7 - თვითრეგულირება Flashcards

(23 cards)

1
Q

თვითრეგულირების 3 ტიპი:

A
  1. ქცევითი (ქმედებისაგან თავის შეკავების უნარი) - იგივე იმპულსების კონტროლი
  2. შემეცნებითი (დაგეგმვის უნარი)
  3. ემოციური (ემოციების რეგულირების უნარი)
How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
2
Q

რას ნიშნავს ქცევითი თვითრეგულირება?

A

უნარი, არ გააკეთო რაღაც და გააკონტროლო ტემპი.

თავის შეუკავებლობა გულისხმობს არჩევანის უქონლობასა და დაუგეგმაობას.

+ასევე ტემპის რეგულირება. თავიდან როგორც ყველაზე მეტად უადვილდება სხეულს, იმ ტემპით მოქმედებს ბავშვი, მერე კი კონტროლს იწყებს (3 წლის ბავშვს არ შეუძლია ხაზი ნელა დახატოს, მხოლოდ 1 სიჩქარე აქვს, მაგრამ მერე უკვე უმჯობესდება)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
3
Q

იმპულსების კონტროლს რომელი თამაშები აკონტროლებენ?

A

*იხვი, იხვი, ბატა (კატა-თაგვობანა)
*ვისი სული გსურს
*ხიდი გაიხსნა, ხიდი დაიხურა
*დაჭერობანა
*მოემხადე, გასწორდი, გაიქეცი! (ბავშვი უნდა დაელოდოს ,,გაიქეცის’’)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
4
Q

ტემპის კონტროლის (ცვლის) აქტივობები?

A

*სხვადასხვა ტემპის მუსიკაზე მოძრაობა
*მაიმუნივით სწრაფად, სპილოსავით ნელა მოძროაბა
*მძინარე დინოზავრთან ჩუმად მისვლა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
5
Q

თვითრეგულირების განვითარება რას ემთხვევა?

A

ემთხვევა ბავშვის ტვინის წინა ნაწილის სწრაფ ზრდას.

ადრინდელ შთაბეჭდილებებს ტვინის ფორმირების პროცესში რეალურად შეუძლია ტვინის ძირითადი სტრუქტურის შეცვლა. თუ ბავშვის ტვინი სწრაფად იცვლება, უკეთ გამოსდით თვითრეგულირება.

ესე იგი, ადრეულ შთაბეჭდილებებს მნიშვნელოვანი როლი აქვს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
6
Q

იმპულსების გაკონტროლება და დათმობა:

A

2 წლისთვის თვითკონტროლის პირველი ნიშნები უკვე ჩნდება, თუმცა აგრეთვე უვითარდებათ ავტონომიის შეგრძნება.

თუმცა თან ჩნდება ,,სოციალიზაციის წნეხი’’ ანუ მშობლების მითითება ისეთი ქცევებისაკენ, რაც სოციუმშია მისაღები.

გამოსავალი: რაღაც გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს ბავშვმა (სოციალიზაციის წნეხი კი შერჩევითად განხორციელდეს)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
7
Q

იმპულსების გასაკონტროლებლად რა პრაქტიკული რჩევები არსებობს?

A

,,არ გააკეთო’’ შეცვალეთ ,,გააკეთეთი’’.

,,არ ირბინო’’ -> ,,ნელა იარე’’

ანუ უვითარებთ ახალ უნარებს

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
8
Q

თვითრეგულირება ბავშვობაში?

A

ჩვილობაშივე იწყებენ ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაკონტროლებას (მაგ. როგორ დაიწყნარონ თავი)

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
9
Q

იმპულსების გაკონტროლების სტრატეგიის სწავლება

A

ალტერნატიულ ქმედებაზე ყურადღების გადატანა

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
10
Q

რა არის თვითრეგულირების დადებითი მხარე?

A

იმპულსებს თუ ვერ აკონტროლებს ბავშვი, გარშემომყოფ თანატოლებს არ მოსწონთ მასთან სიახლოვე და მეგობრობა.

სუსტი თვითრეგულირების მქონე ბავშვებს მეტი ქცევითი პრობლემაც აქვთ.

