მჟავები Flashcards Preview

ქიმია > მჟავები > Flashcards

Flashcards in მჟავები Deck (12):
1

მჟავა არის

რთული ნივთიერება, რომელიც შედგება მეტალის ატომით ჩანაცვლების უნარის მქონე წყალბადის ატომის და მჟავური ნაშთისაგან. წყალბადის ასეთ ატომს მჟავური წყალბადი ეწოდება

2

ყველა მჟავას ფორმულა იწყება

წყალბადით (H)

3

მჟავური წყალბადის ატომები განაპირობებენ მჟავათა საერთო თვისებებს:

აქვთ მჟავე გემო, ფერს უცვლიან ინდიკატორებს,

4

მჟავას ხსნარში იისფერი ლაკმუსი

წითლდება

5

მჟავას ხსნარში უფერო ფენოლფტალეინი ფერს

არ იცვლის

6

მჟავას ხსნარში მეთილნარინჯი ხდება

ვარდისფერი

7

მჟავას მოლეკულაში მჟავა წყალბადის ატომთა რიცხვის მიხედვით განასხვავებენ:

ერთ ფუძიან, ორ ფუძიან და სამ ფუძიან მჟავებს

8

მჟავების მოლეკულათა შედგენილობიდან ჩანს, რომ

ზოგიერთი მჟავა ჟანგბადს შეიცავს, ზოგიერთი კი-არა.

9

მჟავას, რომლის მჟავური ნაშთიც ჟანგბადს შეიცავს, ეწოდება

ჟანგბადიანი მჟავა

10

ჟანგბადიანი მჟავებია:

H2SO3 , H3PO4 , H2SO4 , H2SiO3 , და სხვა

11

უჟანგბადო მჟავა ეწოდება

მჟავას, რომლის მჟავური ნაშთიც არ შეიცავს ჟანგბადს

12

მჟავა, ისეთ ელექტოროლიტია, რომელიც დისოციაციის შედეგად

კატიონების სახით წარმოქმნის მხოლოდ წყალბადის იონებს