მოძღვრება ნების ნაკლის შესახებ Flashcards
(57 cards)
რას ეწოდება ნების ნაკლი?
ისეთ ვითარებას, როცა გარეგნულად გმაოვლენილი ნება არ ემთხვევა მისი გამომვლენის შინაგან ნებას და გარიგება კი ნების გარეგნული გამოვლენის შედეგად დაიდო
ნების ნაკლის მიზეზი შეიძლება იყოს სხვადასხვა:
მხარეებს სურთეთ გარეგნულად გამოხატული ნებით სხვა ნამდვილი ნებისა და მათ მიერ დასახული მიზნის დამალვა;
ან ნების გამოვლენა არასერიოზულია და პირს არც სურდა რაიმე მიზნის მიღწევა
ასევე ნების გამოვლენის მიზეზი შეიძ₾ება იყოს ფსიქიკური მოშლა, შეცდომა, მოტყუება, მუქარა და ა.შ
ანუ ყოველივე ეს არის ნაკლის მქონე ნების გამოვლენა, როცა გარეგნულად გმოხატული ნება არ ემთხევა შინაგან ნებას.
ასეთი გარიგებების ერთი ჯგუფი დადებისთანავე ბათილია და სამართლებრივ შედეგს არ წარმოშობს,
საცილო გარიგებების ბათილობ ადამოკიდებულია იმაზე..
შეცილებული იქნება თუ არა ეს გარიგება.
მოჩვნებითად ჩაითვლება გარიგება, თუკი
ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანმდხებიან იმაზე, რომ მათ მიერ გმაოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა ანუ გარეგნულად კი გმაოხატავენ ნებას, იქცევიან თითქოს ნამდვილად სურთედ ამ გარეგნულად გამოხატულის მიღწევა, სინამდვილეშ კი არც ფიქრობენ ამ შედეგის დადგომაზე.
ამით გარიგების მონაწილეები ურთიერთშეთანხმებით მიზნად ისახავენ მესამე პირთა შეყვანას შეცდომაში. ეს მესამე პირი შეიძლება იყოს როგორც კრედიტორი, ისე სახელმწიფო ორგანო.
მოჩვნებითი გარიგების მაგალითი:
მაგ. ერთ-ერთმა აქციონერმა თავისი აქციები გადაუფორმა სხვა აქციონერს, რომ ამით ამ უკანასკნელს,ვითომ აქციათა საკონტროლო პაკეტის მფლობელს, ბანკის კრედიტის აღება შეძლებოდა. ამ შეთხევაში გარიგების მონაწილეები მიზნად ისახავდნენ კრედიტორის მოტყუებას.
თვალთმაქცური გარიგებები:
ისინი მოჩვნებეითი გარიგებების ნაირსახეობას წარმოადგენენ და განსვავდებიან მათგან მხოლოდ იმით, რომ გარიგების მონაწიეებს მოსაჩვენებლად ადებულიგარიგებით სურთ სხვა გარიგების დაფარვა, რომლის განხორციელებასაც ისინი რეალურად ისხავენ.
მაგ. მხარეები დებენ მანქანის ჩუქების ხელშეკრულებას მაშინ, როცა სინამდვილეში მათ შორის იყო ნასყიდობის ხელშკრულება.
არაა სავალდებულო, რომ მოსაჩვენებლი ნორმები მთლიანად გარიგებას ეხებოდეს. თუ ისინი გარიგების მხოლოდ ერთ ნაწილს ეხება, მაშინ
ეს ნაწილი უნდა ჩაითვალოს ბათილად.
მოჩვენებითი გარიგების დროს, მისი ბათლობის საკითხი წყდება:
მხარეთა მიერ ჩაფიქრებული მიზნის მართლზომიერების შმწომებით
თვალთმაქცური გარიგებისას მისი ბათლობისსაკითხი წყდება:
უნდა გაირკვეს დაფარული გარიგების ხასიათი, რადგან ამ დროს გმაოიყენება მის მიმართ მოქმედი წესები. ეს უკანასკნელი შიძ₾ება იყოს ბათილი ან არა. როგორც წესი, ეს უკანასნკელი, თვალთმაქცური გარიგება, უმრავლეს შემთხვევაში ბათილია და სწორედ ამიტომაც დებენ მხარეები თვალთმაქცურ გარიგებას.
სსკ-ის 57-ე მუხლის 1-ელი ნაწილით:
ბათილია ნების გამოვლენა, რომელიც გაკეთებულია არასერიოზულად (ხუმრობით) იმ ვარაუდით, რომ არასერიოზულობა გამოცნობილი იქნებოდა.
სსკ-ის 57-ე მუხლის 2-ე ნაწილითი: ნების მიმღებს უნდა აუნაზღაურდეს ის ზიანი, რომელიც წარმოიშვა იმის გამო, რომ იგი ენდობოდა ნების გამოვლენის სერიოზულობას, თუკი
მან არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა არასერიოზულობის შესახებ.
