{ "@context": "https://schema.org", "@type": "Organization", "name": "Brainscape", "url": "https://www.brainscape.com/", "logo": "https://www.brainscape.com/pks/images/cms/public-views/shared/Brainscape-logo-c4e172b280b4616f7fda.svg", "sameAs": [ "https://www.facebook.com/Brainscape", "https://x.com/brainscape", "https://www.linkedin.com/company/brainscape", "https://www.instagram.com/brainscape/", "https://www.tiktok.com/@brainscapeu", "https://www.pinterest.com/brainscape/", "https://www.youtube.com/@BrainscapeNY" ], "contactPoint": { "@type": "ContactPoint", "telephone": "(929) 334-4005", "contactType": "customer service", "availableLanguage": ["English"] }, "founder": { "@type": "Person", "name": "Andrew Cohen" }, "description": "Brainscape’s spaced repetition system is proven to DOUBLE learning results! Find, make, and study flashcards online or in our mobile app. Serious learners only.", "address": { "@type": "PostalAddress", "streetAddress": "159 W 25th St, Ste 517", "addressLocality": "New York", "addressRegion": "NY", "postalCode": "10001", "addressCountry": "USA" } }

პირები (ქმედუნარიანობა) Flashcards

(42 cards)

1
Q

ქმედუნარიანობა ეს არის

A

პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და იქონიოს, განახორციელოს სამოქლაქო უფლებები და მოვალეობები (მაგ. დადოს ხელშეკრულება).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რას უკავშირდება ქმედუნარიანობის წარმოშობა

A

სრულწლოვანების (18 წლის ასაკი) მიღწევისთანავე. ქმედუნარიანად ითვლება აგრეთვე პირი, რომელიც იქორწინებს თვრამეტი წლის ასაკის მიღწევამდე (საქორწინო ასაკად, გამონაკლის შემთხვევაში, მიჩნეულია 16 წელი).

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

ქმედუნარიანობის განსაზღვრისათვის საჭიროა ორი კომპონენტი:

A

ასაკი და ჯანმრთელობა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

7 წლამდე პირი არის

A

ქმედუუნარო

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

7დან 18 წლამდე პირი არის

A

შეზღუდულ ქმედინარიანი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ემანსიპაციის ქმედუნარიანობასთან კავშირი

A

ეს ის შემთხვევაა, როდესაც პირს, მართალია, ჯერ კიდევ არ მოუღწევია სრულწლოვანების ასაკამდე, მაგრამ განსაზღვრული პირობების არსებობისას სამართალი მას უთაბანბრებს სრულფლოვან პირებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

სამოქალაქო კოდესი ითვალისწინებს ემანსიპაციის ორ შემთხვევას, ესენია:

A

1) როცა 18 წლის ასაკს მიუღწეველი პირი იქორწინებს.

2) თუ კანონიერი წარმომადგენელი ნიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულოვანს საწარმოს ამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

16 წელს მიღწეული არასრულწლოვანი პირის ქორწინება დაიშვება ….

A

სასამართლოს თანხმობით ისეთი პატივსადები მიზეზის არსებობისას, როგორსაც წარმოადგენს ორსულობა და ბავშვის დაბადება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

ემანსიპაციის მეორე შემთხვევას ითვალისწინებს სსკ-ის 65-ე მუხლი, რომლის თანახმადაც

A

თუ კანონიერი წარმომადგენელი ანიჭებს თექვსმეტი წლის ასაკს მიღწეულ არასრულწლოვანს საწარმოს დამოუკიდებლად გაძღოლის უფლებას, მაშინ ამ სფეროსათვის ჩვეულერბვი ურთიერთბებშ იგი შეუზღუდავად ქმედუნარიანი ხდება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

როგორ შეიძლება შეიზღუდულოს ქმედუნარიანობა

A

ქმედუნარიანობის შეზღუდვა ხდება მხოლოდ კანონით გათვალისწინებული შემთხვევების არსებობისას, რომელსაც მოსამართლე წყვეტს. დაუშვებელია ქმედუნარიანობის შეზღუდვა გარიგებით.
პირველი, შეზღუდულ.ქმედუნარიანია პირი თუკი იგი არასრუწლოვანია, ან სრულწლოვანი რომელსაც სასამართლომ დაუწესა მზრუნველობა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

