{ "@context": "https://schema.org", "@type": "Organization", "name": "Brainscape", "url": "https://www.brainscape.com/", "logo": "https://www.brainscape.com/pks/images/cms/public-views/shared/Brainscape-logo-c4e172b280b4616f7fda.svg", "sameAs": [ "https://www.facebook.com/Brainscape", "https://x.com/brainscape", "https://www.linkedin.com/company/brainscape", "https://www.instagram.com/brainscape/", "https://www.tiktok.com/@brainscapeu", "https://www.pinterest.com/brainscape/", "https://www.youtube.com/@BrainscapeNY" ], "contactPoint": { "@type": "ContactPoint", "telephone": "(929) 334-4005", "contactType": "customer service", "availableLanguage": ["English"] }, "founder": { "@type": "Person", "name": "Andrew Cohen" }, "description": "Brainscape’s spaced repetition system is proven to DOUBLE learning results! Find, make, and study flashcards online or in our mobile app. Serious learners only.", "address": { "@type": "PostalAddress", "streetAddress": "159 W 25th St, Ste 517", "addressLocality": "New York", "addressRegion": "NY", "postalCode": "10001", "addressCountry": "USA" } }

პირადი არაქონებრივი უფლებები Flashcards

(49 cards)

1
Q

არაქონებრივი უფლებების მაგალითებია:

A

პატივი, ღირსება, საქმიანი რეპუტაცია, საკუთარი გამოსახულება და მათი მსგავსი სხვა არაქონებრივი სიკეთეები სამოქალაქო სამართლის დაცვის ობიექტს წარმოადგენენ, თუმცა არა სამოქალაქო ბრუნვის ობიექტებად განიხილებიან.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

სამოქალაქო კოდექსი ობიექტების ორ დიდ ჯგუფს იცნობს:

A

ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ

სიკეთეებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

არამატერიალური ნივთები ხასიათდებიან უსხეული ნივთებად და მათ კატეგორიას განეკუთვნებიან

A

უფლებები და მოვალეობები. აუცილებელია, რომ მათი გადაცემა სხვა პირზე იყოს შესაძლებელი ან ილეოდეს მატერიალურ სარგებელს ანდა ანიჭებდეს პირს სხვისგან რაიმეს მოთხოვნის უფლებას. მაგ.სახელის უფლება, რომელიც პირადი ქონებრივი უფლებაა, გადაცემას არ ექვემდებარება და არ წამოადგენს არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

პიროვნული უფლებების მიზანია,

A

ადამიანის პიროვნების სფეროში არაკანონიერი ჩარევის აღკვეთა, რომელიც ადამიანის პატივის, ღრსებისა და ინდივიდუალურობის ხელშეუხებლობიას უზრუნველყოფენ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

პიროვნული უფლებების სამართლებრივი დაცვის ორი გზა არსებობს:

A

ზოგადი პიროვნული უფლებების აღიარება და ცალკეული პიროვნული უფლებების მოწესრიგება

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

ზოგადი უფლებების აღიარება აერთიანებს თითოეულ უფლებას რომელიც

A

ადამიანის ღირსებიდან და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებიდან გამომდინარეობს და პიროვნების იდენტობასა თუ ინდივიდუალურობას უკავშირდება,

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

ცალკეული პიროვნული უფლებების მოწესრიგებას აქვს ის უპირატესობა, რომ შესაძლებელი ხდება

A

მისთვის დამახასიათებელი თავისებურებების გამოკვეთა და შესაბამის დარღვევასთან მიმართებით უფრო კონკრეტული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

სამოქალაქო საელი წარმოადგენს პირად არაქონებრივ უფლებას, რომელიც კოდექსისეული განამრტებით მოიცავს

A

პირის სახელსა და გვარს. იგი ადამიანის იდენტიფიცირების საშუალებაა, რომელიც უფლებასთან ერთად ამავდროულად მოვალეობადაც მიიჩნევა. სახელის უფლება პირადი და აბსოლუტური ხასიათის უფლებაა.. თუმცა ერთ შემთხვევაში სახელი წმინდა პირადი არაქონებრივი უფლებაა, ხოლო მეორე შემთხვევაში არამატერიალური ქონებრივი სიკეთე, როდესაც იურიდიული პირის, ბრენდის სახელწოდებას ვეხებით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

სახელის შეძენის საფუძველს სამოქალაქო კოდექსი ამომწურავად განსაზღვრავს, მათ განეკუთვნება:

A

დაბადება, დაქორწინება და სახელის შეცვლა ნებაყოფლობით.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

სსკ-ის მე-18 მუხლის 1-ლი ნაწილი ერთმანეთისგან განასხვავებს ორ შემთხვევას, რომლებიც შესაძლოა საფუძვლად დაედოს სასარჩელო მოთხოვნებს სახელის უფლების დაცვის შესახებ.