არასერიოზულად (ხუმრობით) დადებულ გარიგებებს სამოქ. სამართალი ბათილად მიიჩნევ იმიტომ, რომ
მას არ ახლავს თან გარეგნულად გამოხატულის რეალურად მიღწევის სურვილი ან შსაძლებლობა და გაკეთებულია მხოლოდ სხვადასხვა ფაქტორების ზემოდმეებით.
სავინის თანახმად, შეცდომით განხორციელებული ნების გამოვლენა არ არის ნამდვილი, ვინაიდან
ამ გარეგნული გამოხატვის უკან არ დგას ნამდვილი ნება, ე.ი ნება და მისი გარეგნული გამოვლენა არ ემთხვევა ერთმანეთს.
სსკ-ის 72-ე მუხლის თანახმად, გარიგება შეიძლება საცილო გახდეს, თუ
ნების გამოვლენა მოხდა არსებითი შეცდომის საფუძველზე.
კანონი გარიგების საცილოდ გახდომის საფუძვლად მიიჩნევს მხოლოდ არსებით შეცდომას, შეცდომის არსებითად მიჩნევისთვის აუციელებლია..
სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტური კრიტერიუმების გათვალისწინება, მაგ. უნდა დადგინდეს თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ამ ვითარებაში გონივრული ადამიანი, რომ სცოდნოდა საქმის ჭეშმარიტი მდომარეობის შესახებ.
არსებით შეცდომად ითვლება, როცა პირს
უნდოდა დაედო სხვა გარიგება და არა ის, რაზედაც მან გამოთვქვა თანხმობა.
გარიგების არსებითი შეცდომის მიზეზი შეიძლება იყოს მრავალი:
ნების გამოვლენა ნაჩქარევად, უზუსტობა გარიგების დოკუმენტში და სხვ.
შეცდომა გარიგების ტიპის არჩევაში შეიძლება იყოს ორგვარი:
ცამხრივი - ცდებოდეს გარიგების ერთი მხარე
ორმხივი - ცდებოდეს ორივე მხარე
გარიგების ტიპში შეცდომა არ გულისხმობს მაინცდამაინც შეცდომით სხვა სახის გარიგების დადებას (მაგ. ჩუქება თხოვების ნაცვლად), შეიძლება შეცდომა გარიგების შიგნითაც მაგ.
ა-ს უნდოდა ბ-სთვის ეჩუქებინა 50 ლარი, მაგრამ შეცდომით კონვერტში ჩაუდო 100 ლარი. ე.ი ეს არ არის გარიგება, რაზეც მან გამოთხვა თანხმობა
გარიგების ტიპი სარჩევაში შეცდომის განსხვავება გარიგების შინაარში შეცდომასთან კავშირში
გარიგების ტიპის არჩევაში შეცდომისგან განსხვავებით, გარიგების შინაარსში შეცდომისას გარიგების მონაწილეს სურს გარიგების დადება და ამიტომ მისი ნება ემთხვევა გამოვლენილ ნებას, მაგრამ სურდა ამ გარიგებაში სხვა აზრი, სხვა შინაარსშ ჩაექსოვა, ვიდრე ეს სინამდვილეში მოხდა.
რის საფუძველზე უნდა დადგინდეს შეცდომის არსებობა გარიგების შინაარსში შეცდომისას?
ნების გამოვლენის განმარმარტების საფუძველზე უნდა დადგინდეს.
როდის მოიხსნება გარიგების შეცილების აუცილებლობა შეცდომა გარიგების შინაარსის დროს?
თუ განმარტების შედეგად არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ მიღწეულ იქნეს ნების გამოვლენის მიზანი, მაშინ მოიხსნება გარიგების შეცილების აუცილებლობა.
როდისაა ყველაზე ხშირად შეცდომა გარიგების შინაარსში?
როცა გარიგების მონაწილეს უცხო ენის გამოყენება უხდება ან იყენებს ისეთ აღნიშნვებს, რომელთა აზრი, მისთვის მთლად ნათელი არ არის ან/და ხელშკერულების საგნის დასახელება არასწორად ხდება. შეცდომა იქნება მაშინ, როდესაც პირი სამართალში აღიარებულ ცნებას სხვა შინაარს აქსოვს. მაგ. ანდერძის ტექსტში ,,კანონით მემკვიდრის” ჩაწერა, ოღონდ მასში გულისხმობს არა კანონით განსაზღვრულ მემკვიდრეებს, არამედ სხვა პირებს.
გარიგების საფუძვლად უნდა იქნეს მიჩნეული
გარიგების მხარეების ერთობლივი წარმოდგენა იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც დებენ მხარეები გარიგებას.