ფსიქოლოგია (1) Flashcards
(18 cards)
რა არის მიახლოების გრადიენტი?
მოთხოვნილება მით უფრო ძლიერდება და ძნელი შესაკავებელი ხდება,რაც უფრო ახლოა მისი დასაკმაყოფილებელი საგანი.ამას ეწოდება მიახლოების გრადიენტი.
განმარტეთ რა არის ემოცია?
ემოცია არის გრძნობა ან განცდა, რომელიც ადამიანის ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ მდგომარეობას გამოხატავს კონკრეტულ სიტუაციაში. ემოციები გავლენას ახდენენ ჩვენს ქცევაზე, აზრებზე და გადაწყვეტილებებზე. ისინი შეიძლება იყოს პოზიტიური (მაგალითად, სიხარული, სიყვარული, მადლიერება) ან ნეგატიური (მაგალითად, შიში, სევდა, ბრაზი).
ჩამოთვალეთ ყურადღების ძირითადი თვისებები:
ყურადღღების ძირითადი თვისებებია:
1)მოცულობა-ესაა ობიექტის რაოდენობა,რომელიც საკმარისი სიცხადით შეიძლება მოიცვას ყურადღებასმ მყისიერად,შეზღუდულ დროში.
2)ყურადღების გადანაცვლება-ეს თვისება ყურადღების ერთი ობიექტიდან ან მოქმედებიდან მეორეზე სწრაფი გადატანის ან გადანაცვლების უნარში მჟღავნდება.
3)ყურადღების განაწილება-მისი ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით წარმართვაში მდგომარეობს.მაგალითად(ორი ხელით როიალზე დაკვრა).სანამ ეს მოქმედება ერთ სტრუქტურად ჩამოყალიბდება,მისი ყოველი ელემენტი (თითოეულილ ხელის მოძრაობა კლავიატურაზე,ფეხების დაჭერა პედლებზე)ცალკე მოქმედებაა და ყურადღების სწრაფი გადატანის გზით ხორციელდება.
4)გამძლეობა-ეწოდება ყურადღების ხანგრძლივ წარმართვას ერთი და იმავე მიმართულებით,ერთი და იმავე ობიექტზე.სუსტი გამძლეობის ყურადღებას,რომლისთვისაც აუცილებელია ობიექტების ხშირ-ხშირი შეცვლა,ლაბილურს უწოდებენ,ხოლო დიდი გამძლეობის მქონე ყურადღებას,რომელიც ერთი მიმართულებით დიდი ხნით უწყვეტ ფიქსაციაში მდგომარეობს-სტაბილურს.
5)ყურადღების გადაუხრადობის მაგალითია:როცა აზროვნების პროცესში ყურადღების გადახრა უფრო ადვილად ხდება,ვიდრე აღქმის დროს.
ყურადღების ობიექტური ფაქტორები-
1)ინტენსიობა და სიდიდე-ასეთია ძლიერი გამაღიზიანებლები(კაშკაშა შუქი,ძლიერი ბგერა,ელვა,ქუხილი,გასროლის ხმა,მძაფრის სუნი და ა.შ)
2)სიახლოვე,განცალკევება,კონტრასტი-ახლოს მდებარე საგნები უფრო იქცევიან ჩვენს ყურადღებას.ქუჩაში ჩვენს ახლოს გავლილს მეტ ყურადღებას მივაქცევთ,ვიდრე შორს მიმავალს;აუდიტორიაში ახლოს მჯდომს ძალაუნებურად მეტ ყურადღებას ვაქცევთ და ა.შ.ტყის პირას განცალკევებულ ხეს ყველა ამჩნევს,მაგრამ ტყეში ასეთივე ხეები სულაც არ იზიდავს ჩვენს ყურადღებას.
3)სიახლე,ცვლილება,მოძრაობა-საქმე ისაა,რომ ყურადღებას იზიდავს ყოველივე,რაც სუბიექტისთვის ახალია,უჩვეულოა,მოულოდნელია და მაშასადამე ისიც რაც შეცვლილია,რაც მოძრავია.უცვლელი,ჩვეული,ყოველდღიური ყურადღებას აჩლუნგებბს,ხოლო ახალი ამბავი ფაქტი ან შეცვლილი გარემო პირიქით,ამახვილებს მას.
