6- სოციალური და ემოციური უნარების სწავლება Flashcards
(20 cards)
როგორ იძენენ ბავშვები სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარებს?
უფროსები სოციალურ-ემოციური განვითარებისთვის საჭირო უნარებს იყენებენ, ამის მოდელს კი ბავშვები იღებენ და ასე სწავლობენ.
მაგრამ უფრო მეტს თანატოლებისგან სწავლობენ.
თანატოლებთან უნარების განვითარება?
თუ სოციალურად უნარიანი არიან, სწავლობენ მართვას, დამორჩილებას, იდეების გაცვლას, შეთანხმებას, კომპრომისს, ანგარიშის გაწევას, თანამშრომლობას…
თუ გამოცდილება პოზიტიური არაა, სულ სხვანაირადაა. გარიყულნი არიან მათგან, ვინც უფრო სოციალურად კომპეტენტურია და ვერ ავითარებენ საჭირო უნარებს.
ჯგუფიდან გარიყული ბავშვები?
ასეთი ბავშვები ხშირად ერთად იკრიბებიან და ანტისოციალურ მიდრეკილებებს განუმტკიცებენ ერთი მეორეს.
+მარტივად ბაძავენ თანატოლებს. მაგალითად, თუ სოციალური უნარების ბავშვი ემეგობრება პრობლემური ქცევების მქონე ბავშვს, ნაკლებ აგრესიული ხდებიან.
ასეთი ბავშვები საუკეთესო მასწავლებლები არიან.
როგორ გამოვუმუშავოთ ბავშვებს სოციალურ-ემოციური უნარები?
სასურველია მთელი ჯგუფისთვის ან სკოლისთვის სწავლება მსგავსი უნარებისა (ყველა ერთსა და იმავე ,,წესებს’’ და ლექსიკას სწავლობს, გარიყული არავინ რჩება სოც. მოქცევის წესების უცოდინრობის გამო)
სოც. და ემოციური სწავლების პროგრამები რა ცოდნას ემყარება?
ბანდურას დასწავლის სოციალურ-კოგნიტურ თეორიას.
იყენებს მოდელირებას, როლურ თამაშებს, ჯგუფურ დისკუსიებს
რამდენიმე კონკრეტული მიდგომა სოც. ემოციური უნარების სწავლებისთვის:
- რეპეტიცია და პრაქტიკა წყნარ, უსაფრთხო გარემოში (სტრესში ბავშვი კარგად ვერ სწავლობს)
- ნასწავლი უნარების განმტკიცება ბავშვების მიერ ყოველ დღე უნდა ხდებოდეს
- ამ სწავლების კურიკულუმში ინტეგრირება (დავალებების მიცემა)
- ინდივიდუალურ საჭიროებების ცოდნა (ზოგ ბავშვს არ აქვს ინტერესი ჯგუფურ თამაშებში ჩაერთოს, არადა ყველაზე მეტად მას სჭირდებოდეს)
სოც. ემოციური განვითარებისთვის რამდენიმე იდეა:
- ჩართეთ პროგრამაში როლური და სხვა თამაშები.
- გადაიღეთ ვიდეო და შემდეგ განიხილეთ.
- სთხოვეთ ბავშვებს, გაგიზიარონ ამბები პროსოციალურ ქცევაზე, რომლის მომსწრეებიც გახდნენ.
- საჯაროდ იზეიმეთ მიღწევები.
- დაუკავშირეთ აქტივობები ბავშვების მიზნებს _ მეტი მეგობარი, უკეთესი აკადემიური მიღწევები, უფრო უსაფრთხო სკოლა (Thornton et al., 2000).
ამ ყველაფრის შედეგიანი სწავლების გასაღები რა არის?
მასწავლებლის ენთუზიაზმი, რომ ბიძგი მისცენ, უკარნახონ ბავშვებს და დაეხმარონ სოციალიზაციის მცდელობის გაგრძელებისკენ.
რა უნარები უნდა შეიძინონ ბავშვებმა?
- ემოციური რეგულაციები და ემპათია
- იმპულსების გაკონტოლება
- ჯგუფში შესვლა
- ბრაზის მართვა
- სოც. პრობლემების გადაჭრა
- უკონფლიქტო კომუნიკაცია
ემოციური რეგულაციებისა და ემპათიის უნარის შეძენა როგორ ხდება?
თავიდან, სანამ ძალიან პატარაა ბავშვი, მშობელი შიფრავს მის მინიშნებებს და საჭიროებებს, რათა შესაფერისი დახმარებით უპასუხოს.
როცა ინტერნალიზაციას იწყებს ბავშვი იმას, რაც ასწავლეს (ანუ სოც. ღირებულებებს, ნორმებს და იდეებს ისე იღებს, როგორც საკუთარს და ბუნებრივს) და თან შეძლებს ემოციების გაკონტროლებას, მერე უკვე მშობელი კონტროლს თავად ბავშვს გადააბარებს.
ბავშვის მიერ ემოციების მართვა როგორაა დამოკიდებული მშობელზე? (მიჯაჭვულობის თეორია)
რაც უფრო სენსიტიურია მშობელი და ხშირად რეაგირებს ბავშვის მინიშნებებზე, ბავშვი უკეთ მართავს ემოციებს.
