1 - მეთოდები Flashcards
(33 cards)
დაკვირვების მეთოდი
საკვლევი ობიექტის მიზანმიმართული, სპეციალურად ორგანიზებული და დაფიქსირებული აღქმა. შეგვიძლია გამოვავლინოთ მათი ფსიქოლოგიური თავისებურებები მათთვის ბუნებრივ პირობებში.
დაკვირვებისას დაშვებული შეცდომები
- შარავანდედის ეფექტი
- მცდარი თანხმობის შეცდომა
- საშუალო ტენდენციის შეცდომა
- პირველი შთაბეჭდილების შეცდომა
,,შარავანდედის ეფექტი’’ რას გულისხმობს?
ობიექტის ქცევის განზოგადება. თუ ახლა ასე იქცევა, ესე იგი სხვა სიტუაციებშიც ასე იქცევა.
,,მცდარი თანხმობის’’ შეცდომა რაში მდგომარეობს?
ქცევის შეფასებისას დამკვირვებელი სხვების აზრის ზეგავლენის ქვეშ ექცევა ,,ყველა ასე ამბობს’’
,,საშუალო ტენდენციის’’ შეცდომა?
როცა ორიენტირებულია ადამიანი ქცევის იმ ნაწილზე, რომელიც ,,საშუალოსტატისტიკურად’’ ვლინდება და არა ჩვეულებრივისგან განსხვავებული ქცევის გამოვლენაზე.
,,პირველი შთაბეჭდილების’’ შეცდომა?
სტერეოტიპების ობიექტზე გადატანა
როგორაა შესაძლებელი დაკვირვების შეცდომების თავიდან არიდება?
საკმარისად დიდი ხნით დაკვირვება ადამიანებზე და მათი მონაცემების შედარება სხვებისაზე.
გამოკითხვის მეთოდი
ინფორმაციის მიღება უშუალო ან გაშუალებული ურთიერთობისას.
რა იგულისხმება უშუალო და გაშუალებულ ურთიერთობაში?
უშუალო - საუბარი, ინტერვიუ
გაშუალებული - ანკეტირება, გამოკითხვა
ანკეტების შედგენისას გავრცელებული შეცდომებია:
- სამეცნიერო ტერმინების გამოყენება
- ზოგადი ცნებების გამოყენება (ხშირად, იშვიათად)
- ,,სლენგის’’ გამოყენება რესპოდენტის დასაინტერესებლად
ექსპერიმენტი რა არის?
ესაა მეთოდი კონტროლირებად და მართვად პირობებში ფაქტების შესაკრებად (თან ამ დროს ვლინდება შესასწავლი ფსიქიკური მოვლენები)
ექსპერიმენტის ჩატარების ფორმის მიხედვით გამოყოფენ:
ბუნებრივ და ლაბორატორიულ ექსპერიმენტს.
პირველად ბუნებრივი ექსპერიმენტი ჩაატარა ვინ?
ა. ლაზარუსკიმ 1910 წელს
ბუნებრივი და ლაბორატორიული ექსპერიმენტების განმარტება:
ბუნებრივი - ცდისპირისთვის ჩვეული საქმიანობისას ტარდება.
ლაბორატორიული - სპეციალურად შექმნილ პირობებში. თუმცა პედაგოგიურ ფსიქოლოგიაში თითქმის არ გამოიყენება.
ექსპერიმენტებს მიზნის მიხედვით გამოყოფენ:
მაკონსტანტირებელი და მაფორმირებელი.
მაკონსტანტირებელი ექსპერიმენტი რას ნიშნავს?
მაფორმირებელი ექსპერიმენტი რას ნიშნავს?
მაკონსტანტირებელი - განვითარების არსებული დონის გაზომვა (მაგ. ტესტებითაც შეიძლება გაიზომოს)
მაფორმირებელი - ფსიქიკის ამა თუ იმ მხარის აქტიური გარდაქმნა.
*ვიგოტსკის უკავშირდება ექსპერიმენტალურ-გენეტიკური მეთოდი (გამოვავლინოთ და მიზანმიმართულად გავლენა მოვახდინოთ) -
ტესტი?
სტანდარტიზებული ამოცანები, განკუთვნილი ინდივიდუალური ფსიქოლოგიური თვისებებისა და ცოდნის გასაზომად.
ინტელექტის კოეფიციენტის გასაზომი ტესტი?
IQ-ს ტესტი შემოიღო შტერნმა 1911 წელს.
კეტელი?
ტერმინი ‘‘ტესტი’’ შემოიღო
ბინე?
1905 წელს შკალები შექმნა 3-11 წლის ბავშვების გამოსაკვლევად. 30 დავალება.
გონებრივი ჩამორჩენის დიაგნოსტიკისთვის.
როგორ განისაზღვრება ტესტის სანდოობა?
- სანდოობით
- ვალიდურობით (ტესტის შესაბამისობა დიაგნოსტიკის მიზნებთან)
- რამდენადაა დავალება დიფერენცირებული (შეუძლია ტესტს რომ დაყოს გამოვლენის ხარისხის მიხედვით?)
ტესტის სახეებია:
- პროექციული ტესტები
- თავისუფალი ასოციაციების ტესტი (თამაშის სახით შეიძლება ჩატარდეს);
- თემატური აპერცეპციის ტესტი (ბავშვის ურთიერთობები სხვა ადამიანებთან) - დიაგნოსტიკური და კორექციული ამოცანების ქონა.
შემოქმედებითი საქმიანობის პროდუქტების შესწავლის მეთოდისას მნიშვნელოვანია არა იმდენად ადამიანი, არამედ მისი საქმიანობის პროდუქტი.
რა მოთხოვნები არსებობს მეთოდისადმი?
- არის ეს თუ არა ამ ბავშვისთვის დამახასიათებელი ტიპიური საქმიანობის შედეგი, თუ შემთხვევითაა შექმნილი?
- რა პირობებში იქმნებოდა ეს პროდუქტი?
- ბევრი ამ სახის პროდუქტის გაანალიზებაა საჭირო, არა ერთის.
სოციომეტრია?
მცირე ჯგუფებში ინტერპერსონალური ურთეირთობების თავისებურების შესწავლის მეთოდი.
კითხვის დასმისას ვინ რა პასუხი აირჩია? ამის ჩანიშვნა.