A

1) როდესაც ფიზიკურ პირს სახელს ეცილებიან;

2) როცა ფიზიკური პირის სახელით სხვა უნებართვოდ სარგებლობს და ამით ფიზიკური პირის ინტერესები ილახება.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

სახელით უნებართვოდ სარგებლობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით:

A

სახელის მითვისებით, ლიტერატურული პერსონაჟისთვის მოსარჩელის სახელის უნებართვოდ შერჩევით ან საგნის თუ საქონლისთვის მოსარჩელის სახელის მიკუთვნებით. ამსთან, საკმარისია, მოპასუხე სადავო სახელით სარგებლობდეს ისე, რომ მესამე პირებმა სახელით მიღებული წარმოდგენა მოსარჩელის პიროვნებას დაუკავშირონ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეილახოს მოსარჩელის ქონებრივი ან არაქონებრივი ინტერესი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი იცავს პირის ისეთ არაქონებრივ უფლებებს, როგორიცაა

A

პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

სახელით უნებართვოდ სარგებლობა შეიძლება გამოვლინდეს სხვადასხვა ფორმით:

A

სახელის მითვისებით, ლიტერატურული პერსონაჟისთვის მოსარჩელის სახელის უნებართვოდ შერჩევით ან საგნის თუ საქონლისთვის მოსარჩელის სახელის მიკუთვნებით. ამსთან, საკმარისია, მოპასუხე სადავო სახელით სარგებლობდეს ისე, რომ მესამე პირებმა სახელით მიღებული წარმოდგენა მოსარჩელის პიროვნებას დაუკავშირონ. ასეთ შემთხვევაში შეიძლება შეილახოს მოსარჩელის ქონებრივი ან არაქონებრივი ინტერესი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილი იცავს პირის ისეთ არაქონებრივ უფლებებს, როგორიცაა

A

პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა, საქმიანი რეპუტაცია.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

სსკ-ის მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით

A

პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

ეთიკის მეცნიერებაში დამკვიდრებული განმარტების მიხედვით, პიროვნების პატივის ქვეშ იგულისხმება

A

პიროვნების მორალური თუ სხვა თვისებების საზოგადოებრივი შეფასება. პატივი პიროვნების ობიექტური საზოგადოებრივი შეასებაა, რომელიც განსაზღვრავს საზოგადოების დამოკიდებულებას პიროვნების მიმართ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
17
Q

პატივი და საზოგადოებრივი სახე-

A

პატივის დაცვა უზრუნველყოფს ადამიანის პატივისცემას და უსამართლოდ მისი უარყოფით ჭრილში წამოჩენის აღკვეთას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
18
Q

პატივის დაცვის უფლების შეზღუდვა შეიძლება განხორციელდეს ორი გზით:

A

1) შეურაცხყოფის მიყენებით.

2) დამამცირებელი ფაქტის გამოვლენით (პირიდიულ პირებთან მიმართებით)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
19
Q

ღირსების ქვეშ იგულისხმება”

A

პიროვნების მიერ საკთარი მორალური თუ სხვა თვისებების, უნარის, საზოგადოების წინაშე მისი ვალის მოხდის, საკუთარი საზოგადოებრივი მნიშნველობის შეფასება თავად პიროვნების მიერ. ამასთან, ეს თვითშეფასება ემყარება მორალური თ სხვა თვისებების შეფასების საზოგადოებრის მიერ აღიარებულ კრიტერიუმებს.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
20
Q

საქმიანი რეპუტაციის ქვეშ იგულისხმება:

A

საზოგადოების მიერ პირის პროფესიული თუ სხვა საქმიანი თვისებების შეფასება, რასაც ემყარება საზოგადოების დამოკიდებულება ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიმართ.

