დემოკრატია და მოქალაქეობა Flashcards
(27 cards)
რას ნიშნავს მოქალაქეთა ჩართულობა?
მოქალაქეთა უფლებაა აირჩიონ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.
სახელმწიფოს ნიშან-თვისებებია?
ტერიტორიული საზღვრები, ხელისუფლება/მთავრობა, კანონები, ფინანსური რესურსები, შეიარაღებული ძალები და პოლიცია.
სამოქალაქო საზოგადოების ცნება:
სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული განმარტება ლარი დაიმონდს ეკუთვნის.სამოქალაქო საზოგადოება-ესაა ორგანიზებული საზოგადოებრივი ცხოვრების სფერო,რომელიც თვითწარმოქმნადია,თვითგანვითარებადია,სახელმწიფოსგან ავტონომიურია და შეკრულია საკანონმდებლო წესრიგით ან გაზიარებულ წესთა ერთობლიობით.
საქართველოში საკრებულო კომპლექტდება
პროპორციული და მაჟორიტარული წესით არჩეული დეპუტატებისგან
თანამედროვე კონსტიტუციების მიხედვით ხელისუფლების განაწილების სისტემებია?
საპრეზიდენტო მმართველობა, საპარლამენტო მმართველობა და ჰიბრიდული მმართველობა.
ე.წ კარგი მმართველობის პირობებში
—მთავრობა უნდა ყალიბდებოდეს და იცვლებოდეს არჩევნების და საარჩევნო კონკურენციის შედეგად გარკვეული პერიოდულობით;
—დაცული უნდა იყოს უმცირესებოის უფლება.უმრავლესობა გადამწყვეტია გადაწყველებეის მიღების პროცესში,თუმცა უმცირესობა იტოვებს უფლებას დარჩეს საკუთარი პრინციპების ერთგული და ამისთვის არ დაისაჯოს.
—მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა იყოს საზოგადოების წინაშე და მუდმივად მიყურადებული საზოგადოებაში არსებული ინტერესების და შეხედულებების გათვალისწინებაზე.
ჩამოთვლილთაგან რომელი ინსტიტუციაა უშუალოდ ადამიანის უფლებათა დაცვაზე ორიენტირებული საქართველოში?
საქართველოს სახალხო დამცველი.
თანამედროვე მსოფლიოში არსებობს საარჩევნო სისტემის:
მაჟორიტარული, პროპორციული და შერეული ფორმები.
რა არის ადვოკატირება?
ადვოკატირება საზოგადოების ინტერესების დაცვის მეთოდია, რომელსაც იყენებენ საზოგადოებისთვის სასარგებლო ცვლილებების მისაღწევად.
საპარლამენტო მმართველობის პირობებში?
ძალაუფლების უდიდესი ნაწილი თავმოყრილია პარლამენტის ხელში.
ჟან ჟაკ რუსოს შეხედულების თანახმად რისი საფუძველი უნდა იყოს ადამიანთა შორის ,, საყოველთაო ნების არსებობა’’?
რუსო მიიჩნევდა რომ მთავარია მოქალაქეთა შორის შეუდრეკელი და მტკიცე საყოველთაო ნება ჩამოვაყალიბოთ რაც ყველაზე კარგი საფუძველია იმისათვის, რომ ადამიანი პირდაპირ დაუკავშირდეს საკუთარი თავის მართვა-გამგეობას და საამისოდ უარი თქვას ყოველგვარი შუალედური ინსტიტუტების არსებობაზე. ამ საყოველთაო ნების ჩამოყალიბება უნდა იყოს რუსოსთვის საზოგადოებრივი ხელშეკრულების ადამიანთა თანხმობის ფორმირების საფუძველიც.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად?
ყველა ბრალდებული მიიჩნევა უდანაშაულოს კანონის შესაბამისად დამნაშავედ ცნობამდე’’.
რით განსხვავდება ერთმანეთისგან ერის სამოქალაქო და ეთნო-კულტურული გაგება?
ერის სამოქალაქო გაგების მიხედვით ერის წევრად ცხადდება ქვეყნის ყველა მაცხოვრებელი,განურჩევლად სისხლისმიერი წარმოშობისა,თუ რელიგიური კუთვნილებისა,თუკი მას გააჩნია კონკრეტული სახელმწიფოს მოქალაქეობა და მზად არის დაიცვას ამ სახელმწიფოში არსებული კანონები.
ერის ეთნოკულტურული გაგება’‘თანახმად ერის წევრი არის ის პირი,ვინც ამა თუ იმ ერის წევრია წარმოშობით და სისხლით ნათესაობით და არა მოქალაქეობით.