თვითრეგულირების უნარი კი ბავშვის ცხოვრების მანძილზე მისი წარმატების პროგნოზირების საშუალებას იძლევა :

უფრო თავდაჯერებულნი არიან,

თვითრწმენა აქვთ,

შემეცნებითი და სოციალური უნარები

მეტი დამოუკიდებლობა

სტრესსა და იმედგაცრუებას უკეთ უმკლავდებიან მოზრდილობაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
11
Q

მუსიკით აქტივობის ტემპის გაკონტროლება

A

სიმღერა ბავშვების დასახმარებლად კარგი საშუალებაა, რათა გააკონტროლონ თავიანთი ქმედების ტემპი. მასწავლებლებს შეუძლიათ ყოველდღე გამოიყენონ სიმღერა, რათა ბავშვებს დაეხმარონ საკუთარი თავის მეტად გაკონტროლების უნარის განვითარებაში.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
12
Q

დრამატულ ცენტრში თვითრეგულირების სწავლა

A

თეატრალური დადგმა ბავსვების თანამშრომლობის, საერთო დაგეგმვისა და მიზნის დასახვის უნარს მოითხოვს, შესაბამისად: ძლიერი თვითრეგულირებაა საჭირო.

დრამატულ დადგმაში 2 ან მეტი ბავშვი უნდა იყოს, რომლებსაც წარმოსახვითი და სიტყვიერი ურთიერთობები აქვთ რაღაც დროის განმავლობაში

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
13
Q

რეჟიმის დაწესება თვითკონტროლისთვის

A

რეჟიმის შემთხვევაში ბავშვები სწავლობენ სოციალურ სიტუაციებში მოქცევის წესებს, ამავდროულად თავის შეკავებას, იმპულსების მართვას, ქმედების დაგეგმვას.

სიტუაციის ასეთი პროგნოზირებადობა ეხმარება მათ თავიანთი სოციალური მოთხოვნების შესრულებაში.

ბავშვები უფრო დამთმობი არიან, როცა წესები მკაფიო და თანმიმდევრულია, ეს წესები კი ეხმარება მათ, რომ უფრო დამოუკიდებელნი იყვნენ და თვითრეგულირებადნი.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
14
Q

როგორ ვასწავლოთ ბავშვებს, იყვნენ ნაკლებად იმპულსურები?

A

მასწავლებლის (ან სხვა უფროსი ადამიანისგან, მაგ. მშობლისგან) მაგალითზე ისწავლიან, თუ თავადვე მიიღებს აწონილ გადაწყვეტილებას, მაგ: ,,მეც მოუთმენლად ველი, მაგრამ მოცდა მომიწევს’’.

ამგვარად პრაქტიკაში ხედავენ ბავშვები თვითრეგულირების უნარის დემონსტრირებას.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
15
Q

შემეცნებითი თვითრეგულირება

A

როცა ბავშვების გონებაში შემოდის ,,მომავალი’’, და იწყებენ აწმყოზე მეტის აღქმას, ისინი დაიწყებენ პრობლემის დაფიქრებულად გადაწყვეტას.

სხვაგვარად, ძალიან იმპულსური არიან და ვერც ქცევებს გეგმავენ.

მოგვიანებით კი შეუძლიათ, რომ თავიანთი ქმედება დაგეგმონ და უარს ამბობენ მყისიერი დაჯილდოებისგან იმის მოლოდინით, რომ გრძელვადიან გეგმებს ამჯობინებენ.

How well did you know this?
1
Not at all
2
3
4
5
Perfectly
16
Q

პრობლემის დაფიქრებულად გადაწყვეტა

A

ასაკთან ერთად ბავშვები უფრო დაფიქრებით იქცევიან. ეს კარგია, რადგან რაც უფრო მეტხანს ფიქრობენ ამოცანაზე, მით ნაკლებ შეცდომას უშვებენ.

პრობლემის გადაჭრაზე ფიქრი რომ შეეძლოთ, ამისთვის ჯერ კონცენტრირება უნდა მოახერხონ და ერთი საქმიდან მეორეზე მარტივად არ გადახტნენ.