შეზღდულ ქმედუნარიანი პირი თავის ქმედუნარიანობაში უთანაბდრებდა

A

არასრულწლოვანს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

პირი რომელი ბოროტად იყენებს ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს და ამის გამო იგი ოჯახს მატერიალურ ზიანს აყენებს არის

A

შეზღუდულქმედუნარიანი

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

2015 წლის რეფორმის მიხედვით, რატომ შეიცვალა მიდგომა ფსიზიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების მიმართ

A

ცვლელებების მიზეზი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც არაკონსიტუციურად ცნო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამო პირების ქმედუნარიანობის შეზღუდვის საკანონმდებლო რეგულაციები.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ პრინციპულად
უარყოფს ადამიანისთვის ქმედუნარიანობის ჩამორთმევას. მათი თქმით, …

A

კონვენციით გათვალისწიენბული მოთხოვნებით, მხოლოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის გამო ადამიანისთვის არა თუ ქნედუნარიანობის ჩამორთმევა, არამედ ქმედუნარიანობის შეზღუდვაც კონვენციით დადგენილი მაღალი სტანდარტების საწიააღმდეგოდ მიიჩნევა.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

რა შემოვიდა ტერმინ ,,ქმედუუნაროს” ნაცვლად სამოქალაქო კონდექსში

A

,,ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირი (მხარდამჭერის მიმღები)”

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

,,მხარდამჭრის მიმღები” პირი მიიჩნევა ქმედუნარიან პირად, რომელსაც

A

ფსიქო-სოციალური საჭიროებების ინდივიდუალური შესწავლის საფუძველზე შიძლება, სასამართლომ დაუნიშNოს, მხარდამჭერი, ანუ პირი, რომელიც მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირად მიჩნევა ხდება

A

ინდივიდუალური შეფასების მიხედვით, რომელიც არ ეფუძნება მხოლოდ სამედიცინო მოდელს და მასში მნიშნველოვან ადგილს იჭერს სოციალური შეფასების სისტემაც.

18
Q

რით ეხმარება მხარდამჭერი ფსიქო-სოციალური საჭიროების პირს?

A

მხარდამჭერი მას დაეხმარება უფლებების რეალიზებასა და ინტერესების დაცვაში.

19
Q

ვინ ნიშნავს მხარდამჭერს?

A

სასამართლო,რ ომელიც ასევე განსაზღვრავს მხარდაჭერის ფარგლებსა და მხარდამჭერი პირის უფლება-მოვალეობებს.

20
Q

ვინ შეიძლება დაინიშნოს მხარდამჭერად?

A

პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს სამოქალაქოკოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.

21
Q

რას ითვალისწინებს სასამართლო მხარდამჭერის არჩევისას?

A

მის პიროვნულ თვისებებს. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას, ხოლო მხარდაჭერის მიმღების არასრულწლოვანების შემთხვევაში – აგრეთვე მისი მშობლის მითითებას.

22
Q

რა ვალდებულებები ეკისრება მხარდამჭერს?

A

მხარდამჭერი ვალდებულია თვალყური ადევნოს მხარდაჭერის მიმღების მუდმივ სამედიცნო მომსახურებას, დაადგინოს მისი სურვილები/არჩევანი და დაეხმაროს მას შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში, რაც გამოხატება გადაწვეტილების მისაღებად აუცილეებლი ინფორმაციის მიღებაში. მხარდაჭერის მიმღებისათვის გასაგები საკომუნიკაციო ფორმით მიწოდებაში.

მხარდამჭერი ვალდებულია მხარდაჭერის მიმღების მიერ გარიგების დადებისას დაეხმაროს მას გარიგების პირობებისა და სამართლებრივი შედეგების სრულყოფილად აღქმაში, თუ ეს სასამართლოს გადაწყვეტილებით არის განსაზღვრული.