რას გულისხმობს ელექტრონული მმართველობის კონცეფცია?
eleqtronuli mmarTvelobis koncefcia ki moqalaqeTa CarTulobis SesaZleblobas qmnis saxlidan gausvlelad, minimaluri danaxarjebis gaRebiT. ელექტრონული მმართველობა ასევე გულისხმობს საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებას სამთავრობო სერვისების მიწოდების გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად, ადმინისტრაციული პროცესების გამარტივებასა და მოქალაქეებსა და სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების გასაუმჯობესებლად. ელექტრონული მმართველობის მიზანია გამოიყენოს ციფრული ინსტრუმენტები და პლატფორმები რათა მთავრობის ოპერაციები გახდეს უფრო ეფექტური, გამჭვირვალე და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.
რას ნიშანავს მოქალაქეთა ჩართულობა
მოქალაქეთა უფლება აირჩიოთ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
რა არის გაეროს ბავშვთა ფონდის მისია საქართველოში?
გაეროს ბავშვთა ფონდი საქართველოს ეხმარება ბავშვთა დაცვის,ჯანმრთელობისა და განათლების სფეროებში სახელმწიფო სოციალური რეფორმის განხორციელებაში.
სახელმწიფოთა ტერიტორიული მოწყობის ტრადიციული ფორმებია?
უნიტარული,ფედერაციული და კონფედერაციული სახელმწიფო
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის თანახმად:
ყველა ბრალდებული მიიჩნევა უდანაშაულოს კანონის შესაბამისად დამნაშავედ ცნობამდე’’.
რა დანიშნულება და რა მიზნები აქვს არჩევნებს პოლიტიკურ პროცესებში?
—დემოკრატიის უზრუნველყოფა: არჩევნები წარმოადგენს დემოკრატიული პროცესის ძირითადი ნაწილის განხორციელებას. ისინი მოქალაქეებს აძლევენ უფლებას, აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები და მონაწილეობა მიიღონ ხელისუფლების არჩევაში.
—არჩევნების ჩატარება უზრუნველყოფს პოლიტიკური ძალების ლეგიტიმაციას და ანათებს მათ პოპულარობას საზოგადოებაში. არჩევნების შედეგები აჩვენებს, თუ რამდენად მისაღებია კონკრეტული პოლიტიკა და რას ფიქრობს საზოგადოება.
—არჩევნები უწყობს ხელს პოლიტიკური სტაბილურობის შენარჩუნებას. სუფთა და გამჭვირვალე არჩევნები ხელს უწყობს ნდობის დაცვას პოლიტიკური პროცესების მიმართ და იცავს სახელმწიფოებრიობას.
—არჩევნები ხელს უწყობს პოლიტიკური ძალების მიერ საზოგადოების ინტერესების ასახვას. ხმების მიცემა ეხმარება მოქალაქეებს გამოხატონ საკუთარი მოთხოვნები და პრობლემები.
—არჩევნები იძლევა ხელისუფლების წარმომადგენლების პასუხს მათი მმართველობის ეფექტიანობაზე და მათი გადაწყვეტილებების შედეგებზე. ისინი უზრუნველყოფენ, რომ ხელისუფლება იყოს ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი საზოგადოებასთან.
საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკებია
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა
არჩევნების ძირითადი პრინციპებია
საყოველთაობა,თანასწორობა,პირდაპირობა და ფარულობა.
რას ეწოდება ხელისუფლების დანაწილების პრინციპი?
ხელისუფლების დანაწილების პრინციპი ეს არის ფუნდამენტური ცნება რომელიც მიზნად ისახავს ძალაუფლების კონცენტრაციის თავიდან აცილებას ერთ ხელისუფლებაში. ეს პრინციპი გულისხმობს რომ უნდა მოხდეს ხელისუფლების დანაწილება საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებად.
ჩამოთვლილთაგან რომელი მიეკუთვნება ე.წ. მეორე თაობის უფლებებს?
სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული უფლებები
.აღმსარებლობის თავისუფლება
არის ადამიანის უფლება, ჰქონდეს და გამოხატოს თავისი რელიგიური ან სარწმუნოებრივი შეხედულებები, როგორც საჯაროდ, ისე პირადად. ეს ნიშნავს, რომ ადამიანი თავისუფალია რელიგიის არჩევაში, რწმენის გამოხატვაში, რელიგიურ პრაქტიკებში ჩართვაში, ან რელიგიური ან სარწმუნოებრივი აზრების გავრცელებაში, და ასევე, ამ პროცესში არაა subject to ზეწოლა ან რეპრესიები.აღმსარებლობის თავისუფლება ითვლება ერთ-ერთ ძირითად უფლებად, რომელიც საერთაშორისო მექანიზმებით (მაგალითად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით) არის დაცული.