4)მოთხოვნილება და ინტერესი-მაგალითად:მშიერი ყურადღება აქცევს იმას,რაც საჭმელთან არის დაკავშირებული-უმალვე შენიშნავს საჭმლის სუნს.ის რაც გვაინტერესებს აუცილებლად ყურადღებას იწვევს.
5)განწყობა-ყურადღების წარმართვის ძლიერ ფაქტორს განწყობა წარმოადგენს.ცნობილია რომ დაღლილი ღრმად ჩძინებული დედისთვის (რომელსაც ძლიერი გამღზიანებელიც ვერ აღვიძებს)სრულიად საკმარისია მისმა ბავშვა ძილში დაიკვნესოს,დაახველოს ან ცხვირი დააცემინოს,რომ მან უმალვე გაიღვიძოს.
6)ნებისყოფა-ნებისმიერი ყურადღების მამოძრავებელს კი ნებისყოფა წარმოადგენს.
რაც შეეხება იმ ფაქტორებს რომლებიც ერთმნიშვნელოვნად ნეგატიურად მოქმედებენ ყურადღებაზე,განსაკუთრებით აღსანიშნავია მობეზრებისა და მოყირჭების განცდა.ასევე სპეციფიკურად მოქმედებს აფექტი.ასევე ყურადღებაზე შემაფერხებლად მოქმედებს დაღლილობა.
რას შეისწავლის პათოფსიქოლოგია?
პათოფსიქოლოგია შეისწავლის ფსიქიკის ანომალურ,პათოლოგიურად შეცვლილ ფორმებს,რაც თავს იჩენს ფსიქიკურ დაავადებათა შემთხვევებში.
ტაქსისის განმარტება?
თანდაყოლილი ქცევის პირველად ფორმას,მას ტაქსისი ეწოდება და,უპირველესად,უმარტივეს ერთუჯრედოვან ორგანიზმებს ახასიათებს.ტაქსისი იმაში მდგომარეობს რომ ორგანიზმი ან უახლოვდება,ან განერიდება გარკვეულ გამღიზიანებელს.მაგალითად,მწერებს საღამოთი იზიდავს ანთებული ლამპარი,რაც ტაქსისის გამოვლინებაა.ტაქსისი ორგანიზმის პირველადი რეაქციაა გარემოს ერთ გამღიზიანებელზე.
რა არის აპნოე და ნარკოლეფსია?
აპნოე- ძილის დროს სუნთქვის შეჩერება. ხშირად ეს ემართებათ ჭარბწონიან ადამიანებს. სუნთქვის შეჩერების მომენტში ადამიანი იღვიძებს და მალევე იძინებს. მაგრამ იმის გამო, რომ ღამის განმავლობაში ეს მრავალჯერ მეორდება, იგი გამოუძინებელი რჩება.
ნარკოლეფსია- ამ დროს ადამიანს დღისით მოულოდნელად ერევა ძილი. ეს ხდება სწრაფი ძილის ფაზაზე და რაკი ამ დროს სხეული თითქმის პარალიზებულია , იგი კარგავს კონტროლს მოძრაობაზე. ადამიანი შეიძლება პირდაპირ ჩაიკეცოს იქ სადაც დგას.
რას გულისხმობს ნარკოტიკების მიმართ ტოლერანტობა?
ნარკოტიკების მიმართ ტოლერანტობა (Tolerance) ნიშნავს ორგანიზმის უნარს დროთა განმავლობაში შეეგუოს ნარკოტიკულ ნივთიერებას, რის შედეგადაც საჭიროა უფრო დიდი დოზა იგივე ეფექტის მისაღწევად.
ეგოცენტრული მეტყველება რა არის?
სკოლამდელი ასაკის ბავშვთა მეტყველების განსაკუთრებული ფორმა, ბავშვის ლაპარაკი საკუთარ თავთან.
ძილის ფაზები?
ძილს 5 საფეხური აქვს. მათ შორის, 4 ღრმა ანუ ნელი ძილის საფეხურია. ხოლო ერთი კი სწრაფი ძილის საფეხურია.
—ნელი ძილის საფეხურზე თვალი თითქმის წყვეტს მოძრაობას. გულისცემა და სუნთქვის სიხშირე მნიშვნელოვნად კლებულობს. აღინიშნება კუნთების საგრძნობი მოდუნება და ტვინში ნივთიერებათა ცვლის დაცემა 25-% მდე.
—სწრაფი ძილის საფეხურზე პირიქით , გულისცემა , ტვინში ნივთიერებათა ცვლა და მისი ელექტროფიზიოლოგიური აქტივობა იმდენად იზრდება , რომ ოდნავ აღემატება კიდევაც ღვიძილის მდგომარეობას. ამის პარალელურად სხეული აბსოლუტურად უძრავ მდგომარეობაში , კუნთური ტონუსი მკვეთრად დაცემულია .
დისლექცია რა არის?
დისლექცია-კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით — სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება.
რა კომპონენტებისგან შედგება ქცევის შინაარსი?
ქცევის შინაგან სტრუქტურას,მის შინაარს აყალიბებს მოთხოვნილება,მოტივი,მიზანი და გეგმა.
რას გულისხმობს მასალის მოცულობის კანონი?
მასალის მოცულობის ზრდა იწვევს დასასწავლად საჭირო დროის გახანგრძლივებას და დასასწავლად საჭირო გამეორებათა რიცხვის ზრდას.
რა არის ექსპლიციტური და იმპლიციტური მეხსიერება?
ძველი ფსიქოლოგიის დაყოფას ნებისმიერ და უნებლიე მეხსიერებად დღეს ექსპლიციტურს და იმპლიციტურს უწოდებენ.ერთ შემთხვევაში დამახსოვრებისა და აღდგენის პროცესი ცნობიერად მიმდინარეობს,მეორეში-ცნობიერის გარეშე.
როგორ მოქმედებენ სტიმულანტები/დეპრესანტები ჩვენს ცნობიერზე?
დეპრესანტები - ეწოდება ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, რომლებიც აწყნარებენ ადამიანს, აცხრობენ აგზნებას , ხსნიან ტკივილს და ხშირ შემთხვევაში ეიფორიასაც განაცდევინებენ ადამიანს.მათ მიეკუთვნება: ტრანკვილიზატორები( დამაწყნარებელი საშუალებები), ძილის აბები, ალკოჰოლი და ოპიატები. ალკოჰოლი თავდაპირველად ადამიანზე სტიმულანტის სახით მოქმედებს:
სტიმულანტები- ამაგზნებელი ნივთიერებებია. მათ მიეკუთვნება: კოფეინი, ნიკოტინი, ამფეტამინები და კოკაინი. კოფეინს შეიცავს ყველაზე გავრცელებული სასმელები- ჩაი და ყავა. მათ სუსტი მატონიზირებელი ეფექტი აქვთ. ნიკოტინი პირველ რიგში ხსნის სტრესს და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ ცოტა ხანსი ნორადრენალინის გამოყოფასთან ერთად მატულობს ტვინის აქტივობა. ეს გრძელდება რამდენიმე ათეული წუთის განმავლობასი, რის შემდეგაც მწეველს უჩნდება სურვილი, რომ კვლავ მოწიოს.
რას შეისწავლის ბიჰევიორიზმი?
ბიჰევიორიზმი ფსიქოლოგიური მიმართულებაა, რომელიც შეისწავლის ადამიანის და ცხოველების ქცევას
აფექტის განმარტება?
აფექტი წარმოადგენს ერთბაშად წამოჭრილ,სწრაფად წარმავალ და უკიდურესად ინტენსიურ ემოციას,რომელიც მისი განცდის მომენტში ეუფლება პიროვნებას,წარმართავს მის ქცევას და ძლიერი სხეულებრივი გამოვლინებებით ხასიათდება.ამ დროს ადამიანი ობიექტურად ვერ აფასებს შექმნილ მდგომარეობას.
განმარტეთ რეფლიქსი რა არის?
რეფლექსი ეწოდება ორგანიზმის საპასუხო რეაქციას გამღიზიანებელზე, რომელსაც ცენტრალური ნერვული სისტემა ახორციელებს და აკონტროლებს.