კვლევა Flashcards
(15 cards)
ცვლადი
ის რა ინფორმაციასაც ვაგროვებთ დაკვირვების ელემენტზე-სქესი, ასაკი, ეთნიკური კუთვნილება….
დამოკიდებული ცვლადი
ცვლადი ექსპერიმენტში,რომელიც დამოკიდებულია დამოუკიდებელ ცვლადზე,შემთხვევათა უმრავლესობაში დამოკიდებული ცვლადი ქცევის გარკვეული საზომია
რა არის კროსტაბულაცია?
ხშირად გამოყენბადი ფუნქცია,რომელიც spss მეშვეობით შეგვიძლია ჩავატაროთ არის კროსტაბულაციური ანალიზი.კროსტაბულიაციები გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გვინდა დავადგინოთ არის თუ არა ორ კატეგორიულ ცვლადს შორის კავშირი. მაგალითი:ვთქვათ მოსახლეობის 57% უყურებს სერიალებს, 43% კი - არა. ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პროცენტული განაწილება კავშირშია სხვა ცვლადთან, მაგალითად, დამოკიდებულია რესპონდენტების სქესზე.კროსტაბულაციური ანალი კი გვეტყვის რამდენი პროცენიტი მამაკაცებისა უყურებს სერიალს და რამდენი ქალებისა?
რესპონდენტი ვინ არის
არის ადამიანი, რომელიც პასუხობს კითხვებს, გამოკითხვებს, ინტერვიუებს ან სხვა სახის კვლევით პროცესებში იღებს მონაწილეობას. ეს შეიძლება იყოს გამოკითხვის მონაწილე, ფოკუს-ჯგუფის წევრი, ან სხვა ადამიანი, რომელიც აწვდის ინფორმაციის ნაკრებს კვლევის ავტორს.
- ჰიპოთეზა რა არის
არის წინასწარი ვარაუდი ან მოსაზრება, რომელიც წარმოდგენილია როგორც შესაძლო პასუხი კონკრეტულ კვლევით კითხვაზე. ეს არის მეცნიერული ან თეორიული წინადადება, რომელიც უნდა იყოს გამოცდილი და ანალიზირებული იმისთვის, რომ დადგინდეს მისი სისწორე ან მცდარობა.
კორელაცია
სტატისტიკაში – ორ ან მეტ ცვლადს შორის კავშირი,
SPSS
პირდაპირ არის გამოყენებადი უშუალოდ რაოდენობრივი მონაცემების გასაანალიზებლად
რაოდენობრივი კვლევა
არის კვლევის მეთოდი, რომელიც მიზნად ისახავს ობიექტური, რიცხობრივი მონაცემების შეგროვებას და ანალიზს. ამ ტიპის კვლევა ძირითადად ითვალისწინებს მონაცემების რაოდენობრივ მონაცემებზე (ციფრები, პროცენტული მაჩვენებლები, სტატისტიკა) დაყრდნობას, რაც საშუალებას იძლევა მიღებული შედეგების ზოგადი ანალიზი და სტატისტიკური დამტკიცება.
(ქეისი:რა გავლენას ახდენს დისტანციური მუშაობა თანამშრომლის კმაყოფილებაზე?
კვლევის მიზანი,* კვლევის მეთოდოლოგია;* კვლევის მეთოდი
* ინსტრუმენტი;* შესაბამისი ამოცანები;* შერჩევის მოცულობა-
ტრანსკრიფტი
სადაც აუდიო ჩანაწერი ქაღალდზე გადაგვაქვს.
რა არის პირველი ნაბიჯი მეცნიერული კვლევისა?
მეცნიერული კვლევის პირველი ნაბიჯი არის პრობლემის ან კვლევის საკითხის განსაზღვრა.
ნვივო
ვივო არის ოფიციალურად პროგრამა რომელიც გამოიყენება თვისებრივი მონაცემების დასამუშავებლად.
დამოუკიდებელი ცვლადი
ცვლადი,რომლითაც მანიპულირებენ ექსპერიმენტში,დამოკიდებულ ცვლადზე მისი გავლენის განსაზღვრის მიზნით.
თვისებრივი კვლევა
თვისებრივი კვლევა არის კვლევის მეთოდი, რომელიც გამოიყენება ადამიანთა მცირე ჯგუფის სიღრმისეული შეხედულებებისა და მოსაზრებების შესაგროვებლად.
კვლევის ალგორითმი
ეს არის სქემა თვითონ ციკლის (მრგვალად რომ გვაქვს შემოხაზული);კვლევის ალგორითმი არის სტრუქტურირებული პროცესი ან ეტაპები, რომლის საშუალებითაც ხდება კვლევის განხორციელება, მონაცემების შეგროვება, ანალიზი და შედეგების გამოტანა.