პატარა ასაკში ერთ ამოცანაზე თუ დიდხანს შეუძლიათ კონცენტრირება, პრობლემების დაფიქრებულ გადაწყვეტაში უკეთეს შედეგს დებენ.

17
Q

,,ხარაჩოების აგების მეთოდი’’ როგორ ეხმარება ბავშვებს, რომ თავიანთი ქმედებები დაგეგმონ ხოლმე?

A

,,ხარაჩოების აგების მეთოდი’’ - ანუ თამაშის გეგმის განვითარებაში კონტროლი მთლიანად საკუთარ თავზე არ ავიღოთ.

მოქმედების დაგეგმვის მაგალითის მიცემა

ბავშვის ჩართვა ჩვენს იდეებში

ბავშვის იდეების განვრცობა (,,რა შეიძლება დავდოთ ამ ციხესიმაგრეზე?’’

18
Q

დაგეგმვის სწავლების სხვა მეთოდები?

A

,,ხარაჩოების მეთოდი’’

,,განვითარებადი მასალა’’

,,წინასწარ განსაზღვრულობა’’

რეჟიმი

მაგალითის მიცემა

მასალები - ხელს უწყობს დაგეგმვას, მაგალითად ასაწყობი ფაზლები, ,,პრობლემის გადასაჭრელად’’ საჭიროა დაგეგმვა, როგორ დაალაგებს ფირფიტებს. კიდევ უფრო კარგია საღებავებით, სათამაშო ცომით ან კუბებით თამაში, რადგან ,,შეუზღუდავი მასალა’’ ბავშვისგან მეტ ორგანიზებულობას ითხოვს, რადგან სტრუქტურა უნდა მოიფიქროს.

დაგეგმილი მიდგომა

19
Q

,,განვითარებადი მასალა’’ რას გულისხმობს?

A

,,განვითარებადი მასალა’’ - ანუ, ჩვენი მოლოდინები უნდა იყოს ასაკთან ადეკვატური, თუმცა ნელ-ნელა ეს მოლოდინი უნდა გავზარდოთ.

დაკვირვების შედეგად გასაგები გახდება, რა შესაძლებლობები აქვს ბავშვს ახლა, ჩვენი მოთხოვნები კი ამის შესაბამისი იქნება, ნელ-ნელა კი მათ გავზრდით.

20
Q

,,წინასწარ განსაზღვრულობა’’ რას გულისხმობს?

A

იგივეა, რაც მომავლის დაგეგმვა და ეს დროს აძლევს მათ იმისთვის, რომ მიმდინარე ქმედება დაასრულონ და მომავალი ქმედებისთვის მოემზადონ, მაგ.: რა მოხდება, თუ კოშკზე დიდ კუბს პატარის თავზე დადებთ?’’ თავისი ქცევის შედეგებზე აფიქრებს ბავშვს. ან ,,უნდა წაგიყვანო და საფენი გამოგიცვალო’’- ზრდის ნდობას რადგან ხვდება, რა მოხდება შემდეგ.

21
Q

რეჟიმი როგორ ეხმარება ბავშვებს თავიანთი ქმედებების დაგეგმვაში?

A

პროგნოზირებადობა ბავშვებს ეხმარება თავიანთი ქმედების დაგეგმვაში, რადგან ასეთ შემთხვევაში შეუძლიათ განჭვრიტონ, რა მოხდება შემდეგ.

22
Q

მაგალითის მიცემა?

A

როცა საჭმელს მოიტანენ, შეუძლია უფროსმა ადამიანმა რომ თქვას: ,,მე მართლაც ძალიან მშია, მაგრამ შემიძლია მოცდა, სანამ ხელებს არ დავიბანთ და ყველანი არ დავსხდებით’’

23
Q

დაგეგმილი მიდგომა?

A

დაგეგმვის დროს ბავშვს ეკითხებიან, რისი კეთება უნდა მუშაობისთვის გამოყოფილ დროში. თუ ერთ საქმიანობას მიატოვებს და მეორეზე გადვაა, მასწავლებელმა ჰკითხოს: ,,ცვლი შენს გეგმას?’’ ანუ ბავშვს ასწავლის, რომ მოქმედებამდე უნდა დაფიქრდეს.