2. პიაჟე - ვიგოტსკი Flashcards
(20 cards)
პიაჟეს ინტელექტის განვითარების სტადიები
4 საფეხური:
- სენსო-მოტორული ინტელექტის საფეხური (დაბადებიდან 2 წლამდე)
- პრეოპერაციული სტადია (2-დან 7 წლამდე)
*2-4 წლამდე სიმბოლური აზროვნების სტადიაა მგონი, 5-დან 7-მდე კიდევ ინტუიტური აზროვნების - კონკრეტული ოპერაციების სტადია (7-დან 12 წლამდე)
- ფორმალური ოპერაციების სტადია (11-დან 15 წლამდე)
პრეოპერაციული სტადიის 2-4 წლამდე ,,ქვესტადია’’
**2-4 წლამდე მხოლოდ ერთი თვალსაჩინო ნიშნით შეუძლია დაჯგუფება.
მოქმედებები შეუქცევადია მათთვის: 5+3 = 8, მაგრამ 8-3 = 5 ვერ ხვდება. ვერ ხვდება, რადგან ეს მოქმედება არაა ოპერაცია (ბავშვს არ შეუძლია გონებრივი მოქმედების განხორციელება)
რატომ ჰქვია პრეოპერაციულ სტადიას პრეოპერაციული?
რადგან ბავშვის გონებრივ მოქმედებებს არ აქვს ნამდვილი ოპერაციის ხასიათი - შეუქცევადია და იზოლირებული.
პრეოპერაციული სტადიის ზოგადი აღწერა
ეუფლება მეტყველებას. ბავშვი შეიმეცნებს სამყაროს არამხოლოდ მოტორული მოქმედებების საშუალებით, არამედ სიტყვებითაც - რომ თავისთავად მოქმედება ან ობიექტი კი არაა სიტყვა, არამედ მისი აღმნიშვნელი.
პრეოპერაციული სტადიის 5-დან 7 წლამდე სტადია
5-დან 7 წლამდე თვალსაჩინო-ხატოვანი აზროვნება. რაც მის თვალწინ ხდება, იმას ეყრდნობა სრულიად აზროვნება, მაგრამ ლოგიკის წესები არ მოქმედებს.
ანიმიზმი (ბავშვისთვის ყველაფერი ცოცხალია) და არტიფიციალიზმი (ბავშვისთვის ყველაფერი ადამიანის შექმნილია)
ვიგოტსკის თეორიის ძირითადი პრინციპები:
- განვითარება სოციო-კულტურულ კონტექსტში უნდა განიხილებოდეს
- ბავშვი ცოდნას თვითონ აგებს, აქტიურია ამ პროცესში (პასიურად არ ითვისებს)
- სწავლა წინ უნდა უსწრებდეს განვითარებას
- მეტყველებას ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქიკურ განვითარებაში
განვითარების უახლოესი ზონა
მანძილი აქტუალური განვითარების დონესა და პოტენციური განვითარების დონეს შორის
აქტუალური განვითარების დონე - დამოუკიდებელი პრობლემის გადაჭრის უნარი
პოტენციური განვითარების დონე - უფროსის ხელმძღვანელობით პრობლემის გადაჭრის უნარი
ენისა და აზროვნების ურთიერთკავშირი ვიგოტსკის მიხედვით
ამტკიცებდა, რომ მეტყველების მთავარი ფუნქცია ბავშვებსა და მოზრდილებში არის კომუნიკაცია, სოციალური კონტაქტი. ამიტომ, ბავშვის ადრეული მეტყველება არსებითად სოციალურია და ენა იმისთვის გამოიყენება, რომ თავი გავართვათ სოციალურ სიტუაციებს
ენისა და აზროვნების ურთიერთკავშირი პიაჟეს მიხედვით
ამბობდა, რომ ბავშვის ადრეული მოქმედებები ეგოცენტრულია და სოციალური აზროვნება მოგვიანებით ვითარდება - მცირეწლოვანი მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს და სხვებთან ურთიერთობით ნაკლებად არიან დაინტერესებულნი (ეგოცენტრული მეტყველება)
ბავშვის ზრდასა და ქმედებებში მნიშვნელოვან ცვლილებებს რას უწოდებდა ვიგოტსკი? პიაჟე?