თუ მშობლის ყურადღება არაპროგნოზირებადია, ბავშვი სწავლობს თავისი გრძნობების იმ ფორმით მართვას, რომელიც ჯგუფში შეიძლება მიუღებელი იყოს.
გრძნობებზე საუბარი?
მატი ამოცნობა, აღიარება, დასახელება, რათა ისწავლონ და განასხვავონ, გამოხატონ თავიანთი ემოციები.
ეს ეხმარება, რომ გრძნობები გამოხატონ ფიზიკურად კი არა, სიტყვიერად გამოხატონ.
ბავშვმა რომ ემოცია მართოს, რა არის საუკეთესო იარაღი?
ემპათია - ვუსმენთ, მხარს ვუჭერთ და თან ვეხმარებით, რომ გაუმკლავდეს და გააკონტროლოს ემოციები.
ანუ, ბუნებრივია რომ ემოციები მოგიზღვავდეს, მაგრამ თან მათი კონტროლიც შესაძლებელია
ემპათიის როლი ემოციის კონტროლში?
ესაა უნარი, დაინახო სიტუაცია სხვისი პერსპექტივიდან, რაც ბავშვების ხედვას ცვლის.
ანუ, თუ თანატოლი ცუდ ხასიათზეა, მეორე ბავშვი ამას საკუთარ თავზე არ მიიღებს და არ გაუბრაზდება ან ეწყინება, არამედ მიხვდება რომ მას დამშვიდება და დახმარება სჭირდება.
თუ ემპათიის გრძნობა არ აქვს ბავშვს, დიდი შანსია რომ სხვის ნეგატიურ რეაქციას იგნორირებით ან ტკივილის მიყენებით უპასუხონ.
ასეთ ბავშვებს შეუძლიათ განსაზღვრონ თავიანთი სიტყვებისა და ქმედებების შედეგები და მიხვდნენ, რომ ხელის კვრამ ან დაცინვამ შეიძლება ვინმე დააზიანოს.
ისინი უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებენ, ითვალისწინებენ სხვების გრძნობებს პრობლემების გადაწყვეტისას, რითაც სასურველი გამოსავლის პოვნის შანსს ზრდიან
როგორ ვასწავლოთ ბავშვებს ემპათია?
ავუხსნათ, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი ,,პროვოკაციულ’’ ქმედებასა და ემოციურ შედეგს შორის, ანუ მიზეზი-შედეგი.
ისეთი დავალებების დაგეგმვა, რაც დაეხმარება ბავშვებს სხვისი კუთხიდან დანახვაში.
რა სხვაობაა ემოციების კონტროლსა და იმპულსების კონტროლს შორის?
იმპულსების კონტროლი არ ექვემდებარება წესების ცოდნას, რა შედეგი მოჰყვება ამა თუ იმ ქცევას (რიგის დაუცველობა, სხვის წინადადებაში ჩაჭრა, ა.შ.).
თუმცა, თვითკონტროლის გამომუშავება შესაძლებელია, რაც პრობლემურ ქცევას ,,აალაგებს’’
თვითკონტროლის უნარში რა იგულისხმება?
- ფრუსტრაციის მოთმენა (,,არ დაარტყა, როდესაც ვერ მიიღებ იმას, რაც გინდა’’)
- ძალისხმევითი კონტროლი ((ქცევის შეკავების გამოყენებით გააკეთო რაიმე სხვა სურვილის საწინააღმდეგოდ, მაგალითად, არ წაართვა სხვას სათამაშო, რომელიც გინდა, ან ითხოვო დახმარება, იმის ნაცვლად, რომ დახიო მათემატიკის დავალება)
- ქცევის გარემოსთან ადაპტირება (ისაუბრო ხმადაბლა ბიბლიოთეკაში)
- სურვილის გადავადება (ზეფირი)
რა მიზეზით იქცევიან ბავშვები იმპულსურად?
- უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა
- არ შეუძლიათ ყურადღებით მოსმენა
ტაქტიკის როგორი თანმიმდევრობაა შედეგიანი ბავშვების ჯგუფში ინტეგრირებისთვის?
- თამაშის წესების ცოდნა
- ჯგუფის ირგვლივ ტრიალი (ხმის ამოუღებლად)
- პარალელური თამაში (მიბაძვა)
- ბუნებრივი პაუზა რომ ჩამოვარდება, ჯგუფის თამაშთან დაკავშირებით პოზიტიური რამის თქმა
- უყოყმანოდ დასთანხმდეს ნებისმიერ შემოთავაზებაზე ჯგუფის მხრიდან
+ასევე მნიშვნელოვანია იმპულსების გაკონტროლება შეეძლოთ, რადგან თუ მოთმინება არ ღალატობთ, მეტი შანსია რომ იმ ტაქტიკას მიყვნენ.
ჯგუფში ინტეგრირების გამარტივება მასწავლებელს როგორ შეუძლია?
თუ მთელი ჯგუფის აქტივობას მოიფიქრებს ისეთ თემაზე, რაშიც ჯგუფისგან გარიყული ბავშვი კარგად ერკვევა.