21
Q

პირადი სფეროს დაცვა გულისხმობს

A

ადამიანის ცხოვრების წარმართვის ავტონომიური სფეროს აღიარებას რომელშც იგი საკუთარ თავთან რჩება და საკუთარ ინდივიდუალურობას ავითარებს სხვათა მონაწილეობის გარეშე.

22
Q

ინდიმური სფეროს დაცვაში მოაზრება

A

განდობილი აზრებისა და განცდების მესამეპირთათვის აკრძალვა, თუკი ამ უკანასკნელის დავის ინტერესს არ აღემატება საზოგადოებრივი ინტერესის დაცვა. პირადი სფეროს ხელყოფად ასევე გამოიხატება არასასურველი სატელეფონო ზარებით, სარეკლამო საქონლის საფოსტო ყუთში ჩაგდებით, ფასით გაგზავნითა და სხვა მსგავსი შემთვევები.

23
Q

აზრის ფორმირებისა და გამოხატვის უფლება

A

ინდივიდი თავისუფალია იმაში თუ როგორი იქნება მისი აზრი, მისი გავრცელების თავისუფლებაშიც არ არის შეზღუდული. აქვე შედის ადეკვატური ციტირება, შეფასება, კომენტარის გაკეთების უფლება, პირს აქვს ულება განსაზღვროს აზრის შინაარსი, გამოხატვის ადგილი, ფორმა

24
Q

პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის ქვეშ იგულისხმება

A

ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ ისეთი ცნობების გავრცელება, რომლებიც შეიცავენ მტკიცებას, მათ მიერ კანონის ან მორალის ნორმების დარღვევის, უღირსი საქციელის ჩადენის შესახებ.

