდ. სესიების ჩატარება სხვადასხვა საკითხებზე და უნარების განვითარებისთვის, ა.შ.
მიღწევების შეფასება (#5)?
სოც. მუშაკი შეისწავლის ცვლილებას კლიენტის შეხედულებებსა და ცხოვრების წესში.
მიღწევების შეფასების საშუალებები?
- მონიტორინგი - მიმდინარე გადამოწმება, ხორციელდება თუ არა გეგმის შესრულება
მეთოდები: ოჯახში ვიზიტები, დაკვირვება, ინტერვიუები, შეხვედრები
- გადახედვა - ოჯახის პროგრესის შესაფასებლად გორმალური შემოწმებები, 3-6 თვიანი ინტერვალებით
- ეფექტიანობის შეფასება - ყველა შედეგის შეფასება, დაჯამება’’
დასრულება (#6)?
შედეგების შეფასება თავდაპირველ მიზნებთან.
დაშორებისას იმის თქმა, რომ ურთიერთობა სრულდება, რადგან კლიენტს უკვე შეუძლია დამოუკიდებლად გაართვას თავი და წარმართოს საკუთარი ცხოვრება.
გადახედვა/ შემთხვევის დასრულება (#7)?
შესრულების დონის შეფასება
ცვლილებების შენარჩუნების გზების დაგეგმვა
ინტერვენციის სახეები?
- პირდაპირი ჩარევა (ბენეფიციარის განათლება, დახმარების აღმოჩენა, მხარდაჭერა, შესაძლებლობების მოძიება)
- ინფორმაციის მიცემა და გადამისამართება
- გუნდური ჩარევა (შემთხვევის კონფერენცია)
- არაპირდაპირი ჩარევა
არაპირდაპირი ჩარევის გზები?
- ოჯახს შიგნით ურთიერთობების გამოსწორება
- თანადგომის ქსელის განვითარება
- რესურსების მოპოვება
- ახალი რესურსების განვითარება
- სოციალური ცვლილებები და ადვოკატობა
ბარიერები მიზნის მიღწევის გზაზე?
კლიენტის შიდაპიროვნული ფაქტორები:
-შიში
-შფოთვა
გარემო ფაქტორები
-ოჯახი, მეგობრები
-ორგანიზაციული, საკანონმდებლო შეზღუდვები