გარიგებები 2.0 Flashcards
(21 cards)
რომელ საუკუნეში წარმოიშვა ცნებები ,,გარიგება” და ,,ნების ავტონომია”?
მე-18 საუკუნეში. მისი დამკვიდრება პაიზეს სახელს უკავშირდება, ხოლო განვრცობა და დამკვიდრება სავინის.
სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, გარიგება არის
ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა.
ნების თეორიის თანახმად, გარდა იმისა რომ ნება უნდა არსებობდეს, აუცილებელია ეს
ნება გარეგნულად იყოს გამოვლენილი. მაგრამ ნების არა ყოველგვარი გამოვლენა წარმოადგენს გარიგებას. გარიგებად რომ იქნებს მიჩნეული, ნების გამოვლენა სამართლებრივი ხასიათის უნდა იყოს. სწორედ ამიტომ, დეფინიციაში აღნიშნულია, რომ ნების გამოვლენა უნდა იყოს მიმართული სამართლებრივი ურთიერთობების წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
რადგანაც სამართალი ნების გამოვლენას ესოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, თავის მხრივ, ისიც მოითხოვს განსაზღვრული პირობების დაცვას. ეს წინაპირობებია:
ერთი მხრივ, დაცული უნდა იქნეს მატერიალური, ხოლო მეორე მხრივ, ფორმალური წინაპირობები
ნების გამოვლენის მატერიალური წინაპირობებია
ასაკი, ჯანმრთელობა
ნების გამოხატვის ფორმალური წინაპირობებია:
ნების გამოხატვის სამართლებრივი ფორმა (თუ როდის ჩაითვლება ეს ნების გამოვლენა მბოჭავად და როდის წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს)
ნების გამოვლენის ნამდვილობა ნიშნავს
მის სამართლებრივ ვარგისიანობას, სამრთლებრივი ურთიერთობის წარმოშოის, შეცვლის ან შეწყვეტისთვის.
გარიგების ძირითად ბირთვს წარმოადგენს
ნების გამოვლენა
ნების ძირითად გამოვლენად მიიჩნევა, ისეთი რომელიც განსაზღვრავს გარიგების მიზანს ე.ი
იმსამართლებრივ შედეგს, რომლის მიღწევაც და დადგომაც სურს თავად ნების გამომვლენს.
არის შემთხვევები, როდესაც ნების გამოვლენასა და ამ გამოვლენით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შორის დროის დიდი მონაკვეთი იკავებს ადგილს და შედეგიც მხოლოდ განსაზღვრული გარემოებების არსებობისას დგება. ამის ყველაზე კარგი მაგალითია
ანდერძი. ანდერძში გაცხადებული ნება რეალურად დადგება მხოლოდ მაშინ, როდესაც მამკვიდრებელი გარდაიცვლება. ეს მაგალითები ცხადყოფენ თუ რამდენად არის დამოკიდებული ძირიტადი ნების გამოვლენა სხავათა ნებაზე და ან სხვა გარემოებებზე.
გარიგება არის ნების გამოვლენა. ნების გამოვლენა შეიძლება იყოს :
ცალმხრივი, ორმხირი ან მრავალმხრივი.
სამართალი იცნობს შემთხვევებს, როცა ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა უკვე იწვევს სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობას, შეცვლას ან შეწყვეტას, მაგალითად
ანდერძის დროს, მამკვიდრებლის მიერ ნების გამოვლენა უკვე იწვევს სამართ₾ებრივ შედეგს, ისე რომ სამკვიდროს მიმღების თანხმობა არაა სავალდებულო.
უფრო ხშირია შემთხვევა, როდესაც სამართლებრივი შედეგის მისაღწევად აუცილებელია ორი ან რამდენიმე პირის ნების გამოვლენა, ამის ყველაზე კარგი მაგალითია
ხელშეკრულება ან გადაწყვეტილების მიღება პარტნიორთა კრებაზე.
დამატებითი ვადის დანიშვნა გარიგებისას
კრედიტორი უფლებამოსილია, თუკი მოვალე გადააცილებს ვადას, მას დაუნიშნოს დადმატებითი ვადა, თუმცა დამატებითი ვადის დანიშვნა არის ნების გმაოვლენა და გარეგნულად ჰგავს კიდევაც გარიგებას, გარიგებად მაინც არ ჩაითვლება
გაფრთხილება კრედიტორის მიერ
კრედიტორი არ არის ვალდებული მიიღოს ხვა შესრულება, გარდა იმისა, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.კრედიტორის მიერ მოვალისთვის გაგზავნილი გაფრთხილება, რომ ის არ აპირებს სხვა შესრულების მიღებას, გარეგნულად წარმოადგნეს ნების გამოვლენას, მაგრამ არ ჩაითვლება გარიგებად.
მოქმედებები ნების გამოხატვისას
იგულისხმება რეალური აქტები, მაგ. ნივთების შერწყმის შედეგად წარმოიშობა ახალი ერთიანი ნივთი და ამ ნივთების ადრინდელი მესაკუთრეები ავტომატურად ხდებიან ახალი ნივთის მესაკუთრეები. რეალური აქტი წარმოშობს საკუთრებას, თუმცა თვითონ არ წარმოადგენს ნების გამოვლენას.
ზნეობრივი ვალდებულებები ნების გამოხატვისას
ასევე არ წამოადგნენე გარიგებებს, თუმცა შეიძლება ჰგავდნენ კიდეც. მაგ. თეატრში დაპატიჟება ან მეგობრისთვის ფუასოდ დამატებითი გაკვეთილების ჩატარება და სხვ.
ნების გამოვლენის ნამდვილობის საკითხს შემდეგი თეორიები აწესრიგებს
- ნების გამოვლენის თეორია
- შეტყობინების თეორია
- ნების მიღების თეორია
- ნების გამოვლენის თეორია
რომლის მიხედვით, ნების გამოვლენა ნამდვილია მისი გამოვლენის მომენტიდან;
- შეტყობინების თეორია
ნების ნამდვილობისათვის საკმარისად არის მიჩნეული აღნიშნული ნების შემცლელი ბარათის ან სხვა დოკუმენტაციის გაგზავნა ადრესატისთვის;
- ნების მიღების თეორია
აუცილებელია ნების გამოვლენის მისვლა ადრესატამდე