ვიგოტსკი - სწავლას, პიაჟე - განვითარებას
ერიკსონის ფსიქო-სოციალური განვითარების სტადიები
- ნდობა - უნდობლობა
- ავტონომია - სირცხვილი და ეჭვი
- ინიციატივა - არასრულფასოვნების გრძნობა
- ბეჯითობა - არასრულფასოვნების გრძნობა
- პიროვნების იდენტობა - სოციალური როლების მიმართ გაურკვევლობა
- ინტიმურობა - იზოლაცია
- გენერატიულობა/პროდუქტიულობა - სტაგნაცია
- მე-ს მთლიანობა/ მორალური სიძლიერე - სასოწარკვეთილების განცდა
ერიკსონის თეორიის ზოგადი მიმოხილვა
ფსიქოლოგიური განვითარება ინდივიდის ბიოლოგიური მოთხოვნილებებისა და საზოგადოების მოთხოვნათა ურთიერთქმედების შედეგად. თითოეულ სტადიასთან დაკავშირებული კონფლიქტი აუცილებლად უნდა გადაიჭრას.
რომელიმე წარუმატებელი სტადიის კომპენსირება შესაძლებელია, თუ შემდგომ განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობები იქნება, მაგრამ 20 წლის შემდეგ ეს უკვე რთულდება, რადგან მისი იდენტობა უკვე ფორმირებულია ამ ასაკისთვის.
ბრონფენბრენერის ეკოლოგიური სისტემების თეორიის ზოგადი მიმოხილვა
ბავშვის განვითარებას გარემომცველი სამყაროს იერარქიული კავშირების სისტემის ჭრილში განიხილავს.
განვითარება დინამიურია, ორი მიმართულებით მიმდინარე.
ეკოლოგიური სისტემები ბრონფენბრენერის მიხედვით
მიკროსისტემა - პირველი დონე : ოჯახი, საბავშო ბაღი, სკოლა.
მეზოსისტემა - ორი ან მეტი მიკროსისტემის ურთიერთკავშირით, ოჯახსა და სკოლას შორის მაგალითად.
ეკზოსისტემა - სოციალური გარემოს ირიბი ზეგავლენა - მშობლების სამსახური, ადგილობრივი დაწესებულებები (სამედიცინო, ბანკი, პოლიზია, მაღაზია…), ნათესავები, მეზობლების წრე, ა.შ.
მაკროსისტემა - არაა დაკავშირებული კონკრეტულ გარემოცვასთან, არამედ კულტურული ღირებულებები, კანონები, ტრადიციები, რომლებშიც იზრდება ბავშვი.
რომელ სისტემას ანიჭებდა ბრონფენბრენერი ყველაზე მეტ მნიშვნელობას?
მაკროსისტემას, რადგან გავლენის მოხდენა შეუძლია ყველა სხვა დონეზე.
როგორია ბავშვი ეკოლოგიური სისტემის მიხედვით?
გარემო მუდმივად ცვალებადია და ასეთ გავლენას ახდენს ბავშვებზე. ბავშვები საკუთარი გარემოს პროდუქტები და ამავდროულად გარემოს შემქმნებელი არიან.
უზნაძის შეხედულებები განვითარებაზე
განვითარებას არც მხოლოდ გარე ფაქტორები და არც მხოლოდ შიდა ფაქტორები განსაზღვრავს.
შინაგანი შესაძლებლობები მხოლოდ მაშინ რეალიზდებიან, თუ შესაბამის გარემოში მოხვდებიან.
უზნაძის მიხედვით, როგორ ვითარდება ბავშვი, თუ მეტწილად გარემოზეა დამოკიდებული მისი განვითარება? (ანუ შინაგანი რომ გარეგანს დაემთხვეს)
რადგან თავიდანვე არა ფიზიკურ, არამედ სოციალურ გარემოში იწყებს ცხოვრებას ბავშვი.
ესე იგი, ბავშვის განვითარება სოციალურად განსაზღვრული ასაკობრივი გარემოს ზემოქმედების პირობებში ხორციელდება.
რა განსაზღვრავს ბავშვის ასაკობრივ გარემოს?
რადგან ასაკობრივი გარემოს დანიშნულება ისაა, რომ შემთხვევითი სტიმულების ნაცვლად შინაგანი ძალების გასააქტიურებლად მიმართულმა სტიმულებმა იმოქმედოს, ეს უნდა განისაზღვროს ბავშვის ასაკის მიხედვით.
ბავშვში არსებული ორი სახის ძალა
- ბიოლოგიური ფუნქციებისთვისაა, სასიცოცხლო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება.
- არსებული ფუნქციების ამოქმედების ტენდენცია - ფუნქციონალური ტენდენცია (რომელიც გარემოს პირობებზეა დამოკიდებული).
ჯერ მწიფდება შინაგანი შესაძლებლობები, შემდეგ კი ფუნქციონალურ ტენდენციას გრძნობს. საკმარისია, გარემომ ხელი შეუწყოს.