იურიდიული პირები Flashcards
(70 cards)
იურიდიული პირის ცნება.
განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი საკუთარი ქონების მქონე ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც შეადგენს სამეწარმეო (კომერციული) საქმიანობა, უნდა შეიქმნას
მეწარმეთა შესახებ კანონის მიხედვით. იურიდიული პირი, რომლის მიზანსაც არ შეადგენს სამეწარმეო საქმიანობა, შეიძლება არსებობდეს, როგორც კავშირი (ასოციაცია) ან ფონდი.
იურიდიული პირი არის ____-____ კონსტრუქცია, რომელიც საშუალებას იძლევა სამართლებრივ ურთიერთობებში ______ სუბიექტის სტატუსით მონაწილეობა მიიღონ ადამიანთა ან ქონების გაერთიანების შედეგად წარმოშობილმა ორგანიზაციულმა წარმონაქმნებმა.
პოზოტიურ-სამართლებრივი ,
დამოუკიდებელი
იურიდიული პირი არის აბსტრაქტული ცნება, რომელსაც ყოველი კონკრეტული მართლწესრიგი ნორმატიულად განამტკიცებს. იურიდიული პირის საკანონმდებლო დეფინიცია, რომელიც 24-ე მუხლის პირველ ნაწილშია განმტკიცებული, ემყარება, როგორც სამოქალაქო სამართლის მეცნიერების მიღწევებს, ასევე იურიდიული პირის საერთაშორისოდ აღიარებულ ნიშნებს. მის თანახმად,
იურიდიული პირი არის განსაზღვრული მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
იურიდიული პირი, როგორც ორგანიზებული წარმონაქმნი
ყოველი იურიდიული პირი არის ორგანიზებული წარმონაქმნი, რომელიც პირთა ანდა ქონების გაერთიანების შედეგადაა აღმოცენებული. მაშინაც კი, როცა იურიდიული პირი ერთი პირის მიერ იქმნება, იგი მაინც ორგანიზებული წარმონაქმნია. ეს ნიშანი რამდენიმე გარემოებას გულისხმობს:
numerus clausus პრინციპი
დახურული რიცხვი: მიუთითებს კანონით გათვალისწინებულ ამომწურავ ჩამონათვალზე. numerus clausus პრინციპი, რომელიც წარმოადგენს გამონაკლისს კერძო სამართლისთვის ფუნდამენტური მხარეთა ნების თავისუფლების (ავტონომიის) დოქტრინიდან. პრინციპი ქართულ სამართალში ვლინდება სანივთო სამართალში და სამეწარმეო სამართალში. კერძოდ, სანივთო სამართალში დასაშვებია მხოლოდ იმ სანივთო გარიგებათა დადება, რასაც პირდაპირ ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსი, ხოლო საკორპორაციო სამართალში საწარმოს დაფუძნება მხოლოდ იმ ორგანიზაციურ-სამართლებრივი ფორმით, რაც უშუალოდ გაწერილია მეწარმეთა შესახებ კანონით. შედარებისთვის, სახელშეკრულებო სამართალში კონტრაჰენტები უფლებამოსილი არიან დადონ ისეთი ხელშეკრულებაც, რაც პირდაპირ არაა გათვალისწინებული სამოქალაქო კოდექსით.
ყოველ იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ასევე კანონით გათვალისწინებული საორგანიზაციო სტრუქტურები-
მართვის ორგანოები. სწორედ ამ ორგანოების მეშვეობით ახორციელებს იურიდიული პირი თავის საქმინაობას.
განსაზღვრული მიზნის მიღწევა იურიდიული პირის ერთ-ერთი კონსტიტუციური ნიშანია. იურიდიული პირის დამფუძნებლები ყოველთვის რაღაცის მიღწევას ისახავენ მიზნად. ამ მიზნის განსაზღვრისას ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ სამართლებრივად მნიშვნელოვანი მიზანი და იურიდიული პირის მონაწილეთათვის მნიშვნელოვანი მიზანი.
სამართლებრივად მნიშვნელოვნად უნდა ჩაითვალოს
იურიდიული პირის შექმნა კომერციული და არაკომერციული მიზნებისთვის
24-ე მუხლის პირველ ნაწილში მოცემული მიზანი უფრო ვიწროა და გულისხმობს
იურიდიული პირის შემქმნელთათვის რელევანტური მიზანს, კონკრეტულად იმას, თუ რისთვის იქმნება ეს სუბიექტი, რისთვის სურთ დამფუძნებლებს თავიანთი ქონების თუ პირადი ღვაწლის გამოყენება.
იურიდიული პირის საქმიანობის ვადა
იურიდიული პირის მიზანი არ უნდა იყოს ერთჯერადი, ერთი მოქმედებით მისაღწევი. იგი უნდა მოითხოვდეს ამ იურიდიული პირის არსებობას ხანგრძლივი ვადით. კანონი სამართლიანად არ განსაზღვრავს ამ ვადის ხანგრძლივობას. ვადის ხანგრძლივობა გამოიყენება არა კონკრეტული კალენდარული ვადის აღსანიშნავად, არამედ იმ განზრახვის გამოსახატად, რომელიც საფუძვლად უდევს იურიდიული პირის შექმნას და მის საქმიანობას.
