7- ბავშვთა მიმართ ძალადობა Flashcards
(21 cards)
ბავშვთა მიმართ ძალადობის სახეები:
- ფიზიკური
- სექსუალური
- ფსიქოლოგიური/ემოციური
- უგულებელყოფა
ბავშვთა მიმართ ძალადობის განმარტება
ნებისმიერი ქმედება, რომელიც აკნინებს ან დაზიანებით ემუქრება ბავშვის ფიზიკურ და ფსიქიკურ კეთილდღეობას, საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას და განვითარებას
ბავშვისადმი ცუდად მოპყრობა რას გულისხმობს?
არაადეკვატურ მოვლას, რომელსაც რეალური ან პოტენციური ზიანი მოაქვს.
ბავშვთა მიმართ ძალადობის 3 კომპონენტი:
- მოზრდილის გარკვეულ ქცევას (ან არქონას) ბავშვის მიმართ
- ამ ქცევამ (ან არარსებობამ) უნდა მიაყენოს ბავშვს ფსიქ. ფიზ. ზიანი
- მოზრდილის ქცევასა და ბავშვზე მიყენებული ზიანს შორის პირდაპირი კავშირი უნდა იყოს
რა იგულისხმება ფიზიკურ ძალადობაში?
- ბავშვისთვის ფიზ. ტკივილის მიყენება ან სხეულის დაზიანება
- დარტყმა, ხელის კვრა, სხეულის დაზიანება, ტრავმის მიყენების მცდელობა
- აღმზრდელობითი მიზნით წამოთაქება, სილის გაწვნა…
რა არის ფიზიკური ძალადობის ნიშნები?
- მოზრდილი ადამიანების შიში
- მოულოდნელი ხმების შიში
- შიშის რეაქცია სხვა ბავშვის ტირილზე
- უკიდურესობები ქცევაში (ძლიერი აგრესიულობიდან უკიდურეს პასიურობამდე)
- კრიტიკაზე მტკივნეულად რეაგირება
- სახლიდან გაქცევები
- თვითდესტრუქცია
- ,,დამნაშავის’’ ქცევა (დანაშაულების ჩადენა)
- ამინდის შეუფერებელი ტანსაცმელი აცვია (იფარავს კანის ზედაპირს)
ფიზიკური ძალადობის სიგნალები (როგორ ეტყობა ბავშვს ფიზიკურად?)
- მრავალრიცხოვანი, სხვადასხვა ფერის ჩალურჯებები
- ახსნის არარსებობა, როგორ წარმოიქმნა ჩალურჯებები
- ბავშვს არ გაეწია სათანადო დახმარება
- ტრავმა გაუფასურებულია (უჰ, მერე რა’’)
ბავშვთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში რა იგულისხმება?
- ეროტიული ელფერის ალერსი
- თვალთვალი
- პორნოგრაფიული სურათების გადაღება
- პორნოგრაფიული ჟურნალების თვალიერების ნებადართვას ან ხელშეწყობას
- ღია საუბრებს სექსზე ბავშვის ცნობისმოყვარეობის გაღვივების მიზნით
ბავშვზე სექსუალური ძალადობის შედეგები:
- დანაშაულის და სირცხვილის გრძნობა
- სექსუალური ხასიათის თამაშები
- ხშირი მასტურბაცია
- ენკოპრეზი და ენურეზი
ბავშვებზე სექსუალური ძალადობის რეალობა
- მოძალადეების უმრავლესობა - ჰეტეროსექსუალი მამაკაცი, ოჯახის ახლობელი
*საზოგადოების ყველა ფენაში
*ოჯახის წევრები მალავენ/აიგნორებენ
ფსიქოლოგიური ძალადობა
სიტყვიერი და/ან ქცევითი ზემოქმედება, რაც ბავშვში შიშის, დამცირების, მარტოობის და სხვა ზიანის გამომწვევი მდგომარეობის გამოწვევა
ემოციური ძალადობა?
ბავშვის ემოციებით მანიპულირება მისი კონტროლის, დამორჩილების მიზნით:
მუქარა, დამამცირებელი სახელით მიმართვა, შეკითხვის უპასუხოდ დატოვება, უსამართლოდ ქცევების დაბრალება…
რა დარღვევები მოჰყვება ემოციურ ძალადობას?
- მეტყველების დარღვევები
- ჯანმრთელობის პრობლემები (თავის, მუცლის ტკივილი და ა.შ.)
- ენკოპრეზი, ენურეზი
- მავნე ჩვევები (თითის წოვა, რწევა)
- ტყუილები
- მისი ასაკისთვის არაადეკვატურობა
- პასიურობა
- მოზრდილზე ზედმეტად დამოკიდებულობა
უგულებელყოფა:
მშობლის მიერ შემდეგი საჭიროებების უგულებელყოფა:
ფიზიკური
ფსიქოლოგიური
საბაზისო განათლება
საფრთხისგან დაცვა
ბავშვის დაბადების რეგისტრაცია
სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა
უგულებელყოფის ნიშნები ბავშვებში:
- სიგამხდრე
- ქრონიკული დაავადებები
- გამომეტყველება
- ფიზიკურ და გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა
- მოუწესრიგებელი გარეგნობა
- კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები
- დაღლილობა, ძილიანობა
- სკოლაში არარეგურალურად სიარული, ,,ავიწყდებათ ბაღში’’
- ჰიგიენის ელემენტარული ჩვევების უქონლობა
ეკონომიკური ძალადობა (უგულებელყოფაში შედის)
შემდეგი უფლებების შეზღუდვა:
*საკვები, საცხოვრებელი
- შრომის უფლებები
- საკუთრების უფლებები
*კუთვნილი წილის განკარგვა
იძულება:
იძულებითი ქორწინება
ნივთიერებათა მოხმარება
მოწყალების თხოვნა
შრომით საქმიანობაში ჩართვა
ბავშვის მიერ მოპოვებული თანხის ნაწილობრივ/მთლიანად თანხის მითვისება
ზოგადი ფსიქოპორტრეტი ბავშვისა, რომელიც ძალადობის მსხვერპლია:
- დაბალი თვითშეფასება
- საკუთარი თავის დადანაშაულება
- ძალადობის უარყოფა
- ძალადობის მიმღებლობა
- მარტოობის განცდა
- სიძნელეები სკოლაში
- სტრესული რეაქციები (ძილის დარღვევა, დეპრესია, თავის ტკივილი, ა.შ.)
მშობლები, როგორც რისკ ფაქტორები:
*ცხოვრებისადმი აპათიური დამოკიდებულება
*ბავშვობაში თავად იყო ძალადობის მსხვერპლი
- ნივთიერებათა ავადმოხმარება
- ემოციური კონტროლის პრობლემები
- მიდრეკილება დეპრესიისადმი
- ცოლ-ქმრული კონფლიქტი
- აღზრდის მკაცრი სტილი
- გამოუცდელობა და უცოდინრობა ბავშვის აღზრდის შესახებ
- ძალიან ახალგაზრდა მშობლები
- ბავშვის ქცევაზე ნაკლებრეაგირება
რეფერალური მექანიზმის მიზნები რა არის ძალადობაგადატანილ ბავშვთან მიმართებით?
- ბავშვის დაცვა, დახმარება, რეაბილიტაცია
- საჭირო პროცედურების კოორდინირებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება