გარიგებები Flashcards
(53 cards)
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის
ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
გარიგება არის სამართლებრივი ფაქტობრივი შემადგენლობა, რომელიც შედგება
ერთ ან რამდენიმე ნების გამოვლენისაგან, აგრეთვე, სხვა პირობებისგან, რომელიც აუცილებელია, რომ მიღწეულ იქნეს სამართლებრივი შედეგი
გარიგებისა და ნების გამოვლენის დამოკიდებულება.
გარიგება არ არის ნების გამოვლენის იდენტური!
ნების გამოვლენა არის გარიგების ერთ_ერთი მნიშნვალოვანი, მაგრამ მხოლოდ იშვიათად ერთადერთი შემადგენელი ნაწილი (მაგ. ანდერძს შედგენა ან მინდობილობის გაცემა არის როგორც გარიგება, ასევე, ნების გამოვლენა)
როგორც წესი, გარიგების შემადგენელი ნაწილებია რამდენიმე ნების გამოვლენა, განსაკუთრებით, ხელშეკრულების შემთხვევაში, და სხვა გარემოებები, მაგალითად, →
გარიგების ფორმის დაცვა, მესამე პირების თანხმობა, კანონიერი წარმომადგენლების თანხმობა არაქმედუუნარობის შემთხვევაში- ადმინისტრაციული ორგანოს თანხმობა და ა.შ. მაშასადამე, გარიგების ცნება უფრო მეტის მომცველია, ვიდრე ნების გამოვლენა.
გარიგების სამართლებრივი შედეგი მოიცავს არა მხოლოდ ხელშეკრულების მხარეთა ნებიდან, არამედ, კანონიდან გამომდინარე შედეგებს, (მაგალითად,
გამყიდველის მოვალეობანი → ნაკლული ნივთის გაყიდვისას).
რა ტიპის გარიგებების სახეებს განასხვავებენ?
ცამხრივ და ორმხრივ გარიგების ტიპებს
ცალმხრივი გარიგების პირველ ჯგუფს განეკუთვნება ის გარიგებები, რომელთა
სამართლებრიივ შედეგი მეორე მხარის მიერ ნების გამოვლენის მიღებით მიიღწევა (სსკ-ის 51-ე მუხლის 1-ელი ნაწილი) მაგ. ხელშეკრულების შეწყვეტა, შეცილება და ა.შ
ცალმხრივ გარიგებათა მეორე ჯგუფისათვის დამახასიათებელია, რომ
ისინი იურიდიულ ძალას იძენენ ერთი პირის მიერ ნების გამოვლენის შედეგად,მაგ. ანდერძის შედგენა ან ჯილდოს საჯაროდ დაპირება.
მრავალმხირივი გარიგებების კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს
ხელშეკრულება, ამას გარდა, არის საერთო ქმედება, რომლის დროსაც რამდენიმე ნების გამოვლენა ხდება არა ურთერთმიმართებაში, არამედ მათ აქვთ საერთო მიზანი, მაგ. გაერთიანების დაფუძნება ან საზოგადოების დამფუძნებელთა საერთო გადაწყვეტილება
მავალდებულებელი გარიგების საფუძველზე წარმოშობა პირის ვალდებულება …
შეასრულოს განსაზრული მოქმედება ან თავი შეიკავოს მქომედებისაგან.
განკარგვითი გარიგების შედეგად - ხშირად მავალდებულებელი გარიგების შესასრულებლად- ხდება
სამართლებრივი სატუსის ცვლილება (მაგ. საკუთრების გადაცემა).
განკარგვითი გარიგებები ყველაზე მეტად დამახასიათებელია
სანივთო საამრთლისთვის, მაგამ ხგვხვდება აგრეთვე, ვალდებულებით სამართალში (მაგალითად,→ მოთხოვნის დათმობა, → ვალის პატიება).