23
Q

გამონაკლის შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მხარდამჭერის მიერ მხარდაჭერის მიმღების ნების გამოვლენა 1 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ობიექტურად შეუძლებელია და მის ნაცვლად გადაწყვეტილების მიღების აკრძალვა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მხარდაჭერის მიმღებს, რის უფლებას აძლევს სასამართლო მხარდამჭერს?

A

სასამართლო მხარდამჭერს უფლებას აძლევს, მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, დადოს აუცილებელი გარიგებებ

24
Q

რაზეა დამოკიდებული გარიგების ნამდვილობა თუ მხარდაჭრის მიმღები დებს გარიგებას?

A

თუ მხარდაჭერის მიმღები დებს გარიგებას სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე, გარიგების ნამდვილობა დამოკიდებულია იმაზე, შემდგომ მხარდამჭერი მოიწონებს თუ არა მას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღები ამ გარიგებით სარგებელს იღებს.

25
მხარდაჭერის მიმღების მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრული მხარდაჭერის მიღების გარეშე გარიგების დადებაზე ვრცელდება სსკ-ის _-ე და 6_-ე მუხლებით დადგენილი წესით.
სსკ-ის 64-ე და 66-ე მუხლებით დადგენილი წესით. (საცილოდ ბათილი გარიგება)
26
სსკ-ის 64 მუხლი:
უარი არასრულწლოვანის მიერ დადებულ გარიგებაზე. 1. არასრულწლოვანის მიერ დადებული ხელშეკრულების მოწონებამდე მეორე მხარეს აქვს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება. 2. თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.
27
სსკ-ის 66 მუხლი:
წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე დადებული გარიგების ბათილობა; ბათილია ცალმხრივი გარიგება, რომელსაც არასრულწლოვანი დებს კანონიერი წარმომადგენლის აუცილებელი თანხმობის გარეშე. ბათილია ასეთი გარიგება მაშინაც, როცა არსებობს კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა, მაგრამ არასრულწლოვანს არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი წერილობითი საბუთი, რის გამოც გარიგების მეორე მხარემ დაუყოვნებლივ თქვა მასზე უარი. ასეთი უარი დაუშვებელია, თუკი მეორე მხარე ინფორმირებული იყო კანონიერი წარმომადგენლის ამ თანხმობის შესახებ.
28
თუ მეორე მხარემ იცოდა პირის არასრულწლოვანობის შესახებ, მაშინ მას უარის თქმა შეუძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა
არასრულწლოვანი მას ატყუებდა, რომ წარმომადგენლისაგან მიღებული აქვს თანხმობა.
29
სარგებლის მომტანად არ არის მიჩნეული ორმხრივი ხელშეკრულებები, ვინაიდან
ასეთ ხელშეკრულებებში უფლებებს ყოველთვის უპირისპირდება მოვალეობები.
30
რომელ გარიგებს მიაკუთვნებენ ისეთს რომელსაც არასრულწლოვანი სარგებელს იღებს და მზრუნველის თანხმობა არ სჭირდება?
ჩუქებას, უპატრონო ნივთის მითვისებას.
31
არასრულწლოვანის მიერ დადებული ნამდვილი გარიგებების ჯგუფს განეკთვნება გარიგებები, რომელთა
დასადებად არასრულწლოვანმა განკარგა ის საშუალებანი, რომლებიც ამს გადასცეს კანონიერმა წარმომადგენლებმა ან ამ წარმომადგენლის თანხმობით -მესამე პირებმა, ამ მიზნით ანდა თავისუფალი განკარგვის მიზნით.
32
თუ კანონიერი წარმომადგენელი მოიწონებს შეზღუდული ქმედუნარიანობის მქონე პირის მიერ დადებულ გარიგებას, ეს გარიგება გახდება ნამდვილი. ამიტომ ასეთი გარიგებები განეკუთვნება ან
საცილო გარიგებებს, ან მერყევად | ბათილ გარიგებებს.
33