იურიდიული პირის საკუთარი ქონება
იურიდიული პირის ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანია საკუთარი ქონების ქონის უნარი. ფაქტობრივად აქვს თუ არა იურიდიულ პირს ქონება, არ არის გადამწყვეტი. მთავარია, რომ ეს ქონება განცალკევებული იყოს წევრთა პირადი ქონებისაგან. იურიდიული პირი ამ ქონების მესაკუთრეა. თვითონ იურიდიული პირი კი არავის საკუთრება არ არის. იურიდიული პირის ქონება არც დამფუძნებელთა ან მასში მონაწილეთა საერთო საკუთრება არ არის. მათი საკუთრება მხოლოდ ამ იურიდიული პირის წილები ან აქციებია.
იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობა
დამოუკიდებელი ქონების არსებობა უკავშირდება იურიდიული პირის დამოუკიდებელი ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხს. უზოგადესი პრინციპის თანახმად, იურიდიული პირი კრედიტორების წინაშე პასუხს აგებს თავისი ქონებით და არა მონაწილეების ქონებით. თუმცა ამ წესიდან არის გამონაკლისი სპს ან კს-ს პარტნიორების პასუხისმგებლობის სახით.
იურიდიული პირის საკუთარი სახელი
სამართლებრივ ურთიერთობებში მონაწილეობის გაიოლების მიზნით და სხვა მონაწილეთაგან განსხვავების უზრუნველსაყოფად იურიდიულ პირს აქვს საკუთარი სახელი. ეს ნიშანი ანიჭებს მას შესაძლებლობას შეიძინოს უფლებები და იკისროს მოვალეობები, დადოს გარიგებები, იყოს მოსარჩელე და მოპასუხე, ე.ი იყოს ყველა იმ ურთიერთობის მონაწილე, რომელსაც სამოქალაქო სამართალი განსაზღვრავს.
საკუთარი სახელის მეშვეობით ხდება
სამართლის ამ სუბიექტის ინდივიდუალიზება
და იდენტიფიკაცია. პირადი არაქონებრივი ურთიერთობების სფეროში სამოქალაქო
სამართალი მას მნიშვნელოვან შედეგებსაც უკავშირებს.
ი.პ, როგორც სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი, წარმოიშობა მხოლოდ ___ _____ მომენტიდან
სახელმწიფო რეგისტრაციის
კერძო სამართლის ი.პ.-ების რეგისტრაცია ხორციელდება
მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში, რომელსაც აწარმოებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის ი.პ.-საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.
საკანონმდებლო ლეგიტიმაცია
გაერთიანება შეიძლება ფორმალურად ზემოაღნიშნული ნიშნებით ხასიათდებოდდეს, მაგრამ არ იყოს იურიდიული პირი, რადგან არ შეესაბამებოდეს იურიდიულ პირთა იმ ჩამონათვალს, რომელსაც კანონმდებლობა ადგენს. აქედან გამომდინარე, იურიდიული პირის არსებობის ძირითადი საფუძველი მაინც საკანონმდებლო ლეგიტიმაციაა. თუ მოქმედი კანონმდებლობა არ მიიჩნევს ამა თუ იმ წარმონაქმნს იურიდიულ პირად, იგი არ იქნება იურიდიული პირი.
რომელი ქვეყნის მეცნიერებაში წარმოიშვა თეორიები იურიდიული პირის შესახებ
გერმანული
ფიქციის თეორიის ფუძემდებლად ითვლება
გერმანელი მეცნიერი სავინი
რას ნიშნავს იურიდიული პიროვნულობა?
უფლებაუნარიანობას კერძ სამართლის ფარგლებში, მაგრამ ასეთი უნარი შეიძლება ჰქონდეს მხოლოდ ფიზიკურ პირს-ადამიანს
მხოლოდ ადამიანი შეიძლება იყოს პიროვნება, პირი, მაგრამ სამართალს აქვს შესაძლებლობა ეს უნარი განსაზღვრულ სოციალურ წარმონაქმებზე გადაიტანოს, როგორიცაა:
სახელმწიფო, თემები, საამქროები, და ეს ხდება იმისთვის, რომ მათ გაუადვილოს ,,თავისუფალი საქმიანობა” , დაეხმაროს დასახული მიზნების მიღწევაში.
სავინის თანახმად, ფიქციის თეორიით, ლაპარაკია
უფლებაუნარიანობის ტექნიკურ გადატანაზე. იმავდროულად, ეს ფიქცია არ უზრუნველყოფს პირთა გაერთიანების ავტომატურ თანასწორუფლებიანობას ფიზიკურ პირებთან: ამგვარი წარმონაქმნების უფლებაუნარიანობა შემოიფარგლება მხოლოდ ქონებრივი სფეროთი.
ფიქციის თეორიის, იურიდიული პირი არის
,,ქონებაუნარიანი, ხელოვნური სუბიექტი”
რით განსხვავდება იურიდიული პირი ადამიანისგან?
ი.პ არ არის ქმედუნარიანი. მას სჭირდება წარმომადგენელი, როგორც არასრულწლოვან ბავშვს, რადგანაც ბუნებრივი გაგებით იურიდიული პირი არ არის ქმედუნარიანი, ის არც დელიქტუნარიანია.