თუ განკარგვითი ვალდებულების შესასრულებლად არ არსებობს ვალდებულება, მაშინ, როგორც წესი, წარმოიშობა მოთხოვნა →
უსაფუძვლო გამდიდრების წესების მიხედვით;
ე) კაუზალური და აბსტრაქტული გარიგებები.
როგორც წესი, ყოველ გარიგებას აქვს საფუძველი (causa) და არა მხოლოდ, ხშირად, სამართლებრივად უმნიშვნელო, ეკონომიკური ინტერესი.
სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით
,, მოძრავ ნივთზე საკუთრების გადასაცემად აუცილებელია, რომ მესაკუთრემ ნამდვილი უფლების საფუძველზე გადასცეს შემძენს ნივთი”. გამომდინარე აქედან, ქართული სამოქ. სამართალი არ იცნობს აბსტრაქციის პრინციპს, რომელსაც უკავშირდება გარიგებების დაყოფა კაუზალურ და აბსტრაქტულ გარიგებებად.
სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულია აბსტრაქტული გარიგებები, მაგალითად →
მოთხოვნის დათმობა, → ვალის პატიება და → ვალის არსებობის აღიარება.
გარიგება შეიძლება იყოს განსაზღვრული ნაკლის მატარებელი, რომელიც განზრახულ სამართლებრივ შედეგის დადგომას, მთლიანად ან ნაწილობრივ, დროებით ან მუდმივად, შეუძლებელს ხდის. ნაკლის არსიდან გამომდინარე, სამოქალაქო კოდექსი განასხვავებს გარიგებების ბათილობის სხვადასხვა ფორმებს:
ა) უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება
ბ) მერყევად ბათილი გარიგება
გ) საცილო გარიგება
უცილოდ ბათილი (არარა) გარიგება სსკ-ის მიხედვით
სსკ-ის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილად ითვლება მისი დადების მომენტიდან და არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგს (მაგ. პირის ქმედუუნარობა, კანონით დადგენილი წესისა და აკრძალვების, აგრეთვე, საჯარო წესრიგისაან ზნეობის ნორმების საწიმააღმდეგოდ დადებული გარიგება, მოჩვნეებით და თვალთმაქცური გარიგება)
მერყევად ბათილი გარიგებისთვის დამახასიათებელია ის გარემოება, რომ კანონი ითვალისწინებს
გარიგების დადების დროს არსებული ნაკლის ან შეცდომის გამოსწორებას და ამ გზით გარიგების ნამდვილად ქცევას (მაგ. არასრუწლოვანის მიერ კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგება; გარიგებები, რომლებიც ნამდვილობისათვის საჭიროებენ მესამე პირების თანხმობას; წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე დადებული გარიგება
საცილო გარიგება
საცილო გარიგებები ნამდვილია მისი დადების მომენტში, მაგრამ მისი ბედი დამოკიდებულია გარიგების მეორე მხარის ან უფლებამოსილი პირის → შეცილებაზე (მაგალითად, შეცდომითი, მოტყუებითი ან იძულებით დადებული გარიგებები. → გარიგების ბათილობა; → ნების გამოვლენა. → მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგება; → საკუთარ თავთან გარიგების დადების დაუშვებლობა.
გარიგების განმარტება (სსკ-ის 50-ე მუხლით)
გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ
რადგანაც ნების გამოვლენას სამართალი ასეთ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იგი უნდა აკმაყოფილებდეს განსაზღვრულ პირობებს.
ერთი მხრივ, დაცული უნდა იყოს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, კი ფორმალური წინაპირობები.
ნების გამოვლენის მატერიალურ წინაპირობებში იგულისხმება
პირის გონებრივი შესაძლელობა (ასაკი, ჯანმრთელობა)
ნების გამოვლენის ფორმალურ წინაპირობებში იგულისხმება
ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა. ნების გამოვლენის მაგვარ თვისებას, რომ იგი ვარგისია სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის, კანონი ნების გამოვლენის ნამდვილობას უწოდებს