როგორ შეიძლება განვსაზღვროთ დელიქტუნარიანობა?
როგორც პირის უნარი, საკუთარი ნებითა და ოქნებით აგოს პასუხი მიყენებული ზიანისთვის.
34
ვინ აგებს პასუხს 10 წლის ასაკს მიუღწეველი პირის მიერ მიყენებული ზიანისთვის?
მის ნაცვლად მშობლები ან მეთვალყურეობაზე ვალდებული პირები არიან პასუხისგმებელი აანაზღაურონ ამ პირის მიერ მიყენებული ზიანი. მათი პასუხისმგებლობა გამოირიცხება თუ მეთვალყურეობაზე ვალდებულ პირებს არ შეეძლოთ ზიანის თავიდან აცილება.
35
აგებს თუა რა 10 წლის ასაკს მიღწერული, თუმცა არასრულწოვანი პირი პასუხს იმ ზიანისთვის, რომელიც მან სხვას მიაყენა?
დიახ აგებს 10 წელს მიღწერული არასრულწლოვანი პასუხს ზიანისთვის, გარდა იმ შემთხვევისა თუ მას არ შეეძლო თავისი მოქმედების მნიშვნელობა გაეგო, თუ მისი ქონება საკმარისი არ არის მიყენებული ზიანის ანაზღარუებისთვის, დამათებითი, ე.ი სუბსიდიური პასუხისმგებლობა დაეკისრება მის კანონიერ წარმომადგენენლებსაც.
36
მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მხარდაჭერის მიმღებს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა
მას სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა
37
თუ მხარდაჭერის მიმღებს სასამართლოს გადაწყვეტილებით მხარდამჭერი ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად დაენიშნა, მის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება
მხარდამჭერს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ამ ზიანის თავიდან აცილება შეუძლებელი იყო.
38
მხარდაჭერის მიმღების მიერ მიყენებული ზიანის ანაზღარუების ვალდებულება მხარდამჭერს არ დაეკისრება, თუ ის
დაადასტურებს, რომ მხარდაჭერის მიმღებს ზიანის მიყენების მომენტისათვის აღარ სჭირდებოდა მხარდაჭერა ზიანის მიყენების თავიდან ასაცილებლად.
39
როგორ შეიძლება გაუქმდეს პირის უფლებაუნარიანობა?
მხოლოდ მისი გარდაცვალების შემთხვევაში.
40
ირი გარდაცვლილად შეიძლება გამოცხადდე სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუმცა გრდაცვლილად გამოცხადება მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევაშია სესაძლებელი, რომელიც გაწერილია სამოქალაქო კოდექსში:
ა) საცხოვრებელ ადილას 5 წლის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობა მისი ადგილსამყოფლის შესახებ; ბ) ისეთ გარემოებაში დაიკარგა უგზო-უკვლოდ, რომელიც მის გარდაცვალებას უქადდა; ანდა გ) სავარაუდოა, რომ იგი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და 6 თვის განმავლობაში არ მოიპოვება ცნობები მის შესახებ.
41
სამხედრო მოსამსახურე ან სხვა პირი, რომელიც უგზო-უკვლოდ დაიკარგა საომარ მოქმედებასთან დაკავშირებით, შეიძლება სასამართლო წესით გამოცხადდეს გარდაცვლილად არა უადრეს
ორი წლის გასვლისა საომარი მოქმედების დამთავრების დღიდან. ასეთ შემთხვევებში სასამართლოს შეუძლია პირის სიკვდილის დღედ აღიაროს მისი სავარაუდო დაღუპვის დღე. მისი გარდაცვალების დღედ მიიჩნევა ის თარიღი, რომლითაც სასამართლო გადაწყვეტილება მისი გარდაცვალების შესახებ ძალაში იქნა შესული.
42
უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება - პირის გარდაცვლილად გამოცხადებას უსწრებს პირის უგზო-უკვლოდ გამოცხადება, რომელიც ორი გარემოების საფუძველზე ხორციელდება
ა) პირის ადგილსამყფელი უნდა იყოს უცნობი და | ბ) ორი წლის განმავლობაში საკუთარ საცხოვრებელ ადგილას არ უნდა იყოს ნამყოფი