25
პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობების გავრცელების ქვეშ იგულისხმება
ასეთი ცნობების გამოქვეყნება პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი, მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ცნობების გადმოცემა საჯარო განცხადებებში, გამოსვლებში; დაცვას არ ექვემდებარება ცნობები, რომლებსაც ფიზიკური ან იურიდიული პირის შესახებ შეიცავენ სასამრთლო გადაწყვეტილებები, საგამოძიებო ორგანოთა დადგენლიებები, რადგან ამ დოკუმენტების განხილვა ექვემდებარება საპროცეო კანონმდებლობით დადგენილ წესს.
26
პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესახებ სამოქალაქო სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელე ვალდებულია დაამტკიცოს, რომ
ასეთი ცნობები გავრცელებულია. მას არ ეკისრება იმის მტკიცება, შეესაბამება თუ არა გავრცელებული ცნობები სინამდვილეს. გავრცელებული ცნობების სინამდვილისადმი შესაბამისობის მტკიცება ეკისრება მოპასუხეს.
27
თუ პირის პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის ან პირადი ცხოვრების საიდუმლოების შემლახველი ცნობები გავრცელებულია მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, მაშინ მათი უარყოფაც უნდა მოხდეს
ამავე საშუალებებით.
28
თუ პიროვნების გამაწბილებელ ცნობებს შეიცავს ამა თუ იმ ორგანიზაციის მიერ გაცემული დოკუმენტი და ისინი სინამდვილეს არ შეესაბამებიან, სასამართლო უფლებამოსილია
ორგანიზაციას დააკისროს დოკუმენტის შეცვლა , რომელიც უნდა გაეგზავნოს ყველა იმ დაინტერესებულ პირს, ვისაც თავდაპირველად დოკუმენტი მიეწოდა
29
პირი, რომლის შესახებაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მისი პიროვნების პატივის, ღირსების, საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები გამოქვეყნდა, უფლებამოსილია
სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მასობრივი ინფორმაციის იმავე საშუალებებით გამოაქვეყნოს თავისი პასუხი.
30
სოციოლოგიურ და იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებული განმარტების თანახმად, „პირადი ცხოვრების საიდუმლოების“ ქვეშ იგულისხმება
ინფორმაცია, რომელიც არ შეეხება პიროვნების საზოგადოებრივ ცხოვრებას და გამიზნულია პირთა განსაზღვრული წრისთვის ან მისი ვინმესთვის განდობა საერთოდ არ შეადგენს პირის ინტერესს
31
„პირადი ცხოვრების საიდუმლოების“ დაცვის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელების განხილვა და ამ უფლებების დაცვა ისეთი სამოქალაქო სამართლებრივი საშულებებით უნდა ხდებოდეს, როგორიცაა
უფლების აღიარება, უფლების შემლახავი მოქმედების აღკვეთა, უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა, ქონებრივი თუ მორალური ზიანის ანაზღაურება
32
პირადი ხელშეუხებლობის თავისუფლება მოიცავს ისეთ პიროვნულ ღირებულებებს, როგორიცაა
მიწერ-მოწერის, პირადი წერილების, დღიურების, კერძო დოკუმენტაციის დაცვა, რომელთა უზრუნველყოფა ეფექტურია „პირადი ცხოვრების საიდუმლოების“ განხილვისას მითითებული სამოქალაქო-სამართლებრივი საშუალებებით.
33
პირის თანხმობა არ არის საჭირო, როცა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) დაკავშირებულია
მის საზოგადოებრივ აღიარებასთან, დაკავებულ თანამდებობასთან, მართლმსაჯულების ან პოლიციის მოთხოვნებთან, სამეცნიერო, სასწავლო ან კულტურულ მიზნებთან, ანდა ფოტოგადაღება (ვიდეოგადაღება და ა.შ.) მოხდა საზოგადო ვითარებაში, ანდა პირმა პოზირებისათვის მიიღო საზღაური.
34
გამოსახულების ქვეშ იგულისხმება
მხატვრული პორტრეტი, ფოტოსურათი, ინდივიდის გამოსახულება კინოფილმში, ტელეგადაცემაში თუ ვიდეოფილმში, სადაც მისი გარეგნული იერის შეცნობა შესაძლებელია. ინდივის თავისუფლება-მისი გამოსახულება გამოტანილ იქნეს საჯაროდ ან ეჩვენოს საზოგადობას მისთვის სასურველი ფორმით, პიროვნულობის განუყოფელი ნაწილია.
35
გამოქვეყნება გულისხმობს
პირის გამოსახულების საჯაროდ გამოტანას.
36
პიროვნების გამოსახულების გამოყენება შეიძლება მიზნად ისახავდეს
როგორც გამოსახულებაზე აღბეჭდილი პიროვნების დისკრედიტაციას, ისე გამოსახულების გამოყენებას რეკლამის მიზნით, ამა თუ იმ პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა იდეების სასარგებლოდ.
37
რა სახით შეიძლება არსებობდეს თანხმობა გამოსახულების გამოქვეყნებაზე?
ცალმხირი ნებართვისა ან ხელშეკრულების ელემენტის სახით
38
რასთან გვაქვს საქმე, როცა პირი ვინმეს შემხვედრი მოვალეობის გარეშე, თანახმაა გამოსახულება გამოქვეყნდეს
თანხმობის ცალმხრივ გაცხადებასთან ანუ ნებართვასთან.
39
გამოსახულების გამოქვეყნების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტისას საქმე გვაქვს ____ და ____ ინტერესების კოლიზიასთან.
ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ინტერესების კოლიზიასთან. ერთის მხრივ, სახეზეა ინდივიდის ინტერესი -დაუპირისპირდეს თავისი გამოსახულების საჯაროდ გამოტანას, ხოლო მეორეს მხრივ, საზოგადოების ინტერესი, მიიღოს ინფორმაცია საზოგადოებრივი მოვლენების შესახებ. თუ გამოსახულებაში აღმბეჭდილი მოვლენა სცილდება კერძო ცხოვრების ფარგლებს და შეადგენს საზოგადოებრივი ცხოვრების ნაწილს, საზოგადოების ინფორმირების საყოველთაო ინტერესი სჭარბობს ინდივიდის ინტერესს.
40
პირადი არაქონებრივი უფლებების იურიდიული შინაარსი მოიცავს
ფიზიკური პირის შესაძლებლობას, სამართლის ყველა სხვა სუბიექტისგან მოითხოვოს მისი აღნიშნული უფლებების პატივისცემა
41
მე-18 მუხლის მიხედვით, არაქონებრივ უფლებათა დაცვის ფორმებად მიჩნეულია:
არაქონებრივ უფლებათა აღიარება, ხელმყოფი მოქმედების შეწყვეტა ან მათზე უარის თქმა. დაცვის ეს ფორმები უმთავრეს მიზნად ისახავს დაზარალებულის უფლებების აღდგენას და მათი განხორციელების მოთხოვნა ფიზიკურ პირს შეუძლია ხელმყოფის ბრალეულობის მიუხედავად.
42
თუ პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფა ხორციელდება ვინმეს ბრალეული მოქმედებით, ფიზიკურ პირს უფლება აქვს
მოითხოვოს ქონებრივი ზარალის ან მორალური ზიანის ანაზღაურება ან ზარალის და მორალური ზიანის ანაზღაურება ერთად.
43
პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფით მიყენებული ზიანის ანაზღაურების ფაქტობრივ საფუძვლებად ჩაითვლება
ზიანის ანაზღაურების საერთო საფუძვლები. პირველ უმთავრეს საფუძველს ქონებრივი ზიანის არსებობა წარმოადგენს. ზიანის ქვეშ, მოცემულ შემთხვევაში იგულისხმება ქონებრივი დანაკლისი, რაც ფიზიკურმა პირმა მისი პიროვნული უფლებების ხელყოფით განიცადა. აღნიშნული დანაკლისი შეიძლება დადგეს ანაცდენი სარგებლის სახით. ამგვარი ზიანის შედარებით გავრცელებული სახეებია: პროფესიული საქმიანობის შეზღუდვა, კლიენტურის, პაციენტების დაკარგვა და სხვა.
44
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მეორე საფუძველს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება, რომლითაც ხდება
პირადი არაქონებრივი უფლებების შეზღუდვა.
45
პირადი არაქონებრივი უფლებების ხელყოფა შეიძლება განხორციელდეს სამი სხვადასხვა შინაარსის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით:
1) ქონებრივი ზიანის მომტანი ფაქტების გავრცელებით, 2) ამგვარი ზიანის მომტანი ფაქტების გახმაურებით, 3) ფიზიკური პირის თანხმობის გარეშე მისი გამოსახულების გამოქვეყნებით.
46
სსკ-ის 993-ე მუხლის 1-ელი ნაწილით.
პირი, რომელიც განზრახ ან გაუფრთხილებლად ავრცელებს ან ახმაურებს სხვა პირისათვის ქონებრივი ზიანის მომტან ფაქტებს, ვალდებულია აანაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი, თუ ეს ფაქტები აშკარად არასწორია.
47
სსკ-ის 993-ე მუხლი ითვალისწინებს 2 მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას, რომლებიც ზიანის ანაზღაურების აუცილებელ წინაპირობებს განეკუთვნება:
1. ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოიშვება თუ გავრცელებული ან გახმაურებული ცნობები აშკარად არ შეესაბამება სინამვილეს. 2. ანაზღაურებას არ ექვემდებარება ის ქონებრივი ზიანი, რომელიც პიროვნებას მიადგა იმ ცნობების გავრცელებით, რომლებსაც საზოგადოებრივი მნიშვნელობა აქვთ. სხვაგვარად რომ ითქვას, მართლსაწინააღმდეგო ქმედებად არ ჩაითვლება სინამდვილის შესაბამისი ისეთი ცნობების გავრცელება ან გახმაურება, რომლებსაც მნიშვნელობა აქვთ მართლმსაჯულების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან კანონით დაცული სხვა საზოგადოებრივი ინტერესისთვის. 3. ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მესამე აუცილებელი საფუძველია მიზეზობრივი კავშირი მართლსაწინაარმდეგო ქმედებასა და დამდგარ ქონებრივ ზიანს შორის. ქონებრივი ზიანი უნდა იყოს უშუალო შედეგი პირადი არაქონებრივი უფლების ხელყოფისა. 4. ხელმყოფის პირის ბრალი
48
ქონებრივი ზიანის ანაზღაურების მეოთხე ძირითად საფუძველს წარმოადგენს
ხელმყოფი პირის ბრალი. ზიანის მიმყენებლის განზრახვა და გაუფრთხილებლობა ზიანის ანაზრაურებისთვის თანაბარი მნიშვნელობისაა. ზიანის ანაზღაურების მოცულობა განისაზღვრება როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით.
49
მორალური ზიანის ანაზღაურების უპირველეს მიზანს წარმოადგენს არა ხელყოფილი უფლების რესტიტუცია, რომელიც შეუძლებელია, რადგან მიყენებულ ზიანს ფულადი ექვივალენტი არ გააჩნია, არამედ
სულიერი თუ ხორციელი ტკივილის ან ხელყოფილი პიროვნული სიკეთის დადებითი ემოციებით შეცვლა.